სამწუხაროდ გუშინწინ არც ისე კარგი დებიუტი გამომივიდა,თუმცა დღეს ვეცდები ეს ყველაფერი გამოვასწორო და რამდენიმე თამაშს გთავაზობთ დეტალური გარჩევით:
1.აბერდინი-სიროკი ბრიჯეგი 1 კოეფ: 1.44 დღეს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი თამაშებია.ამ ეტაპიდან ერთვება ტურნირში აბერდინიც,რომელიც ჩემი აზრით წინა წელს შოტლანდიაში სელტიკის შემდეგ საუკეთესო გუნდი იყო.ამას ისიც მოწმობს,რომ გუნდმა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა მხოლოდ სელტიკს ჩამორჩა და თასის ფინალიც ამავე გუნდთან დათმო.აბერდინი მთელი სეზონის განმავლობაში სახლში კარგად გამოიყურებოდა,თუმცა თუ ფლაშსკორზე ჩავხედავთ,ვნახავთ რო გუნდმა ჩემპიონატში ბოლო 3 თამაში წააგო,მაგრამ აუცილებლად სათქმელია რომ აბერდინი ამ დროს სრულიად უმოტივაციო იყო:ვერც 30 ქულით წინ გაქცეულ სელტიკს ვერაფერს დააკლებდა ამ მატჩებში წარმატების შემთხვევაში და ვერც ვინმე დაეწეოდა.აქვე უნდა ვთქვათ,რომ ამ 3 წაგებული მატჩიდან გუნდმა ორი შოტლანდიის ორ გრანდთან:რეინჯერსთან და სელტიკთან დათმო.მესამე წაგება კი სტ.ჯონსტონთან ჰქონდა,რომელსაც 2 კვირის წინ ჩატარებულ ამხანაგურში მატჩში 3-0 მოუგო,ამ მატჩებამდე კი სახლში აბერდინს ზუსტად 10 მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა.ახლა კი ბოსნიურ სიროკი ბრიჯეგზეც ვთქვათ რამე:გუნდმა უკვე ჩაატარა 2 მატჩი ევროპა ლიგაზე და ამ მატჩებში კარგად დავინახეთ,რომ კლუბი სახლში ბეეეევრრად უკეთ თამაშობს,ვიდრე გასვლაზე.ყაზახეთში ორდაბასთან ჩატარებული მატჩი მასპინძელთა სრული დომინირებით წარიმართა და ის რო შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდნენ მეკარის:ბრილობკის დამსახურებაა,რომელმაც 5 სეივი გააკეთა.მარტო ამ მატჩებით რო არ ვიმსჯელოთ ჩავხედოთ სიროკის მიერ თავიანთ ჩემპიონატში გასვლაზე ჩატარებულ მატჩებს:2 მოგება 3 ფრე 11 წაგება ბურთები:6:20.თან ცალკე ისიც უნდა ვთქვათ რო გუნდი ევროპა ლიგაზე თასზე გამარჯვებით აღმოჩნდა, ჩემპიონატში კი ჩემპიონობითვის მაძიებელ პირველ ექვს გუნდში ვერ მოხვდა და ქვემო ექვს-გადარჩენისთვის მებრძოლ გუნდებთან მოუწია დაპირისპირება და ამ ჩატარებული და წაგებული მატჩების უმეტესობა სწორედ ასეთ გუნდებთან მოდის.ჩემი აზრით,გუნდი შოტლანდიაში იმისთვის ჩავა,რომ დიდი სხვაობით არ წააგოს.რო მერე საკუთარ მოედანზე ეს ჩამორჩენა დაქაჩონ.
2.ჰაიდუკი-ლევსკი 1 კოეფ: 1.73 ხორვატიაში ბულგარული ლევსკი სპლიტის ჰაიდუკს შეხვდება.დავიწყოთ განხილვა ჰაიდუკზე ლაპარაკით:გუნდი წინა წელს თავის ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გავიდა შეუჩერებელი რიეკისა და ხორვატული ფეხბურთის ფლაგმან დინამო ზაგრების შემდეგ.მატჩი დუგოპოლიეში,სპლიტიდან 20-25 კმ-ის მოშორებით ჩატარდება,ეს კი ის მანძილი არაა რო მათმა გულშემატკივრებმა არ გაიარონ საყვარელი გუნდის თამაშის საყურებლად,ამიტომ მაინც ავღნიშნოთ როგორ თამაშობს ჰაიდუკი სახლში: წინა წლის 23 აგვისტოდან მოყოლებული გუნდმა სახლში ზუსტად 19 მატჩი გამართა და შედეგები ასეთია:14 მოგება 3 ფრე და 2 წაგება.ალბათ რთული გამოსაცნობი არაა რო ეს ორი წაგება ზემოთ ნახსენებ 2 გუნდზე მოდის,დანარჩენებთან კი როგორც შედეგებით ჩანს ჰაიდუკი დომინირებდა.ახლა ლევსკი:გუნდმა უკვე ჩაატარა ორი თამაში მაკედონურ სუტიესკასთან.ანგარიშებია:3-1 სახლში 0-0 გასვლაზე.აქაც მოვიშველიოთ სტატისტიკა,სადაც აღმოვაჩენთ რომ გუნდი გასვლაზე ვერ ბრწყინავს:თუ ჩემპიონატის მეორე წრეში ჩატარებულ მატჩებს ავიღებთ ბალანსი ასეთია:2 მოგება 3 ფრე 5 წაგება.ბოლოს იმასაც ვიტყვი რო 29 ივნისის სოფიაში ჩატარებულ მატჩის დროს ტემპერატურა 24 გრადუსი იყო,დღეს კი დუგოპოლიეში 31 გრადუსს ვარაუდობენ,რამაც ალბათ გარკვეულწილად ხელი უნდა შეუშალოს ბულგარელებს,იმის გათვალისწინებით რომ 6 ივლისს სუტიესკას მშობლიურ ქალაქ ნიკსიჩში ჩატარებული თამაშის დროსაც 31 ცელსიუსი ფიქსირდებოდა და ლევსკმა მატჩი ვერ მოიგო.
3.ასტრა-ზირა ფორ+1.5 2 კოეფ:1.35 დღეს გიურგიუში ზირა ჩადის ადგილობრივ ასტრასთან სათამაშოდ.თავიდანვე ვთქვათ რო ასტრა ბოლო მატჩებში სახლში ძაალიან ცუდად თამაშობს:ბოლო 5 მატჩში 1 მოგება 4 წაგება,საპირისპიროდ კი არის ზირა-რომელშიც რომელიც გასვლაზე ძალიან კარგია:10 მატჩში 3 მოგება 3 ფრე 4 წაგება.გუნდი წინა წრეში ლუქსემბურგულ დიფერდანჟს უპრობლემოდ გაცდა და ახლავე იმავეს გაკეთებას რუმინელებთან ეცდება.შეიძლება ვინმემ ლუქსემბურგელებთან წარმატება დიდ მიღწევად არ მიიჩნიოს,მაგრამ გავიხენოთ რეინჯერსის მაგალითი რომელიც ნიდერკორნმა გამოაგდო.მოკლედ ვიმედოვნებ რო აზერები 2 ბურთით არ წააგებენ
ჯამში 3.36 კოეფ.ყველას წარმატებები!!! კი დავიღალე ისე წერით