ataman01გაიხარე, ხოდა ვიწყებ
როგორც მოგეხსენებათ ყველამ რომ ვიცით და ყველას რომ გვგონია ეგეთებს არ ვწერ.
რუსეთის ჩემპიონატი
დინამო მოსკოვი - ამკარი
დინამო მოსკოვის საუკეთესო წლები უკან არის მოტოვებული და ამ ეტაპზე გუნდი ფაქტიურად კრიზისშია, მიუხედავად იმისა რომ მეორე დივიზიონი მოიგო და უმაღლესში ამოვიდა ეს არ შეიძლება წარმატებად ჩაეთვალოს ამ გუნდს, რადგან საბჭოთა კავშირის 11 გზის ჩემპიონი, ყოველ წელს უკან და უკან მიდის, თუკი ადრე საევროპე ადგილებისთვის მაინც იბრძოდა, ახლა დარჩენისთვის უწევს იგივეს კეთება. არც ამკარია დიდი გრანდი რუსული ფეხბურთის, მაგრამ საკმაოდ გამოცდილი მწვრთვნელი ყავთ, გაჯი გაჯიევის სახით, რომელიც რუსული ფეხბურთისთვის საკმაოდ ავტორიტეტული პიროვნებაა.
ეს ისე მოკლე შეფასება ამ ორი გუნდის, ორივე საშუალო დონის კლუბია, რუსეთში სამი ტური უკვე უკან მოიტოვეს და ამკარს გოლი არ აქვს გატანილი. თუკი მათ ეს როსტოვთან, ანჟისთან და ახმატთან (ყოფილი ტერეკი) ვერ მოახერხეს ამის კარგი შანსი აქვთ დინამოსთან,რომელმაც 3 თამაშში 5 გოლი გაუშვა და სხვა რამოდენიმე გუნდთან ერთად ყველაზე ცუდი შედეგია ჩემპიონატის. ასე რომ ალბათ გაბრაზებული უნდა იყოს გუნდის ხელმძღვანელობა, როდესაც მათი შემტევები ხელფასს იმაში იღებენ რომ გრაფაში 0 ეწეროს, როგორც ქულების, ასევე გატანილი გოლების. ვფიქრობ რომ დღეს გამოასწორებენ ამას და სეზონის პირველ გოლს გაიტანენ.
დინამო - ამკარი (მეორე გუნდი გაიტანს გოლს) 1.85
საფრანგეთის ჩემპიონატი
პსჟ - ამიენი
საფრანგეთი ტოპ ჩემპიონატებიდან პირველი იწყებს. გუშინ მონაკომ მოახერხა ტულუზას დამარცხება (3:2) მაგრამ ეს ის მონაკო აღარ იქნება რომელიც ისე ლაღად და თავისუფლად შეძლებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას, როგორც შარშან. პსჟ კი ალბათ წელს არ გაუშვებს ამ შანს ხელიდან და 99 პროცენტით შეგვიძლია უკვე ჩემპიონად ჩავთვალოთ. პირველ მატჩს ისინი საკუთარ პარკ დე პრენსზე ჩაატარებენ. იმ იმედით რომ ნეიმარი რაღაც დროით მაინც გამოჩნდება მინდორზე, უნდა ვივარაუდოთ რომ 50 000 სტადიონი ბოლომდე შეივსება. აბა ვის არ უნდა 222 მილიონიანი ფეხბურთელის საყვარელი გუნდის მაისურით ნახვა? მოწინააღმდეგე პატარა ქალაქის, ამიენის გუნდია, სადაც სულ 130 000 კაცი ცხოვრობს (გლდანის ნახევარზე ნაკლები) ამ გუნდისთვის ალბათ ყველაზე დიდი მიღწევა ლიგა 1 ში თამაშია, რადგან ისინი პირველად მოხვდნენ აქ, ხოლო ყველაზე ისტორიული და დასამახსოვრებელი დღე ამიენელებისთვის 2001 წელს თასის ფინალში გასვლაა.
პსჟ–მ უნდა დაამტკიცოს და ანახოს ყველას რომ რაც შარშან მოხდა შეცდომა იყო და რომ ბარსასთან 6–1 წაგების და ლიგიდან სამარცხვინოდ გამოვარდნის შემდეგ, განიავებული ქვეყნის ჩემპიონობაც ბედის უკუღმართობა იყო (ისე კი მე მწვრთვნელის უკუღმართობას უფრო დავაბრალებდი)
მოკლედ ვფიქრობ ნეიმართან ერთად ახალი პსჟ ომახიანად დაიწყებს და ეს არ იქნება 1–0 ან თუნდაც 2–0
პსჟ – ამიენი (–2.5 ფორა 1 ) 1.83
გერმანიის თასი
დორტმუნდი – ბაიერნი
სუპერთასი. უნდა ვიფიქროთ რომ სულ სხვა ბავარიას ვნახავთ. მართალია ბაიერნმა ამხანაგურებში წააგო ნაპოლისთან, ლივერპულთან, ინტერთან, მილანთან და არსენალთან, მაგრამ ეს არ არის რეალური სახე რეკორდმაისტერის. ამხანაგურებს გერმანიის ნაკრებსაც თუ დავაკვირდებით, ძალიან ცუდად თამაშობენ ყოველთვის, მაგრამ საკმარისია ოდნავი მოტივაცია მიეცეთ და კი ნახეთ აგერ მესამე შემადგენლობით მოიგეს კონფედერაციის თასი. მოკლედ მე ვფიქრობ მიუხედავად დორტმუნდის ნამდვილად კარგი გუნდობისა, ბავარია ძირითად დროშივე მოათავებს საქმეს და გუნდის ფორმაში არ ყოფნის შესახებ ამბავს წყალს გაატანს. გუნდს არავინ დააკლდება, არც ტრამვის გამო და არც ბარათების გამო. მოკლედ ძველი ანდაზაა მგელი ისე არ დაბერდება ვირმა ყურში ჩააკუოსო
დორტმუნდი – ბაიერნი 2 (2.45)
ამხანაგურებში
ვერდერი – ვალენსია
ვერ ვხვდები რატომ მისცეს ამხელა კოეფიციენტი მეტობას, როდესაც შარშან ვერდერმა ბუნდესლიგაში 34 მატჩში 26 მეტობა დასვა და თან საშუალოდ გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსი მატჩში 3.7 ქონდა, რითაც ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა გოლების პლიუს მინუსში.
რაც შეეხება ვალენსიას ბარსა–რეალივით 100 გოლს რა თქმა უნდა ვერ გადააბიჯებდა, მაგრამ მანაც 26 მატჩი ჩაატარა მეტობით, ოღონდ 38 მატჩში,საშუალოდ 3.2 გოლი მატჩში. ასე რომ სახეზეა ორი კარგი შემტევი და კარგი გამშვები გუნდების თამაში, მითუმეტეს რომ ამხანაგურია და ალბათ ბევრ ახალგაზრდას მიეცემა შანსი, რომელიც შეეცდებიან თავი დაამახსოვრონ მაყურებელს და მწვრთვნელებს. ასე რომ ბევრი ფიქრის გარეშე
ვერდერი – ვალენსია (2.5 ზე მეტი) 1.65
იგივეს თქმა შეიძლება ტოტენჰემი – იუვენტუსის შესახებ. ვფიქრობ რომ ეს თამაშიც უხვგოლიანი გამოდგება და სამ გოლს ვნახავთ მინიმუმ.
ტოტენჰემი სწრაფად და აგრესიულად (როგორც სჩვევია) შეუტევს და არა მგონია შანსები არ ქონდეთ ბებერი ბარძალის და გამოუცდელი რუგანის ხელში, ისევე როგორც ტოტენჰემმა ვერ უნდა გაუძლოს დიბალას, იგუაინის, კოსტას, ბერნარდესკის, კუადრადოს, მარკიზიოს შეტევებს.
ტოტენჰემი – იუვე (2.5 ზე მეტი) 1.75
This post has been edited by kamech on 5 Aug 2017, 15:24