ამკარი ზენიტი – 2 (1.80)
90 მილიონ ევრომდე დახარჯეს პეტერბურგელებმა იმისთვის რომ ის რაც მოხდა შარშან, აღარასდროს განმეორდეს, ანუ ზენიტი ვერ მოხვდეს ჩემპიონთა ლიგაზე და ვერ მოიგოს რუსეთის პლ. კრანევიტარი ატლეტიკოდან, სებასტიან დრუისი რივერ პლეიტიდან, რომელმაც 67 თამაშში 21 გოლის გატანა მოახერხა არგენტინაში, ამას გარდა ახალგაზრდული ნაკრებების წევრია, რუსეთშიც დაიწყო გოლების გატანა და 5 თამაშში 2 გოლი დაიწერა თავის ანგარიშზე. დიდი იმედებით უყურებენ ლიონიდან მოყვანილ ემანუელ მამანას, ცენტრალურ მცველს, რომელიც ასაკით დრუისის ხნისაა, მაგრამ უკვე ეროვნულ ნაკრებშიც მოასწრო 3 მატჩის ჩატარება. აქვეა ალბათ ყველაზე გამოცდილი ექს რომაელი პარედესი, რომლის შეძენაც ბევრ გრანდს უნდოდა, მაგრამ რუსებმა ყველას დაასწრეს. ამას ემატება რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატიდან, ძირითადად შარშან მშვენივრად მობურთალი როსტოვიდან გამოზიდეს ხალხი. მწვრთვნელად რობერტო მანჩინი მოიყვანეს, რომელსაც მე დიდად არ ვაღიარებ, მაგრამ იმდენი გამოცდილება, პრაქტიკა და სკოლა კი აქვს გავლილი რომ ამკარის დონის გუნდების დაჯაბნა შეეძლოს. ჩემი მეგობარი ხუმრობდა ბოლო თამაშზე უტრეხტთან, მეკარის გაფრთხილება დაავიწყდათ რომ ეს თამაში გაყიდულიაო. მაგრამ აი რუსეთის ჩემპიონატი სხვა რამეა და სხვა მნიშნელობის ზენიტისთვის. მათთვის უპირველესი ჩემპიონობაა და ჩემპიონობისთვის აუცილებელი პირობა აუტსაიდერების დამარცხება. მოკლედ მჯერა რომ ბოლო ადგილოსან ამკარს მარტივად მოუგებს ზენიტი.
ჰადერსფილდი – ნიუკასლი X2 (1.46)
ჰადერსფილდმა დაწერა უკვე თავისი ისტორია, თავის პირველი მატჩი პრემიერ ლიგაში მოიგო. ნიუკასლმა მართალია წააგო ტოტენჰემთან, მაგრამ ამ ეტაპზე მე ასეთი შეთამაშებული და სტაბილურად აწყობილი გუნდი როგორიც ტოტენჰემია არ მეგულება პლ–ში. ნიუკასლი კი არა დღეს ჩელსიც (მოქმედი ჩემპიონი) არ მგონია ფავორიტი. ჰადერსფილდმა ვფიქრობ პირველ მატჩში მთელი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ენერგია დახარჯა საკუთარი ისტორიის დასაწერად და მოახერხა, დღეს ნამდვილად უნდა გაუჭირდეს მასზე ბევრად გამოცდილი გუნდის დამარცხება. ახალციხელებს ყავთ რაფა ბენიტესი, მრავალჭირნახული და მრავალ კლდეზე გადამხტარი ესპანელი და ყავთ გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებისთვისაც უმაღლეს დონეზე თამაში უცხო არ არის. ვფიქრობ ძალიან უნდა გაუჭირდეს ჰადერსფილდს პირველი ორი მატჩის მოგება პრემიერ ლიგაში და 6 ქულით პირველ ადგილზე ასვლა (ერთ–ერთ პირველზე მაინც) ასე რომ დღეს ვფიქრობ ნიუკასლი არ წააგებს მატჩს.
ფრაიბურგი – აინტრახტი 1X (1.48)
რა თქმა უნდა იდეაში აინტრახტი უფრო კარგ გუნდათ ითვლება, ვიდრე ყოფილი ქართული ლეგიონი, მაგრამ არსებობს რამოდენიმე ფაქტორი რის გამოც ვფიქრობ რომ დღეს არ წააგებს ფრაიბურგი.
1. შარშან მშვენივრად იასპარეზეს და აინტრახტზე კარგი შედეგი აჩვენეს, გავიდნენ მეშვიდე ადგილზე და უეფას თასის ზონაში დაასრულეს მოღვაწეობა.
2. ურთიერთშეხვედრებში აშკარად უკეთესი მაჩვენებელი აქვს ფრაის და ძირითადად უგებს ხოლმე როგორც სახლში ასევე გასვლაზე.
3. სატრანსფერო ბაზარზე მართალია მთავარი შემტევი მაქსიმილიან ფილიპი გაუშვეს დორტმუნდში, მაგრამ ამ თანხად ხუთი ფეხბურთელი მოიყვანეს, მათ შორის პასკალ სტენცელი, ბარტოს კაპუსტა და მადრიდის რეალის ახალგაზრდა ცენტრალური მცველი.
4. მთავარი. აინტრახტი ამ მატჩს ძალიან დიდი დანაკლისებით ხვდება. გუნდს აკლია ბლუმი, ფაბიანი, მასკარელი, ბატკე, აბრაჰამი, სალსედო, მედოევიჩი, რეგაზელი და კაპიტანი ალექსანდრ მაიერი. 9 კაცის დანაკლისი ვფიქრობ ადვილი საქმე არაა.
აი ამ პირობების გათვალისწინებით ვფიქრობ რომ ფრაიბურგი დღეს სახლში არ წააგებს.
მარსელი – ანჟერი 1 (1.73)
ვერავინ ამიხსნის რატომ აქვს ამხელა კოეფიციენტი ველოდრომზე საფრანგეთის ერთ ერთ საუკეთესო გუნდს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. გუნდი მშვენიერ ფორმაშია, მწვრთვნელი რუდი გარსია ყოველთვის იმსახურებდა ჩემს სიმპატიებს. სტივ მანდანდა, ადილ რამი, დორია, როლანდო, ჰუბოჩანი, პატრის ევრა, ფანი, ჯორდან ამავი, ჰიროკი საკაი, ლუიზ გუსტავო, რემი კაბელა, დიმიტრი პაიე, ლუკას ოკამპოსი, ფლორიან ტაუვანი, ვალერი ჯერმეინი.
ვინმემ მითხარით აი ამ გუნდმა ანჟერს რატომ ვერ უნდა მოუგოს? მარტო იმიტომ რომ იმათმაც წაუგებლად ჩაატარეს ორი მატჩი და 4 ქულა აქვთ? თუ იმიტომ რომ დომჟალესთან აქვს 24 ში სათამაშო ევროპის ლიგის შესარჩევი მარსელს?
შესანიშნავად დაიწყებს მარსელელებმა, 2 თამაშში 6 ქულა, 4 გატანილი გოლი, არც ერთი გაშვებული. არა მგონია დღეს ველოდრომზე ველოსიპედი წაექცეთ!
კროტონე – მილიანი 2 (1.65)
ნუ არ დავიწყებ შემადგენლობით რომელი გუნდი სჯობს და არც იმას მოვყვები რომ რაც შარშან კროტონემ ბოლო 2 თვეში ქნა ამის გამეორებას ვერ კი არა არც აპირებენ ალბათ. უბრალოდ გეტყვით იმას რომ ახალი მილანისთვის ეს მატჩი ფსიქოლოგიურადაც, მენტალურადაც, სულიერადაც და სიმბოლურადად ფრიად აუცილებელი მატჩია. მათ სჭირდებათ გამარჯვება! ახალი მილანი იწყებს გამარჯვები! ესაა და ეს!
ფენერბაჰჩე – ტრაპზონი – მეორე გუნდი გაიტანს – კი (1.45)
ფენერბაჰჩეს პრობლემები აქვს ტრამვებთან დაკავშირებითაც და ამას გარდა უეფაზე სათამაშო აქვთ 2–0 დან რომელიც წააგეს უღიმღამო ვარდართან გასვლაზე. აი ტრაბზონს კი მშვენიერი შემტევი გუნდი ყავს, არ უჭირს გოლების გატანა და იმ პირობებში როდესაც ვან დერ ვილი, ვან პერსი, ფერნანდაო და კიდევ ორი თურქი მოთამაშე აკლიათ და ამას დავუმატოთ ვარდარისგან გაშვებული ორი გოლის ფონზე, ვფიქრობ ტრაბზონს არ უნდა გაუჭირდეს ერთი გოლის გატანა.
პსჟ – ტულუზა პირველი გუნდი მოიგებს ორივე ტაიმს კი (1.65)
მოკლედ გეტყვით, დღეს ნეიმარი პირველად გამოჩნდება სტად დე პრანსზე. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი. ტულუზას მწრთვნელის ინტერვიუ ვნახე, არ ვიცი რა ვქნა, რა გავაკეთო, ეს რა ჭირი მჭირს, არ მინდა პსჟ სთან თამაშიო, დააახლოებით ასე გამოუვიდა

ასე რომ დღეს გოლების და სანახაობის წვიმას ველი ამ მატჩში.
წარმატებები
* * *
Dato-Tolordavaყველაზე კარგი ბილეთია! წარმატებები მეგობარო. 90 პროცენტი დამჯდარია!
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare