გაგუშაურალი ცსკა არა იმიტომ მგონია რომ ძალიან ბევრს უშვებს ცსკა, არაა ეს მის სტილში მაგრამ ბოლო თამაშში თითქოს დალაგდნენ და არა მგონია ასეთი დაცვითი სტილის გუნდმა ურალისგანაც გაუშვას, თავის მხრივ ურალს ყველა ტურში გოლი აქვს გატანილი და ესაც მებევრება რა 
 ვოლფსბურგი და დორტმუნდი ყოველთვის მეტობას თამაშობენ ერთმანეთში, ვოლფსბურგსაც ყავს ხალხი რომელიც ტრავმიანობის პერიოდში, რომელიც უდგას დორტმნუნდს არ უნდა გაუჭირდეს რომ გაუტანოს, აქეთ მხარეს კი ვიცით რა კარგი ბიჭებიც არიან. მოკლედ შემტევები არ უჭირთ, აი დაცვაში კი ორივეს პრობლემა აქვს რაც უფრო აადვილებს ალბათ გოლების გასვლას. 
ლესტერმა ისე კარგად ითამაშა პირველ ტურში არსენალთან, არა მგონია ამ მშვენიერმა გუნდმა ბრაიტონთან ვერ მოიგოს. შარშანწინდელი ჩემპიონები არიან, მარტო კანტე აღარ ყავთ იმ კარგი გუნდის ლიდერებიდან, შარშანაც ბევრი კარგი მატჩი ანახეს, ბრაიტონს თუ ვერ მოუგეს აბა ვიღას უნდა მოუგონ. 
სპორტინგს თავისი ჩასვრილი 0–0 აქვს გამოსასწორებელი რომ ლიგაზე მოხვდეს და არა მგონია თავი მიაკლას გიმარაეშთან. მშვიდი ნაკლებობა მგონია თუ რამე უცნაური არ მოხდა. 
სტ ეტიენს წესით არ უნდა გაურთულდეს დებიუტანტი ამიენის დამარცხება, საკუთარ მოედანზე პსჟ ს და მონაკოს უჭირს თამაში მწვანეებთან და ამიენს ხომ საერთოდ უნდა გაუჭირდეს. 
ნაპოლის მეტობას უკვე დიდი ხანია დავსდევ და დავიღალე! სადღაც ხომ უნდა დასვას, შარშან სულ მეტს თამაშობდა 
    
        
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare