ესეიგი საკმაოდ გრძელ გარჩევას შემოგთავაზებთ. მთელი შაბათ–კვირის ტურების...
ბრაზილია: სერია ა
კორინთიანსი – ატლეტიკო 1 (1.40)
კორინთანსი დამაჯერებლად ლიდერობს ბრაზილიის ჩემპიონატს, 10 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ გრემიოს. გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა ბოლო პერიოდში რამოდენიმეჯერ ცუდად დაუცდა ფეხი, და ბოლო თამაში საერთოდ წააგო სახლში აუტსაიდერ ვიტორიასთან. მაგრამ მაინც კარგ ფორმაშია და დამსახურებულადაა პირველ ადგილზე. გატანილი აქვს 33 გოლი 21 რაც მეორე შედეგია გრემიოს შემდეგ (35) ხოლო გაშვებული გოლებით პირველ ადგილს იკავებს, 10 ბურთი, ანუ მატჩში საშუალოდ 0.5 ზე ნაკლებს უშვებს. აი ატლეტიკო კი ბოლო ადგილზეა, 10 ქულით ჩამორჩება ვასკოს რომ გასავარდნ ზონას დააღწიოს, სულ 15 ქულა აქვს დაგროვებული, ანუ კორინთიანზე 35 ქულით ნაკლები. ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული (36) და გატანილი გოლებით ბოლოდან მეორე ადგილზეა (17) მასზე ცოტა მხოლოდ ბოლოს წინა ადგილოსან ავაის აქვს (12). კორინთიანსში ნიჭიერ ახალგაზრდებთან ერთად არიან გამოცდილი ფეხბურთელები რაც გუნდს კარგად აბალანსებს, გემახსოვრებათ ალბათ ფელიპე ბასტოსი რომელიც წლების განმავლობაში ბენფიკასთვის ირჯებოდა. ჯო, რომელიც ერთ–ერთი პირველი მერცხალი იყო განახლებული მანჩესტერ სიტის, მან ბრაზილიის ნაკრებშიც მოახერხა 20 ჯერ თამაში. ინგლისური ფესვების მქონე თურქი კაზიმ რიჩარდსი გახსოვთ? სხვადასხვა დროს შესანიშნავი იყო ბევრი ევროპული გუნდი აქვს მოვლილი, მათ შორის გალა, ფენერი, ოლიმპიაკოსი, ტულუზა, ფეინორდი, სელტიკი, ბლექბერნი და სხვა. ჟადსონი "ოქროს" შახტარის ერთ–ერთი ლიდერი. მეორე მხრივ კი უსახური ატლეტიკო რომლის ყველა ფეხბურთელის ერთად აღებული ფასი არის 11 მილიონი და ის ყველაზე იაფი გუნდია ჩემპიონატის (შესაბამისადაც არის ბოლო ადგილზე) მარტო იმას გეტყვით რომ საქართველოს ნაკრები სადაც ასპარეზობენ ისეთი გენიალური ფეხბურთელები როგორებიც არიან უჩა ლობჟანიძე, ვლადიმერ დვალიშვილი და კომპანია 25 მილიონად არის შეფასებული. ანუ საქართველოს ნაკრები ორჯერ ძვირია ამ გუნდზე. ვფიქრობ ჰანდიკაპსაც, მაგრამ ბრაზილიაში მოვერიდები და მშვიდად ავიღებ კორინთიანსის გამარჯვებას!
აზერბაიჯანი. პრემიერ ლიგა.
ყარაბახი - გაბალა მეორე გუნდის ტოტალი 0.5 ზე მეტი (1.60)
მიუხედავად იმისა რომ ყარაბახი ცოტას უშვებს ვფიქრობ გუნდი ძალიან გადაღლილია როგორც ფიზიკურად ასევე ემოციურად. მათ დაწერეს აზერბაიჯანული ფეხბურთის ისტორია და გმირობა ჩაიდინეს, ისინი იქნებიან პირველი აზერბაიჯანული გუნდი რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. მათ ნამდვილი ორ მატჩიანი ბრძოლა გაუმართეს საკუთარ თავზე მეტად უკეთესს გუნდს, დანიურ კოპენჰაგენს და ვფიქრობ ძალიან გაუჭირდებათ კონცენტრირება ამ მატჩზე, ისინი ფიქრებით მაინც სადღაც ორ კვირაში სტემფორდ ბრიჯზე გასამართ მატჩზე ფიქრობენ ჩელსისთან, წარმოიდგინეთ გუნდის ყველა მოთამაშე აქამდე ალბათ მხოლოდ სტადიონზე მოხვედრას ოცნებობდა სტუმრის სტატუსით და ახლა მათ თამაში შეუძლიათ აზართან, ვილიამთან, მორატასთან, ფაბრეგასთან, ლუიზთან... ამას გარდა ვფიქრობ ტოფიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე მისული მაყურებელი სანახაობრივ ფეხბურთს დაელოდება, რადგან ისინი პირველად შეხვდებიან საკუთარ გმირებს. მე არ ვიცი, რა თქმა უნდა შეიძლება მოუგოს ყარაბახმა გაბალას, მაგრამ ვფიქრობ ამ პირობებში და პლუს ამას გაბალას შემტევების უცხოური ლეგიონი მოახერხებენ გოლის გატანას. არ მჯერა რომ ისეთი ფიზიკური მომზადება აქვს გუნდს რომ კოპენჰაგენთან გამართული ბრძოლის შემდეგ 5 დღეში ისე აღიდგინონ ძალები რომ შანსი არ მისცენ გაბალას გოლის გატანის. მოჭარბებული ემოცია, ეიფორია, ფიზიკური და ემოციური დაღლილობა იმოქმედებს გუნდზე და ისინი მოდუნებულები იქნებიან.
ხორვატია. 1NHL
ლოკომოტივი ზაგრები - დინამო ზაგრები 2.5 ზე მეტი (1.75)
ხორვატული ფეხბურთის ფლაგმანი (ყველა დინამო ფლაგმანი როგორ არის?!) ორ მატჩიან დუელში სამარცხვინოდ დამარცხდა (თუმცა ორივე მატჩი ფრედ დასრულდა) ალბანურ სკენდერბიუსთან. მოკლედ ის ნამდვილად შერცხვენილი ბრუნდება სამშობლოში და საკუთარ ქალაქში გასვლაზე დერბიში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ხორვატიის ჩემპიონატში 6 ტურმა გაიარა უკვე და საშუალოდ დინამოს მონაწილეობით გამართულ მატჩებში 2.7 გოლი გადის, ხოლო ლოკომოტივის მატჩებში ზუსტად 3. ლოკომოტივი მართალია არ არის ფავორიტი ამ მატჩში მაგრამ მათ მოახერხეს გაეტანათ რიეკასთვის, ოსიეკისთვის, ჰაიდუკისთვის.... ეს სამივე გუნდი პირველი ოთხეულის გუნდია და ევროკვალიფიკაციისთვის იბრძვიან. თავის მხრივ დინამოს სჭირდება რეაბილიტაცია და ვფიქრობ იმდენს გაიტანს რამდენსაც მოახერხებს, რომ საკუთარ გულშემატკივრებს დაუმტკიცოს რომ ევროპა ლიგაზე ვერ მოხვედრა მხოლოდ უიღბლობა იყო. ურთიერთშეხვედრებიდან ბოლო 20 მატჩში 17 მეტობა იყო. ვფიქრობ ეს მატჩიც არ იქნება გამონაკლისი.
თურქეთი. სუპერლიგა
გენჩლერბირლიგი - ფენერბაჰჩე 2 (1.95)
თურქული ფეხბურთის გრანდს, სტამბულის ფენერბაჰჩეს სტარტი ძალიან მძიმე გამოდგა, იმდენად მძიმე რომ მათ დასკვნით ეტაპზე ევროპის ლიგაზე მაკედონიური ვარდარის ბარიერის გადალახვაც ვერ მოახერხეს. ჩემპიონატში ორი ფრე ითამაშეს გოტზეპესთან და ტრაბზონსპორთან, ახლა მათ ევროპულ საერთაშორისო მატჩებამდე 1 წელი აშორებთ და თან ამისთვის მინიმუმ ოთხეულში უნდა მოხვდნენ, რაც მათთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს მაგრამ ევროპა ლიგა ახლა გულშემატკივრებისთვის მისაღები აღარ იქნება, რადგან გუნდს პირველი ადგილი 3 წელია არ დაუკავებია და სხვა ნებისმიერ შემთხვევაში სეზონი ჩავარდნილად ჩაითვლება. მითუმეტეს რომ ამისთვის ხელმძღვანელობამ 60 მილიონამდე დახარჯეს და გუნდში მოიყვანეს მონაკოს ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი, ნახევარმცველი ნაბილ დირარი 35 მილიონად. ასევე დაიმატეს საკმაოდ გამოცდილი ჯულიანო ზენიტიდან, რობერტო სოლდადო ვილიარეალიდან, მატია ვალბუენა ლიონიდან და მაურო ისლა კალიარიდან. მათ კი გუნდში დახვდნენ ექს ლივერპულელი მარტინ შკრტელი, გრიგორი ვან დერ ვილი პსჟდან, გამოცდილი თურქი ფეხბურთელი მეჰმედ ტოპალი, ბრაზილიელი ფერნანდაო და ლეგენდარული რობინ ვან პერსი. გენჩლენბირლიგი არ არის იმ დონის კლუბი რომ თუკი თვითონვე არ შეუშლიან საკუთარ თავს ხელს სტამბულელები, მათი წინააღმდეგობის დაძლევა შეძლონ, მითუმეტეს რომ მონაკოს 10 მილიონით მეტი გადაუხადეს დირარში ვიდრე მთელი გენჩლერის ღირებულებაა. ასე რომ ვფიქრობ თუკი კოჯამანს სკამის შენარჩუნება სურს, დროა გამარჯვებები დაიწყოს, საშუალო დონის მოწინააღმდეგე კი ამის საუკეთესო საშუალებაა. გამარჯვების დროა!
საფრანგეთი. ლიგა 1
პსჟ - სენტ ეტიენი. გოლების რაოდენობა 4.5 ზე ნაკლები (1.55)
მართალია პსჟ-ს შემტევითი პოტენციალი ნეიმარის დამატების შემდეგ მინიმუმ ორჯერ მაინც გაიზარდა და ისედაც არ აკლებდნენ გოლების გატანას დი მარია, კავანი, ლუკასი, დრაქსლერი და ძმანი მათნი. მაგრამ ჯერ ერთი ეტიენი ერთადერთი გუნდია საფრანგეთის ჩემპიონატში რომელსაც ჯერ გოლი არ გაუშვია (3 მატჩი) რაც უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოს და უფრო გუნდის დაცვითი ხაზის დამსახურებაა. არც პსჟ სთვის არის გოლის გატანა ადვილი, მიუხედავად იმისა რომ ბოლო მატჩში 2 გოლი გაუშვეს ტულუზასგან, მაგრამ აქ ალბათ მიზეზი უფრო სხვაა, ნეიმარის პირველი მატჩი იყო გუნდი ფაქტიურად მასზე თამაშობდა. რა თქმა უნდა ალბათ პსჟ მოახერხებს მწვანეების დამარცხებას, ამას კოეფიციენტიც მოწმობს (1.1) მაგრამ ვფიქრობ გუნდი რომელსაც სამ მატჩში გოლი არ გაუშვია, ერთ თამაშში ხუთ გოლს არ გაუშვებს. მითუმეტეს რომ ნახევარდაცვაში პსჟ-ს სერიოზული პრობლემები აქვს, წინა მატჩში მარკო ვერატიმ წითელი ბარათი მიიღო, ბლესი მატუიდი იუვენტუსში გადავიდა, ლუკასი და კრიხოვიაკი ტრამვის გამო დააკლდებიან ხვალინდელ მატჩს. თანამედროვე ფეხბურთში კი ნახევარდაცვა ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია, რაც რეალი - ბარსელონას ორ მატჩიან დუელშიც დადასტურდა ახლახანს თასის ფინალში, სადაც მიუხედავად ბარსელონას შემტევითი პოტენციალისა მადრიდის რეალის ნახევარდაცვამ უბრალოდ ჩაკეტა ცენტრი და 2 მატჩში ბარსამ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა, ისაც პენალტით. ასე რომ პსჟ ს ტვინის, მარკო ვერატის გარეშე, ისე ლაღად და ადვილად არ უნდა წაუვიდეს თამაში რომ რაიმე უხვგოლიანი და გამანადგურებელი ანგარიში დაფიქსირდეს. 2-0, 2-1, 3-0, 3-1, თუნდაც 4-0 მაგრამ ხუთი გოლი მაინც ძალიან ბევრი მგონია.
ამიენი - ნიცა 2 (2.30)
ამიენი არის გუნდი რომელიც დარწმუნებული ვარ წელსვე დატოვებს საფრანგეთის ჩემპიონატს და ეს ერთი წელი კიდევ დიდხანს მოაგონდებათ გუნდის გულშემტკივრებს უმაღლეს ლიგა 1 ში. მართალია ნიცა ორი მატჩის ჯამში 4-0 დამარცდა ნაპოლისთან (2-0, 2-0) მაგრამ ეს ალბათ პირველ რიგში ნაპოლის ძალიან მაღალ კლასს და შეთამაშებას უნდა დავაბრალოთ და გუნდის გამოუცდელობას პლეიოფურ მატჩებში და მითუმეტეს ევროპის უპრესტიჟულესი ტიტულის დონეზე.
აი საფრანგეთში თამაში კი მათ ნამდვილად კარგად იციან, მითუმეტეს რომ გუნდი უნიჭიერესი სანტ-მაქსიმინით (ყველამ ვნახეთ რომ ორივე მატჩში ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ფრანგთა რიგებში) და უგამოცდილესი და უდიდესი ვესლი სნეიდერით გაძლიერდა. ნიცას ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნაა ევროპაში, მაგალითად ბარსელონა აქტიურად ცდილობს სარის გადაბირებას. მოკლედ ნაპოლისთან ვფიქრობ პირველი პრობლემა იყო ფსიქოლოგიური, მათ ვერ დაიჯერეს რომ ამ თამაშის მოგება და ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა შეეძლოთ, სხვა მხრივ ამ გუნდში ყველაფერი კარგადაა. ამიენმა 3-ვე თამაში წააგო, სამივე ჰანდიკაპით, ისე რომ გოლის გატანაც ვერ მოახერხეს, არა მგონია ნიცასთან გარდაისახონ, გუნდთან რომელსაც ახლა წყალივით სჭირდება მოგება, როგორც ქულების მხრივ, ასევე პირველ რიგში ფსიქოლოგიურად.
ესპანეთი. პრიმერადივიზიონი
ლას პალმასი - ატლეტიკო 2 (1.80)
პირველ მატჩში ატლეტიკომ ხირონასგან მატჩის დასაწყისში, სამ წუთიან მონაკვეთში 2 ბურთი მიიღო, ასეთ დასაწყისს რა თქმა უნდა არ ელოდა დიეგო სიმეონეს გუნდი, შემდეგ მეორე ტაიმში ანტუან გრიზმანიც გაუგდეს, მაგრამ გუნდმა საკუთარი მებრძოლი სული მაინც გამოაჩინა და 10 კაცით 2 გოლი გაუტანა და გაუთანაბრა და ალბათ ცოტა მეტი დრო რომ ქონოდათ დარჩენილი მატჩსაც მოიგებდნენ. ორი აზრი არაა რომ სიმეონე ძალიან კარგი მწვრთვნელია, რომელიც ემოციური პიროვნებაა და წაგებებზე ძალიან მწარედ რეაგირებს, ეს მატჩი კი ატლეტიკოსთვის წაგების ტოლფასი იყო, შესაბამისად დარწმუნებული ვარ საკმაოდ სერიოზული საუბარი ექნებოდა საკუთარ ფეხბურთელებთან. გუნდი რომელმაც გასულ წლებში ორჯერ ლიგის ფინალი ითამაშა და ბოლო წამებზე დამარცხდა ორივე შემთხვევაში, იმდენი ძალა ნამდვილად უნდა აღმოაჩნდეს რომ ხირონას მერე ლას პალმასთანაც მაინც მოიგოს. მიუხედავად იმისა რომ გრიზმანი აკლია გუნდს, შეტევაში არიან ფერნანდო ტორესი, ვიეტო, გამეირო, კარასკო, ანხელ კორეა, საულ ნუგიეზი... მადრიდელთა დაცვა კი საყოველთაოდ ცნობილია, სიმეონეს უყვარს პრესინგის და ართმევაზე კოლექტიური თამაში, რაც ლას პალმას კი არა მსოფლიოს წამყვან გუნდებსაც კი ურთულებს სივრცეების მოძებნას ატლეტიკოს საჯარიმოსთან ახლოს.
მართალია ლას პალმასს კარგი გუნდი ჰყავს მაგრამ უბრალოდ გეტყვით რომ მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელთა საერთო ფასი 500 მილიონზე მეტია! რითაც ვფიქრობ ბევრი რამეა ნათქვამი.
ინგლისი. პრემიერლიგა
ჰადერსფილდი - საუთჰემპტონი 2 (2.1)
ალბათ სოტონის ამხელა კოეფიციენტი პრემიერლიგის ახალწვეულის პირველი ორი მატჩის დამაჯერებლად ჩატარებიდან არის განპირობებული. ჰადერფილდმა შეძლო და ნიუკასლი და კრისტალ პალასი დაამარცხა და ახლა ის მეორე ადგილს იკავებს. მაგრამ გულის სიღრმეში ახალი ლესტერის არ მჯერა და არც იმის მესამე ტურის შემდეგ ეს მცირე მასშტაბების გუნდი პირველ ადგილას იყოს პრემიერლიგაში, მითუმეტეს რომ ახლა მათი მეტოქე ბევრად სერიოზულია ვიდრე განვილ ორ ტურში. სოტონი დიდი ხანია პრემიერლიგის ბინადარია და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევს, ის ახერხებს და ცხრილის ზედა ნაწილში ამთავრებს ხოლმე ჩემპიონატს. წინა ტურში მათ მძიმე ბრძოლაში ვესტ ჰემი დაამარცხეს, გუნდში არიან: ვირჯილ ვან დიკი (რომელიც ევროპის თითქმის ყველა გრანდს სურს საკუთარ რიგებში) ახლახანს დაიმატეს ლაციოდან 20 მილიონად ასევე ჰოლანდიელი მცველი ვესლი ჰოიდტი, სედრიკ სოარესი, ექს იუვენტუსელი მარიო ლემინა, ჯეიმს ვარდ-პროვსი, პიერ ემილ-ჰორბერგი, დუშან ტადიჩი, მანოლო გაბიადინი, ჩარლ ოსტინი და შეინ ლონგი. ვფიქრობ გამოცდილების ხარჯზე საუთჰემპტონი მოახერხებს პლ-ის ახალწვეულის დამარცხებას და დაამთავრებს მათ ორ მატჩიან მოგებების სერიას.
ლივერპული - არსენალი 2.5 ზე მეტი (1.60)
ორი დიდი შეტევითი პოტენციალის გუნდი. ერთი მხრივ სალაჰი, სტარიჯი, ორიჯი, ფირმინიო, მანე. სტუმართა რიგებში კი: ველბეკი, ვოლკოტი, ლაკაზატე, ჟირუ, ოზილი... ნამდვილად შთამბეჭდავი შეტევის ხაზია, რასაც ვერ ვიტყვით დაცვაზე. ლოვრენი და მატიპი (ლივერპულის ძირითადი დაცვის ცენტრი) რა დონის მცველებიც არიან გამოჩნდა ჰოფენჰაიმთან,არსენალის "გაუვალ" დაცვას კი 2 თამაშში 4 გოლი გაუტანეს, აქედან ლესტერმა სამი და სტოკმა 1. ვფიქრობ შემტევების მაღალი კლასი, სისწრაფე და ტექნიკა და მცველების შეუთამაშებლობა და კლასის ნაკლებობა გარანტია ამ მატჩში მეტი გოლის ხილვის. ურთიერთშეხვედრებშიც ბოლო 10 მატჩში 41 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ მატჩში 4.1 გოლს ნიშნავს.
იტალია. სერია ა
ბენევენტო - ბოლონია. 2 (2.75)
მართალია ბოლონია დიდი ხანია აღარაა იტალიური გრანდი (შეგახსენებთ შვიდგზის სკუდეტოს მფლობელია) და არც იმ დონის გუნდი აღარაა გრანდებისთვის ანგარიშგასაწევ ძალად რომ ითვლებოდა, მაგრამ წელს გუნდმა სცადა გაძლეირება. მწვრთვნელად იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი რობერტო დონადონია, მასზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, უყვარს სანახაობრივი თამაში, აქვს დიდი გამოცდილება და მაღალი დონის სპეციალისტად შეიძლება ჩაითვალოს. მას ასე თუ ისე ღირსეული შევსებაც მოუყვანეს, სტეფან ტაიდერი ინტერიდან, როდრიგო პალასიო ასევე ინტერიდან და ანდრეა პოლი მილანიდან. ამას გარდა სხვა ფეხბურთელებიც დაიმატეს და მათ შორის ბენევენტოს წამყვანი ფეხბურთელი ფილიპო ფალკო. გუნდში არიან სიმონე ვერდი, მატია დესტრო, გოდფრიდ დონსა (უნიჭიერესი ბიჭია, ბევრს უნდა მისი დამატება) ვასილის ტოროსიდისი. ვერ ვხვდები ნათხოვარი ფეხბურთელებით აწყობილმა გუნდმა სადაც საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ როგორ უნდა დაამარცხოს გუნდი რომელმაც პირველ ტურში ძალიან ძლიერ ტორინოსთან ფრე 1-1 ითამაშა და მატჩის განმავლობაშიც ტოლ-სწორად ეთამაშა. გასაოცარი კოეფიციენტი აქვს, ამის გაშვება ხელიდან მე ვფიქრობ არ შეიძლება.
მოკლედ ესაა ჩემი აზრები ვიქენდებზე...
ერთიანობაში 438 კოეფიციენტია, ერთიანად თუ არა ნაწილ ნაწილ მაინც გამოიყენებთ ვინმე ან მცირედი გადაკეთებ გადმოკეთებით
წარმატებები!