"It always seems impossible, until it's done"- Nelson Mandela
თავისი წილი ტალახი ბევრმა ისროლა, თავისი წილი სიბრძნე გადმოაფრქვია, ბრალი დასდო და ზურგი შეაქცია - ხელი ჩაიქნია! - თქვენ რა, ნებდებით?! ახლა?! ასეთ დროს?! ბრძოლა ახლა იწყება. რატომ უნდა ვუგულშემატკივროთ, რატომ უნდა დავდგეთ ბოლომდე მათ გვერდით? რისთვის? - იმ თვალებისთვის მეხუთეჯარიმააკიდებულ სკამზე დამჯდარ თავზე პირსახოცგადაფარებულ დიქსონს რომ მოუჩანდა, იმ ხელებისთვის ვერდაფარებული ჩაგდებული ქულის შემდეგ შენგელიამ ფარს რომ შემოაჭდო, იმ გულისთვის ფაჩულიამ რომ ამოიღო და დადო მოედანზე გამარჯვების მისაღწევად, იმ მიზნისთვის, რისი მიღწევაც დაისახეს ბიჭებმა და ზუსტად ვიცი ბოლომდე იბრძოლებენ. ჰოდა, მეც ვალდებული ვარ ბოლო წამამდე ვიდგე მათ გვერდით, არა როგორც ექსპერტი ან შემფასებელი, არამედ როგორც გულშემატკივარი, რომელიც ნებისმიერ წამს მათ გვერდით დგას, მიუხედავად შეცდომებისა, დამარცხებისა და იმედგაცრუებისა. ახლა განხილვების დრო არ არის, ახლა გულშემატკივრობის დროა და დიახ, მე მათ გვერდით ვარ, თქვენ კი, ვითომ ექსპერტ-ანალიტიკოსებო ეგ თქვენი სიბრძნე ტრაკში გაიკეთეთ, ეგება ტკივილისგან მაინც იყვიროთ!
გვეყო განხილვა, გვეყო დადანაშაულება! - თქვენ რომ გიყურებთ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გინდოდათ ეს წაგებები და ელოდებოდით, თითქოს გიხარიათ ეს იმედგაცრუება, სამარცხვინოები ხართ! თქვენ ჯინაზე უნდა მოვიგოთ. ჩვენ ნაკრებს მივმართავ - მე თქვენ ორივე წაგებულ მატჩში გიგულშემატკივრეთ, ბოლომდე, მთელი გულით, სირენის უკანასკნელ ხმამდე მწამდა, რომ გაიმარჯვებდით - თქვენ ჩემი ვალი გაქვთ, ორი თამაში, ჰოდა უნდა გადაიხადოთ, მე ამას ველოდები. იმ ჯარიმებმა, რაც არ დასტვინეს, იმ ბურთებმა რაც არ ჩავარდა, იმ ნეგატიურმა კომენტარებმა რაც თქვენი მისამართით გაისმა უნდა გაგაბრაზოთ, გაგამწაროთ, გაგაცეცხლოთ, გაგაცოფოთ, სისხლი აგიდუღოთ და გაბრაზებისგან თმა ყალყზე დაგიყენოთ, უნდა აფეთქდეთ და თქვენი შიშით უნდა ძრწოდეს ყველა მეტოქე - ვალი უნდა დააბრუნოთ!!!
ა კაცი ძმაო ესეთი უნდა იყოს ყველა თავისი გუნდის გულშემატკივარი
This post has been edited by bacho199 on 5 Sep 2017, 13:57
The greatest discovery of any generation is that a human being can alter his life by altering his attitude