დილა მშვიდობისა მეგობრებო... ეს რომ არ განახოთ, არ შემიძლია...
რით შემიძლია დაგეხმაროთ?თქვენი საუბარი ოპერატორთან იწერება
06:42:50
მოგესალმებით prui, გთხოვთ დაგვისვათ შეკითხვა...
06:42:57
prui
გამარჯობა
06:43:05
ეკა
გისმენთ
06:46:24
prui
გამარჯობა ეკა. მოკლედ ასეთი სიტუაციაა. : ლაივ მატჩზე დავდე ფული. ბრაზილია – ეკუადორზე. ბრაზილიის მოგება. მეტი ყვითელი და მეტი კუთხურები. როდესაც ვდებდი, თქვენს საიტზე ეწერა რომ მოწოდებული იყო 7 კუთხური, მას შემდეგ, ანუ როცა დავდე, ჩაწოდდა 4 კუთხური. მე მეწერა 10.5. ზე მეტი. ახლა კი წერია რომ სულ ჩამოწოდდა 10 კუთხური. 9–1 ზე : ხოდა მაინტერესებს ვუყურე თამაშს და ვითვალე კიდეც კუთხურები. ანუ მანამდე არ მიყურებია, ახლა წერია რომ მანამდე 7 კი არა 6 კუთხური ჩამოწოდდა. და ეს ჩემი ბრალია და წაგებაში მეთვლება როდესაც თქვენი ლაივ სტატისტიკა ცრუ ინფორმაციას იძლევა? :
06:46:41
სპორტი
გამრჯობა ქალბატონო თამარ.
06:47:03
prui
გამარჯობა. ახლიდან დაგიკოპირებთ :
06:47:10
სპორტი
ლაივ სტატისტიკა რამდენად ცრუ ან მართალ ინფორმაციას იძლევა ეს სრულიად ცალკე სადავო საკითხია
06:47:20
prui
დიახ. შემდეგ?
06:47:39
pru
სადავო ვერ იქნება, იმიტომ რომ ეწერა 7. მე დავწერე რომ კიდევ იქნებოდა 4 ) მაგრამ მერე იმ შვიდს კიდევ ერთი მოაკლდა :
06:47:50
სპორტი
რაც შეეხება პოზიციას არის სრულიად სამართლიანად წაგებული. გეწერათ 10.5 ზე მეტი კუთხური ჩამოწოდდა 10
06:48:31
სპორტი
არა სხვაობა დიდია თქვენ რომ დაგეწერათ კიდევ 4 ჩამოწოდდებაო აუცილებლად მოიგებდით (თუ საერთოდ ეწერა 7 კუთხური რა მომენტშიც თქვენ დადეთ)
06:48:38
prui
ხო, მაგრამ თქვენ რომ გეწერათ რომ შვიდი იყო უკვე? დავუშვად თქვენ წერთ რომ არის უკვე 10 კუთხური, მე კი ვწერ რომ სულ იქნება 12 : ამის შემდეგ ჩაწოდდა 2 კუთხური, მაგრამ მერე დაწეროთ რომ მანამდე 10 კი არა 2 იყო. :
06:48:58
prui
კარგი. ანუ მე გატყუებთ და არ იყო იმ წამს 7 :
06:49:36
prui
უფრო მეტსაც გეტყვით. რა მომენტშიც დავწერე იყო ხუთი. მე ვწერდი 8.5 ზე მეტს. მაგრამ მერე უცებ ორი მოწოდდა... : ამიტომ მოგვიანებით გამოჩნდა მხოლოდ 10.5 ზე მეტი და მეც ავიღე ეს ტოტალი :
06:49:41
სპორტი
თქვენ კი არ დაწერეთ რომ კიდევ 4 იქნებოდა არამედ დაწერეთ რომ მოწოდდებოდა 10.5ზე მეტი კუთხური რა პოზიციაც ვერ გამოიცანით და წაგებულია ჩვეულებრივ რადგან იყო 10
06:50:03
prui
გავიგე ეგ, მაგრამ ანუ თქვენი ლაივი იტყუება? :
06:50:09
prui
7 ს წერს და ამ დროს 6 ია?
06:50:31
სპორტი
ახლა რაც შეეხება საინფორმაციო ველს, რომელიც არის საინფორმაციო ხასიათის, და რომელშიც შესაძლოა რაიმე ინფორმაცია რაღაც მომენტისათვის იყოს მცდარად ასახული
06:51:27
prui
ანუ მე მაინტერესებს თქვენი ინფორმაცია იტყუება? ანუ როდესაც ლაივზე შევდივარ და ვაკეთებ ფსონს და დავუშვად წერია რომ ერთი გუნდი იგებს 2–0–ს. შეიძლება სინამდვილეში იყოს 0–0 და უბრალოდ თქვენი საიტი იტყუებოდეს?
06:51:48
სპორტი
ამისათვის ტოტალიზატორს რეგლამენტში აქვს მითითებული პუნქტი, რომლის გათვალისწინებითაც, თუ საინფორმაციო ველში რაიმე საინფორმაციო ხასიათის შეცდომა იქნა გაპარული, ამის შესახებ ტოტალიზატორი სრულად იხსნის პასუხისმგებლობას.
06:52:09
prui
კარგი. ანუ მოკლედ თქვენი გვერდი შეიძლება იტყუებოდეს? :
06:52:13
სპორტი
რეალურად როდესაც თქვენ ამბობთ, რომ იყო 5 კუთხური და უცებ მოწოდდა 2
06:52:57
prui
გავიგე ეგ! მე მაინტერესებს, შემდეგში, როდესაც შემოვალ თქვენს ვებ გვერდზე და ვცდილობ ვითამაშო ცოცხალი. არ ვენდო თქვენს სტატისტიკას?
06:53:35
სპორტი
ამ მომენტში შესაძლოა გადავიდა ბურთი, თავიდან მსაჯმა ასწია ხელი, შემდეგ შეცვალა გადაწყვეტილება და აღარ მოაწოდებინა კუთხური მყისიერად აისახა რომ უნდა ჩამოწოდდა კუთხური, თუმცა არ მოწოდდა და რაღაც პერიოდის განმავლობაშI იყო ასახული 6-ის ნახვლად 7 კუთხური
06:54:11
სპორტი
ცოცხალს როდესაც თამაშობთ და რომელიმე თამაშში შებრძანდებით პოზიციის ამოსარჩევად, მოსანიშნად და დასადებად
06:56:05
prui
გავიგე რომ ეგ ყველაფერი შესაძლებელია, კონკრეტული კითხვა მაქვს და კონკრეტული პასუხი მინდა კი ან არა–ს სახით. მოკლედ აი არც ტელევიზორში ვუყურებ და არც სხვა გვერდებზე ვაკვირდები სტატისტიკას, უბრალოდ შემოვედი თქვენს გვერდით, გავხსენი რომელიღაც თამაში და დავდე მასზე. თავისთავად ამას ვაკეთებ თქვენი გვერდის და სტატისტიკის დაყრდნობით, მაინტერესებს ვენდო თუ არა თქვენს სტატისტიკას, ანუ მაინტერესებს როდესაც თქვენ მე მაკეთებინებთ ცოცხალზე ფსონს თქვენი სტატისტიკის მიხედვით არ ვიხელმძღვანელო იმიტომ რომ შეიძლება ის იტყუება?
06:56:12
სპორტი
ყურადღება მიაქციეთ, არა საინფორმაციო ველს, არამედ მარჯვენა ზედა კუთხეში ლიდერბეთის მიერ გამოტანილ სტატისტიკას
06:56:32
prui
ყველაფერს მივაქციე ყურადღება. დღეს არ დამიწყია თამაში :
06:57:10
სპორტი
როგორც ჩანს მარკჯვენა ზედა კუთხეში მდებარე სტატისტიკისთვის არ შეგიხედავთ, რადგან იქ ხარვეზები არ იპარება
06:57:44
სპორტი
საინფორმაციო ველს გვაწვდის პროვაიდერი რომელშიც შესაძლოა რაიმე სახის ხარვეზის გამო, რაიმე სახის პოზიცია იყოს დაგვიანებით ასახული რეალურ დროსთან შედარებით
06:58:21
სპორტი
ხოლო რომელ ველზეც გეუბნებით რომ არის ლიდერ ბეთის ველი ის ველი ასახავს მოვლენებს ლაივ რეჟიმში ზუსტი თანმიმდევრობით
06:59:16
prui
იცით რა არის? კითხვაზე არ მპასუხობთ. ანუ როდესაც მე თქვენს გვერდზე ვუყურებ სტატისტიკას და მის მიხედვით ვაკეთებ ფსონს, შესაძლებელია რომ თქვენი გვერდი ამ დროს ცდებოდეს და იტყუებოდეს? მე არ მაინტერესებს პროვაიდერი თქვენ რას გაწვდით, თქვენ გაწვდით და არა მე. ამ შემთხვევაში მიპასუხეთ მე თქვენმა მონაცემებმა შემიყვანა თუ არა შეცდომაში? :
06:59:19
სპორტი
არა
06:59:24
სპორტი
და არა
06:59:36
სპორტი
ლიდერ ბეთის გვერდი არ იტყუება.
07:00:19
prui
დიდი მადლობა. ანუ თქვენ ამბობთ რომ მე მომელანდა და არ იყო იქ 7 კუთხური როდესაც დავწერე რომ კიდევ 4 იქნებოდა. :
07:00:36
prui
წინააღმდეგი ხომ არ ხართ რომ ეს ჩვენი მიმოწერა ბევრ ადგილას გამოვაქვეყნო?

07:00:40
სპორტი
ეს თქვენს მიერ ჩემი პასუხების თქვენეული ინტერპრეტირებაა ქალბატონო.
07:01:34
სპორტი
სადაც, როგორც გსურთ ისე გამოაქვეყნეთ, თუმცა არა მხოლოდ ის ნაწილები და ამონარიდები, რომელიც მხოლოდ თქვენს (სავარაუდოდ) უსაფუძვლო ბრალდებებს გამოკვეთს,
07:02:11
სპორტი
არამედ სრული მიმოწერა სადაც ყველაფერს აბსოლუტურად გაეცა დასაბუთებული პასუხი, თავისივე რეგლამენტის გათვალისწინებით.
07:02:30
სპორტი
სხვა რაიმე შეკითხვა გაქვთ კიდევ?
07:04:17
prui
მოკლედ. მე გეუბნებით რომ როდესაც შემოვედი თქვენს გვერდზე, ეწერა რომ ანგარიში იყო 0–0. ყვითელი ბარათები იყო 1–1 და კუთხურები 5–0 ზე.

მე ავირჩიე პოზიცია რომ მოიგებდა ბრაზილია

რომ იქნებოდა 4.5 ზე მეტი ბარათი და იქნებოდა 8.5 ზე მეტი კუთხური. ამის შემდეგ უცებ ბრაზილიამ მოაწოდა 2 კუთხური ზედიზედ და თქვენი ტოტალი 8.5 ზე მეტი გახდა 10.5 ზე მეტი. რადგან უკვე ეწერა რომ იყო 7–0 კუთხურები, მე ავირჩიე პოზიცია 10.5ზე მეტი, ამის შემდეგ ბრაზილიამ გაიტანა 2 გოლი, ამოვიდა 3 ბარათი და მოწოდდა 4 კუთხური, მაგრამ თქვენმა გვერდმა ერთი კუთხური გააბათილა. და თქვენი პასუხი მაინტერესებს რა არის. რომ თქვენს გვერდზე პროვაიდერის მიერ მოწოდებული სტატისტიკა შეიძლება იყოს მცდარი?
07:06:41
სპორტი
ახლა, მოვახდინე გადამოწმება ყველა იმ ფაქტის რაც თქვენ მომწერეთ.
07:07:05
სპორტი
როდესაც თქვენ ჩაამატეთ პოზიცია - კუთხურების ტოტალი (10.5): მეტი
07:07:26
prui
დიახ. შემდეგ? :
07:07:39
სპორტი
ამ მომენტისთვის საიტზე მინიმალური ტოტალი მატჩში კუთხურების რაოდენობაზე იყო გამოტანილი 10.5
07:07:56
prui
გეთანხმებით :
07:07:56
სპორტი
რომლის კოეფიციენტიც იყო 1.95
07:08:05
prui
დიახ
07:08:19
prui
არა. ისე 9.5 ზე მეტიც იყო და კოეფიციენტი ქონდა 1.30
07:08:27
სპორტი
ტოტალიზატორი გეთამაშათ მინიმალურ ტოტალს, თქვენთვის მისაღები იყო ეს კოეფიციენტი და ეს ტოტალი
07:08:31
სპორტი
არა არ იყო
07:08:41
სპორტი
ამ პოზიციაზე იმ მომენტისთვის ფსონების მიღება
07:08:46
სპორტი
აღარ მიმდინარეობდა
07:08:55
prui
კარგით. უკაცრავად, არ აქვს მნიშვნელობა, ალბათ ყვითლებს ქონდა 3.5
07:09:16
სპორტი
ტოტალიზატორი გეთამაშათ მინიმალურ ტოტალს, თქვენთვის მისაღები იყო ეს კოეფიციენტი და ეს ტოტალი
07:09:28
სპორტი
განათავსეთ ფსონი
07:09:32
prui
კი ბატონო. მე არ გეუბნებით რომ მისაღები არ იყო :
07:10:03
prui
უბრალოდ მე გეუბნებით რომ თქვენი სტატისტიკა მაშინ აჩვენებდა 7–0 ზე კუთხურებს.

ამის შემდეგ მოაწოდა ბრაზილიამ 3 და ეკვადორმა 1
07:10:44
prui
მე მესმის რომ თქვენ ახლა ფიქრობთ რომ აგერ დილის 7 საათზე მოცლილი ინტრიგანია რომელიც არ მაძლევს მოსვენებას, უბრალოდ მე ერთადერთი კითხვა მაქვს. ამაზე ხომ შეგიძლიათ მიპასუხოთ
07:10:55
prui
დღეიდან ვენდო თუ არა თქვენს მიერ გამოტანილ ლაივ სტატისტიკას
07:11:04
prui
ესაა და ეს. რომ სამომავლოდ ვიცოდე როგორ მოვიქცე
07:11:43
სპორტი
რის შემდეგაც საბოლოოდ ეს ტოტალი არ წამოვიდა და პოზიციამ წააგო ბილეთი
07:12:07
სპორტი
კუთხურები როცა მოწოდდა 54,57,59 წუთებზე
07:12:17
სპორტი
და ამის შემდეგ თქვენ განათავსეთ ფსონი
07:12:25
სპორტი
დროის მიხედვით რომ შევხედოთ
07:12:34
სპორტი
როცა თქვენ პოზიცია ბილეთში ჩაამატეთ
07:12:44
სპორტი
მოწოდდა არა 3-1 არამედ 2-1
07:12:48
სპორტი
აქედან გამომდინარე
07:12:59
სპორტი
შეგიძლიათ ჩვენს ნებისმიერ სტატისტიკას ენდოთ
07:13:29
სპორტი
განსაკუთრებით მარჯვენა ზედა კუთხეში რომელიც არის გამოტანილი და არის წარმოდგენილი ლიდერ ბეთის მიერ
07:13:37
სპორტი
და არა პროვაიდერის მიერ
07:14:24
სპორტი
ვიმეორებ მარჯვენა ზედა კუთხეში სადაც ლაივ რეჟიმშI მიმდინარეობს მატჩის პერიპეტიების წარმოჩენა.. (ბილეთების ისტორია სადაც წერია ზუსტად იმის ქვეშ)
07:15:39
prui
გავიგე ეს ყველაფერი. გავიგე : მე მაგალითად როდესაც შევედი flashscore ზე, იქ როდესაც მატჩი მორჩა ეწერა რომ 10–1 ზე იყო. თუმცა მცირე ხნის შემდეგ იქაც გახდა 9–1 ზე. გავიგე ეს ყველაფერი. უბრალოდ მაინტერესებს, ანუ ამის შემდეგ ბილეთების ისტორიის ქვეშ რომ წერია მაგას დავუჯერო ხოლმე და ლაივზე რაც გამოგაქვთ მაგას აღარ? ხომ არ არის რთული კითხვა? :
07:19:04
სპორტი
შეგიძლიათ დაუჯეროთ ორივეს, ორივე ლაივზეა გამოტანილი, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ (რასაც თქვენ ლაივზე გამოტანილს ეძახით ის ველი არის საინფორმაციო ხასიათის, ისევე როგორც ფლეშსქორი ან რაიმე სხვა საინფორმაციო სახის საიტი) ლიდერბეთის მიერ წარმოდგენილი საპასუხისმგებლო და უტყუარი ინფორმაცია არის ლიდებეთისვე მიერ გამოტანილი ინფორმაცია რომელიც უკვე თავადაც იცით სად მდებარეობს.
07:20:46
prui
ბატონო ჩემო, გისვამთ მარტივ კითხვას, რაზეც შეგიძლიათ მიპასუხოთ მოკლედ. ანუ როდესაც თქვენს გვერდზე ვხსნი ლაივ თამაშს და ვკითხულობ სტატისტიკას, რომელიც მოგაწოდათ პროვაიდერმა, როგორც ზემოთ აღნიშნეთ, აწი ამას არ დავუჯერო ხოლმე?
07:20:50
prui
რთულია ამაზე პასუხის გაცემა?
07:20:52
სპორტი
აქვე გეტყვით იმასაც, რომ რეალურად, მაშინ როდესაც თქვენ ფსონი განათავსეთ (60-ე წუთის დაწყებისას) კუთხური ამ დროისთვის გახლდათ მოწოდებული 7 და კოეფიციენტიც სრულიად შეესაბამება პოზიციას და მინიმალურ ტოტალს რომელიც იმ დროისთვის იყო გამოტანილი.
07:21:57
prui
გავიგე თქვენი ყველა არგუმენტი, ხომ არ გეწინააღმდეგებით, ან ხომ არ გეუბნებით რომ რამეს ვითხოვ, უბრალოდ გეკითხებით, როდესაც თქვენ გამოგაქვთ ლაივ თამაშზე სტატისტიკა რომელიც მოწოდებულია თქვენი პროვაიდერის მიერ, იმ სტატისტიკას არ ვენდო?
07:22:57
სპორტი
ტუ გაქვთ სურვილი ენდეთ, მაგრამ ამ საინფორმაციო ველზე ლიდერბეთი სრულად იხსნის პასუხისმგებლობას, როგორც უკვე მოგახსენეთ, რადგან ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის ველი.
07:23:34
სპორტი
ხოლო ლიდერ ბეთის მიერ გამოტანილი ზუსტი სტატისტიკა კი უკვე მოგახსენეთ სადაც შეგიძLიათ იხილოთ, როდესაც ჩვენს გვერდზე ლაივს გახსნით და თამაშს დააპირებთ
07:24:45
prui
გასაგებია. დიდი მადლობა, ანუ შემდეგში მეცოდინება რომ თქვენს მიერ მოწოდებული სტატისტიკა შესაძლებელია იყოს მცდარი და თქვენ ამისგან სრულად იხსნით პასუხისმგებლობას. დიდი მადლობა. ნახვამდის
07:25:36
სპორტი
ბევრი შრომა ჯაფის შემდეგ სრულად მაინც თქვენი აზრი დაგვიფიქსირეთ კვლავაც სათქვენოდ, გაგვიტარეთ თქვენთვის სასურველი პოლიტიკა და ალბათ ფორუმზეც ვიხილავთ უახლოეს მომავალში თქვენთვისვე სასურველ ამონარიდებს ამ მიმოწერიდან.
07:27:29
სპორტი
დიდი სიამოვნებით იქვე გვერდით იხილავთ ამ ჩატის სრულ (!) ვიმეორებ : {ს რ უ ლ} და არა თქვენთვის სასურველი ამონარიდებით გაჯერებულ - ვერსიას...
07:27:52
სპორტი
ნამდვილად არ ველოდი
07:28:10
სპორტი
ამდენი ახსნის შემდეგ იმ პასუხს რაც თქვენგან თქვენს ბოლო მესიჯში ვიხილე.
07:28:19
prui
სხვათაშორის კარგი აზრი მომაწოდეთ რომ ფორუმზე დავდო ეს ყველაფერი

თუმცა გპირდებით რომ სრულ მიმოწერას დავდებ. პოლიტიკისგან თავს შორს ვიკავებ. არ ვიცი საჩემოდ თუ სათქვენოთ დავაფიქსირე აზრი, მაგრამ ფაქტია რომ თქვენ პასუხისმგებლობას იხსნით თქვენს გამოტანილ სტატისტიკაზე, რადგანაც ის უბრალოდ პროვაიდერის მოწოდებულია
07:28:41
სპორტი
აი ისევ
07:28:46
prui
ხო, რას ვიზამთ, ინტრიგანი ვარ, ჩასაფრებული და დღე და ღამე იმაზე ვფიქრობ თქვენ როგორ გამოგიჭიროთ შეცდომაში. კარგით რა . სირცხვილია
07:29:05
prui
ნახვამდის. წარმატებულ დღეს გისურვებთ
07:29:27
სპორტი
ასევე, კარგად ბრძანდებოდეთ, წარმატებულ დღეს გისურვებთ. გელით ფორუმზე..
პ.ს. ერთადერთი რაც მოვაკელი სმაილებია, იმიტომ რომ ფორუმმა არ გაუშვა ამდენი სმაილი...
პ.პ.ს ქალბატონ თამარს არ მიაქციოთ ყურადღება, ჩემი მეგობრის ექაუნთია :
This post has been edited by kamech on 1 Sep 2017, 07:43
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare