David-NY
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 77
წევრი No.: 195974
რეგისტრ.: 3-January 15
|
#51438177 · 3 Oct 2017, 07:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nukri-tura მადლობა ვნახოთ რაიქნება <3 და კიდევ ერთი კითხვამაქვს ადრე მეგობაარი იძახდა ჩემზე და კიდევ მშობლებზეც შევავსეო 20 წლის იყო შეიძლება მასეთი რამ?
კი თავისუფლად შეუძლია შეავსოს ყველა იმ პიროვნებამ ვისაც უკვე ატესტატი აქვს. 20 წლისას ატესტატი უკვე ექნება და შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს, თუ მისი მშობლებიც ითამაშებენ მაშინ აუცილებლად უნდა მიუთითონ 20 წლის შვილიც. მოკლედ ანკეტის შევსების მომენტში თუ შვილი ჯერ 21 წლის არ არის, ერთი დღე მაინც რომ აკლდეს მაინც უნდა მიუთითონ. * * * ამერიკის საელჩოს ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაცია 2019 წლის მწვანე ბარათის გათამაშების წესებთან დაკავშირებით ინსტრუქციები 2019 წლის მწვანე ბარათის საიმიგრაციო ვიზის გათამაშების პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტის (INA) 203-ე (g) ნაწილში გათვალისწინებული პირობების შესაბამისად არსებული საიმიგრაციო ვიზის გათამაშების პროგრამა ხორციელდება ყოველწლიურად სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. 1990 წელს გამოცემული იმიგრაციის აქტის 131-ე ნაწილის მიხედვით (Pub. L. 101-649) იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტის (INA) 203-ე ნაწილში შესწორება შევიდა, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია აშშ ახალი ტიპის იმიგრანტების მიღება რომლებსაც Diversity Visa (DV) უწოდებენ. ამ საკანონმდებლო აქტის შესაბამისად იმ ქვეყნების მოქალაქეებისათვის, საიდანაც აშშ-ში ნაკლებად შედიან იმიგრანტები, ყოველწლიურად გაიცემა აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლების მიმნიჭებელი 50000 ვიზა. ყოველწლიური საიმიგრაციო პროგრამის საშუალებით აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლების მიმნიჭებელ ვიზებს იღებენ ის პირები, რომლებიც პროგრამის მონაწილეთათვის გათვალისწინებულ მარტივ, მაგრამ მკაცრად განსაზღვრულ პირობებს აკმაყოფილებენ. განმცხადებლები საიმიგრაციო ვიზების მისაღებად შეირჩევიან კომპიუტერული ლატარიის მიხედვით - შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ვიზები ნაწილდება ექვსი გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით. ვერცერთი ქვეყანა (თითოეული რეგიონის ფარგლებში) წელიწადში ვერ მიიღებს მთელი საიმიგრაციო ვიზების რაოდენობის შვიდ პროცენტზე მეტს. საიმიგრაციო ვიზების 2019 წლის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების წარმომადგენლებს, რადგან ამ ქვეყნებიდან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 50000-ზე მეტი იმიგრანტი ჩავიდა აშშ-ში. ეს ქვეყნებია: ბანგლადეში, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი (კონტინენტზე დაბადებულები), კოლუმბია, დომინიკის რესპუბლიკა, ელ სალვადორი, ჰაიტი, ინდოეთი, იამაიკა, მექსიკა, პაკისტანი, ფილიპინები, პერუ, კორეის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო (ჩრდილოეთ ირლანდიის გარდა) ასევე, მასზე დამოკიდებული ტერიტორიები და ვიეტნამი. ჰონგ-კონგისა და მაკაუს სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონებსა და ტაივანში დაბადებულ პირებს ამ გათამაშებაში მონაწილეობის უფლებამოსილნი არიან. 2019 წლის მწვანე ბარათის ლატარიაში მონაწილეობის უფლება გააჩნია: გვატემალას მოთხოვნები განმცხადებლებისათვის: მოთხოვნა #1: განმცხადებელი უნდა იყოს დაბადებული გათამაშებისთვის კვალიფიცირებულ ქვეყანაში. თუ პიროვნება დაბადებულია ქვეყანაში, რომლის მოქალაქეებისგანაც განაცხადები არ მიიღება, მას აქვს განაცხადის გამოგზავნის უფლება ორ სხვა შემთხვევაში: ● იმ შემთხვევაში თუ განმცხადებლის მეუღლე დაბადებულია ქვეყანაში, რომლის მოქალაქეებსაც გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ, მაშინ განმცხადებელს შეუძლია მიუთითოს მეუღლის დაბადების ქვეყანა იმ პირობით, თუ განმცხადებელი და მისი მეუღლე ერთდროულად მიიღებენ ვიზებს და ერთდროულად გაემგზავრებიან აშშ-ში. ● განმცხადებელს შეუძლია მიუთითოს ქვეყანა, სადაც მისი რომელიმე მშობელი დაიბადა, თუკი ეს ქვეყანა შედის იმ ქვეყანათა სიაში, რომლის მოქალაქეებსაც 2019 წლის გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება ენიჭებათ. მოთხოვნა #2: განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს განათლების ან სამუშაო გამოცდილების შემდეგ მოთხოვნებს: ● განმცხადებელს დამთავრებული უნდა ჰქონდეს საშუალო სკოლა ან ისეთი სასწავლო დაწესებულება, რომლის სერტიფიკატი საშუალო სკოლის ატესტატის ტოლფასია - და, რომელიც განისაზღვრება 12-წლიანი დაწყებითი და საშუალო განათლების კურსის წარმატებით დასრულებით. ან თუ განმცხადებელი ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, მაშინ მან ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი არ უნდა შემოიტანოს. სარეგისტრაციო პერიოდი 2019 წლის მწვანე ბარათის გათამაშების სარეგისტრაციო პერიოდია 2017 წლის 3 ოქტომბრის 20:00 საათიდან (თბილისის დროით) 2017 წლის 7 ნოემბრის 20:00 საათამდე (თბილისის დროით). მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად ყველა განაცხადი უნდა შეივსოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: www.dvlottery.state.gov განმცხადებლებს ვურჩევთ, განაცხადები სარეგისტრაციო პერიოდის დასაწყისშივე შემოიტანონ, რადგან სარეგისტრაციო პერიოდის ბოლოს, დიდი მოთხოვნის გამო სისტემის მუშაობა შეიძლება საგრძნობლად შენელდეს. ● ბოლო ხუთი წლიდან ორი წლის განმავლობაში მუშაობდეს ისეთი პროფესიით, რომელსაც სჭირდება მინიმუმ ორწლიანი სწავლების გავლა ან ორწლიანი სამუშაო გამოცდილება. აშშ-ის შრომის დეპარტამენტის “ O*Net OnLine ” მონაცემათა ბაზის მეშვეობით შეგიძლიათ საკვალიფიკაციო სამუშაო გამოცდილების დადგენა. კანონონმდებლობის თანახმად, ყოველ განმცხადებელს შეუძლია შემოიტანოს მხოლოდ ერთი განაცხადი ყოველი სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში. განმცხადებლები, რომლებსაც შემოტანილი ექნებათ ერთზე მეტი განაცხადი, ექვემდებარებიან ავტომატურ დისკვალიფიკაციას. 2019 წლის მწვანე ბარათის გათამაშების პროგრამაში მონაწილეობის მისაღები განაცხადის შეტანის პროცედურა: მწვანე ბარათის გათამაშების პროგრამაში მონაწილეობის მისაღები განაცხადი ივსება მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: www.dvlottery.state.gov . დაუსრულებელი განაცხადი არ მიიღება. განაცხადის შეტანა უფასოა. განმცხადებლებს ვურჩევთ განაცხადები შეავსონ პირადად, „ვიზა აგენტების“ ან „ვიზა კონსულტანტების“ დახმარების გარეშე. თუ ვინმე გეხმარებათ განაცხადის შევსებაში, პირადად დაესწარით განაცხადის შევსებას, შეინახეთ განაცხადის დასტურის გვერდი და უნიკალური დასტურის ნომერი. ამ ინფორმაციის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ სისტემაში შესვლას და თქვენი განაცხადის სტატუსის შემოწმებას. აგრეთვე, განმცხადებლებმა უნდა შეინარჩუნონ წვდომა განაცხადში მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე. მწვანე ბარათის პროგრამასთან დაკავშირებული თაღლითობის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ხშირად დასმული შეკითხვების გვერდზე. განაცხადის სრულად შევსების და გადმოგზავნის შემდეგ, ეკრანზე უნდა გამოჩდეს მისი მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელზეც იქნება აღნიშნული განმცხადებლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და უნიკალური დასტურის ნომერი. გთხოვთ, შეინახოთ ან ამობეჭდოთ ზემოხსენებული დამადასტურებელი დოკუმენტი. 2018 წლის 1 მაისიდან თქვენ შეძლებთ თქვენი განაცხადის სტატუსის შემოწმებას ვებ-გვერდზე www.dvlottery.state.gov თუ შეხვალთ DV-2019 წლის Entrant Status Check განყოფილებაში და შეიყვანთ თქვენთვის მინიჭებულ უნიკალურ ნომერს. აშშ-ის მთავრობა პირადად არ გამოგიგზავნით ინფორმაციას. სტატუსის შემოწმება არის ძირითადი ინფორმაციის წყარო თქვენი განაცხადის შესახებ. სტატუსის შემოწმებით შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ ინსტრუქციები თუ როგორ უნდა იმოქმედოთ გათამაშებაში მოგების შემთხვევაში და, ასევე, გაიგოთ საკონსულოში დანიშნული გასაუბრების თარიღი. შერჩევის პროცესის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ხშირად დასმული შეკითხვები გვერდზე. მწვანე ბარათის გათამაშების პროგრამაში მონაწილეობის მისაღები განაცხადის შევსებისთვის აუცილებელია შემდეგი ინფორმაციის მითითება: 1. გვარი, სახელი - პასპორტის მიხედვით 2. სქესი - მამრობითი ან მდედრობითი 3. დაბადების თარიღი - დღე, თვე, წელი 4. დაბადების ქალაქი 5. დაბადების ქვეყანა - ქვეყნის დასახელება უნდა შეესაბამებოდეს იმ დასახელებას, რომელიც ამჟამად ეწოდება ქვეყანას, რომელშიც განმცხადებელი დაიბადა. 6. მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილე ქვეყანა (Country of eligibility for the DV program) - უმეტეს შემთხვევებში თქვენი გათამაშებაში მონაწილე ქვეყანა იქნება თქვენი დაბადების ქვეყანა. თუ დაბადებული ხართ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეებსაც გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ, გთხოვთ, გაეცნოთ ინფორმაციას გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად სხვა გზების შესახებ, ხშირად დასმული შეკითხვების გვერდზე. 7. განმცხადებლის ფოტოსურათი - განმცხადებლის, მისი მეუღლისა და 21 წლამდე ასაკის შვილების ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაღებული ფოტოსურათები. არ ხართ ვალდებული წარმოადგინოთ იმ ოჯახის წევრთა ფოტოსურათები, რომელნიც არიან აშშ-ის მოქალაქეები ან მწვანე ბარათის მფლობელები. წარმოდგენილი ციფრული ფოტოსურათის კომპოზიციური და ტექნიკური მოთხოვნების გასაგებად ეწვიეთ შემდეგ შესაბამის გვერდს. ჯგუფური ფოტოსურათები არ მიიღება; უნდა იყოს წარდგენილი თითოეული განმცხადებლის ფოტოსურათი. იმ შემხვევაში, თუ განმცხადებლის წარმოდეგენილი ფოტოსურათი არ შეესაბამება გათამაშების მოთხოვნებს, განაცხადი იქნება გაუქმებული. 8. საფოსტო მისამართი - მისამართი ქალაქი/სოფელი რაიონი/პროვინცია/შტატი საფოსტო ინდექსი/ზიპ კოდი ქვეყანა 9. ქვეყანა სადაც ამჟამად ცხოვრობთ 10. ტელეფონის ნომერი (არ არის აუცილებელი) 11. ელ.ფოსტისმისამართი-წარმოადგინეთთქვენიელ.ფოსტისმისამართი,რომელზეცგექნებათ წვდომა გათამაშების შედეგების გამოცხადების დროს, მომდევნო წლის მაისში. თუ გათამაშებაში გაიმარჯვებთ და Entrant Status Check - სტატუსის შემოწმების გვერდიდან გაგზავნით პასუხს, ელ.ფოსტაზე მოგივათ შემდგომი კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტიდან, სადაც შეგატყობინებენ, რომ თქვენი საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების დეტალები ხელმისწვდომია Entrant Status Check გვერდზე. სახელმწიფო დეპარტამენტი არასდროს მოგწერთ ელ.ფოსტით, რომ გაიმარჯვეთ მწვანე ბარათის გათამაშების პროგრამაში. იხილეთ ხშირად დასმული შეკითხვების გვერდი მეტი ინფორმაციისთვის. 12. თქვენი განათლების ხარისხი დღეის მდგომარეობით. უნდა მიუთითოთ, რომელი შეესაბამება თქვენი განათლების ყველაზე მაღალ დონეს (1) დაწყებითი განათლება, (2) საშუალო სკოლა ატესტატის გარეშე, (3) საშუალო სკოლა ატესტატით, (4) პროფესიული ტექნიკური განათლება, (5) არასრული უმაღლესი განათლება, (6) დიპლომირებული უმაღლესი განათლება, (7) ასპირანტურა, (8) მაგისტრატურა, (9) დოქტორანტურა, (10) პროფესორი. განათლების მოთხოვნების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ხშირად დასმული შეკითხვების გვერდს. 13. ოჯახური მდგომარეობა - (1) არ არის დაქორწინებული, (2) დაქორწინებული და მეუღლე არ არის აშშ-ის მოქალაქე ან მწვანე ბარათის მფლობელი, (3) დაქორწინებული და მეუღლე არის აშშ-ის მოქალაქე ან მწვანე ბარათის მფლობელი, (4) განქორწინებული, (5) ქვრივი, აუცილებელია მიუთითოთ მეუღლის სრული სახელი, დაბადების თარიღი, სქესი, დაბადების ქალაქი, დაბადების ქვეყანა და ფოტოსურათი, რომელიც შეესაბამება გათამაშების მოთხოვნებს. განმცხადებელმა აუცილებლად უნდა მიუთითოს ოფიციალური მეუღლე, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი გაუქმდება და განმცხადებლის საიმიგრაციო საქმეში არსებული ყველა განაცხადი ვიზის გაცემაზე უარყოფილი იქნება გასაუბრების დროს. მეტი ინფორმაციისათვის ოჯახის წევრების მითითების შესახებ იხილეთ ხშირად დასმული შეკითხვების გვერდი. 14. მონაცემებიშვილებისშესახებ-სახელი,გვარი,დაბადებისთარიღი,სქესი,დაბადებისადგილი (ქალაქი/სოფელი), დაბადების ადგილი (ქვეყანა), ფოტოსურათი. განაცხადში მითითებული უნდა იყოს განმცხადებლის 21 წლამდე დასაოჯახებელი ბიოლოგიური და აყვანილი შვილების, გერების ინფორმაცია (იმ შვილების გარდა რომლებიც არიან აშშ-ის მოქალაქეები ან აშშ-ის მუდმივი ცხოვრების უფლება აქვთ) იმ შემთხვევაშიც კი თუ განმცხადებელი შვილის მეორე მშობელთან ოფიციალურად აღარ იმყოფება ქორწინებაში , ან თუ მისი მეუღლე და შვილი აღარ ცხოვრობს მასთან ერთად და/ან არ აპირებს მასთან ერთად იმიგრაციას. დაოჯახებული შვილები და შვილები, რომლებიც უკვე 21 წლის ან მეტის არიან არ არიან კვალიფიციურნი, თუმცა ბავშვთა სტატუსის დაცვის კანონით დაშვებულია გამონაკლისები რიგ შემთხვევებში: თუ თქვენ განაცხადს შეიტანთ მანამდე, სანამ თქვენი დასაოჯახებელი შვილი 21 წლის გახდება ან თუ ბავშვი გახდება 21 წლის ვიზის გაცემამდე შესაძლებელია, სავიზო პროცედურებისათვის ის ჩაითვალოს 21 წელს ქვემოთ ასაკის მქონედ. თუ თქვენ არ წარადგენთ სავალდებულო ინფორმაციას შვილ(ები)ს შესახებ ეს გამოიწვევს თქვენს დისკვალიფიკაციას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ხშირად დასმული შეკითხვების გვერდი. განმცხადებლების შერჩევა ყველა განაცხადიდან გამარჯვებული განმცხადებლები შეირჩევიან კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის მიხედვით. 2019 წლის პროგრამის შედეგების გასაგებად უნდა შეხვიდეთ ელქტრონული გათამაშების ვებ-გვერდზე www.dvlottery.state.gov და თქვენთვის რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური ნომრის საშუალებით შეიტყოთ ხართ თუ არა შერჩეულთა შორის. სტატუსის შემოწმება შესაძლებელი იქნება 2018 წლის 1 მაისიდან. შერჩევის შემთხვევაში, გადამისამართდებით დასტურის გვერდზე, სადაც განთავსებული იქნება ინსტრუქციები და ინფორმაცია გასაუბრებისა და სავიზო მოსაკრებლის ყველა პროცედურული საკითხის შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტი არ გააგზავნის შერჩევის შეტყობინებას წერილობით ან ელ. ფოსტით. განმცხადებლებს, რომლებიც არ იქნენ შერჩეულნი, ასევე არ მიუვათ შეტყობინება, მათაც სტატუსი ოფიციალურ ვებ-გვერდზე უნდა გადაამოწმონ. გირჩევთ, პირადად შეამოწმოთ თქვენი სტატუსი და შეტყობინებისათვის არ იყოთ დამოკიდებული სხვაზე. გათამაშებაში შერჩეული განმცხადებელი ვიზის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს აშშ-ის კანონმდებლობაში გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. DS-260, ონლაინ საიმიგრაციო ვიზის აპლიკაციით ელექტრონულად და საკონსულო ოფიცერი პირადად დაგისვამთ კითხვებს აშშ-ის კანონმდებლობით გათვალისწინებული საიმიგრაციო კვალიფიციურობის შესახებ. შეკითხვებს შორის იქნება კრიმინალსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები. წარმატებული განმცხადებლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ვიზების გაცემა უნდა მოხდეს 2019 წლის 30 სექტემბრამდე. ამ თარიღის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტს არ შეუძლია, გასცეს საიმიგრაციო ვიზა თავად განმცხადებლისა თუ მისი ნებისმიერი ოჯახის წევრისათვის. * * * გაგრძელება
ინსტრუქციები ციფრული ფოტოსურათის წარმოდგენისათვის
გათამაშების განაცხადის შევსებისას აუცილებელია ატვირთოთ ახალი გადაღებული ფოტოსურათი ან დაასკანეროთ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაღებული ფოტოსურათი. წარმოდგენილი ციფრული ფოტოსურათი უნდა აკმაყოფილებდეს კომპოზიციურ და ტექნიკურ მოთხოვნებს. თქვენი ფოტოსურათის ტექნიკური ხარისხის გადამოწმება შეგიძლიათ გათამაშების ვებ-გვერდზე. განმცხადებლებმა არ უნდა ატვირთონ ძველი ფოტოსურათი. გასული წლის გათამაშებაში გამოყენებული ფოტოსურათის ატვირთვა მიმდინარე წლის გათამაშების განაცხადის წარდგენის დროს გამოიწვევს განაცხადის ავტომატურ დისკვალიფიკაციას. კომპოზიციური მოთხოვნები: ● პიროვნება რომელსაც სურათს უღებენ უნდა უყურებდეს კამერას. ● მისი თავი არ უნდა იყოს აწეული მაღლა ან ჩაწეული დაბლა და არ უნდა იყოს გადახრილი მარჯვნივ ან მარცხვნივ. ● მისი თავი უნდა იკავებდეს ფოტოსურათის მთელი ფართის დაახლოებით 56%-69% ფონი ● პიროვნების ფოტოსურათი უნდა იყოს გადაღებული ნეიტრალურ, ღია ფერის ფონზე. ფოკუსი ● ფოტოსურათი უნდა იყოს ფოკუსში სათვალე ● სათვალით გადაღებული ფოტოსურათი არ მიიღება ქუდები და თავსაბურავები ● მისაღებად ითვლება მხოლოდ რელიგიური დატვირთვის მქონე თავსაბურავით გადაღებული ფოტოსურათი, მაგრამ თავსაბურავი არ უნდა ფარავდეს განმცხადებლის სახის რომელიმე ნაწილს. ● არ მიიღება ისეთი თავსაბურავით გადაღებული ფოტოსურათები, რომელსაც არა აქვს რელიგიური დატვირთვა და არის რაიმე გვაროვნული ტომისა ან სხვა სიმბოლიკის აღმნიშვნელი საფარი. ● არ მიიღება ისეთი ფოტოსურათები, სადაც განმცხადებელი გადაღებულია სამხედრო, საჰაერო ფლოტის ან სხვა ორგანიზაციის თავსაბურავით. ტექნიკური მახასიათებლები თუ იღებთ ახალ ციფრულ ფოტოსურათს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მოთხოვნებს: ● გამოსახულების (ფაილის) ფორმატი: ფოტოსურათი უნდა იყოს გადაღებული JPEG ფორმატში ● გამოსახულების (ფაილის) ზომა: ფოტოსურათის მაქსიმალური ზომა უნდა იყოს 240 კილობაიტი (240 KB) ფოტოსურათის ზომები: ● ფოტოსურათის მინიმალური ზომა უნდა შეადგენდეს 600 პიქსელი (სიმაღლე) 600 პიქსელზე (სიგანე) და მაქსიმალური ზომა 1200 პიქსელი (სიმაღლე) 1200 პიქსელზე (სიგანე). ფოტოსურათის ფერის სიღრმე: ● ფოტოსურათი უნდა იყოს ფერადი (24 ბიტი პიქსელზე). 24-ბიტიანი და 8-ბიტიანი შავთეთრი სურათი არ მიიღება. ფოტოსურათის სკანირება: სანამ ფოტოსურათის დაასკანერებთ, დარწმუდით, რომ ფოტოსურათი აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ კომპოზიციურ და ტექნიკურ მოთხოვნებს. ფოტოსურათი დაასკანერეთ სკანერის შემდეგი კონფიგურაციით: ● ფოტოსურათის ზომა: მინიმალური სკანირების ზომა უნდა იყოს 300 dpi (dots per inch) ● გამოსახულების (ფაილის) ფორმატი: ფოტოსურათი უნდა იყოს სკანირებული JPEG ფორმატში ● გამოსახულების (ფაილის) ზომა: ფოტოსურათის (ფაილის) მაქსიმალური ზომა უნდა იყოს 240 კილობაიტი (240 KB) ხშირად დასმული შეკითხვები ელექტრონული განაცხადის შევსება 1. რას ნიშნავს ტერმინი „native” და “chargeability”? „native” ნიშნავს, რომ კონკრეტული პიროვნება დაიბადა რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, მიუხედავათ იმისა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა ამჟამად ან რომელ ქვეყანაში ცხოვრობს. იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტის 202(b) ნაწილის თანახმად, საიმიგრაციო მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „native” - შეიძლება მიუთითებდეს იმ პირზეც, რომელსაც აქვს უფლება თავისი თავი მიაკუთვნოს სხვა ქვეყანას, რომელშიც ის დაბადებული არ იყო. იმის გამო რომ იმიგრანტების რაოდენობა შეზღუდულია ქვეყნების და გეორგრაფიული რეგიონების მიხედვით, ყოველი განმცხადებელი მიკუთვნილია კონკრეტულ ქვეყანას. უმეტეს შემთხვევებში თქვენი გათამაშებაში მონაწილე ქვეყანა იქნება თქვენი დაბადების ქვეყანა. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თქვენი განაცხადისთვის თავი მიაკუთვნოთ მეუღლის დაბადების ქვეყანას ან ერთ-ერთი მშობლის დაბადების ქვეყანას იმ შემთხვევაში თუ დაიბადეთ ქვეყანაში, რომელშიც არც ერთი მშობელი არ იყო დაბადებული. ეს არის ერთადერთი სამი გზა, რომლითაც შეგიძლიათ შეარჩიოთ “chargeability”. გათამაშებაში მონაწილე არასწორი ქვეყანის არჩევა გამოიწვევს განაცხადის გაუქმებას. 2. მაქვს მონაწილეობის უფლება, თუ არ დავიბადე ქვეყანაში, რომელიც არ არის კვალიფიციური მონაწილეობისათვის? არსებობს ორი გზა: ● თუ მთავარი განმცხადებელი დაიბადა ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ამ პროგრამაში, მას შეუძლია თავისი განაცხადი მიაკუთვნოს თავისი მეუღლის დაბადების ქვეყანას. ამ შემთხვევაში საიმიგრაციო ვიზა გაიცემა მხოლოდ თუ მეუღლე აკმაყოფილებს გათამაშების ყველა მოთხოვნას. ამ გზით საიმიგრაციო ვიზის მიღების შემთხვევაში განმცხადებელი და მისი მეუღლე ერთდროულად უნდა ჩავიდნენ აშშ-ში. ● განმცხადებელი, რომელიც დაიბადა ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ამ პროგრამაში, შეუძლია მიაკუთვნოს თავისი განაცხადი იმ ქვეყანას, სადაც მისი ერთ-ერთი მშობელი დაიბადა, თუ განმცხადებლის დაბადების დროს არცერთი მშობელი არ იყო განმცხადებლის დაბადების ქვეყნის რეზიდენტი. იმ განმცხადებელმა, რომელმაც თავისი განაცხადი მიაკუთვნა ალტერნატიულ ქვეყანას, ეს ინფორმაცია უნდა მიუთითოს სარეგისტრაციო განაცხადის ფორმაში. გათამაშებაში არასწორი მონაწილე ქვეყნის არჩევა გამოიწვევს განაცხადის გაუქმებას. 3. რატომ არა აქვთ ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებს ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება? მწვანე ბარათის გათამაშების მიზანია მისცეს ემიგრაციის საშუალება ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებს, საიდანაც აშშ-ში ნაკლებად შემოდიან იმიგრანტები. აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, საიმიგრაციო ვიზები არ მიენიჭება იმ ქვეყნების მოქალაქეებს, საიდანაც მოქალაქეების „მაღალი პროცენტი“ შედის აშშ-ში. კანონმდებლობის თანახმად ეს ის ქვეყნებია, საიდანაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ში საცხოვრებლად ჩამოვიდა 50000 ადამიანი, რომლებმაც მიიღეს „ოჯახის“ და „სამუშაო“ კატეგორიების ვიზები. ყოველწლიურად აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური (USCIS) უმატებს „ოჯახური“ და „სამუშაო“ ვიზებით ჩამოსულ ადამიანთა რიცხვს წინა ხუთ წელიწადში ჩამოსულ პირთა რაოდენობას - ამის მიზანია იმ ქვეყნების გამოყოფა, რომელთა მოქალაქეებსაც საიმიგრაციო ვიზების გათამაშებაში მონაწილეობის უფლება არა აქვთ. ყოველწლიურად, საიმიგრაციო ვიზების გათამაშების წინა პერიოდში, ცალკე განისაზღვრება იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებს არა აქვთ ამ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება - ამ ქვეყნების სია შეიძლება ყოველწლიურად იცვლებოდეს. 4. რამდენი საიმიგრაციო ვიზა გაიცემა გათამაშებისას რეგიონისა და ქვეყნების მიხედვით? აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური ყოველწლიურად განსაზღვრავს ლიმიტებს რეგიონების მიხედვით. ეს ლიმიტები განისაზღვრება იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტის 203 (g) ნაწილის შესაბამისად. 5. რა მოთხოვნები არსებობს განმცხადებლის განათლებასა და სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებით? კანონმდებლობის თანახმად, განმცხადებელს უნდა ჰქონდეს საშუალო სკოლის ან მისი შესაბამისი განათლება, ან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ორი წელი ნამუშევარი უნდა იყოს ისეთ სფეროში, რომელსაც ესაჭიროება სულ მცირე ორწლიანი სასწავლო კურსის დამთავრება ან ორი წლის სამუშაო გამოცდილება. „საშუალო სკოლის ან მისი შესაბამისი განათლება“ ნიშნავს დაწყებითი და საშუალო განათლების 12-წლიანი კურსის წარმატებით დასრულებას აშშ-ში ან დაწყებითი და საშუალო განათლების ოფიციალური კურსის წარმატებით დასრულებას სხვა ქვეყანაში, რომელიც ამერიკის საშუალო სკოლის განათლებას უტოლდება. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღები განაცხადის ფორმასთან ერთად არ არის საჭირო განათლებასა და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების გამოგზავნა; ეს დოკუმენტები უნდა წარუდგინოთ კონსულს, ვიზის მისაღებად დანიშნული გასაუბრების დროს. სამუშაო გამოცდილების საფუძველზე პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო შესაბამისობის დასადგენად გამოყენებულია განსაზღვრებები შრომის დეპარტამენტის O*Net OnLine მონაცემთა ბაზიდან. 6. რა თანამდებობებია კვალიფიციური საიმიგრაციო ვიზის პროგრამისათვის? შრომის დეპარტამენტის O*Net OnLine მონაცემთა ბაზა სამუშაო გამოცდილებას ჰყოფს ე.წ. ხუთ „სამუშაო ზონად“. შრომის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ჩამოთვლილია ბევრი თანამდებობა, მაგრამ მხოლოდ განსაზღვრული თანამდებობა აკმაყოფილებს გათამაშების მოთხოვნებს. გათამაშების მოთხოვნები რომ დააკმაყოფილოთ საჭიროა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გქოდნეთ ორი წლის გამოცდილება თანამდებობაზე, რომელიც კლასიფიცირებულია „სპეციალური პროფესიული მომზადების“ რანგით 7.0 ან მეტი. თუ განმცხადებელი არ აკმაყოფილებს განათლების ან სამუშაო გამოცდილების მოთხოვნებს, მისი სავიზო განაცხადი უარყოფილი იქნება გასაუბრების დროს. 7. როგორ მოვძებნო კვალიფიციური თანამდებობები შრომის დეპარტამენტის ვებ გვერდზე? საიმიგრაციო ვიზის გათამაშებისათვის კვალიფიციური თანამდებობები ნაჩვენებია O*Net OnLine ვებ-გვერდზე. იმისათვის, რომ ნახოთ თქვენი თანამდებობა აკმაყოფილებს თუ არა მოთხოვნებს მიჰყევით ინსტრუქციას: 1. მინიშნეთ “Find Occupations” და შემდეგ მონიშნეთ “Job Family” 2. მონიშნეთ სასურველი სფერო და დააჭირეთ “GO” 3. დააჭირეთ სათანადო ბმულს კონკრეტული თანამდებობის მონიშვნის შემდეგ 4. შეარჩიეთ “Job Zone”, რათა მოძებნოთ თანამდებობის ნომერი და პროფესიული მომზადების რანგი არსებობს თუ არა მინიმალური ასაკობრივი ზღვარი საიმიგრაციო ვიზის გათამაშების პროგრამაში მონაწილეთათვის? მინიმალური ზღვარი ამ პროგრამაში მონაწილეობისათვის არ არსებობს. მაგრამ განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მოთხოვნების გამო, 18 წლამდე განმცხადებლების უმრავლესობა დისკვალიფიცირებული იქნება. ელექტრონული განაცხადის შევსება 9. როდის შემიძლია განაცხადის შევსება? 2019 წლის საიმიგრაციო ვიზების გათამაშების განაცხადების მიღების პერიოდი დაიწყება 2017 წლის 3 ოქტომბრის 20:00 საათზე (თბილისის დროით) და დასრულდება 2017 წლის 7 ნოემბრის 20:00 საათზე (თბილისის დროით). ყოველწლიურად ამ პროგრამაში მონაწილეობს მილიონობით ადამიანი. განაცხადების მიღება წლის ამ დროს საშუალებას მოგვცემს, დროულად შევატყობინოთ პასუხი გამარჯვებულ განმცხადებლებს და მისცემს საშუალებას როგორც განმცხადებლებს ისე ჩვენს საელჩოებსა და საკონსულოებს, მოამზადონ შერჩეული განაცხადები ვიზის გასაცემად. განმცხადებლებს ვურჩევთ, განაცხადები სარეგისტრაციო პერიოდის დასაწყისშივე შემოიტანონ, რადგანაც სარეგისტრაციო პერიოდის ბოლოს დიდი მოთხოვნის გამო სისტემის მუშაობა შეიძლება საგრძნობლად შენელდეს. 10. ვიმყოფები შეერთებულ შტატებში. შემიძლია გათამაშებაში მონაწილეობა? დიახ, განმცხადებელი შეიძლება იმყოფებოდეს აშშ-ში ან სხვა ქვეყანაში და შესაბამისად განცხადება შეუძლია გამოაგზავნოს აშშ-დანაც და სხვა ნებისმიერი ქვეყნიდანაც. 11. მხოლოდ ერთხელ შემიძლია მონაწილეობა ყოველ სარეგისტრაციო პერიოდში? კანონმდებლობის თანახმად, თითოეული გათამაშების დროს (წელიწადში ერთხელ) განმცხადებელს აქვს მხოლოდ ერთი განაცხადის შემოტანის უფლება. ერთზე მეტი განაცხადის გამომგზავნი პირების დასადგენად სახელმწიფო დეპარტამენტში იყენებენ მაღალგანვითარებულ, თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებს. განმცხადებლები, რომლებიც შემოიტანენ ერთზე მეტ განაცხადს, იქნებიან დისკვალიფიცირებულნი. 12. შეიძლება, რომ მე და ჩემმა მეუღლემ ცალ-ცალკე შევავსოთ განაცხადი? დიახ, მეუღლეებს აქვთ ცალ-ცალკე განაცხადების წარმოდგენის უფლება, თუ თითოეული აკმაყოფილებს პროგრამის მოთხოვნებს. ერთ-ერთი მეუღლის შერჩევის შემთხვევაში, მეორე მეუღლეს ეკუთვნის მეორე კატეგორიის საიმიგრაციო სტატუსი. 8. 13. ოჯახის რომელი წევრები უნდა მივუთითო განცხადებაში? მეუღლე: განაცხადის ფორმაში აუცილებელია ჩაწეროთ ოფიციალური მეუღლე, იმ შემთხვევაშიც თუ ამჟამად დაშორებული ხართ და თუ ის არ აპირებს თქვენთან ერთად გამგზავრებას აშშ-ში. თუ მეუღლესთან ოფიციალურად ხართ განქორწინებული (ანუ გაქვთ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთი), მაშინ მისი მითითება საჭირო არ არის. თუ განმცხადებლის ოფიციალური მეუღლე არის აშშ-ის მოქალაქე ან აქვს აშშ-ში მუდმივი ცხოვრების კანონიერი უფლება, მისი მითითება განაცხადში აუცილებელი არ არის. შვილები: განაცხადის ფორმაში აუცილებელია ჩაწეროთ 21 წლამდე ყველა დაუქორწინებელი შვილი, იქნება ეს თქვენი ბიოლოგიური შვილ(ებ)ი, თქვენი მეუღლის შვილ(ებ)ი ან კანონმდებლობის შესაბამისად ოფიციალურად ნაშვილები შვილ(ებ)ი. მიუთითეთ თქვენი შვილ(ებ)ი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი არ ცხოვრობენ თქვენთან ერთად ან არ აპირებენ თქვენთან ერთად გამგზავრებას აშშ-ში. გამონაკლისი ეხება მხოლოდ იმ შვილებს, რომლებიც უკვე არიან აშშ-ის მოქალაქეები ან აქვთ აშშ-ში მუდმივი ცხოვრების კანო<
|