ბევრი 4-იანია და იქნებ დაჯდეს
ხუმრობა იქეთ იყოს და კარგა ხნის წვალების მერე შერჩეული ბილეთია. ჩემს იღბალთან ურთიერთობის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას რომ 80 %-იანი ბილეთია და აი ის უეჭველი 7-8 თამაშს თუ ამოარჩევთ - დიდი ალბათობის ბილეთს შეკერავთ


ჩელსიდან 2 პოზიციაა - 1 - ჩელსი მოაწვდის კუთხურს 76-90+ წუთებში და ჩელსი მოხვდება 2,5-ზე მეტ თამაშგარეში.
ტოტენჰემიდან - მასპინძელი მოაწვდის კუთხურს 76-90+ წუთებში.
კაენი-ლილის თამაშში ისეთი მსაჯი იმსაჯებს - ყვითელი და ესეთი დაბალი ტოტალით, რომ არ დადო - დანაშაულის ტოლფასია

შტუდგარტს 4 თამაშია გოლი არ გაუტანია და ეხლა 1 გოლს, მინუმუ თუ გაიტანს - არაფერი დაშავდება.
ატლეტიკომ 3,5-ზე მეტი კუთხური თავისუფლად უნდა მოუწოდოს ეიბარს. თან, ვფიქრობ, რომ ეიბარი დიდ წინააღმდეგობას გაუწევს და კატლეტებს შეტევაში წასვლა მოუწევს - შესაბამისად კუთხურებსაც მოაწვდის დიდი ალბათობით.
დეპორი-ვალენსიას სტატისტიკას თუ გადავხედავთ - თამაშგარეები მოგხვდება თვალში - დიდი იმედი მაქ 5 და მეტ თამაშგარეში მოხვდებიან ჯიგრები.
და ბოლოს - რეალი-ვილიარეალი
თამაშგარეში ხანდახან რონალდუ ხვდება მარტო 4-5 ჯერ მაგრამ სტატისტიკურად ერთმანეთში ცოტა თამაშგარეს თამაშობდნენ. ევროპას ცუდი ტოტალები აქვს გამოტანილი და აქედან შევარჩიე, რო ორივე გუნდი 7 თამაშგარეში არ მოხვდება;
რეალი სახლში როცა თამაშობს იქ კუთხურის ნაკლებობა რომ დადო თამაშის ან რეალის - ჩათვალე 95 %-ით წაგებული ხარ. ხოდა ცოტა რისკიანი ტოტალი კი ავიღე მაგრამ 9 კუთხური კიარა 17 ჩაუწოდებია ყვითელი სუბმარინასთვის არცთუ ისე შორეულ წარსულში;
ყვითელი ბარათების ყველაზე ნაკლები ტოტალი ავიღე. წესით ორივე გუნდი შეუტევს. რამოსის არ ყოფნაში დაცვა და ნახევარდაცვა წესით იუხეშებენ. ასევე მგონია, რო ვილიარეალსაც გაუჭირდება რეალის შემტევების მოგერიება უყვითლოდ.
მოკლედ წარმატებები. იმედია იხეირებთ