ევერტონი ნიუკასლი - ჩემი მოსაზრება

ორივე შუაწელშია, უფრო ევროზონასთან ახლოს - მე-9-მე-10 ადგილებზე. ევერტონი - 34 თამაში და 42 ქულა. ნიუკასლი - 33 თამაშში 41 ქულა.
2015 წლიდან 4 თამაში ითამაშეს და ნიუკასლს გოლი არ გაუტანია.
ევერტონმა დეკემბრიდან მოყოლებული ჩემპიონატში სახლში 10 თამაშიდან 3-ში - ლივერპულთან, მანჩესტერთან და ჩელსისთან ვერ გაიტანა. აქედან ჩელსისთან და ლივერპულთან 0-0 ითამაშა.
ნიუკასლმა სტუმრად, დეკემბრიდან მოყოლებული არსენალთან და ლივერპულთან ვერ გაიტანა.
იმის გათვალისწინებით, რომ ნიუკასლს ერთი თამაში რეზერვში აქვს და უკეთესი შანსი აქვს მე-8 ადგილზე ასვლის, და ამას თუ დავუმატებთ ბოლო 4 თამაშის მოგებას - ვფიქრობ გოლს აუცილებლად გაიტანს.
ორივეს გატანაზე პირად ბილეთში თავი შევიკავე იმის გამო, რომ ევერტონი წელს მაინც ხასიათის გუნდი მგონია და უმოტივაციობის ფონზე არაა გამორიცხული გოლის გატანა ვერ მოახერხონ. ნიუკასლიც ამ ბოლოს დამაჯერებლად იგებს თამაშებს (საუთჰემტონი, ჰადერსფილდი, ლესტერი და არსენალი). ხოდა, სულ მცირე შანსი არსებობს იმის, რომ ევერტონმა გოლის გატანა ვერ მოახერხოს - ამიტომ ,,კი"-ზე მეტად ნიუკასლის გოლი უფროპ მესიმპატიურება და უფრო მეტადაც მჯერა.
წარმატებები ყველას
This post has been edited by ikaraul on 23 Apr 2018, 12:33