მოკლედ გიზიარებთ ჩემს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ფოტოგადაღების შესახებ. ეს შთაბეჭდილებები კიდევ ერთხელ მიმყარებს აზრს, რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება

წავედი ჯერ ფილარმონიასთან კოდაკში. მოგეხსენებათ, წლებია ამით არიან დაკავებულები. არც რიგი იყო, არაფერი. შევედი ოთახში და სანამ ფოტოგრაფი შემოვიდოდა, მოვათვალიერე. ვუყურებ უკან თეთრ ფონს და ზედ არის დაკრული უამრავი თეთრი რგოლი. ანუ ერთი და ორი კი არა, ბლომად. საშუალო ზომის ღილების ზომის რელიეფური ბურთები.
ფოტოგრაფს ვეკითხები, ამ ფონზე უნდა გადამიღოთ? - კიო.
მეთქი ანუ მერე ამუშავებთ ესე იგი ფოტოშოფით.
- კი, სახის დამუშავება არ შეიძლება, თორემ ფონის კიო.
-დარწმუნებულები ხართ-მეთქი და კიო.
კაი და ამ ოჯახაშენებულ ფოტოს სულ ორი თუ სამი მოთხოვნა აქვს, პირველია თეთრი ფონი და ასე რთულია, რომ ეს მოთხოვნა დაიცვათ-მეთქი? რომ ჩვეულებრივი, უმარტივესი თეთრი ფონი გააკრათ უკან.
მე რა ვიცი, რომ მოვედი, ასე დამხვდაო.
ნერვები ამეშალა. აღარ მინდა -მეთქი და წამოვედი ფუჯიში.
შევედი, ფონი თითქოს ნორმალური იყო. დავჯექი, გადავიღე.
ვუყურებ ეკრანზე, უკვე რომ გახსნა გადაღებული და მიადგა და ფონს ათეთრებს. შესაბამისად მხრებთან, თმებთან კურსორით ამუშავებს.
მეთქი რას შვები. ესო კარგი თეთრი ფონი არ არისო და ვათეთრებო.
ვეკითხები - თუ მოთხოვნილია კარგი თეთრი ფონი, რატომ არ გაქვთ ეს ოხერი, ასე ძნელია? მართლაც ოდნავ მონაცრისფრო დაკრავდა.
რომ ამუშავებ, იცი მეთქი როგორ უნდა? არ შეიძლება თმას და კონტურს შეეხო.
ვიცი შენზე კარგად, ამდენი წელია ვიღებო. შენ უფრო კარგად იცი აბაო?
მეთქი, კი იღებ და ფოტოგადაღება კი შეიძლება ჩემზე კარგად იცი, მაგრამ წესები იქნებ მე ვიცი უფრო კარგად? წაკითხული გაქვს? ან ამდენი წელი რომ იღებ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სწორად იღებ.
მოკლედ ორივე ვარიანტი გამოვაგზავნინე, დამუშავებულიც და დაუმუშავებელიც.
ესაა ქართული ბიზნესი, ერთი ცინგლიანი ფოტო ვერ გადაუღიათ სწორად. მოდი და ნუ მოგინდება აქედან წასვლა.