ხვალ ვარღვევინებ ზვერევს რა, მაგარი პატივები კი მცა ზვერევმა ლაივებზე თამაშები რო დაატრიალა მარა სახლში წასვლის დროა
თანაც ეხლა ნორმალურად რო გავარჩიოთ, ტიმმა ჩაწოდება ბევრად გააუმჯობესა წინა თიხის ტურნირებთან შედარებით. 210-დან 220 მდე აწვდის და თანაც პირველს ხშირად აგდებს, გათამაშებაში ერთ-ერთი უძლიერესია და სერიოზული კროსები აქვს ხოლმე, ყოველ შემთხვევაში ამ როლან გაროსზე ზვერევზე უკეთესად ავითარებს გათამაშებას, ნაკლებ შეცდომას უშვებს და მეტი ვინერსი აქვს, ზვერევის ჩაწოდების აღება კიდე რთულია არაა რასაც ტიმისაზე ვერ ვიტყვით + საშინელი ფსიქოლოგიაა აქ ზვერევს და ერთი თუ აჭრა შეიძლება მაგრად გაარღვიოს ტიმმა.
მოკლედ ამ ტურნირზე საერთოდ ყველა კომპონენტში ჯობნის, თან დასვენებულია ზვერევთან შედარებით, 700 სეტი ითამაშა უკვე ალექსამ.
ეს ხვალინდელი ვარაუდი და ორდინარშიც ავიღებ ალბათ ტიმის გეიმების ან სეტების ფორას.
ჯოკოზე ბოლომდე ნუ მომენდობით, ეხლა რო დავფიქრდი მეც არ ვიცი რატო დავწერე, მარა რაღაცნაირად მგონია, რომ ერთი სეტი უნდა გამოტყუოს ჩეკიმ
This post has been edited by AccidentalGenius on 4 Jun 2018, 23:25