Veretei
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1775
წევრი No.: 241090
რეგისტრ.: 3-March 18
|
#52898771 · 13 Jun 2018, 03:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი თვის წინ დავწერე, რომ მგონია არგენტინა გახდება მეთქი ჩემპიონი და მიუხედავად იმისა, არგენტინის და მესის გულშემატკივარი არ ვარ, მათ ვუგულშემატკივრებ მეთქი. ეს იყო გულიდან შთაგონებული ემოცია. იქნებ ასეც მოხდეს, ვინ იცის.... ახლა კი მსოფლიო ჩემპიონატის გარკვეული ჩემეული ანალიზების საფუძველზე ვაქვეყნებ წინასაჩემპიონატო ჩემეულ ანალიტიკურ ხედვას. მაშ ასე , დავიწყოთ ! ეს იქნება 21 - ე მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც პირველად ტარდება რუსეთში. სულ მსოფლიო მოგებული აქვს 5 ჯერ ბრაზილიას, გერმანიას და იტალიას ოთხ-ოთხჯერ. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია გერმანია, რომელმაც ფინალში დაამარცხა 1-0 არგენტინა დამატებით დროში, მარაკანაზე 2014 წელს. ბრაზილია უამრავი ხალხის ფავორიტია დღეისათვის. მათ 60 წლის წინ მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი ევროპაში. ბრაზილიელებს დიდი ისტორია აქვთ და ხალხის მოლოდინიც უდაოდ დიდია კვლავ მოახდინოს ევროპიდან მსოფლიო თასის წაღება. თასისთვის იბრძვის 32 გუნდი. აქედან 14 ევროპულია, 8 ამერიკულია, 5 აფრიკული და 5 - იც აზია/ავსტრალიური. ის, რომ ჩემპიონატი ტარდება ევროპაში, ეს რა თქმა უნდა ევროპელებს აძლევს უპირატესობას. ევროპულ სანაკრებო გუნდებს აქვთ ძალა თასი დატოვონ ევროპაში. არც არგენტინა გამოიყურება შეკრულ დაღვინებულ გუნდად და საერთოდ შესაძლოა რუსული ზაფხული ლათინური ამერიკელებისთვის არც თუ სახარბიელო გამოდგეს. მჯერა, რომ ბრაზილია შორს წავა, მაგრამ არა ბოლომდე. საუკეთესო აზიური გუნდია ირანია, თუმცა ისინი საკმაოდ რთულ ჯგუფში არიან , რომელშიც ესპანეთი და პორტუგალიაა. შესაძლოა ერთი -ორი აფრიკული გუნდი გაძვრეს ჯგუფიდან, თუმცა მერე მაინც მათ პერსპექტივას ვერ ვხედავ. ამ მოკლე მიმოხილვით მექმნება იმის აზრი, რომ ეს მისცემს ევროპელებს შანსს იმისას, იდომინირონ. ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფებში გოლების წვიმა იყო. შესაძლოა ამ ჩემპიონატზეც შენარჩუნდეს ეს ტენდენცია. ყოველ შემთხვევაში, ასე იქნება თუ ისე, არ ველი თამაშებს ისეთს, ძილი მოგვგვაროს....
გადავიდეთ უფრო კონკრეტულზე.
ჯგუფი A ---------------- • რუსეთი • საუდის არაბეთი • ეგვიპტე • ურუგვაი
რუსეთი მოხვდა საკმაოდ სუსტ ჯგუფში. ფიფა მუდამ უჭერს ხოლმე მხარს მასპინძელ ქვეყანას და ალბათ ეს შემთხვევითიც არარის. საუდის არაბეთთან არ უნდა გაუჭირდეს რუსეთს, თუმცა ეგვიპტესთან და ურუგვაისთან დიდი გამოცდა ელით. რუსეთს ჯგუფში ბოლო თამაში აქვს ურუგვაისთან და მგონია მანამდე უნდა გადაწყვიტონ ჯგუფიდან გასვლის საკითხი. საუდის არაბეთი სახლში კარგად თამაშობს ხოლმე, თუმცა გასვლებზე სუსტები არიან და საერთოდაც არ ვფიქრობ რამეს მოახერხებს ეს გუნდი. საინტერესო გუნდია ეგვიპტე, თუმცა სალაჰის ტრავმის გამო მათი შანსები კლებულობს. მათ კარგი დაცვა ჰყავთ, თუმცა წინა ხაზზე არავინ ჰყავთ სალაჰის გარდა. და ერთი თამაშის გამოტოვებაც კი გუნდს შეუქმნის პრობლემებს. ეგვიპტეს ალბათ რუსეთთან მოუწევს ჯახი მეორე ადგილისთვის. ურუგვაი ითვლება ჯგუფის ფავორიტად. საკმაოდ ძლიერი დაცვა - გოდინი და ხიმენესი. საკმაოდ ძლიერი წინა ხაზი - სუარესი და კავანი. და ვეჭვობ მათ ვინმე გადაეღობოთ ჯგუფში ლიდერობისთვის. საუკეთესო ბეთი მგონია : ურუგვაი/რუსეთი @ 3.0 -------------------------------------------------------------------------- ჯგუფი B • პორტუგალია • ესპანეთი • მაროკო • ირანი
ესპანეთი უნდა გალიდერდეს ამ მეტად რთულ ჯგუფში. და ეს მოხდება პირველივე თამაშის დროს პორტუგალიასთან. და ეს პირველი თამაში იქნება ამოსავალი იმისა, ვინ გახდება ჯგუფის ლიდერი. თუ მოიგებს ესპანეთი პორტუგალიასთან, ფაქტიურად ჯგუფიდან გავა კიდეც პირველი ადგილით. ესპნაეთის ნაკრები გადახალისდა. გუნდი დატოვა "ძველმა გვარდიამ", რომელიც ჯერ კიდევ იყო ბრაზილიის 2014 წლის ჩემპიონატზე და საკმაოდ კარგად გამოიყურება გადახალისებული გუნდი იმისთვის, რომ გაიაროს საკმაოდ გრძელი გზა ჩემპიონატისა. ამას ვერ ვიტყვით პორტუგალიაზე. "ძველი გვარდია" ისევ გუნდშია. ფაქტიურად ყველა და ყველაფერი რონალდუზეა დამოკიდებული და თუ მას ვერ წაუვა თამაში, ფაქტიურად გუნდი ჩაფარცხულია ! დაცვაც საკმაოდ სუსტად გამოიყურება დაბერებული ფეხებით..... მაროკო - პორტუგალია. საკმაოდ კარგი გუნდია მაროკო, მოკრძალებული დაცვით და საკმაოდ ძლიერი თავდასხმით. ფაქტიურად მაროკო - პორტუგალია იქნება მეორე ადგილისთვის ბრძოლა. მაროკომ თებერვალში მოიგო აფრიკის თასი. ფაქტიურად გუნდი აღმავლობის გზაზეა და მოდის ინერციითაც. რაც შეეხება ირანს. დღეისათვის აზიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მათი ტრენერი კარლოს კეიროსია, რომელიც კარგად იცნობს რონალდუს და იმუშავებს სქემაზე, როგორ გაანეიტრალონ იგი. ასეა თუ ისე, ირანი მაინც ირანია და ვერ ვხედავ მათ რეალურ შანსებს, თუმცა შეუძლიათ ერთი სიურპიზით მაინც გაგვაკვირვონ. ურთულესი გადაწყვეტილებაა, თუმცა ვვარაუდობ ასე : ესპანეთი/მაროკო@ 6.5 ------------------------------------------------------------------
ჯგუფი C
• საფრანგეთი • ავსტრალია • პერუ • დანია
საფრანგეთი ამ ჩემპოინატზე მოდის საუკეთესო ფორმაში. მისი წამყვანი მოთამაშეებიც კარგ ფორმაში არიან. გრიზმანი ჟირუსთან ერთად კანდიდატია საუკეთესო ბომბარდირობისა. საკმაოდ ძლიერი ცენტრი პოტენციური შეტევებისთვის - პოგბა, კანტე. საფრანგეთს დაცვის პრობლემა აქვს, რაც მერე და მერე გადამწყვეტი იქნება ამ გუნდისთვის. რა შეგვიძლია ვთქვათ ავსტრალიაზე ? ავსტრალია ჩამორჩა იაპონიას და საუდის არაბეთს, თუმცა გაუსწრეს საკვალიფიკაციოზე სირიას და ჰონდურასს. და ასეთი გუნდისგან რას უნდა ველოდოთ ?! არაფერს ბევრს ! და საერთოდაც ალბათ ჯგუფში ბოლო ადგილით დაამთავრებენ ჩემპიონატზე გამოსვლას. პერუს მოხვედრაც მსოფლიოზე იმ 3 ქულის წყალობით მოხდა, რაც მათ წააგეს ბოლივიაში, მას მერე პლეი - ოფში ახალ ზელანდიას დაუპირისპირდნენ. თავიანთ კონტინენტზე კიდე რაღაცას ფაფხურობენ, რაც საკმაოდ ძნელი იქნება ევროპაში. პერუ იტანს გოლებს, თუმცა უშვებს ბევრს. და ვერ ვხედავ მათ პროგრესირებას. დანია აღმვალობის გზაზეა. მათი მთავარი მოთამაშეა ერიკსენი. კვალიფიკაცია დაიწყეს ნელა, თუმცა მოუმატეს და უზრუნვეყვეს გასვლა. გუნდი პროგრესირებს.
საფრანგეთი/დანია @ 3.0 -------------------------------------------------------------- ჯგუფი D • არგენტინა • ისლანდია • ხორვატია • ნიგერია
არგენტინის ნაკრებს ბევრი ტალანტი ჰყავს !!! ცენტრი და წინა ხაზი საკმაოდ ძლიერია, თუმცა უკანა ხაზში პრობლემები აქვთ. საერთოდაც არგენტინის მოხვედრა ამ მსოფლიოზე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და ბოლო თამაშმა, ეკვადორთან მოგებამ გადაწყვიტა მათი გასვლა. ისლანდია გუნდია რომელსაც არ ჰყავს ხალხი, თუმცა, საკმაოდ შეკრული გუნდია.ერთი მეორესთან შეწყობილ ორკესტრად გამოიყურება, რომელიც საკმაოდ ურთულეს სამუსაოებს ართმევს თავს. რაღაც ქუელბს ისლანდია აიღებს, თუმცა არა მგონია მათ ეყოთ ჯგუფიდან გასასვლელად. ხორვატიისთვის პირველი თამაში ნიგერიასთან იქნება გადამწყვეტი. მათ უთუოდ უნდა მოიგონ ეს თამაში. თუ ხორვატიამ მოიგო პირველი ტამაში ნიგერიასთან, მაშინ მგონია ჯგუფიდან გავლენ პირველი ადგილით. ნიგერია საკმაოდ რთულ ჯგუფშია მოხვედრილი. როგორი გუნდია, მიიწევენ წინ, თუმცა ბურთის ფლობაში პრობლემები აქვთ.
ხორვატია/არგენტინა @ 5.0
----------------------------------------------------------------------------
ჯგუფი E • ბრაზილია • შვეიცარია • კოსტა რიკა • სერბეთი
რა თქმა უნდა ეს ბრაზილიაა, რომელიც მოიგებს ჯგუფში პირველ ადგილს, და რასაც ისინი ყოველთვის აკეთებენ. ეს ჯგუფი ასეთი ამოცანის შესრულებაში საკმაოდ უბრალოა. შვეიცარიას ვუტრიალე, როგორმე მომეძებნა მათთვის მეორე ადგილის დაკავების შანსი, თუმცა ვერაფერს ხელმოსაკიდს ვერ ვნახულობ. ფაქტიურად ბრაზილიასთან წაგების შემთხვევაში შვეიცარიელები ვარდებიან საკმაოდ მძიმე სიტუაციაში. და მათ სანსებს ვერ ვხედავ. 4 წლის წინ ბრაზილიის ჩემპიონატზე, კოსტა რიკამ მიაღწია მეოთხედფინალამდე, თუმცა წელს ამას ვეღარ გააკეთებს და მათ კარგ მომავლსაც ვერ ვხედავ. სერბეთმა, როგორც იტყვიან, გუნდში მოაწყო "კაპიტალური რემონტი" - ახალი ტრენერი, ახალი სისტემა, უძლიერესი ნახევარდაცვა ფანტასტიკური მილინკოვიჩ - სავიჩი ლაციოდან. ეს იძლევა დიდ უპირატესობას შვეიცარიასთან მეორე ადგილისთვის.
ბრაზილია/სერბეთი @ 3.2 ----------------------------------------------------------------------
ჯგუფი F • გერმანია • მექსიკა • შვედეთი • სამხრეთ კორეა
კიდევ ერთი მთავარი ფავორიტი ჯგუფისა და მტელი ჩემპიონატისა, გერმანია, რომელიც მოიგებს ჯგუფის პირველ ადგილს. რამდენი ტალანტი ჰყავს და რამხელა პოტენცია აქვს ბრძოლის.... ტრადიციულად მექსიკა კარგი გუნდია ხოლმე. წელსაც საკმაოდ ტექნიკური გუნდია, რომელიც მზად იქნება ნებისმიერ გუნდს ებრძოლოს ღირსეულად და შეუქმნას პრობლემები. მათთვის გადამწყვეტი თამაში იქნება შვეციასთან. აქ გადაწყდება ვინ ამოუდგება უკან გერმანიას. შვეციას არ ჰყავს ვინმე განსაკუთრებული, თუმცა ძალიან მუშა გუნდია. რუსეთის ჩემპიონატზე მიმავალ გზაზე, ბოლო წელს , მათ მოუგეს საფრანგეთს, ჰოლანდიას, იტალიას..... ასე უბრალოდ შვეცია არ დანებდება და იბრძოლებს თავდაუზოგავად. თუ შვეცია მოახერხებს პირველ თამაშში სამხრეთ კორეის დამარცხებას, დიდი შანსი აქვთ ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების. ერთადერთი, როცა რამე გააკეთა საერთოდ სამხრეთ კორეამ, ეს 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატია.როცა ისინი გავიდნენ ნახევარ ფინალამდე. მას მერე არაფერი ისეთი არ გაუკეთებიათ. ვერც აქ ჯგუფში გახდებიან რამეს. ძნელია არჩევანბი გააკეთო შვეციასა და მექსიკას შორის. თუმცა ამ ჯერად წავალ ევროპელების სასარგებლოდ.
გერმანია/შვედეთი @ 3.5 ---------------------------------------------------------------
ჯგუფი G • ბელგია • პანამა • ტუნისი • ინგლისი ბოლო ორ მსხვილ ტურნირზე მეოთხედ ფინალებამდე მისვლამ იქნებ მოამწიფა ის , რომ დადგა დრო ბელგიამ გააკეთოს მეტი !!!!!! ტალანტები თავდასხმაში და ნახევარდაცვაში ყოველგვარი ბევრი საუბრის გარეშე ეჭვგარეშეა !!!! და იმდენად ძლიერი შუა და წინა ხაზია, შეუძლია ამ ორივე ხაზის სიძლიერეს კომპენსაცია მოახდინოს უკანა ხაზის სისუსტისა. დე ბრუინი შესაძლოა ცემპიონატის აღმოჩენა თუ მთავარი პერსონაც კი გახდეს, ხოლო ლუკაკუ ოქროს ბუცის მფლობელი.
პანამა დებიუტანტია, ესე იგი მათთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატია. და ეგრევე პირველი დაჯახება ბელგიასთან !!!!
ტუნისი ბოლოს გამოვიდა მსოფლიოზე 2006 - ში. და ძალიან უნდა იყვნენ გახარებული რო კვლავ შეძლეს მსოფლიოზე მოხვედრა. არა ჰყავთ ტალანტები, არაფრით გამორჩეული გუნდია. ალბათ კვლავ მსოფლიოზე მოხვედრიტაც კმაყოფილები უნდა იყვნენ. მე მათაც ვერ ვხედავ ჯგუფიდან გასვლაში.
ინგლისი - ეს ცოტა არ იყოს გამოცანაა.... რამდენი ტალანტი ჰყავთ, თუმცა არავინ ისეთი მსოფლიო კლასის..... და მაშინაც კი, როცა მათ ჰყვადათ მსოფლიო კლასის ფეხბურთელები, მაშინაც კი ვერფარეს ისეთს აკეთებდნენ.... უიღბლოდ ასრულებდნენ ჩემპიონატზე გამოსვლას.... წესით ინგლისი ამ ჩვეულებრივი ჯგუფიდან უნდა გავიდეს. ბელგია/ინგლისი @ 2.2
----------------------------------------------------------------------------
ჯგუფი H • პოლონეთი • სენეგალი • კოლუმბია • იაპონია
შესაძლებელია ასეთი რთული ჯგუფიდან ფავორიტების არჩევა ?! არ არის აქ გამოკვეთილი გუნდი. 3 გუნდის შერჩევა შეიძლება და მე გამოვრიცხავდი აქედან იაპონიას.
პოლონეთმა კარგად გაიარა საკვალიფიკაციო. გაიტანა ბევრი გოლი. ამ გუნდის მთავარი ბომბარდირია ლევანდოვსკი და მასზე იქნება ძირითადად დამოკიდებული გუნდის წარმატება.
სენეგალი ბოლოს გავიდა 2002 წელს და ამჯერადაც მოხვედრა მსოფლოზე მათთვის სასუხაყურლოა. მანე ლივერპულიდან ეს იქნება სენეგალის მთავარი საფრთხე მოწინააღმდეგის კარებისთვის. ასევე ნაპოლიდან კულიბალი იქნება უკანა ხაზის "ქვის კედელი".
როდრიგესი და ფალკაო კოლუმბიის კოზრიებია ! თუმცა ამ გუნდის დიდი იმედი არ მაქვს....
პოლონეთი/სენეგალი @ 10.0 --------------------------------------------------------------- ოქროს ხელთათმანი :
დე გეა (ესპანეთი) @ 5.0
--------------------------------------------------------------- ოქროს ბურთი :
• ტონი კროოსი (გერმანია) @ 67.0 • დავიდ სილვა (ესპანეთი) @ 34.0 • პოლ პოგბა (საფრანგეთი)@ 41.0 • კევინ დე ბრუინი @ 26.0
---------------------------------------------------------------
ოქროს ბუცი :
• ტიმო ვერნერი (გერმანია) @ 17.0 • ენტონი გრიზმანი(საფრანგეთი) @ 14.0 • რომელუ ლუკაკუ (ბელგია) @ 19.0 ---------------------------------------------------------------
ფინალისტები:
ესპანეთი - ბელგია @ 41.0
---------------------------------------------------------------
მსოფიო ჩემპიონი :
ფინალიიქნება 15 ივლისს და ინალისტები ალბათ იქნებიან ესპანეთი - ბელგია. და ვინ მოიგებს ფინალს !
მოიგებს ესპანური პროფესიონალიზმი თუ ბელგიური ექსპანსიურობა და თავისუფლება ?! ესპანეთს ასეთი გამოცდილი და უმაღლესი დონის ფიგურები ნებისმიერ ხაზზე. ბურთის ფლობა ყველაზე დიდი ძლიერი მხარეა ესპანელების. ასევე , გამოირჩევა საკმაოდ ძლიერი უკანა ხაზით. ბელგია საკმაოდ ძლიერი შუა და წინა ხაზებით. საკვალიფიკაციოზე გატანილი აქვთ 43 გოლი. გუნდი, რომელიც "მოაყუჩებს" ბელგიას ეს შეიძლება იყოს ესპანეთი... და ეს იქნება ძალიან დიდი ინტრიგის ფინალი. ესპანური ბურთის ფლობა ბელგიური დაუდგრომელი შეტევის წინააღმდეგ. ესპანელები ბურთის ფლობით ეცდებიან გაანეიტრალონ ბელგიელების შემტევი ხასიათი, ისევე როგორც ბელგიელები ეცდებიან შეეტევეით გაანეიტრალონ ესპანელების ბურთის ფლობა. ფინალს, თუ ასეც მოხდა გამოცნობილი, ესპანეთი - ბელგია, ბელგია მოიგებს 2-1
მსოფლიო თასს აიღებს ბელგია @ 13.0
|