Vereteiმშვენიერი ანალიზი, გასაგებ/მარტივ ენაზე - მადლობა.
ჯგუფურების ანალიზში დაგეთანხმები პორტუგალიის და კოლუმბიის გარდა. ნუ, ვთანხმდებით, რომ 1-2 ლიდერი შეიძლება ჩარჩეს ჯგუფში, თუმცა რონალდუს ამბიციები და მასზე აწყობილი გუნდის მონდომება, მინიმუმ გაიყვანს პორტუგალიას ჯგუფიდან. ბოლო-ბოლო ფრეებით გავლენ

თუ საჭირო გახდა პეპე დახოცავს ყველას ვინც წინ გადაეღობება
კოლუმბიაში არის ხამესი, ფალკაო, ბაკა, კუადრადო - რომლებიც საშუალო დონის დაცვის პირობებში მინიმუმ ჯგუფიდან უნდა გავიდნენ. გუნდში ასევე არიან არსენალის, ესპანიოლის და საკმაოდ ნორმალური გუნდებში მოთამაშეები. ჩემი აზრით კოლუმბიის პრობლემა მწვრთნელია, რომელიც ვერ იყენებს რესურს შესაბამისად.
და ერთ დავამატებ, საფრანგეთის დაცვას, რაც შეეხება - ვარანი და უმტიტი, წესით არ უნდა ქონდეთ პრობლემა. ესენი არაა უბრალოდ სახელები. ვფიქრობ თუ მალევე შეეწყობიან ნახევარდაცვა-თავდასხმას, არამგონია გაუჭირდეთ ნახევარფინალშI გასვლა.