ramonaგაიხარე, შენც ასევე..
__________________
მცირე განმარტება

ეგვიპტე-ურუგვაი
ძალიან დიდი სხვაობა არ არის სათამაშო კლასში, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეს ძირითადში სუსტი მოწინააღმდეგეებიყავს და მათ შორის ჩანს კარგი გუნდი, ხოლო ურუგვაის რა მოწინააღმდეგეებიც ყავს, კარგად მოგეხსენებათ.
მოკლედ ამ თამაშში ჩემი აზრით ყველაზე ადვილად დასმადი ფსონები ამოვკრიბე - 6,5-ზე მეტი კუთხური და 2,5-ზე მეტი ოფსაიდი
კუტხურებს ურუგვაი არ აწვდის ბევრს, თუმცა დაძაბულ თამაშებში არ გაუჭირდებათ ამ ფსონის გამწვანება. სალაჰი თუ ითამაშებს, შეტევა გაძლიერდება და მარტო ურუგვაის იმედზეც არ დავრჩებით. ბოლო-ბოლო სტატისტიკით ორივეს შეუძლია მარტოს 7-ის მოწოდება.
ოფსაიდები ავიღე ამათ ბოლო თამაშებში დაფიქსირებული სტატისტიკით. 3 ყოველთვის ჯდება და რაღა ჩემს იღბალს გამოცდიან?

მაროკო-იარანი
ამათზე უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე თანაბარი დონეზე არიან. ჩემი აზრით სათამაშო კლასი და ლიდერების სატამაშო ფორმა გადაწყვეტს შედეგს.
გოლების წვიმას არ ველოდები, მაგრამ მინიმუმ 1 გოლი რომ გავიდეს ამ თამაშში და ფსონი არ გაწითლდეს - მე მგონი სასწაულს არ ვითხოვ.
წინა გვერდებზე დავწერე რომ მაროკოს მოგებას ვფიქრობთქო, თუმცა ამ ეტაპზე ბილეთის გამწვანება და ნაკლები რისკი ვამჯობინე.
მაროკომ, თუ დააკვირდებით ბოლოს კარგად მოუმატა. მაგიტომ ვფიქრობ მაგათ მოგებას. 1x - ს ვაპირებდი, მაგრამ თამაში თუ არ წაუვიდათ და ირანმა შეუგდო, ამიტომ ზოგადად მინიმუმ 1 გოლი ვარჩიე.
მაროკოს ბოლო თამაშებს თუ ნახავთ, კუთხურებს კარგად აწვდის, 5 კუტხური ნამდვილად არაა ბევრი, რო დავადებინო

და დღის თამაში პორტუგალია-ესპანეთი
ამ თამაშიდან ამოვარჩიე ყვითლები და ოფსაიდები
ყვითლები ამათი ბოლო ამხანაგურიდან მეტიც წამოვიდა, თუმცა ვამჯობინე დაბალი კოეფიციენტი და ნაკლები რისკი. ბოლო-ბოლო პეპე იკისრებს იმდენს, რო ერთ ყვითელს ჩემი ხათრით მიიღებს, აქეთ რამოსი და ერთსაც ვინმე რაა

))
რონალდო როცა გყავს გუნდში და მასზეა აწყობილი თამაში - ოფსაიდები კარგად მოდის. თან ვფიქრობ ესპანეთი ბურთს დაუწყებენ გორაობას ცენტრში და რონალდოც სულ თამაშგარის ზღვარზე იქნება. ვასკესი თუ ითამაშებს, 1 თამაშგარეს ეგეც მიკისრებს

)
__________
ეს არის ჩემი ნააზრევი. დადებული მაქვს რარაც რაოდენობა თანხა, რომელიც სხვებისთვის ხურდებია. ასე, რომ თუ რამეს გადაწერთ - თქვენვე იქნებით პასუხისმგებლები