დავიწყე... ღმერთი არს ჩვენთან!
დინამო კიევი – სლავია პრაღა
პირველი რაც აქ მომწონს და კოეფიციენტიც რომელიც გაიზარდა ამ ორ დღეში სრულიად არ მაბნევს არის დინამოს მოგება. რამოდენიმე ფაქტორი მაფიქრებინებს ამას
1. ტრანსფერმარკეტის მიხედვით დინამო კიევის ფასი თითქმის ორჯერ მეტია ვიდრე სლავიის.
2. ევროპულ ასპარეზზე მეტად გამოცდილი გუნდი უკრაინული კლუბია ვიდრე ჩეხური.
3. სლავია დიდი დანაკლისებით ხვდება ამ მატჩს და სავარაუდოდ 5 ზე მეტი მოთამაშე უნდა აკლდეს სხვადასხვა პრობლემის გამო.
ამას ემატება რა თქმა უნდა საკუთარ მოედანზე თამაშის ფაქტორიც.
მშვენიერი კოეფიციენტია 2.0 ასეთი მატჩისთვის.
ასევე მგონია რომ კიეველების 5 კუთხური 1.51 ში არის ძალიან მომხიბვლელი. მიუხედავად იმისა რომ ჩემპიონატში სამიდან სამი მოგება აქვთ და გოლი არ აქვთ გაშვებული, მათ შორის შახტართანაც, რაც დაცვის კარგ თამაშზე მიუთითებს, მაინც ვფიქრობ შეტევაზე და მოგებაზე უნდა იფიქრონ და თან არა 1–0 ზე. მითუმეტეს პირველი მატჩი ისეთი ანგარიშით დასრულდა, არც სლავია დადგება დაცვაში რაც სივრცეებს აუცილებლად დატოვებს მათ კართან. მოყოლებული იარმოლენკო – კონოპლიანკადან მიყვარს ხოლმე კიეველების თუკი მინიმალური ტოტალი 3.5 ან 4.5 ზე მეტია.
ბატე – ყარაბახში 2 გოლი და მისი 1.5 კოეფიციენტი მომწონს და აქვე გეტყვით რატომ. ყარაბახს სახლში ძირითადი ამოცანა ჰქონდა გოლის არ გაშვება, რაც ვერ შეასრულეს და ახლა რა უნდა აკეთოს? ისევ 0 ზე ითამაშოს და თავის შანსს დაუცადოს? არა მგონია. რაც დრო გავა მეტად გაუჭირდება გოლის გატანა, ამიტომ ვფიქრობ ამაზე თავიდანვე იზრუნებს, ყოველ შემთხვევაში შეეცდება მაინც. ასევე არც ბელორუსები დადგებიან და დაუცდიან როდის გავა 90 წუთი. ასევე ცოტა ლოგიკა და მათემატიკაც ხომ არსებობს სამყაროში და მათ შორის ფეხბურთშიც, სხვა თუ არაფერი ბოლო 11 მატჩში ყარაბახმა მხოლოდ 1 ხელ ითამაშა კი და 2 ჯერ მეტობა. ასე რომ მე პირადად ავიღე უკვე 1.5 ზე მეტი გოლი ამ თამაშში.
ასევე მგონია რომ მშვიდი 3.5 ზე მეტი ბარათიც ნაჩუქარია 1.49 ში. მსაჯი გამოუცდელი ლატვიელი მსაჯია, რომელიც ხშირად მეოთხე დამატებითი მსაჯია ხოლმე და ევროპულ ასპარეზზეც დიდი გამოცდილება არ აქვს, თამაში რომ უხეში იქნება ამაში ეჭვი არ მეპარება, ორივე გუნდი ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს.
სპარტაკი – პაოკში ორივეს გატანა ავიღე, პაოკს რომ კარგი შემტევი პოტენციალი აქვს ეს იქიდანაც ჩანს რომ ბოლო 20 მატჩში 40 გოლი აქვს გატანილი, ანუ საშუალოდ 2 გოლი გააქვს მატჩში და არა მგონია წინა თამაშში 15 წუთში სამი გოლის გამშვებმა სპარტაკის დაცვამ კარი მშრალად შეინახოს, რაც შეეხება სპარტაკს მათ შეტევაში უფრო კარგად აქვთ საქმე ვიდრე დაცვაში. ბოლოს და ბოლოს მილან გამოვლილი ადრიანო ყავთ და ჰოლანდიის ნაკრების წევრი ქუინსი პრომესი... ვფიქრობ არ უნდა გაუჭირდეთ გოლების გაცვლა. 1.75 მშვენიერი კოეფიციენტია
აეკი – სელტიკში ბრიტანელების 4.5 ზე მეტი კუთხური მგონია. ჯერ ერთი სელტიკმა უნდა შეუტიოს და შეტევა მათ ნამდვილად ბრიტანული იციან. ამას გარდა ისინი ერთი გამოკვეთილი ცენტრფორვარდით თამაშობენ რომელსაც ფლანგის ნახევარმცველები ეხმარებიან და აკეთებენ ან გამჭოლ პასებს ან ჩაწოდებებს, ამას გარდა მათ კაპიტან გამოცდილ სკოტ ბრაუნსაც და კალუმ მაკგრეგორსაც კარგი დაყენებული დარტყმა აქვთ. ვფიქრობ 5 კუთხური არ არის აქ უტოპია. 1.64 კეფი.
ფენერი – ბენფიკაში 3.5 ზე მეტი ბარათი მგონი არც განიხილება რატომ მგონია... ბენფიკას სახლში 1–0 აქვს მოგებული, რაც არც თუ ისე მშვიდი ანგარიშია განმეორებითი მატჩისთვის, ხოლო სტამბულში თამაში როგორია ყველამ კარგად იცით. კოეფიციენტი დაბალია, 1.34 მაგრამ მე დამაკმაყოფილა
აიაქსი – სტანდარტში 2.5 ზე მეტი გოლი ავიღე. აიაქსმა შეტევა კარგად იცის და მოსაგებიც აქვს ეს თამაში, მაგრამ 8 კაცის თამაში საეჭვოა, მათ შორის ცენტრალური მცველის დე ლიხტის, რომელიც მთავარი იმედია მათი, ასე დაშავებულია ცენტრალური მცველი ველტმანი. ვფიქრობ დაცვაში ძალიან უნდა გაუჭირდეთ და ჰოლანდიაშიც ზოგადად უყვართ მეტობის თამაში. არც ბელგიელები აკლებენ, ზოგადად ბელგიური ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა და ეს ყველა გუნდს ეხება, მათ შორის სტანდარტსაც, რომელსაც შანსი აქვს ბევრი წლების მერე ლიგაზე დაბრუნდეს. 1.55
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare