მოკლედ სანამ ჩოგბურთები დაიწყება, დავწერ რაც დღეს მგონია კაცებიდან

1) ფედერერი-გოიოვჩიკი 2.5-ზე ნაკლები ბრეიკი პირველ სეტში. ესაა დღის ფსონი. როჯერი 99%-ით დღეს საკუთარ მოწოდებას არ წააგებს, გოიოვჩიკიც ვერაა კარგ ფორმაში, მაგრამ ნორმალური მოწოდება აქვს. ამიტომ პირველი სეტი 6-3 ან 6-4 მგონია და მაშასადამე 1-ზე მეტი ბრეიკი არ უნდა იყოს, 2.5-ზე ნაკლები კიდე ნაჩუქარი კუშია.
2) პუიე-მაიერი მაიერი მოიგებს ერთ სეტს მაინც. მართალია გუშინ პუიემ მარეის მოუგო, თუმცა ენდი ტრავმის მერე ჯერ არაა საკმარისად დაბრუნებული და გუშინ ბექჰენდზე როტაცია ძალიან უჭირდა. თანაც პუიეს ისეთ მოთამაშებთაან, რომელთაც ძლიერი ჩაწოდება და ძლიერი დარტყმები ძალიან უჭირს, მაშინაც კი როცა კარგ ფორმაშია, წელს კი თებერვლის მერე ნორმალური თამაში არ უთამაშია.
3) ხაჩანოვი-რამოსი 2-0 . რამოსი წელს ბევრად უარესად თამაშობს და თავდაჯერებულობაც დაკარგული აქვს. ხაჩანოვმა საუკეთესო ტურნირი ითამაშა კანადაში და ეს საფარი უხდება მის თამაშს. თანაც რამოსის თამაშის სტილი მოსახერხებელია ხაჩანოვისთვის.
4) გოფინი-ციციპასი 1. ციციპასი მთელი გული და სული ჩადო კანადაში, ახლა 2 დღეში ეგრევე გადააბას და გოფინს მოუგოს მაგისთვის არაა მზად ჯერ. თან ისეთ დონეზეც არაა გოფინს ზედიზედ 2 თამაში მოუგოს. მგონია რომ დავიდიც ნელ-ნელა შემოატრიალებს სეზონს, თანაც როგორც წესი ამ დროიდან იწყებს მომატებას.
5) ჯუმხური-ზვერევი 1. ჯუმხური კარგ ფორმაშია ბოლო ტურნირებში, კანადაში პირველ წრეში მარცხმა არ შეგაშინოთ. ძალიან კარგად ითამაშა ციციპასთან და მეორე სეტში არ გაუმართლა სასტიკად, ბადე დაეხმარა მეტოქეს. თამაშის სტილი მოსახერხებელი უნდა იყოს დამირისთვის, ვინაიდან დაბალ ბურთებზე არ უჭირს თამაში. რაზეც რეალურად აწყობილია ზვერევის თამაში.
6) კირგიოსი-კუდლა +4.5 2. კირგიოსის ჯანმრთელობა საეჭვოა და რომც არ იყოს იმდენად ცუდია მიღებაზე იშვიათად თუ უგებს ვინმეს 2 ბრეიკით თითო სეტს. თანაც კუდლა სახლშია და ბოლო პერიოდში მომატებული აქვს. არც მატჩის შეწყვეტა და არც კუდლას მოგება არ გამიკვირდება აქ.