გუშინ მთავარი 3 თამაში რაც მეგონა დაჯდა ჩოგბურთები, დანარჩენებმა არ გაამართლა, მარა მაინც ნაყოფიერი დღე გამოდგა. ახლა დღევანდელები ჩამოვწეროთ.

1) დღის ფსონი ჩილიჩი-კოპილი +5.5 2 - კოპილს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოწოდება აქვს ატპ ტურში და სწრაფ საფარზე როცა ფორმაშია საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა. თანაც ახლა ანდრეი პაველთან ერთად დაიწყო მუშაობა და თAმაშიც დაასტაბილურა. საერთოდ მგონია რომ 1 სეტს მოუგებს, მაგრამ 2 ბრეიკით არცერთი სეტი არ უნდა წააგოს.
2) ჩორიჩი-კირგიოსი 1 - კირგიოსი ვინც ნახეთ გუშინ და საერთოდ ბოლო პერიოდში, დაინახავთ რომ ტრავმით თამაშობს და ხასიათზეც ვერაა. ჩორიჩმა წინა კვირასაც კარგად ითამაშა და გუშინაც მედვედევს იოლად გაუსწორდა. ჩორიჩს ვერ დააბრეიკებს კირგიოსი და თვითონ ერთხელ მაინც დაბრეიკდება.
3) ნიშიკორი-ვავრინკა 1 - ვავრინკა როცა საუკეთესო ფორმაში იყო მასტერსებზე მაშინაც ვერ უგებდა ნიშიკორის და ახლა ახალ დაბრუნებულზე არ მგონია რომ განსაკუთრებული შანსები ჰქონდეს. კეი როგორც წესი ეცდება რომ სტენთან ჩაწოდება და ბადე გამოიყენოს სტენის სლაისების საპასუხოდ, წარსულში ამის გამო პრაქტიკულად საკუთარ ჩაწოდებას არ აგებდა. ნიშიკორი თუ კარგი პროცენტით ჩააწვდის 2 სეტში მოიგებს.
4) კარენო ბუსტა-კლანი +1.5 2 სეტების ფორა - კლანი თავისი კარიერის საუკეთესო ფორმაშია და ძალიან კარგ ჩოგბურთს თამაშობს. კარენო ბუსტა ძAლიან არასტაბილურია ბოლო პერიოდში და წლის მეორე ნახევრის მასტერსებში არასდროს არ გამოირჩეოდა კარგი შედეგებით. თამაშითაც მემარცხენეებთან ყოველთვის უჭირდა, მიუხევადად ფორმისა და კლანს თAნაც საკმაოდ კარგი სლაისი აქვს, რითIც პაბლოს გათამაშებების რიტმიდან ამოაგდებს.
5) ანდერსონი-ჩარდი +4.5 2. ჩარდიმ მშვენიერი თამაში აჩვენა პირველ წრეში და მარტივად გაუმკლავდა ვერდასკოს, ანდერსონიც თAვის მხრივ დაღლილი იქნება შაბათს ურთულესი ნახევარფინალი წააგო ციციპასთან. ურთიერთშეხვედრებში 1-1-ია და სინამდვილეში ორივე თამაში ჩარდის უპირატესობით წარიმართა. საერთოდ ჩარდი მაღალ მოთამაშეებთან ძალიან კარგად თამაშობს (რაონიჩის გარდა) და დღესაც მგონია რომ დაამარცხებს ანდერსონს, მაგრამ სწრაფ საფარზე და თან პერიფერიულ კორტზე, რა თქმა უნდა, ხშირად არ წააგებს საკუთარ ჩაწოდებას.