kamech
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3579
წევრი No.: 32286
რეგისტრ.: 31-March 07
|
#53745375 · 8 Nov 2018, 19:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დავიწყებ... ბატე - ჩელსის მატჩით...
ეს ის შემთხვევაა როდესაც ჩელსის ფრეც აწყობს რათა ჯგუფიდან გასვლა გაინაღდოს და ბელორუსებისთვისაც მნიშვნელოვანი ქულაა... რა თქმა უნდა სამზე უარს არ იტყვიან, მაგრამ როდესაც ჩელსის ეთამაშები ალბათ სიფრთხილე მართებთ... იმის გათვალისწინებით რომ ჯგუფში არიან პაოკი და მოლ ვიდი, რომლებსაც ბატესავით სამ-სამი ქულა აქვთ, ყველაფერი ბატემ მათთან მატჩში უნდა გადაწყვიტოს... ჩელსი პრემიერლიგაში მეორე ადგილზეა, ორი ქულით ჩამორჩება სიტის, მასთან ერთად 27 ქულა აქვს ლივერპულს, უკან მოსდევს ტოტენჰემი და არსენალი... შემდეგი მატჩი პრემიერლიგაში ევერტონთან აქვს სამ დღეში, შემდეგ სანაკრებო შესვენება, რაც ყოველთვის ცუდად მოქმედებს გუნდებზე და შემდეგი ტოტენჰემთან გასვლითი მატჩი... ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს რატომ უნდა გაიგიჟოს თავი ინგლისურმა გრანდმა... კი ბატონო მოიგოს 0-1, მაგრამ რატომ უნდა შეუტიოს ისე რომ ტრავმების რისკის ქვეშ დააყენოს გუნდი და მოწინააღმდეგეს აიძულოს მათი ჩეხვა... უფრო ვფიქრობ რომ მშვიდად გააგორებენ და დაიჭერენ ბურთს, რაც კარგად იციან. სავარაუდოდ დაისვენებენ გუნდის წამყვანი ფეხბურთელები, როგორიცაა აზარი, მორატა, კანტე, ლუიზი, რუდიგერი, ალონსო... მე ვფიქრობ რომ აქ ორი პროგნოზი ძალიან კარგია... თქვენ აარჩიეთ რომელი გსურთ
ბატე არ წააგებს 2.5 ფორით... 1.30 და გოლების რაოდენობა 3.5 ზე ნაკლები (1.45)
მე პირადად ნაკლებ ბურთს ავიღებ
თურქეთში რაღაც გუნდი ეთამაშება სევილიას.... მდგომარეობა ასეთია, აქიზარ სპორს ჯგუფში 0 ქულა აქვს და თუ გავითვალისწინებთ რომ დანარჩენ სამივე გუნდს აქვს 6 ქულა, ფაქტიურად არანაირი შანსი არ აქვს გასვლის ჯგუფიდან... აი თურქეთის სუპერლიგაში კი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, თითქოს ბოლო ორ მატჩში გამოასწორა მდგომარეობა, 4 ქულა აიღო, მაგრამ მანადე საერთოდ მოგების გარეშე იყო და ახლა 16 ადგილს იკავებს 18 გუნდიდან, ამიტომ მათი საფიქრალი ახლა პრესტიჟის ქულების აღებას, რომელიც არაფერს არ მოიტანს, უფრო მეტი საფიქრალი თურქეთის უმაღლეს ლიგაში დარჩენაა. სევილიასთვის კი ყველაფერი კარგად აქვს ესპანეთში, გუნდი მესამე ადგილზეა, ხოლო ევროპა ლიგა მათთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს რომ რეკორდმსენები არიან, 5 ჯერ აქვთ მოგებული და აქედან ბოლო 5 წელიწადში სამჯერ. ჯგუფში ასევე არიან კრასნოდარი და სტანდარტი... არც ერთი არ არის ადვილი მეტოქე. ამიტომ დღევანდელი სამი ქულა 70-80 პროცენტით გარანტიაა ჯგუფიდან გასვლის. ვფიქრობ ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებს სევილია... ალბათ ჰანდიკაპიც ლოგიკურია, მაგრამ მე პირადად ჩვეულებრივ ორიანს ავიღებ... სევილია - 2 (1.33)
ლაციო - მარსელი....
რაღაცნაირად წინასწარ მიყვარს ეს თამაში, ეს ის ორი გუნდია რომელიც ყოველთვის უტევს და საკუთარ კართანაც დიდად სტუმართმოყვარეები არიან... ხშირად ისე ერთობიან შეტევით რომ უშვებენ კონტრშეტევებს. ამ მხრივ კი ორივე სახიფათოა... მე ვფიქრობ რომ არც აჩერბი, რადუ, ვოლასია იმ დონის დაცვა რომ (როგორც წინასწარი შემადგენლობები ვრცელდება) მიტროღლუ, ტაუვინი, პაიე, ოკამპოსისგან გოლი იუკადრისონ, ისევე როგორც არც კალეტა-კარი, კამარა არიან ისეთი გაუვალები რომ იმობილემ და კომპანიამ პრობლემები არ შეუქმნას... მარსელს 15 მატჩიდან (ევროპა ლიგა, საფრანგეთი) 12 მეტობა აქვს ნათამაშები... 26-28 ზე ბურთები. ლაციოს 14 დან 9... 23-19 ზე ბურთები... ვფიქრობ არც ეს მატჩი იქნება გამონაკლისი. ლაციოს მინიმუმ ქულა სჭირდება, აი მარსელს კი არაფერი აქვს დასაკარგი...
ლაციო - მარსელი 2.5 ზე მეტი (1.5)
აქვე ვფიქრობ და ჩემს ბილეთში ავიღებ, თუმცა თავს ვერ დავდებ, ლაციოს 4.5 ზე მეტი კუთხური ძალიან სიმპატიურია 1.58 კოეფიციენტში... რომში ჩატარებულ 7 მატჩში 34 კუთხური აქვს მოწოდებული. მხოლოდ ორ მატჩში ვერ შეძლო 4.5 ფორის დაძლევა, ეს იყო ნაპოლისთან და ისაც იმიტომ რომ იგებდა თამაშს მთელი პირველი ტაიმი და მეორე უეფაზე აპოლონთან, რომელსაც 13 წუთიდან უგებდა და დიდად თავი არ შეუწუხებია...
ლაციოს კუთხურები 4.5 ზე მეტი (1.58)
არსენალი - სპორტინგი...
ახალი პოსტ–ვენგერისეული არსენალი, მიუხედავად იმისა რომ როგორც წესია კვლავ მეხუთე ადგილზეა პრემიერ ლიგაში, ბოლო მატჩებში მართლაც რომ შთამბეჭდავად გამოიყურება და 14 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, საიდანაც მხოლოდ 2 მატჩში ითამაშა ფრე. ევროპალიგის ჯგუფიდან გასვლა ფაქტიურად მოგვარებული აქვთ და ალბათ უფრო პრემიერლიგაზე ფიქრობენ ვიდრე სპორტინგთან მატჩზე... სპორტინგს კი მხოლოდ სამ ქულიანი ჰანდიკაპი აქვს ვორსკლასთან და მათვით მნიშვნელოვანია ეს მატჩი... არსენალისთვის გოლის გაშვება უცხო არ არის... და არც ჰოლდინგი, სოკრატისის დუეტია დიდად გაუვალი... 16 ოფიციალური მატჩი ჩაატარეს ამ სეზონში და 18 გოლი მიიღო საკუთარ კარში... სპორტინგს ჰყავს მაღალი დონის შემტევები, როგორებიც არიან გამოცდილი ნანი, 25 მილიონად შეფასებული ბას დოსტი, 30 მილიონად ბრუნო ფერნანდესი, ახალგაზრდა ნიჭიერი ჯოვანი კაბრალი, რომელსაც ბევრმა გრანდმა დაადგა თვალი... ყოველ შემთხვევაში 1.90 ად შეფასებული არსენალის გოლის გაშვება გადამეტებული მგონია... ამიტომ სპორტინგი გაიტანს - 1.9
ბეტისი - მილანის დაპირისპირებით, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად აუხსნელი მატჩია, აუცილებლად იხეირებს ბერძნული ოლიმპიაკოსი. და ახლანდელ 4 ქულას თუკი კიდევ სამ ქულას დაუმატებს 7 ქულით ნამდვილად დიდად გაზრდის საკუთარ შანსებს ჯგუფიდან გასვლისთვის... დუდელანჟზე რა უნდა ვთქვათ... ლუქსემბურგის გუნდი... ერთ-ერთ იმედად ლევან ყენია ჰყავთ... ლევან ყენიასი საქართველოსი აღარ სჯერა არავის... აი ოლიმპიაკოსს კი ყავს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები როგორებიც არიან იაია ტურე, ფორტუნისი, ნატჩო... გასვლაზე 0-2 მოუგეს ლუქსემბურგელებს, მაგრამ ვფიქრობ ეს არ იყო რეალური სურათი მატჩის, რადგანაც 27 დაარტყეს კარისკენ, აქედან 11 წავიდა კარში, მოწინააღმდეგემ კი მხოლოდ 1 ხელ დაარტყა კარში... მეკარემ 9 ბურთის მოგერიება შეძლო და 2 გაუშვა... მდგომარეობა ასეთია ბეტისს 5-1 ზე აქვს ბურთები მილანს 5-3 ზე... ანუ +4 და +2. ოლიმპიაკოსს 3-3 ზე აქვს... მათთვის მნიშვნელოვანია დიდი ანგარიშით მოგება... დუდელანჟს 6 ბურთი აქვს გაშვებული და არც ერთი გატანილი და საერთოდ მათი ევროპა ლიგაზე ყოფნა უფრო დიდი სასწაულია ვიდრე სალომე ზურაბიშვილის გაქრობა... როგორ ავხსნა... ქუთაისის ტორპედო 2 მილიონით უფრო ძვირად ფასობს ტრანსფერმარკეტზე ვიდრე დუდელანჟი.... ასე რომ ოლიმპიაკოსი მოიგებს ფორით... (1.54)
13.82 კოეფიციენტი... იქნებ დღესაც გაგვიმართლოს <3
--------------------
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare
|