მოგესალმებით!
გთავაზობთ დღევანდელი თამაშების არჩევანის ჩემებურ ვარიანტს.
რაიო ვალეკანო - ბარსელონბა 2.5-ზე მეტი (1.45)
დღეს მესი ან ითამაშებს ან არა, მესის გარეშე ბარსელონას ფეხბურთელებს ბევრი აქვთ დასამტკიცებელი და ვფიქრობ მაქსიმალური მონდომებით შეეცდებიან თამაშს.
ურთიერთშეხვედრებს თუ გადავხედავთ ბოლო 5 თამაშიდან 4-ში საკმაოდ ბევრი ბურთი გავიდა. არსებობს ვარიანტი რომ მესის სტადიონზე დაბრუნება და გოლების გატანაც მოენატრა.
ფიორენტინა - რომა 2.5-ზე მეტი (1.70)
გარდა იმისა, რომ ეს ორი გუნდი ერთმანეთს გოლებს უტანენ, ფლეშქორის მიხედვით რომას თამაშებში საშუალოდ 3 ბურთი გადის, ამასთან ერთად რომას ბოლო 3 თამაშია ნაკლები აქვს ნათამაშები.
ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სერია A-ში, საშინაო შეხვედრებს სტატისტიკურად ყველაზე კარგად ფიორენტინა თამაშობს.
ჰერტა - ლაიფციგი 2.5-ზე მეტი (1.80)
ლაიფციგმა ბოლო 3, ხოლო ჰერტამ ბოლო 2 თამაში ფრე ითამაშეს. ამ ვარიანტზე 12 პოზიციის თამამად აღებაც შეიძლებამ 1.40 კოეფიციენტად, მაგრამ მე მაინც მათი ურთიერთ შეხვედრების საფუძველზე მეტს ვფიქრობ. (ბოლო თამაშები - 8, 7 და 5 გოლები) თან, კი-ს მისცეს 1.65 ხოლო მეტს 1.80. ეს უკანასკნელი კი მე ცოტა გაბერილი მგონია... ზოგადად ამ პოზიციას ცოტა მოერიდოთ სჯობს...
ნიუკასლი - უოტფორდი 2 (2.80)
დავიწყოთ იქიდან, რომ მე მიყვარს მსუყე კუშები. წყალწაღებული ნიუკასლი კი მაძლევს იმის უფლებას რომ მებრძოლ უოტფორდს მოვაგებინო.
სხვათაშორის ბოლო 5 საშინაო შეხვედრიდან ნიუკალსმა არა თუ რომელიმე მოიგო, არამედ ქულასაც კი ვერ გამოკრა ხელი და ხუთივე წააგო!
არ ვიცი ეს რატომ უნდა იყოს გამონაკლისი. თუმცა ყველაფერი ხდება.
ჰალი - ვესტ ბროვიჩი II გუნდის ტოტალი 1.5-ზე მეტი (1.95)
ვესტ ბროვიჩი ჩემპიონშიპის ის გუნდია რომელსაც პრემიერ ლიგაში დაბრუნება სურს, ამ ეტაპზე ჩემპიონატში ყველაზე მეტი გატანილი გოლი აქვს. ბოლო სამ თამაშში 1-ზე მეტი ბურთი ვერ გაიტანეს.
ჰალის მოხნული აქვს ბორდი, ბოლოს წინა ადგილზე იმყოფებიან და ამასთან ერტად წინა შეხვედრა მოიგეს! რაც ვფიქრობ საკმაირსია მაგათთვის... ანუ, არ მგონია ვესბროვიჩმა გატეხოს.
ბრედფორტი - პორტსმუტი X2/1.5-ზე მეტი (1.50)
ეს გახლავთ ინგლისის ლიგა 1-ის თამაში, სადაც ლიდერმა პორტსმუტმა ბოლო ორი შეხვედრა ფრედ ითამაშა და ქულები დაკარგა.
არ მგონია რომ მესამე თამაშს წააგებს თან ისე, რომ ურთიერთ შეხვედრებში გატანილი გოლები არ განმოერდეს.
ბრენდფორდი იმყოფება ბოლო ადგილზე, ბოლო 5 წაგებული მატჩით.
არსენალი - ლივერპული II გუნდის ტოტალი 1.5-ზე მეტი (1.70)
ამ თამაშში სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ არსენალის და იუნაი ემერის დალაგებული(რა ვთქვი) დაცვა ლივერპულის შეტევებს ვერ გაუძლებს! თავს ვიზღვევ დიდი საფრეო ანგარიშიდან, ამიტომ მგონია რომ ლივერპული მოიგებს და თუ ასე მოხდება, ეს არ იქნება 0:1.
სხვათაშორის უნდა აღინიშნოს რომ ცუდი სტარტის მიუხედავად, ემერიმ დაალაგა გუნდი და საკმაოდ კარგად თამაშობენ.
თავიდან ვფიქრობდი ლივერპულის 2-იანს 2.0 კოეფიციენტად. მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინე ლივერპულის ორი გოლი 1.7 ად. ეს მაფიქრებინებს რომ ძია ტოტოები გოლებს ელოდებიან.
ეს კოეფიციენტი მაინც სუბიექტურობაში ჩამითვალეთ!
ბრედა - ჰერაკლესი II გუნდის ტოტალი 1.5-ზე მეტი (2.0)
დღეის მონაცემებით ჰერაკლესი გამტანი გუნდია, ხოლო ბრედა კი ვერ გამტანი! ისინი ბოლო ადგილზე იმყოფებიან თავისი 11 გატანილი ბურთით. სხვათაშორის ურთიერთ შეხვედრებს თუ გადავხედავთ გავიგებთ, რომ ჰერაკლესისთვის ბრედა არც ისე ადვილი მეტოქეა.
აღნიშნული პოზიცია ავარჩიე დღეის მდგომარეობით და იგივე პრინციპით, როგორც ნიუკასლი.
თან დღეს ჰოლანდიაში ყველაფერი 1-იანი მოჩანს და ორიანიც ხომ გვინდა?
დღეს ძირითადი ლიგებიდან ამოვარჩიე და არ შევეხე უწუპუწუ ჩემპიონატებს.
არეულობების მერე იქნებ დალაგდეს.
ასევე საყურადღებოა(მაგრამ მე არ ვწერ და არც თქვენ გირჩევთ) ტოტენჰემის თამაში. მანდ საერთოდ რა ხდება ვერ ჩავწვდი. ვინც ტოტენჰემის ტამაშებს უყურებთ გეცოდინებათ, რომ მონდომების ხარჯზე ვულვზს გადაირტყავენ ბეჭებზე. არადა ისეთი კუში აქვთ არ არიან ფავორიტები. 2.45
ტოტენჰემს ბოლო 3 შეხვედრაში ნათამაშები აქვს 1.5-ზე ნაკლები... და მეოთხეც ნაკლები? თან 1.5-ზე?! არ ვიცი, არ ვიცი. მეტის კოეფიციენტი კი 1.95-ია. ან ხელოვნურადააა გაბერილი, ან მე ვერ ვხვდები რამეს. დიდ თანხაში ტოტენჰემში 1.5 ზე მეტს დავწერდი ალბათ, 1.3 კოეფიციენტად.(მაგრამ მაინც არ გირჩევთ)
გამწვანებულ ბილეთებს გისურვებთ!
This post has been edited by Dortmund1 on 3 Nov 2018, 12:22