ჯერჯერობით რასაც გადავხედე რამდენიმე თამაში მომეწონა და მაგაზე დავწერ ჩემ გარჩევებს, იმედია გამოგადგებათ:
1. ფრენბურთი-პერუჯა-მოდენა სეტების ფორა +2.5 2
მოკლედ დღეს იტალიაში ძაან მაგარი საყურებელი თამაშია-მოქმედი ჩემპიონი პერუჯა საგრძნობლად მოძლიერებულ მოდენას მასპინძლობს. ჩემპიონატის დასაწყისიდან 6 ტურის თავზე სწორედ ეს ორი გუნდია უდანაკარგო-6-დან 6 მოგებით. მოდენას ჯერჯერობით ჩემპიონატში დანარჩენი ტოპ 3 გუნდიდან(პერუჯა, მაჩერატა, ტრენტინო) არცერთთან არ უთამაშია, თუმცა სეზონის დაწყებამდე 4 გუნდიანი სუპერთასი თავისუფლად შეგვიძლია ძალების საზომად გამოვიყენოთ, სადაც მოდენა ჯერ კიდევ მაჩერატასთან ნახევარფინალში ითვლებოდა გამოკვეთილ აუტსაიდერად (3.1 კუშით) და მერე ფინალშიც პერუჯას დამმარცხებელ ტრენტინოსთან (1.95), მარა ორივეს მოუგეს და ბოლო 4 წელში უკვე მესამე სუპერთასი დადეს. გაძლიერება ვახსენეთ და იქვე ბოლო წლებში პერუჯას ერთ-ერთი ლიდერი ზაიცევი უნდა ვახსენოთ, რომელიც უდავოდ პერუჯას ბოლო წლის წარმატებების მთავარი სულისჩამდგმელი იყო და როცა სეზონის დაწყებამდე მოდენაში გადავიდა იმხელა ავტორიტეტი აქ რო გუნდში მაშინვე კაპიტნად დანიშნეს. აქვე ურთიერთშეხვედრებსაც თუ გადახედავთ ბოლო 5 შეხვედრიდან ყველა მოდენამ წამოიღო, რაც კიდე ერთხელ გვიჩვენებს როგორი უხერხული მეტოქეა მოქმედი ჩემპიონისთვის. მოკლედ ჩემი ფსონი იქნება რო მოდენა ერთ სეტს მაინც წამოიღებს და მშრალზე არ წააგებს, რაზეც 1.4-ს გვაძლევენ. 3.5 მეტი სეტიც შეიძლება მარა ყველაფერი ხდება და აქეთ მშრალზე რო მოუგოს მოდენამ მაინც ჯობია დაზღვეულები ვიყოთ და სტუმრების ერთ სეტს დავჯერდეთ
2. ჩოგბურთი. კაბალი/ფარა-მეკტიჩი/პეია 1
ჩოგბურთში სეზონი დასასრულს მიუახლოვდა-შემოგვრჩა მხოლოდ ლონდონის შემაჯამებელი და დევისის თასის ფინალი. დღეს შემაჯამებლის პარებზე დავწერ სადაც ავსტრალიის დიდი სლემის ფინალისტი კოლუმბიელები მადრიდის მასტერსის ტრიუმფატორ მეკტიჩ/პეიას შეხვდებიან. დავიწყოთ იმით რო მიუხედავად ერთი რაოდენობის ტუნრირზე თამაშისა სამხრეთ ამერიკელები ბრიტანეთში მეორე განთესვით მოხვდნენ, როცა მათმა კონკურენტმა ევროპელებს ბოლო მომენტამდე არ ჰქონდათ განაღდებული შემაჯამებელზე თამაში. მთავარი და ალბათ გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება იყოს ფიზიკური კონდინციები, რადგან პეიას აგვისტოს შემდგომ შუა ტურნირზე მიღებული ტრავმის გამო ლამის 3 თვეა არ უთამაშია და შეიძლება კი არა 100% მზად ვერანაირად ვერ იქნება+უკვე 38 წლისაა და საერთოდ არაა გამორიცხული ამ ტურნირის მერე ჩოგბურთს დაემშვიდობოს. ასევე უნდა აღინიშნოს რო თამაში O2-ს არენაზეა, რომელიც ჰარდის indoor ტიპის კორტია და ჰაერის წინააღმდეგობის არ ქონის გამო ბურთი ძალიან სწრაფად მოძრაობს, რაც კაბალ/ფარას უფრო მისცემს უპირატესობას ვიდრე მის მეტოქეს, რადგან მეკტიჩი/პეიას წარმატებები უმეტესად გრუნტზე (შედარებით ნელ საფარზე) მოდის, კოლუმბიელებს კი ორივე საფარზე თანაბრად კარგად შეუძლიათ თამაში და დღესაც ფავორიტად ტყუილად არ ითვლებიან. ურთიერთშეხვედრებში ზუსტად ისეთი სიტუაციაა როგორც მე ვთქვი: 3 თამაში-2 გრუნტზე და 1 ჰარდზე. აქედან გრუნტის შედარებით ნელ საფარზე ჩატარებული ორივე მატჩიდან გამარჯვებული დღევანდელი მატჩის აუტსაიდერები გამოვიდნენ, ხოლო ავსტრალიაში შედარებით სწრაფ კორტზე სამხრეთელებმა მარტივად 2-0 მოიგეს. მოკლედ ბევრი რო აღარ გავაგრძელო კაბალი/ფარა ჰარდზე, მითუმეტეს დახურულზე აშკარად უკეთესი წყვილია და იმ მოცემულობით რაც დღეს გვაქ მოგების ასეთი კარგი შანსი, მაშინ როცა თითოეულ თამაშს ოქროს ფასი აქვს ხელიდან არ უნდა გაუშვან
3. ფეხბურთი. სიტი-მანჩესტერი II გუნდის ოფსაიდები-1.5 მეტი
მანჩესტერულ დერბისაც უნდა შევეხო, სადაც ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი სიტი ეტიჰადზე იუნაიტედს მიიღებს. აქ ალბათ ფსონების სრული უმეტესობა შედეგზე იქნება კოეფიციენტებიდან გამომდინარე, მარა მე მაგის დაწერას თავს ავარიდებ და მანჩესტერის 2 ოფსაიდს შემოგთავაზებთ. აღნიშნული ფსონი გასამტკიცებლად საუკეთესო გზა წინა წლის 2 ურთიერთშეხვედრაა, რადგან გუნდში იმის მერე ძირეულად არაფერი შეცვლილა-პირველ თამაშში რომელიც ოლდ ტრაფორდზე გაიმართა სიტის დაცვის ხაზი ასეთი იყო: უოკერი-კომპანი-ოტამენდი-დელფი. ამ თამაში მანჩესტერს სიტის 0-ის წილ 4 ოფსაიდი მოუგროვდა, მარა ამ თამაშში ისიც სათქმელია რო ეშმაკები ერთი გამოკვეთილი ფორვარდით(ლუკაკუ) და 3 შემტევი ნახევარმცველით(რაშფორდი, ლინგარდი, მარტიალი) თამაშობდნენ. მეორე თამაშში რომელიც 5 თვის თავზე ჩატარდა სიტუაცია შეიცვალა-წითლებმა სანჩესი იყიდეს, ამას კი ფორმაციის შეცვლა და 4-2-3-1 ნაცვლად პირდაპირ 4-3-3-ზე გადასვლა და ლუკაკუსთვის ფლანგებიდან სანჩესის და ლინგარდის შეწყვილება მოჰყვა. ამ თამაშშიც გადაცდა მანჩესტერი 1.5-იან ნიშნულს, ოღონდ მარტო 2 თამაშგარე მოუგროვდათ. დღევანდელ თამაშს რაც შეეხება მართალია ზუსტ შემადგენლობაზე ხელი არ მიგვიწვდება მაგრამ სოფასკორს თუ ვენდობით სიტის დაცვის ხაზი დღეს ასეთი უნდა იყოს:უოკერი-კომპანი-ლაპორტე-მენდი. მე რასაც გადავავლე თვალი სიტის ზუსტად ასეთი დაცვა უახლოეს წარსულში არ ჰყოლია, აი ამასთან მიახლოებელს თუ ავიღებთ(ერთადერთი სტოუნსი მენდის ნაცვლად) ეპლს ეგიდით ტოტენჰემთან ითამაშეს და მაშინ სპურსს 4 თამაშგარე ჰქონდა. იუნაიტედის შეტევას რაც შეეხება აქ ლუკაკუს საერთოდ ვერ ვხედავთ და მატა-სანჩეზი-მარტიალის მოლოდინია. აქაც ბოლო თამაშებს თუ გადავხედედავთ ეპლს ეგიდით წითლები ბორნმუთთან ზუსტად ამ შემტევი ტრიოთი თამაშობდნენ და მაშინ 5 ოფსაიდი ჰქონდათ, იქამდე ევერტონაც სახლში ფაქტიურად იგივე შეტევა იყო სანჩესის გამოკლებით და მაშინ 7 მოუგროვდათ. მოკლედ მგონია რო 2 ოფსაიდი მინიმუმ უნდა დადონ და ვნახოთ. იმედია რამე გამოგადგებათ. ყველა საღამოს თამაშია და თავისუფლად მოესწრება. აბა წარმატებები!!!