პირველი რაც ძალიან მომწონს, ეს არის კიევის დინამოს გოლი ასტანასთან.
ორივე გუნდი გასულია 99 პროცენტით...
ორივეს 8-8 ქულა აქვს და მესამე ადგილზე მყოფი რენი მათ 5 ქულით ჩამორჩებათ...
კიეველთა ორივე ბომბარდირი ბენჟამინ ვერბიჩი და უკრაინის იმედი ვიქტორ ციგანკოვი ორივე ძირითადშია...
შეტევაში ყველაფერი კარგად აქვს დინამოს, პირველ მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხეს და საერთოდ ჯგუფში 4 თამაშში 9 გოლის გატანა მოახერხეს, ორზე მეტი საშუალოდ მატჩში... აქაც ვფიქრობ რომ არ გაუჭირდებათ ყაზახური ფეხბურთის ფლაგმანის კარის აღება
კიევი გაიტანს გოლს ! (1.5)
ყარაბახი - სპორტინგი
არც ერთი დიდად გახსნილი ფეხბურთის მოყვარული არ არის.
ყარაბახს 1 გოლი აქვს გატანილი და გაშვებული კი აქვს 6 მაგრამ აქედან 3 არსენალმა გაუტანა.
რაც შეეხება სპორტინგს ორი გოლი აქვს გაშვებული და არსენალმა ორ მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუტანა.
სპორტინგს ერთი ქულა მაინც უნდა რომ ჯგუფიდან გავიდეს...
აქ მომწონს ორმაგი ფსონი
სპორტინგი არ წააგებს მატჩს და 3.5 ზე ნაკლები გოლი...
X2/3.5 ზე ნაკლები (1.6)
სელტიკმა 6 მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო, თითქოს კარგ ფორმაშიც შევიდა და დღეს ძალიან სჭირდება აბსოლუტურად უამბიცო როსენბორგთან, რომელსაც 4 ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს. აი სკოტებს კი ნამდვილად სჭირდებათ მოგება, მათ 6 ქულა აქვთ, ისევე როგორც გერმანულ ლეიფციგს. პირველ ადგილზე კი ზალცბურგია, რომელიც უკვე გასულია ჯგუფიდან 12 ქულით და დღეს შეძლეს როსენბორგის დამარცხება საკმაოდ დიდ ნაბიჯს გადადგამენ პლეიოფისკენ და ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე უმოტივაციო ზალცბურგს დაუპირისპირდებიან. მოკლედ გამოცდილებაც უფრო მეტი აქვთ რა თქმა უნდა და მონდომებაც ! ამიტომ ვფიქრობ მოიგებენ დღეს შოტლანდიელები.
სელტიკი 2 (1.6)
ბეშიქთაშის მოგება მგონია... კლასითაც უფრო მაღალი დონის გუნდია, ფეხბურთელებითაც... და ქულებიც აუცილებლად სჭირდება.
სარსპროგი 08 რაც მთელი გუნდი ღირს იმაზე ძვირად ღირებული ცალკეულად მარტო 6 ფეხბურთელი ყავს თურქებს...
ასე რომ ვფიქრობ ამხელა კოეფიციენტის გადახდა ყოველთვის ასაღებია...
ბეშიქთაში 2 (2.75)