
1. შოტლანდია - ისრაელი პირველი გუნდის ბარათები 1.5 ზე მეტი @ 1.42
შოტლანდიელები არ გამოირჩევიან ფრთხილი თამაშით ასე, ხშირ შემთხვევაში შოტლანდიელები არ ერიდებიან ხისტ ორთაბრძოლებში ჩართვას და ამის ხარჯზე სასურველი შედეგის მიღწევას. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე შოტლანდიას სჭირდება მხოლოდ მოგება პლეიოფების გასანაღდებლად. ფრის შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გადის ისრაელი(ურთიერთ შეხვედრებით). ასე რომ, ვფიქრობ შოტლანდიელები პირველივე წუთებიდან დიდი ძალებით შეუტევენ მეტოქეს. ისრაელის ნაკრები დიდი ალბათობით კონტრშეტევებზე ააწყობს თამაშს, რაც იმას ნიშნავს რომ საკმაოდ მაღალია ალბათობა რამდენიმე კონტრშეტევა გაეპაროთ შოტლანდიელებს და ჯარიმის ხარჯზე შეაჩერონ ებრაელები. პლუს ამას ემატება ისიც რომ რეფერი არის 41 წლის გერმანელი, რომელსაც ბოლო 9 თამაშში ნაჩვენები აქვს 36 ყვითელი და 2 წითელი ბარათი.

2. კოსოვო - აზერბაიჯანი II გუნდის კუთხურების რაოდენობა 3.5 ზე მეტი @ 1.6
ამ ჯგუფში მდგომარეობა ასე თუ ისე დაძაბულია. კოსოვო ლიდერობს და მე2 ადგილზეა აზერბაიჯანი. აზერბაიჯანს ფლეი ოფში თამაშისათვის მხოლოდ და მხოლოდ მოგება აწყობს. კოსოვოსთვის უდიდესი წარმატება იქნება ასე მიუახლოვდეს ევროპის ჩემპიონატს და ვფიქრობ არ გარისკავენ ისინი ამ თამაშზე და აქცენტს თამაშის არ წაგებაზე გააკეთებენ. აზერბაიჯანელებს არ აქვს არაფერი დასაკარგი, მათ აუცილებლად ჭირდებათ მოგება. ასე , რომ ასეთი კარგი ფორმის მქონე კოსოვოს ნაკრების დაცვა ასეთუისე გაუძლებს აზერბაიჯანელების შეტევებს და ვფიქრობ ეს პოზიციაც საკმაოდ ლოგიკური ჩანს.
3. კოსოვო - აზერბაიჯანი ბარათების რაოდენობა II ტაიმში 2.5 ზე მე ტი @ 1.5
ვფიქრობ საკმაოდ დაძაბული თამაში უნდა გამოდგეს. კოსოვოელები არ მოერიდებიან ჯარიმების აღებას სახიფათო შეტევების მოსაგერიებლად და ასევე არც აზერბაიჯანი მოერიდება კოსოვოელთა კონტრშეტევების წესების დარღვევით შეჩერებას. ვფიქრობ პირველი ტაიმი ასეთუისე მოწინააღმდეგის დაზვერვის ხასიათს მიიღებს და მეორე ტაიმში იქნება ბრძოლა ფლეიოფისთვის. საკმაოდ დაძაბულ და დრამატულ მატჩს ველოდები. შესაბამისად ვფიქრობ რომ მეორე ტაიმში 3 ბარათი მაინც დაფიქსირდება. ამ მატჩს მსაჯობს 36 წლის ფრანგი არბიტრი.

ჯამში @ 3.40 კოეფიციენტი გამოდგა. წარმატებები