დავიწყოთ ძმებო... სიღრმისეული ანალიზით და ტრადიციული გარჩევით გამოვძინძლოთ ფულები გაქსუებულ ტოტალიზატორებს!
რადგან უკვე ბოლოს წინა ტურებია და გადამწყვეტი ან უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია...
ამიტომ ყველა მატჩს გავარჩევ!
ცსკა მოსკოვი – პლზენი
მოსკოვი ფორმაში შევიდა...
გუნდი არა! ქალაქი...
თოვს და - 5 გრადუსია... 4 საათში კი ტემპერატურა უფრო დაეცემა...
წარმოიდგინეთ რომ ხართ ჩეხური "პლზენის" ფეხბურთელი... ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში სასწაული უკვე მოახდინე (მოხვდი ლიგაზე) ახლა 4 ტურის შემდეგ გაქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულა, ჯგუფში გყავთ რეალი და რომა, ბურთების ბალანსი - 11, გუნდის მთავარი ბომბარდირი მიხალ კრმენჩიკი დამტვრეულია (13 თამაში, 7 გოლი, 3 პასი) და 81 000 რუსი მთვრალი "ბალელშიკი" რომ გაგინებს (შეგახსენებთ რომ ჩეხური ენა ნაწილობრივ სლავურ კლასიფიკაციას ეკუთვნის) რა მოტივაცია უნდა გქონდეს იმისთვის რომ გული და სული დადო მოედანზე? მე პირადად მარტო მატჩის დამთავრებაზე ვიფიქრებდი...
რუსებს მართალია 7 გოლი აქვთ გაშვებული 4 მატჩში ლიგაზე, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ აქ რეალი და რომა ყავთ, პლუს ორი გოლი გახსნით მატჩში გაუშვეს იგივე პლზენისგან და ის ორივე გოლი კრმენჩიკმა გაუტანა, რომელიც დღეს როგორც ვთქვით არ იქნება. სეზონის საწყისს ეტაპზე ძალიან უჭირდა დაცვაში რუსებს, მოგეხსენებათ მთელი უკანა ხაზი შეიცვალა, გუნდიდან წავიდნენ ძმები ბერეზუცკები და იგნაშევიჩი რომლებიც ბევრი წლების განმავლობაში უცვლელი სამეული იყო ცსკასი... ახლა შედარებით დალაგდნენ, ყველაზე ნაკლები გოლი აქვთ გაშვებული რუსეთის პრემიერლიგაში. (7) და ბოლო ხუთ თამაშში მხოლოდ ერთი გოლი აქვთ გაშვებული, ბოლოს ორი ტური კი მშრალად მოიგეს და ერთ–ერთი ზენიტი იყო...
სავარაუდოდ რუსები მოიგებენ, მაგრამ მაინც აკლიათ კლასი და შეიძლება რაღაც ისე არ მოხდეს როგორც მათ დაგეგმილი აქვთ. წესით მათ უნდა ჰქონდეთ მომენტები, მაგრამ რეალიზაციის პრობლემაც აუცილებლად ექნებათ რადგან შეტევაში პრობლემები აქვთ... როგორც ჩანს გუნდს ვერ დაეხმარებიან მარიო ფერნანდესი, აბელ ფერნანდესი და ალან ძაგოევი...
დღეს ერთი ქულაც კი რუსებს ფაქტიურად გარანტირებულად გაიყვანს ევროპა ლიგის პლეი ოფში... ამიტომ სიფრთხილე მათ ნამდვილად სჭირდებათ, რომ რაღაც ისეთი არ დაემართოთ რაც პირველ მატჩში...
ძლიერ მომწონს ამ თამაშში...
ცსკა – პლზენი 2.5 ზე ნაკლები (1.75)
რაც შეეხება
აეკი – აიაქსი
აიაქსი ჩემთვის წელს ნამდვილად აღმოჩენაა... დელაი ბლინდმა მას მერე რაც თავი დააღწია მანჩესტერს დაბრუნდა იმ ფორმაში რის გამოც იყიდა თავის დროზე იუნაიტედმა... მისი მეწყვილე დე ლიხტი კი მსოფლიოს ყველა გრანდის რადარზე ციმციმებს...
აქ მოვერიდები კონკრეტულ შედეგს რადგანაც აიაქსი ფაქტიურად გასულია და გარკვეული პრობლემებიც აქვს შემადგენლობის მხრივ, ისევე როგორც აეკს.
აეკი კი გავარდნილია 0 ქულით და სჯობს საბერძნეთის ჩემპიონატს მიხედოს, სადაც ნამდვილად არ ულხინს, ბოლო 2 მატჩი წააგო და 7 ადგილზეა.
აიაქსს ჯგუფში 2 გოლი აქვს გაშვებული, ხოლო ჰოლანდიის ჩემპიონატში, რომელიც გამოირჩევა თავისი უხვგოლიანობით, მხოლოდ 5 - 13 მატჩში...
პირველ მატჩში აეკმა კარში 1 ხელაც ვერ დაარტყა...
ბაიერნმა ალიან არენაზე როდესაც წინ გამწესებული ყავდა, რობენი, რიბერი, ლევანდოვსკი, ალკანტარა და მიულერი... მხოლოდ 4 ჯერ დაურტყეს აიაქსს...
თვითონ აეკმა ბავარიასთან 2 მატჩში 1 ხელ დაარტყა კარში...
აი ბენფიკა კი მეტად უცნაური გუნდია... აეკმა 6 ჯერ დაურტყა კარში ხოლო ბენფიკამ აიაქსს 8 ჯერ... მაგრამ ამ უცნაურ გუნდს არ შევიყვან ჩემს ლოგიკურ ჯაჭვში...
მე ავიღებ რომ... სადაც ეს ბავარიამ ვერ მოახერხა...
აეკის კარში დარტყმები რაოდენობა 4.5 ზე ნაკლები (1.61)
რომა – რეალ მადრიდი
მსოფლიოს ისტორიულ დედაქალაქში ნამდვილად საფეხბურთო ამინდი და განწყობაა...
იმ პირობებში როდესაც არც ერთ გუნდს ფრე არ აქვს ნათამაშები, იმ პირობებში რომ რომამ უდინეზესთან წააგო და რეალი ეიბართან განადგურდა, მოვერიდები რამე კონკრეტულს... მეტობასაც და კი-საც ცალ-ცალკე არც ერთს არ ავიღებ, რადგან 1.45 ს რომ გიხდიან იმაში რომ რეალიც და რომაც გოლს გაუშვებს, ცოტა ნერვები მეშლება

თან მე ლიდერზე სულ ცოტა დამრჩა ლიდერ სტატუსამდე და 1.5 ზე ნაკლებებს არ ვწერ...
ამიტომ მომწონს რომ ორივე გაიტანს და გოლები იქნება 2.5 ზე მეტი...
აღარ მოვყვები ვის როგორი შემტევი პოტენციალი აქვს...
რომას 17 მატჩში 32 გოლი აქვს გატანილი, რეალს ასევე 17 ტურში 30...
რომას გაშვებული 20, რეალს 21...
რომა - რეალი 2.5 ზე მეტი და ორივე გაიტანს (1.65)
საინტერესო მატჩი გველის ბაიერნში...
ბავარია აშკარაა რომ შორსაა იმ ფორმისგან რომელსაც შეგვაჩვია ბოლო წლების განმავლობაში. ნამდვილი კატასტროფაა მაგრამ მეხუთე ადგილზეა გერმანიაში. ასეთი რამე 12 ტურის შემდეგ არ მახსენდება ნამდვილად!
ბენფიკას დასაკარგი არაფერი აქვს და დღეს თუ რამე სასწაული მოახდინა ბოლო ტურში უმოტივაციო აეკს დახვდება სახლში და არ გაუჭირდება სამი ქულის აღება.
სასწაულისთვის კი პირველ რიგში გოლი სჭირდება, რათა მერე მოგებაზე იფიქროს.
ბავარიამ სადაც სამი გოლი მიიღო დიუსელდორფისგან, ალბათ არც ბენფიკასგან იუკადრისებს. მითუმეტეს რომ გუნდის ძირითადი ცენტრალური მცველი მატ ჰუმელსი დამტვრეულია.
გოლების გაშვებაზე უარს არც ბენფიკა ამბობს...
ვიფიქრე კი-ს აღება კარგი აზრია, მითუმეტეს კოეფიციენტი მეტი აქვს მეთქი...
მაგრამ ერთი რაც არის, გერმანელებს თავის თვისებას ნუ დავუკარგავთ, ისინი არასდროს ჩერდებიან და 1-0 ზე ან 2-0 ზე იტალიური გუნდივით დაცვაში არ დგებიან.
ბავარია - ბენფიკა 2.5 ზე მეტი (1.55)
მაგარი ამბებია F ჯგუფში...
ყველა გუნდს აქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი...
დავიწყოთ ჰოფენჰაიმი – შახტარის გარჩევით.
პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის 2-2 დასრულდა... ვუყურე, მახსოვს, არეული, დაბნეული და უხეში მატჩი იყო...
ახლა მდგომარეობა ასეთია...
სიტი 9 ქულა
ლიონი 6 ქულა
ჰოფე 3 ქულა
შახტარი 2 ქულა
დარწმუნებული ვარ დღეს სიტი მოიგებს და ჯგუფიდან გავა, რადგანაც პირველ ტურში სენსაციის შემდეგ, როცა ლიონმა ეტიჰადზე დაამარცხა სიტი, მას მერე 3 ფრე გამოაცხო და ვერავის დამარცხება ვეღარ შეძლო.
მოკლედ სიტის გასვლის შემდეგ დარჩება გასათამაშებელი ერთი ადგილი.
დღევანდელი მატჩი ორივე გუნდისთვის გადამწყვეტია...
ნებისმიერი შედეგი ერთ-ერთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია...
ჰოფენჰაიმი ბოლო მატჩში ლიგაზე, ლიონთან 5 ყვითელი ბარათი და ერთი წითელი მიიღო.
ასევე მის წინააღმდეგ გუნდები ხშირად ჯარიმდებიან, რადგან სწრაფად ამოდიან კონტრშეტევაში და უჭირთ სხვაგვარად მათი გაჩერება.
შახტარს ბოლო ტურში სიტისთან ყვითელი ბარათი არ აუღია, მაგრამ როგორც მაყურებელს არ აძლევენ ყვითლებს, ისე შახტარის ფეხბურთელებს... 20 წუთზე უკვე 2-0 ს აგებდნენ და საერთო ჯამში 6 გოლი მიიღეს კარში. ახლა კი მათთვის მნიშვნელოვანი ამბავი წყდება, რომელიც სხვების უნიათობამ მისცა.
უკრაინაში ფაქტიურად ომია და დარწმუნებული ვარ დევნილი გუნდი (დონბასიდან) სულ სხვა მოტივაციით გავა მოედანანზე.
მთავარი არბიტრი სლოვაკი ივან კრუჟლიაკია.
ბოლო 20 მატჩში ევროპულ თასებზე 100 ყვითელი და 3 წითელი აქვს ამოღებული...
განსაკუთრებით აგრესიით კი სლოვაკეთში გამოირჩევა
ბოლო 10 მატჩი : 55 ყვითელი , 4 წითელი.
მოკლედ მე ვფიქრობ ასეთ გადამწყვეტ მატჩში
ჰოფენჰაიმი - შახტარის 4.5 ზე მეტი ბარათი (1.9) ძალიან კარგია.
რაც შეეხება თვითონ მატჩს.
შახტარი შესანიშნავ ფორმაშია. დამაჯერებლად ლიდერობს უკრაინის ჩემპიონატს. ჯუნიორ მორაეში 11 გატანილი გოლით და 5 ასისტით უკრაინის ჩემპიონატის ბომბარდირია, და ის რომ ჯგუფში ბოლო ადგილზეა დიდად საკუთარი დანაშაული არ არის. სიტისთან ორივე მატჩი წააგო და ალბათ სხვა შედეგს თვითონაც არ ელოდებოდნენ, გასვლაზე ფრე ითამაშა ლიონთან და იქ საერთოდ 0-2 ის იგებდნენ. და სახლში პირველ ტურში როგორც ავღნიშნე არეულ დარეულ მატჩში ასევე ფრე ჰოფენჰაიმთან.
დღეს მდგომარეობა სულ სხვანაირია.
შახტარის მოტივაციაზე უკვე გითხარით...
გვახსოვს საკუთარ ქვეყანაში ომით გამწარებული გუნდების გმირობები... ამისთვის მარტო ხორვატიის მაგალითი კმარა 1998 წელს. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ ყოვლის შემძლეები გახდებიან, მაგრამ მოტივაცია რომ გაორმაგებულია, ეს ფაქტია.
პლუს პრობლემები რომელიც ჰოფენჰაიმს აქვს.
გუნდს ბევრი წამყვანი მოთამაშე აკლია. დაცვაში წითელი ბარათის გამო კაზიმ ადამსი ვერ დაეხმარება გუნდს, დამტვრეულია მეორე ცენტრალური მცველი ბენჟამინ ჰუბნერი. ნახევარმცველები, გუნდის წამყვანი მოთამაშე ფლორიან გრილიჩი, დენის გეიგერი, ლუკას რუპი და ნადიმ ამირი.
მართალია დანაკლისები აქვს უკრაინელებსაც მაგრამ არა ასეთი მტკივნეული როგორც გერმანელებს.
მოკლედ ამაში თუ გინდათ ნუ ამყვებით, მაგრამ რატომღაც ღრმად მჯერა რომ დღეს ბენდერები საკუთარ სამშობლოს და ოკუპირებულ დონეცკს 1 ქულას მაინც აჩუქებენ.
პ.ს. დღეს პოროშენკომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყანაში...
ჰოფენჰაიმი - შახტარი X2 (2.12)
იუვე - ვალენსიას მოკლედ გავარჩევ.
მოგეხსენებათ იუვეს გულშემატკივარი ვარ.
იუვეს შემტევ პოტენციალზე ბევრი საუბარი არ ღირს. წინ სავარაუდოდ წინ დიბალა - რონალდო - მანჯუკიჩი დადგებიან.
ხოლო ვალენსიის დაცვის ხაზი არც ისეთი საიმედოა... თუმცა გოლების გატანა მათაც დაიწყეს.
მე ვფიქრობ რომ დღეს იუვე - ვალენსიაში მეტ გოლს ვიხილავთ, მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს ორივეს გატანა.
დაგეშილი, დამშეული, გამწარებული რონალდო, თავისი დიდი კლასის დამტკიცების მსურველი დიბალა...
ჩამშლელი ნახევარმცველების ხედირას და ემრე ჯანის არ ყოფნა...
მეორე მხრივ მხოლოდ გამარჯვებაზე ორიენტირებული ვალენსია, რომელსაც მხოლოდ მოგება სჭირდება...
იუვე - ვალენსია 2.5 ზე მეტი (1.8)
ლიონი - სიტი.
ვფიქრობ გვარდიოლა ფიქრობს შურის ძიებაზე და ამის "ტრაკიც" აქვს.
მარტო ლიგაზე 3 თამაშში 11 გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა.
ინგლისში კი ქვას ქვაზე აღარ ტოვებს. 13 მატჩში 40 (!!!) გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ 5 გაშვებული.
ლიონთან მატჩის არც ერთი მატჩი არ წაუგია აგერ უკვე 13 მატჩია და ისიც მხოლოდ ერთი ფრე ითამაშა ლივერპულთან გასვლაზე, მათ შორის მოუგო მანჩესტერ იუნაიტედს და ტოტენჰემს, რომელიც ვფიქრობ უფრო მაღალი დონის გუნდები არიან ვიდრე ლიონი.
პირადად მე მანჩესტერ სიტის მოგებას ავიღებ ჰანდიკაპით.
გვარდიოლას სისტემა მუშაობს და თანაც კარგად!
ლიონი 1:0 სიტი ფორა 2 (2.02)
მანჩესტერი - იანგ ბოიზი
მოკლედ და კონკრეტულად! ორივე გაიტანს? არა!
მოურინიო და მისი დიდი წითელი ავტობუსი...
მანჩესტერი - იანგ ბოიზი არა (1.8)
წარმატებები
ეს მეოცნებე ბილეთი შეგიძლიათ დაზღვევებით მეტად რეალისტურად აქციოთ... მე კი ჩავუგდებ 10 ლარს ამ 107 კოეფიცენტს