პირველ რიგში მაინც იღბალია..
ჩემს მაგალითს გეტყვი და ალბათ იუვენტინოს შემთხვევაშიც, ნაწილობრივ ეგ იქნება
მე, პრინციპში არავისზე ნაკლებად არ მესმის ფეხბურთი, თუმცა ,,პრაფესორიც" არ მეთქმის. ყოველთვის ვცდილობ თანხა განვსაზღვრო და კუშები დიდი სიფრთხილით შევარჩიო. ხშირად ვადევნებ თვალს ფლეშსკორს და სტატისტიკას ჩავკირკიტებ დეტალურად. არის შემთხვევა კარგად ვარჩევ და ჯდება კიდეც. ასევე არის შემთხვევა, ამოვიჩემებ თამაშს და 10 ლარს დავდებ თუ 1-ს - მაინც უნდა ჩავაკვეხო ბილეთში და მერე რაღათქმაუნდა ,,ასხამს"

თუ დამემთხვა ისე, რომ ცივი გონებით ჩავუჯექი, უმეტესად კაი ,,ნაძიოჟნი" კუშებს ,,ვჩითავ".
ანუ, იმის თქმა მინდა, რო ვცდილობ ბილეთის ,,უეჭველ" მოგებაზე ვითამაშო და აი, ძაღლის თავიც აქაა დამარხული ! აზარტული თამაშიც ხომ მაგ პრინციპზეა მოწყობილი, რაც უფრო აზარტით მიუდგები თემას, ყოველთვის წააგებს 80-90 %. 50-ზე მეტმა რო წააგოს, ტოტალიზატორები მაინც მოგებაშია

შედარება ჩემს ძმაკაცთან. ერთი ასაკისები ვართ და არანაკლებ უყვარს/ესმის ფეხბურთი. სტატისტიკებს აქცევს ყურადღება, მაგრამ ,,ჩემთან ვერ მოვა"

ბოლო დროს დაიწყო 100 ლარიანი ბილეთების გაკეთება, 7-10 კოეფიციენტის ფარგლებში ან ცოტა მეტი. აქამდე 50 ლარს რო დაუდებდა, ლამის ,,მაღარიჩით" ვხვდებოდით ამ ამბავს. ძირითადად 10-20-30-ის ფარგლებში უდებდა.
ეხლა მანახა ბილეთები და თვეში 1-2 ბილეთი ყოველთვის აქვს მწვანე. თან არ დაგავიწყდეთ, რო თვეში 4-5 ბილეთი ალბათ მაქსიმუმია.
რისი თქმა მინდა, თამაშობს ცივი გონებით და უკვე ! ისე უდგება საქმეს, თითქოს ერთობოდეს და 5 ლარიანს უდებდეს.,, მოიგებს, მოიგებს - თუარადა ერთი იმის დ###ც"
თუმცა აქამდე უნდა მივიდეთ, თუ არ ,,დააშოშმინე" საკუთარი ,,გადელებული" აზარტი და ნერვებს აყოლას, თუ არ მივხედავთ - ისე გაგვიჭირდება ყოველთვის მოგება.
იუვენტინოსაც ვფიქრობ ეგ მიდგომა აქვს და მაგრა მომწონს. წარმატებებს ვუსურვებ, ასევე ყველას

(რაღაცნაირად წერის ,,მუღამი" მეწვია

)