დღევანდელ ნბა-ს გავარჩევ თუ ვინმეს დააინტერესებს, საინტერესო თამაშებია.
1) ინდიანა - ტორონტო, კანადელებს კავაი არ ეყოლებათ, კი იცით რაცაა გუნდისთვის, ამიტო მგონია ინდიანას არ უნდა გაუჭირდეს მოგება, მარა შედეგს ტოტალი ვარჩიე 222 ქულა არ ჩავარდება, ინდიანა ლიგაში მეორეზეა დაცვის თამაშით და მითუმეტეს სახლში სერიოზულ დაცვას თამაშობს, სტატისტიკას თუ გადახედავთ კიდეც სახლში მოგებული 17 თამაშიდან საშუალოდ 100 ქულაზე ნაკლებს ღებულობს საკუტარ კალათში.
2) ბრუკლინი - ორლანდო, დღეს ველოდები ბრუკლინისგან 6 მატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტას, იდეალური ვარიანტია სახლში წაგება თან ორლანდოსთან (თუ ახლაც გაძვრა შემდეგ ტურში ნიქსთან აგებს უეჭველი). სხვა თუ არაფერი დიდი სხვაობით მაინც ვერ მოიგებს, ყველაზე კარგი ასაღებია ორივე ნახევარს ვერ მოიგებს ბრუკლინი.
3) მაიამი - კლიპერსი, უცნაური გადანაწილებაა კუშების, სახლში მაიამი 11-12 ზეა და ანალოგიაურადაა გასვლაზე კლიპერსი 11-12, ერთადერთი დანაკლისი აქვს კლიპერსს გალინარის სახით, მარა მე მაინც ძალიან დაბალი კუში მგონია მაიამის მოგებაზე, ამიტომ დიდ ფორას ავიღებ კლიპერსისას და ასევე ნაკლებიც კარგია, საკმაოდ დიდი ტოტალია გამოტანილი. ბოლო 15 საშინაო თამაშიდან მხოლოდ ერთხელ ითამაშა მაიამიმ სახლში 222 ქულაზე მეტი, ასე რომ დაცვითი სტილის გუნდია და არ ველოდები ბევრ ქულას მაგ თამაშში.
4) ბოსტონი - კლივლენდი, ბოსტონი ირვინგს და ჰორფორდს ასვენებს, მარა გადაჯეგავენ ახალგაზრდები უფრო შემარტებით ითამაშებენ და უპრობლემოდ მოუგებენ კლივლენდს, მაგრამ იმდენად დიდი ფორაა გამოტანილი ამხელა ფორის აღება არ მიყვარს ზოგადად, ამ თამაშზე ფსონი არ გავაკეთე.
5) ნიქსი - ჰიუსტონი, კლივლენდის მერე უდავოდ ყველაზე სუსტი გუნდია ნიქსი, მარა ბოლო თამაშში ოკლაჰომასთან კიდე რაღაცა წაუვიდათ, ამ თამაშში მგონია რო დიდი სხვაობით არ წააგებენ ჰიუსტონთან, ზოგადად ერთი კაცის გუნდს უფრო ადვილად ეთამაშებიან, გუნდურად მოთამაშე გუნდებთან უჭირთ, სუსტი შემადგენლობის გარდა აშკარად ძაან სუსტი ტრენერი ყავთ. ხოდა ჰიუსტონი კი იცით გუნდურობის გარდა ყველაფერია ამ ეტაპზე არც პოლი და არც კაპელა, ჰარდენი მიდის და უბერავს თავისთვის, აქაიქ გორდონიც გამოყოფს ხოლმე ფეხს, მოკლედ მგონია რო დღეს 12 ქულით არ წააგებენ სახლში ჰარდენთან.
6) ჩიკაგო - ატლანტა, ამ თამაშში ჩიკაგოელების მოგება სახლში ძალიან კარგად გამოიყურება, 5 თამაშია სახლში არ მოუგიათ და ატლანტას დონის გუნდთან ამ სერიის დასრულება იდეალური ვარიანტია, უფრო გადაზღვეული ფსონი ატლანტა ვერ მოიგებს პირველ ნახევარს და თამაშს.
7) ფილა - სან ანტონიო, ამ თამაშზე პას, ფილას უწერია რო სიმონსი და ბატლერი შეიძლება არ იყვნენ, თუ არ იქნებიან მაგრა გაუჭირდებათ, თუ იქნებიან უპრობლემოდ უნდა მოიგონ, მარა რას გაიგებ იქნებიან თუ არა :დდ ისე მეტი შეიძლება რო რამე.
8) ნიუ ორლეანი - დეტროიტი, დევისი ისევ არ იქნება, დრამონდზე წერია შეიძლება იყოსო, გამომდინარე იქიდან რომ დეტროიტი გასვლებზე ძაან სუსტია და ზოგადად მაგარი არასტაბილური და არეული გუნდია, დევისის გარეშე მოთამაშე ნიუ ორლეანსაც არ უნდა გაუჭირდეს ამ თამაშის მოგება. 65-35 ნიუ ორლეანის მოგებაზე ვიხრები.
9) მემფისი - შარლოტი, ძლივს მოუწია მემფისს მოგება, დღეს ეს თამაში ჩემი დღის ფსონია, მემფისის მოგება, სულ რო გასოლი და ტემპლი არ იყვნენ მაინც მოგება, და მოგებასთან ერთად ნაკლები, მემფისის მოგება ნიშნავს რომ უბედურ დაცვას ითამაშებს, სახლში მოგებული თამაშში საშუალოდ 93 ქულას უგდებენ და არც თვითონ იგიჟებს თავს ასე რომ არ მგონია ერთი 120 ქულის ჩამგდები, ამიტომ 213 ქულა არ იქნება თამაშში კაი ვარიანტია.
10) იუტა - დენვერი, აი ამ თამაშმა მაგრა დამაბნია, რატო აქვს იუტას ასეთი დაბალი კუში ვერ ვხვდები, გადავხედე დენვერს და არავინ არ აკლდებათ ისეთი ვინც გუნდის ბირთვია, ორივე გუნდი თითქმის ოპტიმალური სასტავით გამოდის და დენვერის ამხელა კუში მაგრა მიკვირს, ამიტო არ გავეკარე ამ თამაშს, თუმცა მგონია რო იუტა ორივე ნახევარს ვერ მოიგებს, სულაც რო წააგოს საერთოდ არ გამიკვირდება. მე უფრო 1.9-1.9 კუშებს მივცემდი.
ეს პირველი ბილეთი

ეს მეორე

ესეც მესამე რისკიანი
This post has been edited by Sneijder10 on 24 Jan 2019, 02:20