დღევანდელი ნბა.
1) ჩიკაგო - კლიპერსი, ჩიკაგოს მოგება მინდა დღეს, გაწურული ვარიანტი კლიპერსი ვერ მოიგებს ორივე ნახევარს (1.4) პროსტა ეს სტატისტიკა არ მომწონს რა 2000 წლიდან მოყოლებული სულ 4 ჯერ აქვს მოგებული ჩიკაგოს კლიპერსისთვის და აქედან 2 ჯერ ოვერტაიმით და 14 ჯერ წაგებული.
მეორე ფსონია ამ თამაშზე 225 ქულა არ ჩავარდება. ნუ ურთიერთშეხვედრები ცხადად აჩვენებს რო ვერ ყრიან ერთმანეთში ამდენს, ჯერ არ ჩაუგდიათ არცერთხელ 18 თამაშიდან. პლუს ამას ჩიკაგო 30 გუნდიდან ყველაზე დაბალშედეგიანია შეტევაში .
2) ჰიუსტონი - ტორონტო, ცოტა მეუცნაურა ამ თამაშის კუში, 2.39 - 1.59 ზედმეტად დაბალი კუში მგონია მისცეს ტორონტოს. რაც დალაგდა ჰიუსტონი სულ 3 ჯერ წააგო თამაში სახლში ბოლო 20 დან, დალასი, ბაქსი და ოვერში ბრუკლინი, ტორონტოს გასვლების სტატისტიკა დიდად არ ბრწყინავს და ვერ ვხდები რატო მიიჩნევენ ასეთ ფავორიტად კანადელებს. მოკლედ მე ამ თამაშში მგონია რო ტორონტო ორივე ნახევარს ვერ მოუგებს ჰიუსტონს (1.29).
3) მემფისი - საკრამენტო, დღეს მაინც მოვიდა მემფისის მოგების დრო, ძაან კარგად ჯდება, 5 მიყოლებული საშინაო თამაშიდან 2 უკვე წააგო, მესამე ახლა საკრამენტოსთან აქვს ყველაზე მარტივად მოსაგები, მერე ინდიანა და დენვერი, ასე რომ დღეს აღარ გამაზავენ. პლუს ამას მომეწონა ფსონი ყველაზე ნაკლებ შედეგიანი მეოთხედის ტოტალი 45.5 ნაკლები. ბოლო 10 საშინაო მატჩიდან 8 ში წამოვიდა ეს ფსონი და დღესაც მგონია უპრობლემოდ დაჯდება მემფისის დაცვითი თამაშის სტილიდან გამომდინარე, და ვერც საკრამენტო ყრის დიდად გასვლებზე.
4) დალასი - დეტროიტი, უფრო დალასისკენ ვიხრები და წესით მოიგებენ კიდეც მარა მე არ ვიღებ ამ თამაშს დღეს.
5) მილუოკი - შარლოტი, ნუ ამ თამაშში თუ ვინმე რამე არგუმენტს დადებს რატო ვერ მოიგებს მილუოკი ძაან საინტერესო იქნება

პროსტა კუში სასაცილოა, მინიმალური ფორის აღება შეიძლება. ისე ცოტა რთული წარმოსადგენი კია მარა ლიგაში მილოუკი ყველაზე მაგარ დაცვას თამაშობს

პირველები არიან, ნაღდად არ მეგონა. მარა ტოტალებს მაინც არ გავეკარები რა.
6) დენვერი - ფინიქსი, დენვერი სახლში საუკეთესოა, სულ 24 დან 4 წაგება აქვს მხოლო და ისიც გოლდენი, მილუოკი, ჰიუსტონი და ნუ ბრუკლინი. ფინიქსი ხო ძაან სუსტია და სტუმრად მითუმეტეს, პროსტა ისეთი კუშია და ტოტალიც კი მინიმალური 15.5 ქულაა და ამიტო არ ვწერ ამ თამაშზე არაფერს.
7) იუტა - მინესოტა, 1.14 კუში იუტასთვის თან მინესოტასთან ნამეტანი დაბალი კუშია, იუტაა რა და არა გოლდენი ან მილუოკი. 15 ქულით რო არ წააგებს მინესოტა ყველაზე კაი ვარიანტია ჩემი აზრით. ტოტალებს რაც შეეხება, მინესოტას უყვარს ჩაგდებაც და მიღებაც, იუტა კი კაი დაცვას თამაშობს, მარა საკმაოდ დაბალი ტოტალია გამოტანილი და 216 ქულა მგონია რო უნდა ჩავარდეს უპრობლემოდ.
8) ორლანდო - ვაშინგტონი, მაგარი პრინციპული თამაში იქნება, ორივე პლეიოფისთვის ჩალიჩობს და თანაბარი მოგება აქვთ. გამომდინარე იქიდან რო ვაშინგტონი გასვლებზე საკმაოდ სუსტია მოგებას არ გავრისკავ მარა ორლანდო რო ორივე ტაიმს ვერ მოიგებს მომეწონა.
9) ბრუკლინი - ნიუ იორკი, ჩემი ფავორიტი თამაშია, ნიქსს უნდა მოვაგებინო დღეს ეს თამაში და კაი 5 კუშამდეა, დილის მერე საკაიფოდ დაიწია მარა მაინც მომწონს, უფრო გაწურული 14 ქულით არ წაგებაა.



* * *
mangust01მემფისს პროწივ უდგები?
არ უნდა მოვაგებინოთ მაგ გაჭირვებულებს? დღეს ყველაზე მეტად უხდებათ მოგება.
This post has been edited by Sneijder10 on 25 Jan 2019, 23:35