არისტოტელე999ფოტოშოფს როგორც კი შეატყობ რო ხმარობს ტიპი სადაც გადაიღე, დატოვე ეგრევე ის ადგილი
akako78ტვინს გირევენ არ გინდათ ეს ტუტორიალები
გაფინეთ ზეწარი ისე რო ნაკეცები არ დაეტყოს წელს ზემოდან გადაიღეთ და შემოაჭერით რა აი ასე
* * *
8. განმცხადებლის ფოტოსურათ(ებ)ი - ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაღებული თქვენი,
თქვენი მეუღლისა და ყველა შვილისა. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თავი: ციფრული
ფოტოსურათის ატვირთვა. თქვენ არ ხართ ვალდებული, რომ ატვირთოთ მეუღლისა ან შვილის ფოტო
თუ ისინი უკვე აშშ-ის მოქალაქეები ან მწვანე ბარათის მფლობელები არიან. თუმცა, თუ მაინც
წარადგენთ, ამის გამო დისკვალიფიცირებული არ იქნებით.
მწვანე ბარათის პროგრამის განცხადების ფოტო უნდა აკმაყოფილებდეს იმავე სტანდარტებს, რასაც
აშშ-ის სავიზო ფოტო. იმ შემხვევაში, თუ თქვენ მიერ წარმოდეგენილი თქვენი და თქვენი ოჯახის
წევრების ფოტოსურათები არ შეესაბამება პროგრამის მოთხოვნებს ან მათზე იქნება ჩატარებული
ფოტომანიპულაცია, განაცხადი იქნება გაუქმებული. თუ შარშანდელ განაცხადში წარმოდგენილი
ფოტოს ასლს ატვირთავთ, ამ შემთხვევაშიც მოხდება დისკვალიფიკაცია. წარმოდგენილი ციფრული
ფოტოსურათის კომპოზიციური და ტექნიკური მოთხოვნების გასაგებად გაეცანით თავს: ციფრული
ფოტოსურათის ატვირთვა.
ციფრული ფოტოსურათის ატვირთვა
პროგრამის განაცხადის შევსებისას შეგიძლიათ ატვირთოთ ახალი ციფრული ფოტო ან დაასკანეროთ
შედარებით ახალი (გადაღებული ბოლო ექვსი თვის განმავლობაში) ფოტო სპეციალური, ციფრული
სკანერით. წარმოდგენილი ციფრული ფოტოსურათი უნდა აკმაყოფილებდეს იმავე კომპოზიციურ და
ტექნიკურ მოთხოვნებს რასაც აშშ-ის ვიზის ფოტო. მისაღები ფოტოს მაგალითები იხილეთ აქ. არ
წარადგინოთ ექვს თვეზე ძველი ფოტო ან ფოტო, რომელიც არ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ
მოთხოვნებს. იმავე ფოტოს ატვირთვა, რაც გასული წლის განაცხადში ატვირთეთ, ან დამუშავებული
ფოტოსა თუ სტანდარტებთან შეუსაბამო ფოტო გამოიწვევს დისკვალიფიკაციას.
თქვენი ფოტოები უნდა იყოს:
● ფერადი
● ფოკუსში
● ზომები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ თავი მთლიანი ფოტოსურათის 22მმ-დან და
35მმ-მდე ან 50%-69%-ს იკავებდეს. იხილეთ ეს გვერდი მეტი ინფორმაციისთვის.
● გადაღებული უნდა იყოს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რომ ასახავდეს თქვენს
ახლანდელ გარეგნობას.
● უნდა იყოს გადაღებული თეთრ ან ღია ფერის მოთეთრო ფონზე.
● პიროვნება რომელსაც სურათს უღებენ უნდა უყურებდეს კამერას
● უნდა გქონდეთ ნეიტრალური გამომეტყველება და გახელილი თვალები.
● გადაიღეთ ფოტო ისეთ სამოსში, რომელსაც ჩვეულებრივ, ყოველდღიურად ატარებთ.
● არ ჩაიცვათ უნიფორმა, გარდა რელიგიური სამოსისა, რომელსაც ყოველდღიურად ატარებთ.
● არ დაიფაროთ ქუდი ან თავსაბურავი, რომელიც ფარავს თმას ან თმის ხაზს, გარდა
ყოველდღიური რელიგიური თავსაბურავებისა. თქვენი სახე უნდა ჩანდეს სრულად და
თავსაბურავი არ უნდა ჩრდილავდეს თქვენს სახეს.
● ყურსასმენები, უკაბელო მოწყობილობები ან მსგავსი ნივთები არ უნდა იყოს თქვენს
ფოტოზე.
● არ გაიკეთოთ სათვალე
● თუ ჩვეულებრივ ატარებთ სმენის აპარატს ან მსგავს მოწყობლობას, ამ შემთხვევაში
შეგიძლიათ ფოტოს გადაღებისასაც დაიტოვოთ
გადახედეთ ფოტოსურათის მაგალითებს და ნახეთ რა არის მისაღები და რა არა. ოფიციალური
დოკუმენტებიდან, მაგალითად პირადობისა და მართვის მოწმობებიდან დასკანერებული ფოტოები არ
მიიღება. ასევე არ მიიღება ეკრანის ფოტოები, ჟურნალიდან ამოღებული ფოტოები, დაბალი ხარისხის
ფოტოჯიხურებისა და ფოტოავტომატებიდან დაბეჭდილი ფოტოები, სრული სიმაღლით გადაღებული
ფოტოები.
თქვენი ციფრული ფოტო უნდა ატვირთოთ განაცხადში. თქვენი ციფრული ფოტო უნდა იყოს:
● JPEG (.jpg) ფორმატში
● ზომა არ უნდა აღემატებოდეს 240 კილობაიტს (240 kB)
● უნდა იყოს კვადრატული ზომის (სიმაღლე სიგანის ტოლი)
● 600x600 პიქსელი
გსურთ არსებული ფოტოს დასკანერება? ციფრულ ფოტო მოთხოვნებთან ერთად, თქვენი
დასკანერებული ფოტო უნდა იყოს:
● 51x51მმ
● დასკანერებული რეზოლუციით 12 პიქსელი ერთ მილიმეტრზე
გამოიყენეთ სახელმწიფო დეპარტამენტის უფასო ფოტო ხელსაწყო:
● აირჩიეთ ციფრული ფოტო, რომელიც თქვენს კომპიუტერშია შენახული
● დააპატარავეთ ან გაადიდეთ თუ საჭირო იქნება
● მოჭერით, რომ გახდეს კვადრატული ზომის და ზუსტად 600x600 პიქსელი
ჩვილის ან ბავშვის ფოტოს გადაღება
როდესაც ფოტოს უღებთ ჩვილს ან ბავშვს, ფოტოში სხვა არავინ არ უნდა ჩანდეს. თქვენი შვილი
უნდა უყურებდეს კამერას და თვალები უნდა ჰქონდეს გახელილი.
რჩევა 1: დააწვინეთ ჩვილი ზურგზე თეთრ ან ღია მოთეთრო ზეწარზე. ეს უზრუნველყოფს, რომ
ჩვილის თავი იქნება ფიქსირებული და ფოტოსთვის გექნებათ ერთგვაროვანი ფონი. დარწმუნდით,
რომ ჩვილს სახეზე არ ადგას ჩრდილი, განსაკუთრებით თუ ფოტოს დაწვენილ ჩვილს ზემოდან
უღებთ.
რჩევა 2: გადააფარეთ თეთრი ან ღია მოთეთრო ზეწარი ბავშვის მანქანის სავარძელს და გადაუღეთ
მასში მჯდომ ბავშვს სურათი. ეს უზრუნველყოფს ბავშვის თავის უსაფრთხო ფიქსაციას.
https://ge.usembassy.gov/wp-content/uploads...tvgogKkOqT0YdoMოფიციალურია
This post has been edited by iase on 16 Oct 2019, 00:05