
ეხლა გადავხედე ისტორიას და 2012 წლიდან უშედეგოდ ვთამაშობდი 2017 წლის ჩათვლით რამაც სრულიდ დამაკარგინა გრინკარტის მოგების სურვილი, 2019 წელს კი მომცეს ტურისტული ვიზა (ეს ფაქტი იმ ტაბუს დამანგრეველია თითქოს და გრინკარტაზე ვისაც აქ ნათამაშები ვიზას არ ურტყავენო) გავფრინდი ჩავედი და დავბრუნდი უკან მაგრამ აი ისევ ამ თემაში ამოვყავი თავი ეხლა უკვე სხვა შემართებით არ ჩავაგდებ წელს სანამ არ მოვიგებ!
პ.ს
ეს იმ ხალხისთვის ვინც ვიზით დარჩენას ფიქრობს იქ
იქ გრინკარტის გარეშე ინგლისურის გარეშე და შრომის გარეშე ვერავინ კარგად ვერ იქნება შეგნებულად ვიძახი კარგად და არა მაგრად როგორც ბევრი ცრუ ისტორიები მოდის ჩვენამდე (40000$ გადახდა ხელის მოწერის გამო რის შემდეგაც წელიწად ნახევარი შაბათკვირა ვიღაც უცხო ადამიანთან ცხოვრება და იმის სურვილების ასრულება გიწევს რომ არაფერი არ ეწყინოს მას და წყალში არ ჩაგეყაროს ეს თანხა და პლიუს კიდე 50/50 ზე ხარ ცალცალკე შესულებს საიმიგრაციოში ინტერვიუზე რას გკითხავენ და ჩაიჭრება თუ არა სიგიჟეთ მიმაჩნია თან ეს ფულიც რო საშოვნელი გაქ ჯოჯოხეთური შრომით არალეგალად) ცნობისთვის 16 საათი 2 ცვლა რო იმუშაო ორ სხვადასხვა სამსახურში ყველაზე კაი ვარიანტში 5760$ გამოდის (15$ საათში*16საათზე*24დღეზე) საიდანაც ქირაში ჭამაში ტრანსპორტში წლისბოლოს გადასახადებში სადღაც 3500$ გეხარჯება ამ გათვლებით წელიწადი და რვა თვე უნდა ზომბი იყო ცუდად არუნდა გახდე რო მერე წელიწადნახევარი ვიღაცის მონა იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით...
პ.პ.ს
$19,051 to $77,400 თუ გიფიქსირდება წლიური შემოსავალი 1900$ იხდი მიუხედავად ყველაფრისა და პლიუს 12% მთლიანი შემოსავლის
ამით იმის თქმა მინდოდა რომ ადამიანი მომზადებული უნდა ჩავიდეს იქ და უკვე უნდა იცოდეს რა უნდა გააკეთოს
იქ რის გამო მიდის და როგორ უნდა წარმართოს ცხოვრება (ბრაიტონზე ჩასულების 80% დღემდე ორ სიტყვას ვერაბავს ინგლისურად ზოგი მანჰეტენზეც კი არარისო ნამყოფი არადა ერთი საათის გზაა მეტროთი)
პ.პ.პ.ს ყველას გისურვებთ მოგებას
ეს რათქმაუნდა ჩემი სუბიექტური აზრია და ხედვა
უბრალოდ ოდესღაც მეც ოქროს მთებს ველოდი იქ რეალობა კი ნამდვილად სხვანაირია
ლეგალურად სწორი მიზნით და ინგლისურის ცოდნით ნამდვილად დიდი ფულის შოვნა შეიძლება!