დილიდან გათიშულია ბეთფეირი. ვერ საიტიდან შეხვალთ და ვერც პროგრამით. იციან ხოლმე ხანდახან ასე, ან რამეს ასწორებენ, ან გადატვირთვას უკეთებენ სერვერს. თან ისეთ დღეს, როცა ბევრი არაფერია ხოლმე....
დღის განმავლობაში ჩაირთვება....
* * *
ბოდიშს იხდის და აცხადებს რომ საიტი ჩაირთვება ინგლისის დროით 8:30 სთ - ისთვის.....
* * *
დღეს ნიუკასლის და ნიუმარკეტის რბოლებია. სულ 20 რბოლაა. ეხლა ვაკეთებ ანალიზებს ცხენებისას. ჩაირთვება თუ არა საიტი, შევხედავ ბაზრებს , მოვახდენ ამ 20 რბოლიდან ჩემთვის საჭირო რბოლების სელექციას და მოვემზადები მათზე სავაჭროდ როგორც პრერეისისთვის ასევე ინფლეისთვის.
მე აქ დავდებ თითეული რბოლის საყურადღებო 2 ცხენს, რომელთაც უნდა მიექცეს ყურადღება.
ვისაც აინტერესებს ცხენებზე მუშაობა, იმათთვის ვდებ. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ კარგი იქნება გააკეთოთ სტატისტიკა, ამ საანალიზო ნუსხიდან, რამდენი და რომელი ცხენები გაამართლებენ. მათზე საყურადღებოა არა მარტო რბოლის მოგება, არამედ სავაჭროდ კუშის დაწევა....
აწარმოეთ კალენდარული გრაფიკი თავისი სტატისტიკით - რამდენი რბოლა იყო დღეში, აქედან დღეში რამდენმა ფავორიტმა ( პირველი, მეორე, მესამე ) მოიგო სულ, რამდენმა არა ფავორიტმა ( პირველი, მეორე ა მესამე ფავორიტების გარდა დანარჩენმა სხვებმა).
ასევე დააფიქსირეთ რამდენმა მოიგო პირველმა ფავორიტმა, რამდენმა მეორემ, რამდენმა მესამემ.
სხვა რამეეებზეც არის დაკვირვება საჭირო, მაგრამ ჯერ ეს აწარმოეთ. ეს ინფორმაცია და ასეთ საკითხებში გარკვევა დაახლოებით რა ტენდენციები მიდის რბოლებზე იძლევა ხოლმე საშულებას აიგოს კონკრეტული სტრატეგია.... არა სავაჭრო, არამედ სისტემური სტრატეგია. სტრატეგიები ორი სახისაა, სავაჭრო და სისტემა - სტრატეგიები..... ჩვენ ასეთი ინფორმაცია ძირითადად გამოგვადგება სისტემა სტრატეგისებისათვის.
დააექსელეთ და შეინახეთ ცალკე პაპკაში. ეს სამუშაოა. მიუდექით სერიოზულად. ვერავინ ვერ მიაღწევს დადებით შედეგს თუ სისტემაში არ მოიყვანს თავის მიდგომას რბოლებზე. ის , ვინც ყოველგვარი წესრიგის გარეშე შედის ბაზარზე, განწირულია დასამარცხებლად. ერთხელ და ორჯერ გაგიმართლებთ, მაგრამ ხანგრძლივ დროში დაჯდებით ნულზე.... და ამას დიდად ხანგრძლივი დრო არ დასჭირდება.....
საჭიროა მოწესრიგებული, გამზადებული მიდგომა.
ყველამ ზეპირად იცის მსოფლიოში რა არის ბექი და რა არის ლეი.... ყველამ , ვინც ბეთფეირზე შედის. აქაც ფორუმზე უკვე გადამღერებულია ბექი და ლეი. და მთელი ბირჟა ძირითადად ბექი და ლეია ან ლეი და ბექი.... მაგრამ ეს საბაზო საკითხი საკმარისია წარმატებისთვის ? რა თქმა უნდა, არა ! ჩვენ გვაქვს როგორც ყველას თულზი, მაგრამ არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ ეს იარაღები.....იარაღების გამოყენების ხელოვნებაა ტრეიდინგი.
ამიტომ ზედმეტად ნუ მოგეჩვენებათ ეს ყველაფერი, რა საჭიროა ამდენი წერა, რა საჭიროა ამდენი "ბლა- ბლა"..... ადრე თუ გვიან , ამის სასტიკი უარმყოფელნიც კი მივლენ ამ "ბლა - ბლამდე"..... ეს დანამდვილებით ვიცი....
ამიტომ ვისაც უნდა სერიოზულად მოეკიდოს ცხენებს, გაერკვეს რა ხდება, ზედიპირული მიდგომიდან ცავიდეს ღრმად ფსკერამდე და ქვემოდანაც ისე შეხედოს მას როგორც ზემოდან ზედაპირზე უყურებს, მან უნდა აწარმოოს თითქმის ყოველგვარი სტატისტიკა. არავინ ამ სტატისტიკას თქვენსმაგივრად არ გააკეთებს, არავინ არ მოგცემთ თავის ნაწვალებს.
და ერთი კიდე - როგორც ხედავთ ბირჟაზე მუშაობა საკმაოდ ბევრ სამუშაოს მოიცავს.... ამიტომ არის , რომ ის ყველასთვის არ არის. ყველას უნდა ფული, მაგრამ ყველას არ შეუძლია იყოს მოწესრიგებული მუშა თავისი თავისთვის.ზოგს ისიც კი არ ესმის, რა საჭიროა ამდენი "ბაზარი".... ამიტომ თუ გსურთ ჰორს რეისინგ ტრეიდერი იყოთ და სამაოდ კარგიც, უნდა გესმოდეთ და უნდა ფლობდეთ რბოლების შესახებ ინფორმაციებს.
ინფორმაცია - ფულია !
This post has been edited by Veretei on 4 Jun 2020, 11:17