ვიმოერებ თამამად და რასაც ვამბობ პასუხისმგებელი ვარ ამაზე !
უეჭველი ნიშნავს 100 % - იანს ! პირდაპირი მნიშვნელობით. ასეთი არსებობდა და მაღლა დაწვრილებით მაქვს დაწერილი ამაის შესახებ და აღარ გავიმეორებ. გადაფურცლეთ და წინა გვერდებზე ნახავთ რასაც ვწერ ამის შესახებ.
ბეთფეირზე უეჭველიზმი არ არსებობს ! ნებისმიერ სტრატეგიას, ვაჭრობას, ტაქტიკას, მიდგომას, უბრალო მოქმედებას აქვს ყოველთვის რაღაც რისკის %. ზოგ სტრატეგიას ეს აქვს დიდი , ზოგს პატარა, მაგრამ ურისკო არ არსებობს ! ვინც ამას ამბობს, რომ არსებობს, ის იტყუება !!!!
მუშაობა იმაზე , რომ იპოვო მექანიზმი 100 - % იანი სისტემისა არის ფუჭი და უშედეგო ! გამორიცხულია ასეთი რამის პოვნა.
იმისათვის რომ ბირჟის პრინციპები დაცული იყოს, იმისათვის, რომ ბირჟას კლიენტები ჩაყენებული ჰყავდეს თანასწორ, თანაბარ გარემოში და ვითარებაში, ის პროგრამულად კარგად ჩამოყალიბებული ალგორითმებით აკონტროლებს ყველაფერს, რომ ასეთი ხვრელების გაჩენა გამოირიცხოს. ამიტომ ვერასოდეს ვერ იპოვით 100 % იან უეჭველიზმს.
მაშ რას ნიშნავს კვლევა - ძიება, მუშაობა სისტემებზე ? იმას, რომ მონახულ იქნას ან არსებული დაიხვეწოს ისე, რომ რისკი რაც შეიძლება შემცირდეს ან დროთა განმავლობაში გარკვეული გადაზღევევბის შედეგად დავიდეს რამის ნულამდე. მაგრამ ესეც მიიღწევა სარისკო გზის გავლით. ანუ ნულამდე დაყვანაც გადის მოცდის გზაზე, როცა რისკი არსებობს !
ესაა ბირჟის პრინციპი.
ხალხი ეძებს იმას, რომ მიაგნოს რაღაც სისტემას, რომელსაც გაუშვებს და მუქთა ფულს მიიღებს, არავის ეცოდინება ეს და მხოლოდ მას მოუტანს სარგებელს. თავად კი გადიდგულდება და გაამპარტავანდება !
გამორიცხულია ასეთი რამ !!!! სრულიად გამორიცხული !!!!!
ერთ მაგალითს მოვიტან. აპარატები ! ისეა გაკეთებული, გათვალისწინებულია ადამიანი მუდმივი ბავშვობა - თამაშიდან მიღებული სიამოვნება. მისი პრიმიტიულობა იძლევა მოგების და მორტყმის და ოპერაციების განხორციელების უბრალოებას, ფერები, მუსიკა, ერთგვარი მულტიპლიკაცია, ციფრების კოლოსალურობა, ყველაფერი ეს მარტივად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე.
სინამდვილეში რა ხდება. დაყენებულია, რომ მან უნდა გასცეს 10 % მაგალითად. ურო რომ ურტყა, მაგაზე მეტს არ გასცემს. ისეა გაკეთებული, რომ რაღაც პატარა ტანხებს მოგაგებინებს, შეგიტყუებს, იმედს მოგცემს და მერე აგახევს ყველაფერს !!!!
რაც არ უნდა თავი ახალო გამოვა მაქედან რამე?
ხშირად გამიგია აი მავანმა ამდენი ჯეკპოტი მოიგო ! და რა ეს მშიშარა კანტორები, რომლებიც გაურბიან პლიუსავოი სატოტალიზატორო იგროკს, ასეთი გულუხვები არიან, რომ კარადაში შედგმული კომპიუტერიდან ჯეკპოტებს არიგებენ ?! ადამიანი უფრო ჭკვიანი მეგონა ! როგორ შეიძლება აპარატმა ისე დაატყვევოს ადამიანის გონება, რომ სახლები აგყიდოს ამის გამო და ქუჩაში გავიდეს ?!
როგორ შეიძლება თანხებზე მისი თამაში ?! მაგრამ ზედ აკვდებიან ! უფრო მეტიც, ტრაბახობენ მერე თავინათი წაგებებით, სააპარატო თავგადასავლებით..... ადამიანი სამკურნალო ხდება !!!!!
რატო მოვიტანე ეს !
დაახლოებით იგივეა, როცა ადამიანი აქ ეძებს უეჭველიზმს ! როგორც იგროკი ვერ ჩაამოაყრევინებს აპარატს იმაზე მეტს, რაც მის დაპროგრამებაშია, ისე ვერ იპოვის უეჭველს ვერავინ ბეთფეირზე !!!!
და კვლავ ვიმეორებ - ვინც ამას ელოდება რომ აღმოაჩენს ტყუილი და ფუჭი ოცნებაა !!!!! სრულიად ფუჭი, დროის კარგვა !!!!! ხოლო, ვინც ამბობს , რომ მას აქვს ასეთი, ის მატყუარააა !!!! ან რეგვენია და ბრიყვი !!!!!
ნულამდე რომ დავიყვანო ამა თუ იმ სისტემაში, საჭიროა მაინც ბეწვის ხიდზე გავლა !!!! ამიტომ ძიება სწორედ აქეთკენაა რაც შეიძლება ნაპოვნი იყოს ბეწვის მაგივრად ბაწარი, ან ტროსი, რომ მეტად გაუძლოს იმ მომენტს, სანამ გადააზღვევ - გადმოაზღვევ, რომ მართლა ნული იყოს რისკი, გავლა მოხდეს 10 წამში იქნება თუ 10 წუთში, ანუ რაღაც დროში ურისკოდ და საფრთხის თავიდან არიდებულად !!!!!
აი ნამდვილი სახე ბეთფეირის. ბირჟის. სხვაგვარად ეს არ იქნებოდა ბირჟა !!!!!
არ ვიცი კიდე რა სიტყვებით ავხსნა, რომ გასაგები იყოს ადამიანისთვის ! ყველა დონის ადამიანისთვის !!!!
* * *
ძნელია იმის თქმა რომელი დაავდბა უფრო რთულია ნარკომანობა თუ მოთამაშეობა....
ძნელია შედარება ან გაერთიანება ამ ორივესი....
ფეხბურთს და საერთოდ სპორტს ამ მხრივ სახელი აქვს გატეხილი....უბრალო ობივატელს ჰგონია, რომ ყველაფერი რაც სპორთან ასოცირდება თამაშია ! ამიტომ არის, თვალს მოჰკრავს თუ არა მშობელი, ცოლი, ახლობელი სპორტთან დაკავშირებულ რამეს უმალ მოდის აგრესიული ტონი - თამაშობ არა ?!
მერე ამას მოჰყვება დამრიგებლური უფასო სიბრძნეები !
არა და აპარატი სხვა რამეა, ტოტო სხვაა, და ბირჟა სხვა, სრულიად სხვა ! რისკის ფაქტორებით სამივე ახლოსაა ერთმანეთთან, მაგრამ ფორმებით, შინარსით სულ სხვადასხვა რამეა. რაც არ უნდა იძახოს ადამიანმა სატოტალიზატორო ცხოვრებაზე ვმუშაობო, სრული აბსურდია ! ვერასოდეს გაცდება ასეთი მომუშავე თამაშს ! ხოლო ვინ ცდებოდა ( უეჭველისტი, რომელიც მართლა მუშაობდა) ან დაბლოკეს, ან ამოუვსეს მათთვის საჭირო ხვრელები და დედამიწაზე ასეთი სამუშაო ელემენტარულად გაქრა !!!!
ბეთფერიზე მუშაობა შესაძლებელია. ესაა თავისუფალი პოლიგონი, სადაც შენ ხარ დირექტორიც და მოსამსახურეც, ბუღალტერიც და სპეციალისტიც ! სადაც თავად ქმნი რეჟიმს, წესებს, მოქმედების სტრატეგიას .... ასეთ დროს შენი კუთხე შენი სამუშაო სივრცეა, კომპიუტერი ან კომპიუტერები, ფურცლები, კალამი, მონიტორი დიდი ეკრანით ლაივ ჩვენებებით..... მშვიდი გარემო....
განა აქციებით ვაჭრობით ყველა მილიონერია ? განა ის ვიცნ დააბანდებს ფულს გარკვეულ აქციებში, მისი ფასი მაშინვე იზრდება და ფულიანდება ? განა უამრავი ადამიანი, ვინც მუშაობს საფნდო ბირჟებზე, აქციატა ბირჟებზე ყველა წარმატებულია და მოგებულია ?! მაშინ ვუწოდოთ მათ ყომარბაზები !!!! ეს ხომ სასაცილო იქნებოდა !!!!! ამის გარეშე ხომ დღევანდელი მსოფლიო წარმოუდგენელია !!!!
თავის დროზე, 1999 როცა დაარსდა ეს კომპანია ( მანჩესტერ იუნაიტედის სპონსორი) იცი როგორ დაარსდა ?
ინგლისელი ახალგაზრდები ენდრიუ ბლეკი, ედუარდ რეი, მორრი პიტერი დაფიქრდნენ ასეთ რამეზე, სრულიად მარტივად - თუ არსებობს საფონდო ბირჟა, სხვა ბირჟები, რატო არ შეიძლება არსებობდეს სპორტული ბირჟა ? ამ შეკითხვის დასმიდან დაიწყო ყველაფერი ! მატ ამ შეკითხვას პასუხი გასცეს კომპანიის დაარსებით ! 1963 წელს არის დაბადებული ენდრიუ ბლეკი. დღეისათვის დიდი მეწარმე, საცხენოსნო ბიზნესების მფლობელი, პროფესიონალი ბრიჯის მოთამაშე.... მაგარია არა?!
2003 წელს კომპანია იღებს დედოფლის ოსკარს, როგორც ბრწყინვალე ინოვაციურ პროექტზე.... დედოფალი ოსკარებს აძლევს საყომარბაზო ინსტიტუტს ?!
და ასე იწყება ნელ ნელა ბირჟის გამოჩენა - განვიტარება.... მერე მოგვიანებით ტოტომ ფედდი ფაუერმა იყიდა და დღეს ოფიციალურად ჰქვია ფედდი პაუერ ბეთფეირი....
გახსნილი აქვს სერვერი და თავისი APPI ნებისმიერი დეველოპერისთვის ( პროგრამისტები) რომელბიც რამეს მიაშენებენ, რამეს მოიგონებენ, და ეს კიდევ უფრო ზრდის მის პოპულარობას და დახვეწილობას.
ეს ენდრიუ ბლეკია

აი ამ კაცის თავში ათუხთუხდა იდეა ბეთფეირისა....
* * *
ეს ედუარდ რეია, 1968 წელს დაბადებული, მეორე დამაარსებელი ბეთფეირისა....
აი ამ ორ ახალგაზრდას მოუვიდა თავში სპორტული ბირჟის დაარსება. თუ არსებობს სხვა ბირჟა, რატომ არ შეიძლება იყოს სპორტილიც ? ამ შეკიტხვიდან დაიწყო ყველაფერი !!!
* * *
2012 წელს ედუარდ რეი რცევებს აძლევს მეწარმე - ბიზნესმენებს, ბეთფეირის დაარსებიდან 12 წლის თავზე, ის უკვე იყო ლიდერი საბეთინგო ინდუსტრიისა !!!
-----------------------------------------------------------------------------
В своем докладе на крайней встрече предпринимателей в Лондоне основатель Betfair, Эд Рэй, дал собравшейся аудитории несколько важных советов. «Не смотрите на рынок акций, – убедительно начал Эд. – Смотрите на относительную долю рынка. Если вы владеете 55% рынка, это замечательно. Но если у вашего ближайшего преследователя 45%, считайте, вам придется ввязаться в жесткую борьбу. Если вы владеете 20%, а ваш ближайший преследователь – 2%, будьте уверены: ваши позиции прочны».
Рэй, основавший Betfair вместе с Эндрю Блэком в 2000 году, немало знает о том, как вести успешный бизнес. За последние 12 лет он добился того, что Betfair стал номером один в мире онлайн-ставок. В чем же секрет его успеха? «Никогда не обольщайся, – продолжает Рэй. – Если поступишь так, очень скоро парень, мелькающий в зеркале заднего вида, придвинется вплотную, а затем вырвется вперед, поддав ускорение».
Второй совет Эда Рэя предпринимателям звучит так: «Экспериментируйте, возобновляйте деятельность быстро и постоянно вносите корректировки в работу. Попробуйте что-то новое, и если оно сработает – прекрасно. Если нет – ищите что-то еще. Если вы не делаете ошибок, значит, плохо стараетесь. И никогда не верьте людям, которые говорят, что судить о чем-либо еще слишком рано». Рэй поясняет свою мысль: «Если кто-нибудь скажет вам что-то подобное, смело отвечайте, что это полная чушь. Ведь если дело продвигается хорошо, это уже бы подметили».
* * *
მისთვის, ვისთვისაც ბეთფეირი აძინიქსდვაა, ბეთფეირი ყომარია, ხოლო მისთვის, ვისთვისაც ბეთფეირზე ნავთობი ბურთი , შაიბა და ცხენია ბეთფეირი სამუშაოა, ინტელექტუალური სამუშაო, რომელიც მოითხოვს ყველაფერს ერთად აღებულს, რასაც წლები სწავლობს ადამიანი ! / ვერეტეი/
* * *
თავისი არსით ტოტალიზატორი აფიორულია. აფიორულ პლატფრომაზე მდგარი ! ის ვერასოდეს გასცემს თავის წესებში დეკლარირებულ შემოთავაზებულ პოტენციურ მოგებებს ! ფსონთა "ლანდშაფტს" რო გადახედოთ, რასაც ერთ კარგ დღეს დადებული ბილეთები უჩვენებს პოტენციოურ მოგებას , უდრის ისეთ ციფრს, რომელსაც ვერ გადაიხდის მსოფლიოში ერთად აღებული ყველა ტოტალიზატორი. ის არის მხოლოდ კანტორა გასაღლეტი, რომელიც კაცობრიობის მიერ შექმნილ კეთილშობილ სპორტის სახეობებს მხოლოდ გასაღლეტად იყენებს !!!
მას არ მოსწონს და ჭირისდღესავით სძულს პლიუსავოი მოთამაშე, უწესებს შეზღუდვებს, ახევს ბალანსიდან ფულს ათასგვარი შარის მოდებით, რომ კონკრეტული წარმატებული მოთამაშე, თუნდაც ის უეჭველისტი იყოს, თაღლითობს, არღვევს მათ კონცეფციას და ა.შ. რა კონცეფციაზეა საუბარი ?! შე დალოცვილო, თუ გამოფენილი გაქვს სპორტის სახეობები თავისი თამაშებით და ამაყად ანიჭებ ყველას ფასებს (კუშებს) რაზეც მინდა დავდგები, რა შენი საქმეა ? მე ბლოკს შევკრავ სხვასთან თუ რას ვიზამ, ვინა გკითხავს შენ ? მე ხომ შენთან მხოლოდ იმაზე ვდგები, რასაც აქვეყნებ და რასაც მთავაზობ ? მაშ რატომ ვარ მიუღებელი თუ 10 ჯერ დავდექი და 10 - ჯერვე მოგიგე ? რატომ მზღუდავ ? იმიტომ რომ არავინ მიცავს ? იმიტომ რომ არღვევ პირობას ნიძლავისას ?იმიტომ რომ იტყუები და მხოლოდ გამოუცდელი ბავშვებისა თუ აზარტული ზრდასრული ხალხის გატყავება გინდა ?
რამდენი დაკეტილა, ვერ გადაუხდია, გაქცეულა, მიმალულა, თავი დაუძვრენია და არა მარტო საქართველოში, სხვაგანაც მსოფლიოში !
მთელი პლატფრომა გაშეშებული არასამართლიანი და სიაფანდია ! ირქმევენ რომ არიან კომპანია და აფქტიურად არაფერს ქმნიან. მთელი "კომპანია" ემსახურება ერთს მხოლოდ. მოხვეჭა და მოხვეჭა ! სანაცვლოდ არაფერი იქმნება, პროდუქცია არ იქმნება, ინტელექტუალური არაფერი ხდება....
რაზეა დაფუძნებული ბეთფეირის ბირჟა !
ღია, დემოკრატიულ პლატფორმაზე, სადაც რასაც გინდა იმას აკეთებ, სადაც თავისუფალი ხარ, არავინ გზღუდავს თანხობრივი ჩარჩოებით, დასაზამასკებელი ცახცახით ფსონების შეთანხმებაზე, კონცეფციასთან შეუთავსებლობაზე და ამის გამოისობით მოგებულის ჩაშლაზე... ეს არის არენა და პოლიგონი იდეების ჭიდილისა, სწორი და ჭეშმარიტი ნიძლავისა, პოტენციურად ნებისმიერი შეთანხმების თანხობრივი უზრუნველყოფისა ( თანხა მილიონიც რომ იყოს, უკვე არსებობს გადასახდელად ! რაც ტოტალიზატორს არ აქვს. ის გთავაზობს ჰაერს, ის თანხა სინამდვილეში არარსებობს, რაც ვითომ უნდ აგადაგიხადოს ! დამოკიდებულია იმაზე შემოსული თანხიდან წააგებულების თანხიდან გაისტუმროს მოგებულები და აქედან ტავადაც დარჩეს ! რამდენჯერ მომხდარა საქართველოში, არ დავასახელებ სახელს , მაგრამ ძალიან სახელოვან და პოპულარულ ქართულ ტოტოს იმდენი წაუგია, გასაცემად ფული საკმარისი რომ არ ყოფილა, მოწილეებს სახლები და ძვირფასეულობა ოჯახიდან გაუტანიათ დასალომბარდებლად, ხოლო გარეგნულად ეს ვერავის უგრძვნია და ჰგონებია, ვა რა მაგრები არიან, როგორ კარგად იხდიანო. კითხვაზე, რომ მომდევნო ტური ან ტურები არ მომხდარიყო გატეხვები და კვლავ ზედიზედ 2 - ჯერ მაინც დაჯენილიყო ასეთი "დასალომბარდებელი "ტური კიდევ რას დაალომბარდებდნენ ?!
მთელი სატოტალიზატორო პლატფრომა ყინულია, უძრაობაა, ქვეყნის ეკონომიკის დამანგრეველია, ხოლო ბირჟა ინტელექტუალურია ტავისი არსით, რომელიც მოითხოვს ანალიზებს, გათვლებს, იდეებს, იდეების შეჯერებას, ახლის ძიებას, საკუთარი სისტემის შექმნას, მის დანერგვას....
ტოტალიზატორი მუდმივი პალეოლითია, ხოლო ბირჟა 21- ე საუკუნის ტექნოლითი ! /ვერეტეი/
* * *
ამერიკაში, ლას ვეგასში არსებული სათამაში აპარატები 2% - ზე მუშაობენ. 98 % გაცემაა. ეს მკაცრად კონტროლდება შესაბამისი სამსახურების მიერ.
რამდენია საქართველოში გაცემა ? რამდენ % - ზე უყენიათ საიტებზე რეკლამებ - პრიზებით წამლეკავ "კომპანიებს" ? არსებობს კი რამე რეაგულაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოქმედ ყომარისტულ კანტორას ( და არა კომპანიას) ვალდებულება აქვს გაცემა დააყენოს მკაცრად განსაზღვრულ ზღვარზე ?
ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში. თავისუფლება ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა.
რატომ არ წერს ტოტალიზატორი წესებში, რომ ადამიანი, რომელიც ხშირად მომიგებს და გავა პლიუსზე უნდა დაიბლოკოს ? იმიტომ რომ ამით სახელს გაიტეხს, ეს ანტიპიარი იქნება ! არა და , ყველა ხო ერთი სცენარით მოქმედებს ? ყველა ხო ბლოკავს და შავ სიაში ათავსებს წარმატებულ მოთამაშეს ?
და ამას რა ჰქვია, ლეგალიზებული რეკეტი ? სატყუარა, რომელშიც ვისაც ვერ აბამს, გარიცხვით და დაბლოკვით ემუქრება ?
მაშ, შე მამაცხონებულო, რიღასთვის აცხადებ ამ პოზიციებს და კუშებს ? რისთვის წერ წესებში თანხის მაქსიმალური ოდენობა შეთანხმებითო ! მაშინ დაწერე გარკვევით რომ 10 ლარზე მეტს არ მიიღებ და მორჩება ყველაფერი ! კითხვაზე, რამდენია ეს შეთანმხებით, პასუხია რამდენიც გინდა ! და თითქოს იმიტომ არ წერენ ზედა ზღვარს, რომ მაშინ ამისათის უნდა წარუდგინონ ფინანსთა სამინისტროს პოტენციურად მომგებთათვის კაპიტალი ან ქონება, რითაც შეძლებენ გადახდას. და ეს რომ არ არსებობს, ამისათვის წერენ ლავირებისთვის გაუგებარ ტერმინს - "შეთანხმებით".
წესებში წერია ეღტი მხოლოდ, რომ მოგება არ გაიცემა თუ თაღლითობით ან პროგრამული უზრუნველყოფის გატეხვის გზით მოახდინა ვინმემ ტყუილ მოგებას. ეს ბუნებრივია, სისხლის სამართლის დანაშაულია და არანაირი კითხვა აქ არ ჩნდება ! მაგრამ როცა წესების დაცვით ადამიანი დებს ფავორიტზე, შენს მიერ გამოცხადებულ თამაშზე, ან კუთხურებზე, ან ყვითელ ბარათებზე და იგებს არა მილიონს, არამედ 700 ლარს მაგალითად. მერე მომდევნო თამაშზე კიდევ დებს და გიგებს, მერე კიდევ, და ბლოკავ, რატო ?რატო არღვევ შენსავე მიღებულ წესებს ? ვინაა აქ თაღლითი და პირობის შეუსრულებელი პერსონა , წარმატებული მოთამაშე თუ შენ, რომელიც მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებებით მისწორდები ?
როცა ამას ათვითცნობიერებს ადამიანი, ხვდება ჩემი სიტყვების სისოწრეს და პათოსს. იმასაც რატომ გამოვარჩევ ბეთფეირის ბირჟას ამათგან.
არ შემიძლია არ ვთქვა ორი სიტყვით ამ ე.წ. ქეშაუთზე. ეს არის სამარცხვინო ! ვითომ ეჯიბრებიან ბირჟას, და ჰეჯირება ამათ ქეშაუტად მონათლეს და შემოიტანეს კარგა ხანია, როგორც რაღაც "ინოვაცია".... სასაცილოა და მეტი არაფერი. რას წერს ეს ქეშაუტი ? ფაქტიურად არაფერს, ან თუ წერს ზღვაში წვეთს.
* * *
ამიტომ მომავალში ვინც შემოვა გვერდზე იქნებ რამე გაიგოს ( და ეს გვერდი საქართველოში ერთადერთი ადგილია ბეთფეირზე სასურველი ინფორმაციის მისაღებად) უეჭველიზმისა და ბეთფეირის უერთიერთმიმართებაზე, წაიკითხოს კარგად რასაც ვწერ - ამ ეტაპზე, უეჭველიზმი მკვდარია !
ბეთფეირი უეჭველიზმს ეხმარებოდა მანამ გამოლენჩების ხანაში იყვნენ ტოტალიზატორები. მას მერე რაც უცხოეთში შემოიღეს დამცავი მექანიზმები, ამათაც გადმოიღეს და დაიცვეს თავი. სხვანაირად თავის დაცვა შეუძლებელი იყო. მაშინ თვითლიკვიდაცია უნდა გამოეცხადებინათ. ამის მერე ბეთფეირი, როგორც უეჭველისტების დამხმარე განეიტრალდა.
ახალია რამე საძებნელი. მოსაფიქრებელი. სანამ აზრზე მოვლენ და კვლავ შეიმუშავებენ "ანტივირუსს", მანამ არის მოსაფიქრებელი რამე სხვა ახალი მიდგომა უეჭველიზმისა.
ამ ეტაპზე კი უეჭველიზმის სისტემა სრულიად განიარაღებულია ! რადგან ის იდგა მარტივ ციფრულ კომბინაციაზე და არა იდეაზე ! ამოიკეტა ეს ციფრული კომბინაციის შესაძლებლობა და უეჭველიზმიც მოკვდა ! ასეა, სადაც არ არის იდეა, იქ განიარაღება ადვილია.
ამიტომ დაალაგეთ იდეები. მე არ მაკლია იდეები, მაგრამ სრულად ყველაფერს ვერ მოვიცავ. წერეთ რაც არ უნდა ილუზორულად გეჩვენებოდეთ, დადეთ სქრინები, წარმატებისაც და წარუმატებლობისაც. განვიხილოთ, ვიმსჯელოთ, შევაჯეროთ.
მე ჩემის მხრივ შევხედავ თუ არა სქრინს, ეგრევე გამოვიტან აზრს სად არის ხარვეზი და სად არა. რა საფრთხის ან საფრთხეების შემცველია სისტემა ან მიდგომა, რა ჯობდა გაკეთებულიყო. მოგცემთ მოკრძალებულ რჩევებს,
შეგიფასებთ, მოგაწვდით რაიმე კორექტივას და. ა.შ.
მაგრამ ამისათვის უნდა იყოთ აქტიურები. ხალხის ერთიანობა და სიმრავლე, იდეების, ახალი იდეების გამოჩეკვის წიაღია ! მე მინდა ამ წიაღად ვაქციოთ ეს გვერდი ! და ვერავინ, მილიონების მკეთებელიც კი ვერ შეძლებს ამას, თუ არ იქნება ბევრი ადამიანი, ბევრი იდეა, ბევრი ურთიერთგაზიარება !
ნუ მოგერიდებათ წარმოადგინოთ საკუთარი "ნაშრომები", არავინ არის პროფესორი და აბსოლუტი !
იაქტიურეთ, წერეთ, დაალაგეთ, შემოგვთავაზეთ, ითხოვეთ....
* * *
უკუაგდეთ ეგოიზმი, მორიდება და შემოგვიერთდით გონებით, შესაძლებლობებით, გამჭრიახობით, ინტელექტით....
ერთად შევქმნათ რაღაც ვირტუალური "კონცერნი" თანამშრომლობისა, დამხარებისა, ურთიერთმიხმარებისა,
ახალი იდეების გადამუშავებისა, ახლის მოფიქრებისა, დანერგვისა, შდეგებით სარგებლობისა.