hadesnexus მანდ საიტზე დაჩითე ( თუ ინგლისურის პრობლემაა რუსული ვერსიაც აქვთ საიტის) ნახავ გამზადებული ტრიგეერების ბიბლიოთეკას თავისი სტრატეგიების აღწერით. ბევრი მანდ აფიშირებული სტრატეგია დიდი ვერაფერია, თუმცა ზოგიერთი საინტერესო იდეაა. დალაგებულია ეს ტრიგერ - სტრატეგიები თემატიკის მიხედვით - ბექის სტრატეგიები, ლეის სტრატეგიები , არის ჩოგბურთზე, ცხენებზე, ფეხბურთზე და ა.შ.
ამ სტრატეგიების აღწერაც არის რა იდეაა და რა პარამეტრებით.
არსებობს ასეთი ცნობილი სტრატეგია, რომელმაც თავის დროზე შეძრა მთელი ინტერნეტი - სტრატეგიას ჰქვია მარიას სტრატეგია. ლეისტი იყო ეს მარია. გოგო თუ ქალი.... რომელმაც შექმნა თავისი სისტემა ლეისა, რომლის საშუალებითაც საკმაოდ დიდი ფული გააკეთა რაღაც დროში.
ამ სტრატეგიის აღწერაცაა, ანუ რა არის ეს სტრატეგია და როგორი უნდა იყოს ამ სტრატეგიაზე ფულის მენეჯმენტი.
მოკლედ თვალსაწიერს გაიფართოებ სხვა თუ არაფერი.
მანდ დაჩითე და მიიღებ ინფორმაციას.
სტრატეგიებზე პასუხისმგებელი თავად შემკვეთია. რასაც ეტყვი იმას დაგიმზადებენ.
სხვათაშორის ფეირბოტსაც აქვს ავტომაატური რეჟიმი. ტრიგერის მსგავს ფაილს დაგიმზადებენ თუ ხარ მათი კლიენტი. ოღონდ უფასოდ. მაგრამ არა ისე, რომ უსაზღვროდ. მაგალითად თვეში ორს ან სამს.
უგზავნით ემაილით ( საიტზე ნახავთ ემაილს, ბინტეკოს საიტზე) თხოვნას, რომ ხართ მათი კლიენტი, თავად გიჭირთ ასეთი ფაილის დამზადება და ამიტომ სთხოვთ დაგიმზადონ ფაილი შემდეგი სტრატეგიით და აღწერთ. იდეას, პარამეტრებს, ფსონის ოდენობას და ა.შ. გაითვალისწინე, რომ აუცილებელია, ძალიან დეტალური, დროის მიხედვით, საფეხურების მიხედვით სტრატეგიის აღწერა.
მაგალითისთვის მოვიტან ლეი ზი დროს სტრატეგიას, როგორ უნდა აღწეროთ
მინდა დამიმზადოთ ლეი ზი დროს სტრატეგია შემდეგი პარამეტრებით :
- თამაშის დაწყებიდან 3 წუთის მერე თამაშის მატჩ ოდზში დადოს ლეი ზი დრო 100 $ ( თანხას თქვენ დაადენთ ( თუმცა რა თანხაზეც გაკეთდება, მერე ფაილში მისი შეცვლა ადვილია და მუდმივად შეგიძლიათ თანხები ცვალოთ დანარცენს ხელი არ ახლოთ)
- პირველივე გოლის შემთხვევაში 2 წუთის შემთხვევაში(მაგალითად ვწერ, თქვენ რამდენი ხანიც გინდათ. უბრალოდ რო მიუთითოთ მაშინათვე, პროგრამა ეგრევე დაიწყებს ჰეჯირებას და შესაძლოა ჯერ პანიკურ დაულაგებელ კუშზე მოახდინოს ჰეჯირება და გამოვიდეს მინუსი. ამიტომ 2 წუთი ან რაღაც დრო, რომ გაიხსნას ბაზარი და დალაგდეს კუშები. რადგან გოლის Dშენმტხვევაში არის ხოლმე პანიკა, ასე ჰქვია, ბაზარზე და კუშებიც დაულაგებელია. ისინი უნდა დალაგდეს, გასწორდეს და მერე მოახდინოთ ჰეჯირება ანუ გრიინ აფი) მოახდინოს ბექი ფრეზე და მოახდინოს ჰეჯირება. ან პირდაპირ დაუწეროთ გრიინ აფი გააკეთოსო.
კონკრეტულად როგორც აღწერთ დეტალებში სტრატეგიას ზუსტად იმ პარამეტრებში მოიქცევა ბოტი. ზუსტად და მკაცრად ისე, ამიტომ აღწერისას გაიტავლისწინეთ ბაზრის სპეციფიკა, კუშების დალაგება და მისთანანი რომ პიტალოდ არ მოიქცეს ბოტი.
- ფეირბოტს მარჯვნივ აქვს წარწერა ავტომატური და იქ უნდა დააჭიროთ და იქ გაუკეთოთ ინტეგრაცია ფაილს და მერე სიმულაციურზე გამოსცადოთ. ასევე თუ იქნება ხარვეზი რამეში შეატყობინოთ და ჩაასწორებენ.
* * *
მერე ფეირბოტში შერჩეული თამაშების მარკეტებს დაასეივებთ მაი მარკეტშუ და თითოელს ჩაურთავთ ამ ავტომატურ რეჟიმს , ანუ იმ მარკეტებზე რომლებზეც გინდათ და ტავად თუ გინდათ მარაზიაში წადით ან საქეიფოდ, ის ბოტი იმუშავებს ავტომატურად.
* * *
ამ სფეროში საკლეოზნიკო ისაა, რომ ყველაფერს უნდა ზუსტი და მაგარი მომართვა. რადგან ეს სახუმარო არაა და სანამ დარწმუნებყული არ იქნებით რომ ყველაფერი მომართულია, მანამ დიდ ფულზე რამის გაშვება, პოტისაც კი სახიფათოა და გაითვალისწოინეთ ეს ყველამ !!!!
არ მინდა რომ ვინმემ იზარალოს !
* * *
ეს მარკეტ ფიდერის ტრიგერ სერვისია :
https://marketfeeder.ru/learn/triggers/trig...opment-service/
* * *
hadesnexus დაგაკმაყოფილა ჩემმა პასუხმა ?
* * *
მე ყველა ჩემი სტრატეგია დატრიგერებული მაქვს, ფაილების საკუტარი ბიბლიოთეკა მაქვს.