ესეც დღევანდელი თამაშები....
* * *
ჩვენ გვერდს არ უხდება არა აკადემიურობა ! სიმპტომატური პროგნოზულ - კლოუნიზმი.... ჩვენი გვერდი ან ისევ მოკვდება, ან იქნება სერიოზული და პროდუქტიული.
მიუხედავად ზოგიერთი სკეპტიკოსისა თუ ლუზერულ - ფსიქოლოგიური თუ ბოღმურ - ღვარძლური შეგონებისა, ამ გვერდს არაფრის მთქმელი, არაფრის მომცემი მორალიზმი არ სჭირდება ! არც ქართული კეკლუცი და პოზიორობა , თემას გადაუხვიო შეფარულად შენკენ საშენო თემებზე წაიყვანო სიტუაცია, როგორც გაწყობს ისეც შეფუთო სხვისი მცდელობა თუ აზრი, ნაღვაწი თუ ნაჯაფი და გაბრიაბუების ოსტატური, ცინიკური ქირქილით დაარღვიო თვეების პაუზა არაფრის მოცემა - გაცემისა, გამომზეურებისა თუ საჭირო, პროდუქტიული რჩევა - დარიგებებისა.
გვერდი იქნება აკდემიური, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
მოუმწიფებელი ემოციონალისტ -აზარტნიკების, დამჯენ - გამსხმელ გამხარებლების ადგილი ეს გვედი არ არის.
მე არავის ვაგდებ, მე არ ვარ ამ გვერდის პატრონი და ეს ჩემი სახლი არ არის, რომ ვინც მინდა მხოოოდ ის შემოვუშვა. მაგრამ სურვილი მაქვს, რომ ღლაბუცმა და არაფრის მთქმელმა თუ არაფრის მომცემმა იწილო - ბიწილომ თემა არ დაალაქაოს.
მე გამოვხატე მაღლა რამდენჯერმე ჩემი დამოკიდებულება და საბოლოოდ ვიმეორებ მოყვარისა თუ მტრის გასაგონად :
რასაც საჭიროდ ვთვლი ვასაჯაროებ იმ სტრატეგიას თუ მიდგომას. თუ რამე იქნება საინტერესო ვცდილობ მოგაწოდოთ და გვერდი იყოს საინტერესო.
კითხვებზე პასუხს ვცემ ღიად თუ პირადში მოწერილს. უყურადღებოდ არ ვტოვებ ვინმეს დასმულ შეკითხვას, თუნდაც ის საერთოდ არ მეხებოდეს და არ მადარდებდეს.
მე-3 გაყინული გვერდიდან თვეების განმავლობაში ავედით 32 გვერდზე დღეისათვის და თუ ვინმეს ასე შეგტკიოდათ გული, ახლა რომ ჭკვას გვარიგებთ და ირიბად გაკილვასაც არ იშურებთ, გაგენძრიათ ტვინი თუ არა ხელი მაინც და მოგეკითხათ პანდემიის დროს თანაფორუმელები. ვალდებულების არა ისე ჰუმანიზმისა და ამხანაგობა - მეგობრობის თვალსაზრისით, სოლიდარულობისად მაინც....
მე რამდენიმეს მივწერე აქედან, შორიდან როგორც არაფორუმელ ნაცნობ - ახმანაგ - მეგობრებს მოკითხვით როგორ იყვნენ ისინი, ასევე აქ რამდენიმე ფორუმელს, ვინც გავიხსენე სახელებით და ჩემთან კონტაქტით, თუ როგორ იყვნენ ისინი. ეს ელემენტარული ადამიანობაა და ამით არ ვიკვეხნი თავს. ასე არ გაიგოთ. ამას ხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ თუ ვინმე შემოდის გვერდზე ნუ შემოაქვს "ოჯახში" დისონანსი.
განხეთქილების ვაშლი, ეჭვის ჭია და ა.შ.
ჩვენ არ გვჭირდება გაფრთხილება "მაშენიჩესტვოზე", რადგან არავინ გვთხოვს ტყუილად ფულებს და არც თავად ვითხოვთ ფორუმეზე გარჯისთვის.
აცოცხლეთ გვერდი, ღირებულს დრო და ერთიანობა ქმნის
* * *
არასოდეს მიტრაბახია რა პროგნოზი დამიჯენია, ან თავის დროზე "მაზავშიკებს" როგორ უბარებიათ პენსიასავით დაჯენილ - მანეგები, არც ის, თუ თავის დროზე როგორ ჩამიბარებია ასრონომიული წაგებები. მე ეს ყველაფერი გავლილი მაქვს და იმდენზე მეტი მაქვს ცხოვრებიდან მიღებული, ვიდრე მჭირდებოდა ცხოვრების გამოცდილება მიმეღო. შეცდომა შეცდომაზე დამიშვია, დავცემულვარ და განადგურების პირას ვყოფილვარ. მარტო წამოვმდარგარვარ, და კვლავ დამიშვია იგივე შეცდომა ! მერე ნელ - ნელა დავიწყე სწავლა ჩვეული შEცდომების არდაშვების....
მე ჩემი ცხოვრების ეპიზოდებით თავი არასდროს მომიბეზრებია. თუ რამე მითქვამს და მომიყოლია მხოლოდ იმიტომ, რომ აქ შემოსულს თუ მომავალში შემომსვლელს მცირედ მაინც გაეთვალისწინებინა რამე.... ბევრი ჩემი შვილების ასაკის შემოდის, რომელბიც სხვანირად უყურებენ აწმყოს, ამ სფეროს.... უფრო ეიოლებათ და ა.შ.
თუ რამე დამიწერია, ის მიგულისხმია და ის აზრი გამიტარებია, რომ გამარჯვება მარცხის გარეშე არ მოდის და რომ მარცხები გვზრდის არა მარტო ადამიანებს, არამედ იგროკ - ტრეიდერებსაც.
აქ დადებულ სხვისი სქრინებისთვის ისევე მიგულშემატკივრია, როგორც საკუთარისთვის. ეს როგორც გინდათ ისე გაიგეთ. მაგრამ სრული გულწრფელობით ვამბობ ამას. რადგან სხვამ ვინ თუ არა მე კარგად ვიცი რა არის ეს !!!
ასე, რომ მეგობებო და ფორუმელებო, იყავით ერთმანეთის მიმართ ადამიანურად განწყობილი... არ გვინდა მესამე პირში , სასხვათაშორისოდ ქირქილმაისტერობა ! თუ რამე არ მოგვწონს პირდაპირ ვთქვათ, თუ რამეში შეგვიძლია კორექტირება , "პოჟალუსტა - ფლიზ - გეთაყვა"!
მე აქ იმიტომ არ შემოვდივარ "კრისულად" გატრუნული ვიყო იქნებ რამეს მოვკრა ყური ჩემთვის სასარგებლო "პადაჩას" რომელსაც ავიღებ და განვავრცობ - გავაძლიერებ ან რამეში გამოვიყენებ როგორც მოწვდილ კარგ იდეას თუ საკითხს. და ასე ჩუმჩუმელობა - ეგოისტურად.
წერეთ, იმჯელეთ, გაგვაცანით თქვენი გამოცდილება, აზრები, მიღწევები, მარცხები, მარცხის საკუთარი ინტერპრეტაციები.
მე შემთხვევით არ დამიდია ინფორმაცია თაიმ მაჩინზე. მე არა ვარ მარკეტფიიდერის მოყვარული, რადგან მაღიზიანებს მისი ინტერფეისი. მე ბოთბითლისტ - გიქსისტი ვარ !!!!
სტრატეგიების ნუსხა მაქვს - და მათი რაოდენობა ძალიან ბევრია. ძალიან და ძალიან. მათი დიდი ნაწილი გატესტილი მაქვს დიდ დროში სწორედ ასეთი სერვისებით. რამდენიმე ვეპესი მაქვს ნაქირავები ინტერნეტით და გაშვებული მაქვს ავტომატურ რეჟიმში სავაჭროდ თუ სატესტად ! ვაჯამებ, ვამუშავებ, ვუყურებ შედეგებს, ვხედავ სად არის ხარვეზი, ვცდილობ მათ ჩასწორებას, ისევ ვუშვებ და ა.შ.
ავდექი და გავაზიარე. ახლაც ვწერ დეტალურად ფორმას, თუ როგორია კვლევა - ძიება, თუ როგორია სტრატეგიების შექმნისა თუ ფორმირების ქურა !
ცუდია ? ამის დაწერას ჯობია ემოციური პროგნოზმაისტერობა ან მორალისტობა და "თქვენზე ზრუნვა" ემანდ ვინმემ ფული არ აგახიოთ ?!
ჰგავხართ ასეთებს ასე იოლად ვინემ რამე აგახიოთ ?
ან ვინმე ჰგავს ამხევს ?
ამიტომ არ გვინდა ეს ცრუ ბაზარ - შეგონებანი !
ვიყოთ, ვწეროთ, მივესალმოთ ( ზოგმა ესეც კი არ იცის, შემოსულა და ერთი სალამი არ უთქვამს და თუ რამე დასჭირდება მოცუნცულდება პრივატში და იქ მოგესალმება თავით იატაკამდე ჟესტით. ესეც ქართული ცუდი ჩვევაა. ჩვენდიდი ერი ვართ ბევრი ცუდი თვისებით. როცა გვჭირდება ვინმე, მაშინ ვცდილობთ იოლად ვირეშმაკა ტკბილი სიტყვებით მოთაფვლას. ასეთ დროს ჩვენი თავი ჭკვიანი გვგონია და სხვა სულელი)
სიკეთე და გამარჯვებები ვუსურვოთ ერთმანეთს, ერთმანეთის გამარჯვებებით გავიხაროთ, მარცხთ კი შევწუხდეთ !
გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები, წინ წავიყვანოთ საქმე და სქმეც წინ წაგვწევს !!!!
* * *
დაიჯერებთ, რომ სატრიალო კაპიტალი 30 $ - ით შევქმენი, რადგან ყველა იმრიზებოდა ამ სფეროში თანამონაწილეობისგან თუ დაკრედიტებისგან ?
დაიჯერებთ, რომ დღეს ფულის სათხოვნელად მოსული მაშინდელი გაფუყებული ზემოდან მომზირალი შენზე მეტის მქონდე დასაქმებული ამრეზად და მედიდურად დაგცქეროდა ზემოდან და არც კი ანაღვლებდა მშიერი იყავი თუ მწყურვალი, რა დარდი გქონდა ან რა სევდა ?
განვლილმა წლებმა დამანახა, რომ ყველა, შინაური თუ გარეული თავის ნაჭუჭშია და საბოლოო ჯამში ყველა თავის თამაშს ეწევა. განვლილმა წლებმა დამანახა, რომ შენი გამარჯვებებით დაფინანსებულ სუფრაზე მოლხენა კარგუია, ხოლო შენს დარდზე თუ ტრაგიკულობამდე მისულ მდგომარეობაზე ჭირისუფლობას ვინ ჩივის და მომსამძიმრებლის როლში ყოფნაც კი არავის უნდა ?!
მაშ რა ქნას ადამიანმა ასეთ დროს ! განა ყველას უმართლებს ცხოვრებაში ?! განა ყველას სამართლიანად ექცევა ყოფიერება ?!
და იკეტები შენს თავში, შენი სურვილებით, მისწრაფებებით, ოცნებებით.....
საუკეთესოდ წარმოსახული შენეული ცხოვრების მოდელი საარქივოდ მზადდება ! როგორი ძნელია ამის გათავისება !
არ ნებდები, არ აწერ ხელს საბოლოო დამარცხებას ! თუ იმ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც ვერ რეალიზდები, განა ეს ნიშნავს რომ არ ვარგიხარ ?!
და იწყებ ფართხალს, ხოლო შემდეგ ნაბიჯების გადადგამს, სწოპრედაც იმისათვის, რომ დაამტკიცო შენი ტყუილად ჩამოწერის სიმცდარე. გინდა დაამტკიცო გალაქტიონის "მესაფლევის" პერიფრაზირებული პათოსი - კვლავ მოაცუხცუხო წარმატებისა და წარმატებულობის მოყვარული ობივატელ - მასად გათქვეფისტები მხოლოდ საბანკო კრედიტებით გაფუყებულ - ზემოდანმაცქერალნი ( თამაშობ არა?!). კი, კი, კვლავ მოაცუხცუხო იმ გაშლილ სუფრაზე სალხენად, რომელსაც შენი ტრაკით ( ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვაზე, მაგრამ ზუსტად შეეფერება კონტექსტს. ზოგჯერ ჟარგონები და ასეთი სიტყვები გაცილებით ზუსტად და კარგად გამოხატავს ხოლმე სინამდვილის არსს, ვიდრე "გეთაყვისტური" ლიტერატურული სიტყვები) , შრომით, ოფლით იქნება ორგანიზებული.
მე მუქთა შემოსავლის მქონეთ ბევრ ჩინოვნიკს ვთვლი, პრემია - დანამტებს რომ იწერენ თავის ხოშზე 5 და 6 ნიშნა ციფრებს ღატაკ ქვეყანაში.
არც იგროკი და არც ტრეიდერი მუქთა ფულს არ შოულობს ! ეს სტერეოტიპი ერთ ადგილზე გაიკეთონ მუქთისტ - უზრუნველისტებმა ! დილით რომ ყავას დალევს და კრედიტიანი მანქანით გაეშურება სამსახურში, ხოლო იქ თუ საქმეს დასჭირდება არც "პადნოშკებს" დაიზარებს დასაწინაურებლად თუ ნდობაში შემოსულის მოსაქისტად !!!!
ეს საქმე მარტოხელა მგელიზმია !!!!!
მარტო ხარ და მარტო ებრძვი მილიონობით მოწინააღ,დეგე ტრეიდერ - იგროკს ! აბა აქ გინდა გონება, აბა აქ გინდა ნერვები, აბა აქ გინდა სიწყნარე, მშვიდი კაბინეტი, აბა აქ გიბდა ინტელექტი !!!!
მარტოხელა მგელი ჩემთვის უმაგრესია ! ჰერმან ჰესე რომ ცოცხლაი ყოფილიყო და მოესმინა ჩემთვის, იქნებ მეორე შედევრი დაეწერა "მარტოხელა მგელზე".....
აქ ბევრი თქვენგანი მგელია ან (კარგი გაგებით ) მგლის ლეკვი. ჩვენ ჩვენი სანადირო ტყე გვაქვს და არავის გავაჩეხინებთ მას......