მინდა კომენტარი გავაკეთო ამ ფრაზაზე.
კარგია ასეთი ვარჯიში, გასათვითცნიებირებლად, სადამკვირვებლოდ, რაღაცეების აღმოსაჩენად და ა.შ.
მაგრამ გაითვალისწინე ერთი ნიუანსი. კუშები ვირტუალურზე თუ ნაღდზე ერთნაირია, ერთნაირია ცვალებადობაც. ნუ , ყველაფერი ერთნაირია, რა ნაღდზე ჩაგირთავს და რა ვირტუალურზე. მაგრამ ნაღდზე მუშაობის დროს ისე სწრაფად არ მოხდება ჰეჯირება, ნებისმიერი გარიგება, ლეი თუ ბექი, გადაკეტვა თუ გრიინ აფი. რადგანაც ვირტუალურზე მიაღწევს რა კუში მითითებულს, ეგრევე აკეტებს ოპერაციას. ასეთ დოს ადამიანი განიცდის დიდ კმაყოფილებას, რა სწრაფად აკეთებს საგრიინაპო ოპერაციებს....
ნაღდზე ეს ასე არ იქნება ! რადგან ნაღდზე ნაღდად უნდა დადგს ვინმე თქვენს განაცხადზე. თუ არ დაუდგა ფულით ვინმე, ის ასე იქნება ჩამოკიდებული. ამ ნიუნასიდან სათავეს იღებს სხვა ქვენიუანსები. რომელბიც თანდათანობით ამოტივტივდება და გააჩენს გარკვეულ შსაფერის პრობლემებს.....
ამიტომ არის, რომ ასეთი ნიუანსების თავიდან ასარიდებლად გამოცდილი ტრეიდერები არ შედიან ისეთ ბაზრებზე, სადაც ცოტა ფულია. დააკვრდი ერთ რამეს - არალიკვიდურ ბაზრებზე როგორია სხვაობა ბექსა და ელის შორის. თუ სტაბილურ ბაზარში, სადაც დიდი ფული ტრიალებს და ფრიად ლიკვიდურია, ბექსა და ლეის შორის სხვაობა ძალიან მცირეა, არა ლიკვიდურ ბაზრებზე ცოტა ფულიტ და ცოტა კლეინტით, ეს განსხვავება დიდია. მაგალითად: ლიკვიდურ ბაზარზე დავუშვათ ბექი არის 2.0 ლეი არის 2.05 ჰა ჰა 2.1
არალიკვიდურ ანუ ცუდ ბაზარზე კი ბექი 2.0 ლეი 2.2 , 2.3 , 2.4 და ხან მეტიც კი.
ეს ცუდია ! ამასაც აქვს თავისი ნიუნსაები თუ ქვენიუანსები !!!! ასეთ დროს ძნელია და დიდი დრო უნდა ბექ ლეის გაკეტებას, დიდი დრო კი ბევრიალბათობებია !!! ამასაც უნდა გათვალისწინება. ამ დროის მომენტებს ისე ვერ ნახავ ვირტუალურზე !!!! საბაზისოდ ვირტუალურზე ვარჯიში, თვალსაჩინოებისთის რაღაცეები სნახვა კარგია. მაგრამ ის ვერ მოიცავს ბეთფეირის ნიუანსურ და ქვენიუანსურ რესურსებს....
* * *
არის რამდენიმე კარგი ტრეიდერ - თეორეტიკოს - პრაქტიკოსი, რომელთა ლექციებიც მომისმენია . ( ინგლისურადაა ეს ლეციები და შეგიძლიათ თავად მოუსმინოთ ბეთანგელის საიტზე მოძებნოთ თემატიკის მიხდვით დალაგებული ლექციები. ან სხვა, ასეთები ბევრია ინტერნეტში ინგლისურ - რუსულად)
თავის დროზე როცა ბევრი რამის საიმში არ ვიყავი და ვუსმენდი ამ ბლა ბლა -ს ნევრბეი მეშლებოდა !!!!! რატო ? მე მინდოდა ერთი რამე მარტო ! 2 წუთში ეთქვა ეს 1 საათიანი ბლა ბლა თუ რა ქვნა, რამდენი მქონდეს, რაზ დავდო და მერე რა ოპრეაცია გავაკეთო ისეთი რაც ფულს მომაგებინებს და მაშოვნინებს !!!!!
ეს განცა მეც მქონიდა და ეს მეც გამივლია !!!!! ეხლა ვხვდები რა გულუბრყვილო ვიყავი !!! ეხლა ვხვდები ამ წლებმა როგორ გამზარდა ამ თვალსაზრისითაც რომ მაშინდელ ამბიციურ "მე"-ს დღევანდელი "მე" ასე დასცინის და იბრალებს !!!!
არარსებობს ასეთი რამ!!!! არის ზოგადი მასალები საბაზისო ელემენტების მომცემი, სტრატეგიებიც კი რომლებსაც მიმოიხილავენ ( და არ არსებობს ინკუბატორულად გაშვებული სტრატეგიები) არის ინფორმაციულობისთის და მათ კლასიკური სახე აქვთ შემეცნებითი) ყველაგან გაცილებით მეტი ტყუილ ბლა ბლად გეჩვენება. მაგრამ ეს ასე არარის. ეს ბლა ბლააა გაკვეთილი !!!!
აქაც ჩემს მიერ დაწერილი ბევრი სიტყვა და წინადადება, კონკრეტულ - საქმიანი თუ ფსიქოლოგიური ელფერის ზოგს ბლა ბლად ეჩვენება. დაე ვიყო ისეთი ბლა ბლაისტი, როგორიც პიტერ ვებია, ან ერსენ გუვენი, ან თუნდაც აბრაჰამ ოკონორი.... და ვნ მოსთლის კიდევ მათ....
მაგრამ ამ ბლა ბლა- ში ძალიან ბევრი აზრია ჩადებული.
მახსენდება ხოლმე ცნობილი მეცნიერის პავლე ინგოროყვას ერთი ამბავი. თვეები უფიქრია რომ რაღაცი ტქმა უნდოდა, ერთერთი კვლევის დროს, და თვეები იფიქრა რომ ეთქვა - "მზე ზენიტშია"....
რატო გამახსენდა ეს - თვეები მიფიქრია, თვეები მიკეთებია აღრიცხვა და დაკვირვება რაღაც უბრალო ნიუანსზე. თვეები მიფიქრია და მიტარებია კვლევა - ძიება რომ მეთქვა - რა არის ბეთფეირის პრინციპი, ააა, თუ არ წააგე ვერ მოიგებ... უნდა რაღაცაზე წააგო, გაწირო, რომ სხვა რამეზე ამოიღო. ერთგავრი თამამი მარაოზაცია თუ შიძლება ასე ვუწოდოთ....
ამ ფრაზამ ჩემშივე, ჩემმა აღმოჩენილმა სხვაგვარად დამაწყებინა ფიქრი, ყურება, ამ ფრაზამ დაიწყო ტოტაალიზატორული ჩარჩოების მსხვრევა....
* * *
მესმის , რომ რუსთველის გენიალური ფრაზა დიდი სულიერებაა და ასე ტრეიდერიზმის პრინციპების დოენდმე მხოლოდ არდამყავს ! თუმცა ამ ფრაზა ძალიან ენათესავება - რასაცა გასცემ შენია, რასც არა დაკარგულია !
პირდაპირ ასახავს საბეთფეირო პრინციპს. თუ ტოტალიზატორულად დადექი რაღაცა პოზიციაზე და ელოდები ან დაჯდება ან არა, ან მოვიგებ ან არა....
ბირჟაზე სხვანაირადაა ( ბირჟაზეც შეიძლება ტოტოს ხალხის ტამაში. კი გენაცვალე, დადექი და დასვი პროგნოზი და იტრაბახე მერე ხო ვამბობდიო !!!)
უნდა გასცე, არ უნდა იყო "ჟმუტი", არც ხარბი უნდა იყო, არ უნდა იძუნწო შსაფერის მომენტში, არ უნდა დაიხშო შიშითა და ცახცახით ან ცრუგულადობით ინტუიციის გენიალური სიღრმე. ინტუიციას სიმშვიდეში და სიჩუმეში , მარტოობაში უყვარს აზროვნება. ეს მისთის "სუფთა ჰაერია". ინტუიცია ისეთვე დიდ როლს თამაშობს ამ სფეროში, როგორც ჭადრაკში. ტალის თუ სხვა გენიოსის თავბრუდამხვევი კომბინაციები სწორედ ინტუიტიურია და ლოგიკური ჩარჩოებით მდიდარი და ადამიანური ინტუიციის უქონელი სტოკფიშიც კი ვერ ხსნის.
ასეა, უნდა გასცე რომ შენი იყოს, უნდა წააგო, რომ ის გაცემული იყოს და სხვა რამეზე უნდა აიღო კიდე სხვისი გაცემული.... აი, ბეთფეირის ბირჟის ფილოსოფია !
უნდა გასცე
* * *
და ბოლოს, ტოტალიზატორი უფრო მაზავშიკურ მოკრიმინალო ბუნებასთან ახლობელობს, ბირჟა კი შემოქმედებით ინტელექტუალურთან.
* * *
ამიტომ ბრუნავს ყველაფერზე თანხები ბეთფეირზე. წარმოიდგინე ასეთი რამე ბარსელონა რომ 0-3 წააგებს ოვიედოსთან, ამაზეც კი ფულია ! რა სიგიჟეა არა ? ვინ არის ის გიჟი, რომელიც შესაბამის ლეიზე ბექით დაგიდგება, მაგრამ აქაც კი არის თანხა !
საშენოდ გაცემას ვერ აცდები საშენოდვე მიღებისთვის !
* * *
აი,რა არის ბირჟა.
კლიენტების დიდი ნაწილი მხოლოდ გრიდში აკვირდება კუშებს. ბაზრის სიღრმეს კი ლადდერი აჩვენებს. იგივე ბაზრის იგივე პოზიცია, რასაც უყურებთ გრიდში, აბა გადართეთ ლადერში და დააკვრდით მას რა ხდება იქ. როგორ ვაჭრობენ, როგორ დგებიან რიგში თანხები, როგორი მოთხოვნებია. აბა დააკვირდით ლადდერში უკვე როგორ იკავებენ ადგილებს თანხები , როგორ ხდება მათი განთავსება სხვადასხვა ფასებზე. გაგიჩნდებათ შეკითხვები, უამრავი თანაც, რატომ შვრებიან ასე, რა გათვლები აქვთ, რას ელოდებიან, რატომ, საერთოდ რა ოპერაციას ატარებენ ?
ლადდერში ( კიბე) ჩანს კონკრეტული პოზიციის ბაზრის სიღრმე. მისი დაკვირვება , ჩარტების ანალიზი და მისი გამოყენების ტექნიკის ფლობა განაპირობებს თქვენ ზრდას და არა რამდენჯერ დასვამ ბაიერნის მოგებას ან გატეხვას.....
* * *
ვალაგებ ერთი ინგლისელი ტრეიდერ -თეორეტიკოს - პრაქტიკოსის ვაჭრობის სქრინებს ამასწინანდელ თამაშებზე :

* * *
განვიხილოთ პირველი სქრინი.
კარგად ჩანს, რომ ეს არის ამ თამაშის მეტ/ნაკლებლობის 3.5 ნაკლები.მეტის ბაზარი. ესე იგი 4 ბურთზე მეტი რო გავა ან ნაკლები.
ასეთ სქრინს ფასი აქვს, როცა ჩანს დადებული თანხის რაოდენობა, დრო, რა დროს მოხდა შესვლა და რაზე. და აქვე პასუხი რატომ - ზე.
სქრონში ესენი არ ჩანს, ის უბრალოდ ეფექტური მნიშვნელობისაა , რადგან გვიჩვენებს წარმატებულ ვაჭრობას, წარმატებული ოპერაციის შედეგს !
მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ, დაახლოებითი ფაქტორებით მაინც და გავშიფროთ იგი.
აშკარაა, რომ თანხა დადებულია ჩარტის გათვალისწინებით, როცა 3.5 - ზე მეტობის კოეფიციენტმა თავი ასწია მაღლა. და ის დაებულია ან პრიველი გოლის წინ, როცა 3.5 ზე მეტი კოეფიციენტი არსებულტან შედარებით აწეული იყო და უკვე საკმაო დრო იყო გასული და უკვე მწიფდებოდა გოლი ან 1-1 ის მერე, დიდი პაუზის შემდეგ მესამე გოლამდე, როცა 2 ბურთის შემდეგ დაბლა ჩამოვარდნილმა 3.5 - ის მეტობის კოეფიციენტმა კვლავ დაიწყო თავის აწევა მაღლა და გარკვეულ ნიშნულს მიაღწია. ასეთ დროს ხდება დაკვირდვება თამაშზე ან თამაშის ლაივ სტატისტიკაზე, როგორია შოთს ონ თარჯით. კარგია ბურთის ფლობის % - ულობის გააზრება, შეტევების რაოდენობა და უპრატესი ამ მხრივ გუნდის განსზღვრამ ნაგრამ ძირითად როლს მაინც ასრულებს მიზანში დარტყმები, კარში დარტყმები, შოთს ონ თარჯით. რადგან ხშირად ხდება ამ კომპონენტში უპირატესი და ბურთის ფლობაში ცაორჩენილი გუნდი იტანს გოლს.
მოკლედ მოხდა დაკვირვება, ასევე ჩაირთო ინტუიცია, რომელმაც ივარაუდა გოლი ან გოლები ( თუმცა ასეთ დროს გოლიც საკმარისია ივარაუდო, თან არა გვიან მსაჯის მეირ დამატებულზე, არამედ უფრო აქეთ).
და განათავსა თანხა, ამის დადგენა ცოტა ძნელია რამდენი, მაგრამ დაახლოებით მაგის განსაზღვრაც შეიძლება, 3.5 - ის მეტობაზე. ესე იგი ტოტალიზატორულად, მას სჭირდებოდა 4 ბურთი. ინტუიცია მგონია გაამააგრა იმ ფაქტორმა, რომ ფიურტი ფავორიტი იყო და აგებდა 0 - 1 - ს და გატანა ესაჭიროებოდა. იმისათვის რომ ეშველა თამაშისთის, ჯერ ერთი უნდა გაეტანა აუცილებლად. ამავე დროს გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სპეციფიკაა - მეორე ტაიმის მეორე ნახევარში და თამაშის მიწურულს გოლების გასვლა.... შესაძლოა გუნდებმა ამ ლიგაში მთელი 80 წუთი ირბინონ 0-0 ზე, მაგრამ თამაში დაატვრდეს 2-0, 2-1, 1-1 0-2 და ა.შ. უთუოდ ამ ფაქტორებმა წააქეზეს , ვიმეორებ წააქეზეს ინტუიცია....
თუ ეს დაიდო მეორე გოლის წინ და არა პირველის, რომელიც უფრო ასე მგონია , მაშინ თამაშში მეორე გოლი , როცა გახდა 0-2 უკვე მისცემდა პროფიტს, ტრეიდერმა მისცა მას ჰეჯირება. ანუ გრიინ აფი არ გაუკეტა ( რასაც ვეზახით ზოგიერთი მოხსნას, ქეშ აუტს) უბრალოდ ის გადაკეტა, დააჰეჯირა. ამით მან მოახდინა რისკის ნულამდე დაყვნა, ნაკლებობაზე დაწერილი წითელი მინუსი ჩაამწვანა ნულით. და მიუშვა, რადგან 0-2 - ზე კვლავ ვარაუდობდა გოლს მაინც, ოსნაბრიუკის გოლმა 0-3 კი გაათანაბრებინა გრინა აფის მეშვეობით და აღარ დასჭირდა მას ბოლომდე დასმა, მე -4 ბურთზე დალოდება.
* * *
განვიხილოთ მეერე სქრინი.
აქაც იგივე ტექსტი შეიძლება,რომ ვერ ვხედვთ დადებულ ფულს, დროს, რა ოპერაციები შესრულდა, მაგრამ აქაც, რა თქმა უნდა, მისი გაშიფვრა შგვიძლია. და ეს აუცილებელია, რადგან სქროინებს წარმატებული ვაჭრობისა აზრი აქვს როგორც სასწავლო მაგალითს რომ გავშიფროთ.
მოკლედ, თანხა დადებულია ორ ვარიანტში ერთ ერთი. ან აქ განახორციელა ლეი ზი დრო( ლეი ფრეზე) 1-1 - ის დროს და დაჰეჯირდა 1-2 ზე და 1-3 - ზე დაგრინაფა.
ან 1-3 - ის დროს დადგა ფრაიბურგის ლეის და უკვე 2-3 ის დროს დააჰეჯირა, ხოლო 3-3 ის დროს დააგირნაფა.
დააკვირდით ამ საფეხურებს, იდეებს, კარგად წაიკითხეთ, გაიაზრეთ პროცესში რა და როგორ იქნებოდა რასაც ვწერ და მიხვდებით კარგად და გაითავისებთ ამგვარ სტრატეგიებს, თუ როგორ, როდის, რანაირად მუსაობენ ისინი და როგორია წარმატებისათვის საჭირო ტექნიკური ხერხები ადამიანისთვის.
* * *
ეს ერთ ერთი ლიდერი პროგრამაა დღეს არსებულ საბეთფეირო ვაჭრობისთვის პროგრამებში.
ბეთანგელი

ეს მისი აკადემიაა.
* * *
ეს პიტერ ვებია თავის აკადემიაში. ეს კაცი იყო ტრედიერი, მერე დაწერა ასეთი პროგრამა, მერე გახსნა აკადემია ლონდონში. ხალხი სერიოზულად ეკიდება სწავლობს მას.

პიტერ ვებს სატრეიდერო მასტერკლასებიც აქვს ხოლმე.

ლონდონის აკადემიაში კი ასეთი საკლასო ოთახებია :

სხვა მენტალიტეტია, სხვა აზროვნებაა ევროპელებში. იქ ჩვენსავით ყველაფრის მცოდნეობის ამჩენებლები არ აროიან. ყოველ შემტხვევაში იმდენი და ისეთი რაოდენობით როგორც ჩვენთან.
რათ უნდა სწავლა აძინ იქს დვას არა ?
ესე იგი უნდა ხო ?!
* * *
ეს ერთ ერთი ლიდერი პროგრამაა აგრეთვე. ფეირბოტი.
გამოირჩევა მრავალფინქციურობიტ, ადვილად სამართავია.არის ინტუიტიურად ადვილად შესასწავლი. აქვა ავტომატური ფუნქციაც.
განსაკუთრებით კარგია დამწყებთათვის თავისი მოხერხებული ინტერფეისით.
* * *
ბოტბითლი, მოგვაინებით გამოჩენილი ამ ბაზარზე . საკმაოდ მოკლე დროში მოახერხა ბელორუს პროგრამისტთა ჯგუფმა თუ თავად პროგრამისტმა ანდრეიმ მისი შექმნა და დახვეწა. არის საკმაოდ გემოვნებით შესრულებული და ასახავს მრავალ საჭირო ნიუანსს სატრეიდერო საჭიროებებიდან.
მოსახერხებელია და სასიამოვნო... ასევე იაფია მისით სარგებლობა 2 თვეში 10 $
მაღლა გამომრჩა მეთქვა ფეირბოტი თვეში 11.95 $ ღირს.
* * *
ეს მარკეტფიიდერ პროა. ამაზე ზემოთ გვქონდა საუბარი და ბევრს აღარ ვისაუბრებ. ერთს ვიტყვი, რომ გამოირჩევა ტრიგერული ავტომატიზირებულობით.
* * *
გიიქსი - ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი პროგრამა. საკმაოდ პრაგამტულად გააკეთებული, მოქნილი, ბლოკნოტისებური, არ იკავებს დიდ ადგილს, ადვილად სამართავი და ლამაზი და მოხერხებული ინტერფეისით. წარმატებულად მიმდინარეობისას მთელ პროგრამას სიმწვანის სიხასხასე გასდევს, რაც ძაალიან სასიამოვნოდ მოქმედებს ნერვებზე.....
3 თვე 20 ფუნტი ღირს. კარგი პროგრამაა, თუმცა ფუნქციებით ისე არაა ბოლომდე დდავანაროტკებული, როგორც მაგალიტად ფეირბოთი ან ბეთანგელი....
თუმცა არ ჩამოუვარდება და მაგარია ძალიან. ჩემი ფავორიტი პროგრამაა. ბოთბითლი მას წააგავს და სწორედ ამიტომაც გავხდი ბოთბილისტი.....
* * *
გრასსი - საკმაოდ ბოლომდე დახვეწილი პროგრამა, მრავალფუნქციური. თუმცა მისი ინტერფეისი ჩემთვის მიმზიდველი ვერ გახდა. ძალიან კარგი პროგრამაა და აქვს ისეთი რამეები, რაც სხვა პროგრამებს არა აქვს.
მაგრამ ესთეტიურობის გამო სხვები ვამჯობინე.
მე არ მინდა თავზე მოგახვიოთ ჩემი აზრი და ვიცი, სხვა პროგრამებს თრაიალის დრო რომ გაუვა, ამასაც გამოიყენებთ

))) რადგან 30 დღე უფასო თრაიალი აქვს ამას. და საკმაოდ იაფია.....
პროგრამულ რეიტინგებში გრასი ერთ - ერთ ოირველ ადგილს იკავებს....
This post has been edited by Veretei on 27 May 2020, 15:30