არც ეს სტრატეგიაა სერიული რომ 0-0 მორჩება ტუ არა თამაში მიუშვა ბრმად. აზროვნებაა საჭირო, სტატისტიკა, ინტუიცია, გამოცდილება, ხედვა, წარმოდგენა,ზოგიერთი ჩემპიონატის სპეციფიკის გათვალისწინება.... რა ვიცი, ბევრი რამეა საჭირო..... ამიტომ ამ სტრატეგიისთვისაც საჭირო იქნება ანალიზურ - ინტუიტიური მიდგომა და ასე შერჩევა....
* * *
acfh
საქართვეკლოდან მეორე ლიგაც კი ჰქონიათ..... ინებონ კეთილი , მაგრამ ერთხელ რო შეუვარდი ასეთ დროს ჩატში და პრეტენზია განვუცხადე, მითხრეს, ტრანსლიაცია დაიკარგა და ამიტომ გაჩერდა ბაზარიო....
ასეთ დროს ვერაფერს შველი ფულს !!!! ამიტომ არის, რომ არ რისკავენ გამოცდდილები ფულს !!!! ჯოხით რომ სცემო დიდები არ შევლენ ასეთ არასაიმედო ბაზრებზე... რადგან როდის გაითიდსება და როდის დაიკეტება ინ იცის.... ეს საფრთხე არ არის დიდ და პოპულარულ ლიგებზე....
* * *
ამიტომ არ ვარგა ცხნებეის არა ბრიტანული ბაზრები... ჯერ ერთი ლაივები არაა და აქა - იქ ზზოგიერთი თუ ლაივია არც ეგ შველის საქმეს....
ასეთი ცხენების ბაზრებზე არ ვარგა არც პრემატჩიზმი, რადგან არალიკვიდურია.... ეხლა შEვხედე ამას წინებზე ამერიკის ცხნებს და გამიკვირდა მომატებულა თანხები... და მივხვდი, როგორც პანდემიის გამო, იგროკები და ტრეიდერები იძულებული გახდნენ ბელორუსის ფეხბურთი მიეღოთ, ასე მოხდა ბრიტანეთის ცხენების შეფერხებისა და დასტოპების პერიოდში იძულებული გახდა ზოგიერYი მიწყდომოდა ამერიკის ცხენებს. მოკლედ ის პონტია რააა - უძაღლო ქვეყანაში კატებს ააყეფებდნენო...
* * *
დღეს უკვე იწყება ბრიტანეთის ცხენები....
საქართველოს დროით 16:00 სთ - ზე.
* * *
ესეც ყველ ამათგანის ჩარტი
* * *
სთოუნ მასონი საიდან დააფავორიტეს ხედავთ? წამოიღო, წამოიღო მოთხოვნამ და ვაჭრობამ და აქცია 4 კუშიანიდან გამოკვეთილ ფავორიტად, რომელსაც ამ ეტაპზე აქვს 2.62
ეხლა ეს კუში ხან ავა მაღლა, ხან დავა დაბლა, მანამ, სანამ რომელიმე მხარე არ გადასძალავსთავისკენ - ბექისტები თუ ლეისტები....

ფავორიტზე პრემატჩთრეიდინგი რთულია, თუმცა უპირველესი ბეთფეირზე....
* * *
1 - 1m ერთ მილიანი რბოლა (არც ძაან მოკლე რბოლა და არც ძალიან გრძელი, როგორც 2 და 3 მილიანი. თან ბარიერების გარეშეა )
2 - დადებული თანხა ამ დროისთვის, რამდენიმე საათით ადრე, რაც მოასწავებს უკვე მის ლიკვიდურობას
რაც დრო გავა ეს თანხა მოიმატებს.... ხოლო რბოლამდე 10 წუთით ადრე დაიწყება გააქტიურებული ვაჭრობა.
რბოლამდე 5 წუთით ადრე თუ იქნებით ბაზარზე პროგრამით, სადაც უსწრაფესად მოდის ინფორმაცია ვიდრე
საიტზე, დაინახავთ და იგრძნობთ როგორ დაიწყებს პროპელერივით თანხები ბზღრიალს, რაც მომასწავებელი
იქნება იმისა, თუ როგორ გახურდა ვაჭრობა. აი ამ დროს გამოიკვეთება საით წავა კუში, ისევ დაეშვება თუ
პირიქთ გაუფასურდება ცოტა და წავა ზემოთ.....
წითელი ხაზი პირველი ფავორიტია, მწვანე მეორე ფავორიტი, ხოლო ლურჯი მესამე ფავორიტი. დანარჩენები ნაცრისფერებია...
ძირითადი სტრატეგიები სწორედ ფავორიტებს უკავშირდება.....
დღეს უკვე შეგიძლიათ , ვისაც პროგრამა გაქვთ, ვართოთ ვირტუალურზე და გასინჯოთ და დააკვირდეთ სტრატეგიას "ლეი ზი ფილდ" ( ყველას ლეი) . ანუ ყველა ცხენზე დააყენოთ 1.9 კუში ან ნებისმიერი სხვა 2 ლუშზე ქვემოთ უნდა იყოს , და დაწყებამდე მისცეთ ყველას ლეი, თანაბარ კუშებში, თანაბარ თანხებში. და გასინჯოთ და დააკვირდეთ. ზოგან გაათამაშებს და პლიუსს დაწერს, ზოგგან არა, რადგან მხოლოდ ერთი ცხენი
შესძლებს 1.9 მდე დასვლას და თავადაც გაიმარჯვებს ისე, რომ სხვა ვერ მოახდენს 1.9 მდე დაწევას. ასეთ დროს წაგებაა. მაგრამ თუ ორი ან მეტი ცხენი გატამაშდება მოგებაა. რაც მეტი ცხენი დაიყვანს 1.9 მდე კუშს, მით მეტი იქნება მოგება. დააკვირდით რა დისტანციის რბოლაზე მუ შაობს კარგად ეს სტრატეგია, რამდენ ცხენიანებზე უფრო.... ასეთი დაკვირვებებით უნდა მოახდინოთ საკუთარი აღმოჩენები, დასკვნები თავად პროცესის პარალელურად უნდა გააკეთოთ....
დაიმახსოვრეთ ! ბრიტანეთის ცხენები ყველა ძალიან მაღალი ლიკვიდურობით გამოირჩევა, ასევე ცოცხალი და უსწრაფესი დინამიკით.... ვინც მასზე დაპროფესიონალდება, არ ცკი გაიხედავს ბარსელონა - იუვენტუსისკენ.... ცხენების ბაზარზე დაკვირვებები გასწავლით ბაზრის სიღრმეებში ჩაწვდომას....
ასევე შეიძლება სცადოთ ასეთი სტრატეგია - ბექი მისცეთ 1 ფაბორიტს დაწყებისას და ეგრევე გარკვეულ % - ში ლეი ისეთი თანხით , რომ თან დააგრინაფოს.... ან პირიქით, 1 ფავორიტს მისცეთ ლეი და გარკვეულ % -ში ბექი... ეს გარკვეული % შეიძლება იყოს 5, 10, 15, 20, 25 მეტიც შეიძლება, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რაც მეტია % მით რთულდება მისი დაჭერა..... ამიტომ ეძიეთ, სცადეთ, იმუშავეთ.....
ერთი აუცილებელი ფაქტორი - ცხენები გაცილებით რთულია, ვიდრე სხვა სპორტის სახეობა, რადგან მათზე უსწრაფესია მისი მიმდინარეობა და დინამიკა. და ამ სწრაფ და უსწრაფეს გარიგებებში მონაწილეობის მიღება, თან გამოუცდელი ტრეიდერისთვის წარმოუდგენლად რთულია.
ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, ნუ "გაბლატავდებით" და ნუ ავარდებით უცებ, ჯერ ვირტუალურად აკეთეთ, მიეჩვიეთ, დაკვირვებებით გააკეთეთ დასკვნები, თუ იქნება შეკითხვა დასვით, რა სახისაც არ უნდა იყოს შეკიტხვა, არ მოგერიდოთ, და მას მერე რაც გარგად გათვითცნობიერდებით, მას მერე იოპერირეთ და ისიც ჯერ მცირე თანხებით, თორე ბაზარზე არსებული დიდი ტანხები გადაგყლაპავენ იცოდეთ !
აბა თქვენ იცით.....
* * *
რბოლები დავყოთ პირობითად დაწყებიის საათების მიხედვით. ასე ჩაამოვთვლი მე და გაგაცნობთ წამყვანი ბრიტანელი ექსპერტების ვარაუდებს თითოელ დღევანდელ რბოლაზე. გაითვალისწინეთ, რომ ამ ექსპერტების ანალიზები ხშირად განაპირობებს ვაჭრობის აქტიურობას ობიექტებზე და აქედან გამომდინარე აწევა - დაწევის ტენდენციებს რბოლამდე.
მაშ ასე დავიწყოთ: ( მე ტექსტურ ანალიზებს არ დავდებ, რადგან ეს ზალიან შრომატევადი იქნება ჩემთვის, თან ამ ყველა რბოლაზე. უბრალოდ ამ ანალიზების შედეგად ექპსერტების მიერ გამოყოფილ ცხენებს წარმოგიდგენთ)
16:00 სთ-ზე რბოლაში STONE MASON ასევე მიაქციეთ ყურადღება AL OZZDI
16:35 სთ - ზე რბოლაში MUTASAAMY ასევე მიაქციეთ ყურადღება GEIZY TEIZY
17:10 სთ - ზე რბოლაში BOND'S BOY ასევე მიაქციეთ ყურადღება LITTLE RED SOCKS
17:45 სთ - ზე რბოლაში MAGICAL JOURNEY ასევე მიაქციეთ ყურადღება ART POWER
18:20 სთ - ზე რბოლაში TATHMEEN ასევე მიაქციეთ ყურადღება HEATH CHARNOCK
18:55 სთ - ზე რბოლაში ROCK OF DIAMONDS ასევე მიაქციეთ ყურადღება OAKENSHIELD
19:30 სთ - ზე რბოლაში BE PROUD ასევე მიაქციეთ ყურადღება QUEEN OF KALAHARI
20:05 სთ -ზე რბოლაში ICE PYRAMID ასევე მიაქციეთ ყურადღება ALIGNAK
20 :40 სთ - ზე რბოლაში FRANKLY DARLING ასევე მიაქციეთ ყურადღება THIBAAN
21:15 სთ - ზე რბოლაში BYZANTINE EMPIRE ასევე მიაქციეთ ყურადღება VALYRIAN STEEL
ეს იმას არ ნიშნავს ტოტალიზატორულად იქნას აღებული და დალოდება რომ აუცილებლად ისინი მოიგებენ.
ეს ექსპერტული შEფასებები მეტად სარწმუნოა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან კარგად ერკვევიან ამ ინდუსტრიაში, ხდება ცხენების მაქსიმალური შეფასება, საჯინიბოების, ჟოკეის.... ყველაფრის მოკლედ და დასკვნებიც აქედან გამომდინარე კეთდება.
როცა ექსპერტულად საყურადღებო ცხენები გვყავს, მათზე შესაძლებელია ბექ - ლეის განხორციელება . რომც ვერ მოიგონ ისინი იმდენს გაიბრძოლებენ, რომ პროფიტს გაგვაკეთებინებენ. ასევე დაიმახსოვრეთ, რომ ბევრი მათგანი გაიმარჯვებს კიდეც.....
* * *
ახლა გაგაცნობთ 3 ადვილ სავაჭრო სტრატეგიას ცხენებზე ბეთფეირში :
- წარმატებული სკალპინგი რბოლის დაწყებამდე
- ბექი და მერე ლეი
- სვინგ ვაჭრობა (დიდი კუშის მოძრაობა)
თითოეულზე მოგვიანებით შეიძლება შევჩერდე, თუ დრო მექნა.... თითეული თემაა და მის პრეზენტაციას მაგალითებში დრო სჭირდება....
* * *
მოვიტან ერთ მაგალითს თავის სქრინით, რომ ადვილი აღსაქმელი იყოს.
ეს სვინგერებისთვის, მესამე ტიპის ვაჭრობისთვის, როცა დიდი კუშის მოძრაობით უნდა მოვახდინოთ წარმატებული ვაჭრობა.
ექსპერტები პირველ რბოლაზე გვეუბნებიან, რომ მივაქციოთ ყურადღება ცხენს სახელად AL OZZDI - ის.
მართლაც მისი ჩარტი გვიჩვენებს, რომ საწყისი კუში საკმაოდ დაბალი იყო და შEმდეგ მოხდა მისი გაუფასურება.

მაგრამ ფაქტია, რომ ბრიტანელი ექსპერტები ამ ცხენში ხედავენ პოტენციალს.... ამიტომ შეიძლება კიდევ დაკვირვება რბოლამდე, და რბოლის წინ აღება მაგალითად 5 $- ში, რომელსაც აქვს 10 კუში, დე ლეის მითითება ეგრევე მაგალითად 4 კუშზე ოღონდ გაზრდილ თანხაში ( ეს იმისთვის, რომ თანაბრად მოახდინოს გრინაფი ყველაზე თანაბარი პროფიტით. და მივიღებთ ასეთ რამეს, თუ რბოლი სგანმავლობაში იმდენად იაქტიურა ამ ცხენმა რომ თუ ვერ მოიგო რბოლა, შეძლო იმდენი 4 კუშამდე დაიყვანა, მაშინ გაგვიტამაშდება და ნებისმიერ ცხენზე მოგვცემს გარანტირებულ მოგებას 7 $
აი ასეთი ტიპისაა სვინგ თრეიდინგი.

ბრმად სვინგ თრეიდეინგი წამგებიანია. ოდი და გაიგე დიდი კუშებიანიდან რომელი დასწევს.... რაღაცას ხო უნდა ეფუძნებოდეს.... ამიტომ როდესაც ექსპერტები გვთავაზობენ ძალიან კარგ ანალიზებს და მე პირადად ვსარგბელობ მრავალი წელია ამ ანალიზებით, შესაძლებელია ასეთი კუთხითაც მათი გამოყენება.....
* * *
რაც შეეხება პირველ ფავორიტზე განსახორციელებელ შესაძლო ერთ - ერთ სტრატეგიას
ვდგებით რბოლამდე რამდენიმე წამით ადრე მის ბექზე მაგალითად 10 $ - ით და დაიდება თუ არა ეგრევე ვუთითებთ მასზე ლეის იმავე თანხას. ასეთ შემთხვევაში პირველმა ფავორიტმა რომც ვერ მოიგოს რბოლა, ის იბრძოლებს იქამდე რომ 2 კუდამდე მაინც დასწიოს კუში და გაათამაშებს და თუ წააგებს არაფერს ვაგებთ, ხოლო თუ მოიგებს მოგება გვექნება 6 $.

ან შესაძლოა ლეი მიუთითოთ 13. 3 $ , რათა მოახდინოს ყველა ცხენის თანაბრად დაგრინაფება და ნებისმიერ ცხენზე მოგვცეს 3 $ მოგება.

შესაძლებელია ლეისთვის მიეთითოს უფრო დაბალი კუშიც , მაგალითად 1.75 ასეთ დროს ასეთ სურათს მოგცემს, თუ პირველი ფავორიტი მოიგებს მოგება გვექნება 80 % ანუ 8 $. თუ დაიყვანს 1.75 მდე მაგრამ წააგებს რბოლას არაფერს წავაგებთ....
* * *
სტრატეგია ლეი ზი ფილდი ანუ ყველაზე ლეი, ასე გამოიყურება ვიზუალურად :

ყველა ცხენზე ვაჭერთ ლეის და კუშში ვწერთ 1.9 კუშს და თანხას, რამდენიც გვინდა. ამას ვაკეთებთ ყველა ცხენზე და ვაჭერთ ყველას დადებას. ფსონები გადადის ანმეჩდ განყოფილებაში, ანუ დაუდებელ განყოფილებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ელოდებიან გათამაშავებას. ამას ყველაზე იმიტომ ვაკეთებთ, რომ არ ვიცით რომელი ცხენი დავა 1.9 მდე... ამიტომ მზადყოფნაში ვართ. ერთი ცხენის ასიანი დავა და გაატამაშებს, ხოლო თუ რბოლაში სხვა ცხენიც გაუწევს ამ დაწინაურებულ ცხენს კონკურენციას და ბრძოლას გაუმართავს, მაშინ ეს მეორეც გათამაშდება და უკვე პროფიტია !!!! შესაძლოა სამმაც კი იბრძოლოს და ოთხმაც ზოგჯერ .... ასეთ დროს პროფიტი კიდე უფრო გაიზრდება. დაიმახსოვრეთ ! საკმარისია 2 ცხენის დასვლა მითიტებულ კუშზე, რომ ყველა ცხენზე გადაიკეტება და განულდება ანუ წაგება არ იქნება, ხოლო პროფიტი გარანტირებული იქნება უკვე !
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ უვარჯიშებლად, ყურმოკრულად და სერიულად დასაწისიდან დასასრულამდე ამ სტრატეგიის გაშვება არ შეიძლება ! ვიმეორებ - არ შეიძლება !
ვირტუალურში ან თუ ფულზე გინდათ , მაშინ მინიმალური თანხით მოახდინეთ გატესტვა, დააკვირდით, ნახეთ რა ტიპის რბოლებზე ხდება ეს კონკურენტუნარიანობა უფრო, როცა მინიმუმ 2 ცხენი ძლიერ ექიშპება ერთმანეთს... 1 მილიანებიანებზე, 2 იანებზე თუ 3 იანებზე.... მოკლე რბოლაა 5 f. ეს ყველაზე მოკლე დისტანციის რბოლაა. მეე მოდის 6 იანი, მერე 7 იანი. ეს სამივე მოკლე რბოლებია. მოკლე დისტანციებისაა...
5 - იანი იმდენად მოკლე რბოლაა, რომ როგორც წესი ვინც დაწინაურდება უმრავკეს შემთხვევაში ის იგებს კიდეც ხოლმე, თუმცა აქაც არსებიბს გამონაკლისები ....6 იანიც მოკლე რბოლაა
რატომ ვწერ ამას. რბოლების ხასიათი და სტილი განაპირობებს სტრატეგიის მნიშვნელობას.... ამიტომ მათ უნისორირებას უნდა წინარედაკვირვება - დიდი სამუშაოს ჩატარება....
* * *
კიდევ ბევრი სტრატეგია არსებობს. მე პირადად 50 ზე მეტი სტრატეგია მაქვს დამუშავებული ცხენებზე. მაგრამ მე ჯერ დაგიწერეთ კლასიკური, საბაზო სტრატეგიები, რომელთა გასინჯვა - დაკვირვება უნდა მოახდინოთ და ჯერ ივარჯიშოთ, მიეჩვიოთ, გაითავისოთ. რა თქმა უნდა წარმოადგინოთ საკუთარი წინადადებები, საკუთარი შთაბეჭდილებები , შეკითხვები.... ყველას გიპასუხებთ და ყველასთან ვითანამშრომლებ, ვინც დაინტერესდება და ვისაც დავინახავ რომ სერიოზულად მუშაობს....
* * *
P.S. ხშირად გამიგონია ფრაზა - გავაკოტროთ ტოტალიზატორი. რამდენიც არ უნდა მოუგო მათ ვერავინ გააკოტრებს ! მათი გაკოტრება შეეძლოთ უეჭველისტებს და ზოგი გააკოტრეს კიდეც. უეჭველისტებს მოესპოთ ეს ბედნიერება. მაშ არ არის სხვა გზა, რომ ვინც ამას ამბობს აისრულოს ეს და მართლა გააკოტროს ფინანსების მწოვი ინსტიტუტი ? რა თქმა უნდა, არის ასეთი გზა !
ტოტოს გაკოტრების უმოკლესი გზა ეს კლიენტურის ნაკლებობაა, როცა კლეინტთა შენატანები არ ჰყოფნის მოგებების გაცემას, მიმდინარე ხარჯების ანაზღაურებას....
* * *
ამ პირველ რბოლაზე მესამე ფავორიტი სხვაა და შემდეგ მეოთხე მოდის ალ ოზზდი. არაა გამორიცხული, რომ რბოლის მოახლოებისას მოხდეს მისი მესამე ფავორიტად დაფავორიტება.... შესაძლოა მერედაც კი... ვნახოთ, ვნახოთ.... ხშირია, როცა დაწყებამდე პირველ 5 წუთში პროცესები ცვლიან ფავორტითა რიგითობას..... ესეც ხშირად ამა თუ იმ სტრატეგიისას გასათვალისწინებელია.....
* * *
ავხსნათ რას ვგულისხმობ დაკვირვება - მუშაობაში.
დაკვირვება მარტო ყურება არაა, არც ის რა ხდება ბაზრებზე, მილიონიან ბაზრებზე.... როგორ ტრაილებს ეს აურაცხელი ფული....
დაკვირვება - მუშაობა ნიშნავს სისტემურ დაკვირვებას და არა მხოლოდ ზერელე, ზედაპირულ ცქერას....
აწარმოეთ ფურცელზე რბოლები რიგითობით, დასახელებით რა რბოლაა, რა დისტანციის.... ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს !!!!! იხმარეთ მარკერები და თვითეულ რბოლას მიეცით გარკვეული ფერი. ანუ თუთეულ დისტანციას. დაწერეთ შედეგი, რბოლაში რომელმა ცხენმა გაიმარჯვა - პირველმა, მეორემ, მესამემ თუ დანარჩენმა სხვამ. აწარმოეთ ამის სტატისტიკა და დღის ბოლოს დააჯამეთ, რამდენი რბოლა იყო, რამდენმა პირველმა გაიმარჯვა, რამდენმა მეორემ, რამდენმა მესამემ, რამდენმა დანარჩენმა სხვამ. შესაძლოა ექსელშიც გააკეთოთ აღრიცხვის დოკუმენტი კალენდარულად, ფერებით და % -ული მაჩვენებლებით. იმისათვის, რომ ნათელი გახდეს სპეციფიკა თითოელი სტრატეგია მიუშვით საცდელად ყველა რბოლაზე და თითოეულზე გააკეთეთ რეზიუმე, იმუშავა თუ ვერა მან. ასევე აღმოაჩინეთ მიზეზები, რატომ ვერ იმუშავა სტრატეგიამ კონკრეტულ წარუმატებელ რბოლაზე.... რბოლისას დააკვირდით იდეურად დინამიკის სპეციფიკებს....
ეს არის ძალიან შრომატევადი საქმე, რომლის გარეშეც პრინციპულად შეუძლებელია ცხენების თრეიდინგში კარგად გარკვევა ან რაიმე კლასიკურზე თქვენის დაშენება ან გრძელ დისტანციაზე მუშა სტრატეგიისა ტაქტიკის შემუშავება...
გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და მითითებები...
* * *
ხო, ასევე, აქტიურად იმუშავეთ ჩარტებით..... ისწავლეთ ჩარტებით ბაზრის წაკითხვა, ბაზრის ტენდენციების ამოცნობა, გდებებისა და მუვმენთების პროგნოზირება....
* * *
რამხელა სამუშაოს ჩატარებას მოითხოვს ეს საქმე, რამხელა ენერგიას, ინტელექტს, ანალიზის უნარს. აი რატომაა, რომ ბრიყვული მოლოდინი ზოგიერთისა რამე უკვდავების წამალს მოჰკრას ყური, რომელიც მკაცრად თურმე გასაიდუმლოებულია ამაოა ! აქ არ არსებობს შაბლონები, არ არსებობს სტანდარტული ფორმულირებები, რომლებსაც მარადიული სახე აქვს ! ეს საქმე შემოქმედებაა, დიდი ანალიტიკური საქმიანობაა და ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი მისი !
მეორე დიდი ნაწილი ეს თანხის მენეჯმენტია, ასევე მნიშვნელოვანი. როგორ უნდა შედგეს სთეიქინგ პლანი და როგორ უნდა შეერწყას სამუშაოს პირველ ნაწილს.... ამ ორი ნაწილის სინთეზს მოაქვს სტაბილური წარმატება.
* * *
რა უპირატესობა აქვს ცხენების ბაზარს და მასზე ვაჭრობას.
- კვირაში 7 დღე, სულაა და კვირის ნებისმიერ დღეს. იწყება დღის მეორე ნახევარში და გრძელდება გვიან საღამომდე.
- ბაზრები ძლიერ ლიკვიდურია. ბრინავს დიდი თანხები.
- საუკეთესოა პრემატჩ თრეიდინგისთვის
- საუკეთესოა ინფლეი თრეიდინგისთვის
- სწრაფად კეთდება იყიდე - გაყიდეს ოპერაციები (ყველაზე გრძელი რბოლა მაქსიმუმ 5 - 6 წუთია. ამას დამატებული რბოლის დაწყებამდე პირველი 5 წუთი, როცა ძალიან ხურდება ვაჭრობა. ის რაც 90 წუთი უნდა ლოდინი და საკმაოდ დიდი დრო ფეხბურთზე აქ დაყვანილია თითზე ჩამოსათვლელ დროზე)
* * *
ნახეთ რა მოხდა. სანამ მე ვწერდი ბზარზე მოხდა ალ ოზზდის უკვე მესამე ფავორტად გახდომა. 10 კუშიდან დაეშვა დაბლა. რატომ ? იმიტომ რომ უამრავი თრეიდერი ეცნობა ბრიტანელი ექსპერტების ანალიზებს. ეს ერთგვარი სტატისტიკაა წინასარბოლო, ერთგვარი დახასიათება... და ეს აისახება მერე დაწოლაზე. თუ ეს დწოლა გაგრძელდა კიდე შეიძლება დაუვიდეს კუში ალ ოზდის.
* * *
მოვიყვან მაგალითს:
შევნიშნე რა, ალ ოზდის კუშის დაწევის ტენდენცია და ვუყურებ რა დარჩენილ დროს რბოლამდე, რომელცი საკმაოდ დიდია, ვვარაუდობ, რომ მასზე ეს ტენდენცია გაგრძელდება. იგი უკვე დაფავორიტდა, გახდა მე 3 ფავორიტი და შესაძლოა მეორესაც კი გაექიშპოს რბოლამდე. ეს კი გამოიწვევს კუშის დაწევას. ამიტომ 5 $ განვათავსე მასზე ბექზე და ეგრევე მიუთიტე 8 კუში, რაც ასეთ სურათს იძლევა :
* * *
ნახეთ მოემატა კლიენტურა და თანხები და შEსაბამისად პირველმა ფავორიტმა კუდი დაისწია დაბლა, იწყებს დაშვებას

ეს კი იმის მაუწყებელია, რომ შესაძლოა კარგადაც დაეშვას გარკვეულ დროში. ეს კიიმას ნიშნავს, რომ თუ ახლა დადგება კაცი მის ბექზე, გარკვეული დროის მერე გაუკეთებს ლეის დაშვებულ კუშზე, ან რბოლის დაწყებისთვის კარგად დაშვებულზე მოხსნის პროფიტს, ამას ჰქვია პრემატ თრეიდინგი, ანუ მატჩის.რბოლის დაწყებამდე ვარობა.
* * *
მაგალითისთვის ავდგეთ და პირველ ფავირიტზე შევიდეთ 7 $ ბექზე. შემდეგ კი დავაკვირდეთ და გარკვეულ დროს დაშვებულ კუშზე გავუკეთოთ ლეი...
* * *
აი ასე მაგალითად. ლეი ორივეზე მიცემულია და ელოდებიან დაშვებას...
* * *
ნახეთ , რაღაც დრო გავიდა და სწორად იქნა დაჭერილი ტენდენცია. შეხედეთ ალ ოზდიზე, მესამე ფავორტზე, როგორ ეშვება კუში ... ასევე პირველ ფავორიტზე....
* * *
გარკვეული დროის შემდეგ ასეთი სურათია. ეს იმიტომ რომ შეადაროთ სქრინებზე და გააკეთოთ ვიზუალური დასკვნები....
* * *
აჰა, ერთი ლეი უკვე გააკეთა 8 კუშზე და მასზე მოიხსნა შესული თანხა , ახლა ველდოებით პირველი ფავორიტის დალეებას. სქრინებს დავდებ...
* * *
ჯერჯერობით პირველ ფავორიტზე ტენდენცია დაშვებისა შენელდა და თითქოს დააპირა ზემოთ აჩოჩება. ამიტომ მოვხსენი იმავე კუშზე ლეითი, რაზეც ვიყავი ბექით. თან უფრო იმისთვის, რომ მესამე ფავორიტზე გაკეთებული იყიდე - გაყიდეს (ბექ - ლეი) შედეგი უფრო კარგად გამოჩენილიყო ვიზუალურად.
რა სურათი მივიღეთ ამ ოპერაციით შედეგად:
1) განსვაზღვრეთ დიდ კუშიანი ცხენი, რომელიც ანალიზებით ერთ ერთი საყურადრებოა ამ რბოლაზე და ეს ალ ოდზია, რომელსაც ჰქონდა 10 კუში და რომელმაც ჩვენი ვარაუდით რომ ის დაეშვებოდა, დაიწყო დაშვება. მოვასწარით და შევედით მასზე ბექი 5 $, და ესევე მიუთითეთ 8 კუშზე ლეი, რომელიც მან კარგა ხნით ადრე რბოლის დაწყებამდე შეასრულა.
2) გამართლდა ვარაუდი, რომ ის დამესამეფავორიტდებოდა ! ბრიტანელი ანალიტიკოსები მხეცები არიან !
3) მივიღეთ ასეთი სურათი - ყველა ცხენი გარდა ალ ოდზისა განულებულია, შესული ტანხა უკან დაბრუნებულია ანგარიშზე, ხოლო ალ ოდზიზე გამომუსავებულია 5.61 $
ხოლო მოსახსნელ თანხას გვიჩვენებს 0.68 ცენტს

აქ ამ დროს შესაძლებელია მოიხსნას უკვე პროფიტი. ან მითითოს მასზე 2.2 კუშზე ლეი და თუ ის დავა 2.2 მდე მას გაანულებს ხოლო სხვა ცხენებზე გადაისვრის გარანტირებულ ასეთ მოგებას, რომელიც ნაჩვენებია მეორე სქრინზე.

* * *
რაც შეეხება პირველ ფავორიტს, შეხედეთ ჩარტს, როგორ ასწია მაღლა კუდი.... სწორედ მოვხსენი ვიგრძენი რა ეს.
ჯერ კიდევ ადრეა საბოლოო განსაზღვრა საით წავა იგი.... შესაძლოა 2 მდეც კი დავიდეს, შესაძლოა 3 საც გადასცილდეს, შესაძლოა სადაც ეხლაა იმ ფარგლებში ცოტაზე აქეთ იქით იმოძრაოს. ეს გამოიკვეთება რაც უფრო მოახლოვდება ბაზარი და რაც უფრო დაემატება კლიენტურა და ფული....
* * *
ხოლო მესამე ფავორიტი ალ ოზდი კვლავ აგრძელებს დაშვების ტენდენციას და ვვარაუდობ რომ ის კიდე დაეშვება. შეიძლება მეოერე ფავორიტობაც კი გამოიმუშაოს....

* * *
თუმცა, გასათვალისწინებელია ის, რომ არარსებობს აქ , ბაზარზე მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობა... ანუ დაეშვას და დაეშვას. მიაღწევს რა რაღაც ენ პუნქტს, მერე შესაძლოა დაიწყოს ზემოთ სვლა.... შემდეგ ისევ ქვემოთ, მაგრამ თან გააგრძელოს ზოგადი და ძირიტადი ტენდენცია ან ქვემოთ კიდე უფრო დაშვება ამ ზემოთ კიდე უფრო აწევა.
ამ პროცესებს უნდა კონტროლი.
ცხენების პრერეისი ჯდომითი სამუშაოა. სიწყნარე,სიმყუდროვე, ჯდომა, ანალიზი, ინტუიტიური აზროვნება, ერთვარი სიფრთხილეც და რა თქმა უნდა სითამამეც....
* * *
გასათვალისწინებელია ასეთი ნიუანსიც !!!! - არ გაასწრო ბაზრის ტენდენციებს არასოდეს ! არ ასცდე მას !!!! ზუსტად უნდა მოხდეს ბაზრის მაჯისცემის გათვალისწინება და ყურის გდება !!!! ყოველთვის მნიშვნელოვანია როდის შედიხარ ბაზარზე და როდის გამოდიხარ ! აი ამ ორი ფაქტორის განსაზღვრა უმთავრესია და ესეც გაითვალისწინეთ.
* * *
აი როგორია მთლიანი ჩარტული სურათი ამ დროისთვის. ცუდია, რომ პატარა ეკრანი აქვს ამ ნეტბუქს. შეუძლებელია სისტემური და მოხერხებული მუშაობა, ტექნიკურ კომფორტში მუშაობა.... თუმცა, ასეა თუ ისე, მაინც ჩანს....
* * *
ნორმალური სამუშაოსთვის, სერიოზული სამუსაოსთვის საჭიროა მულტიმონიტორული სისტემა - რომლის ერთ მონიტორზე იქნება ჩარტები, მეორეზე ბაზარი, მესამეზე კონკრეტული პოზიციის ჩარტი. უამგრესი სამუშაოა, ძაალიან საინტერესო.... და რა ბრიყვია და უცოდინარი ამ საკითხში, ვინც ამას ყომარბაზობად აღიქვამს !!!!
* * *
ასეთ ბრიყვებს რომ კარგადგავაგებინოთ უნდა ასეთი შედარება ვუთხრათ. მოკლედ სახლში მაქვს ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და ვახურდავებ აქეთ იქით.... პირდაპირ კომპიუტერში და იქ მომდიან კლიენტები.... აი ასე ვმუშაობ.... შენთვის რო გასაგები გახდეს "ვალუტჩიკი" ვარ რააა

))))))
* * *
აბა როცა გეუბნები სპორტ ბირჟის ტრეიდერი ვარ მეთქი, ტოტალიზატორის იგროკი გგონივარ და ეგრევე იწყებ - თამაშობ არა ?! თამაშობ ხომ ?! და რო ეუბნები ვალუტჩიკი ვარო, ეს მის თვალში მაღალ საფეხურზე გაყენებს უფრო. ამიტომ კიდევ ურო რომ გავუმძაფროთ შთაბეჭდილება დავამატოთ ონლაინ ვალუტიჩიკი... ვაა რა მაგარია, მებუტკე ვალუტჩიკი კი არაა ონლაინ ვალუტჩიკიაო იფიქრებს !
ვაი ამათ პატრონს !!!!
* * *
კაზანოზას გააუმარჯოს !
მოვიწყინეთ უშენოდ ძამია... ვიცი რომ დაკავებული იყავი.... მოკლედ მოგვანატრე თავი... კეთილიიყოს შენი შემობრძანება !!!! გუშინ კარგი თამაში მოგიძღვენი შენ და წინა გვერდზე ნახე....