მეც დავწერ
მგონი საინტერესო ლოგიკური ამოცანაა
ვინც წინასწარ იცით, თუ არ დაწერთ კაი იქნება - ვაცადოთ სხვებსაც ტვინის გავარჯიშება

მოკლედ,
თქვენმა მეგობარმა უნდა ჩაიფიქროს რიცხვი - ან 1, ან 2, ან 3
თქვენ უნდა გამოიცნოთ რა რიცხვი ჩაიფიქრა და ამისთვის შეგიძლიათ მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვათ
რაზეც თქვენმა მეგობარმა უნდა გაგცეთ მხოლოდ სამი შესაძლებლიდან ერთ-ერთი პასუხი: "კი", "არა", "არ ვიცი"
როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს ერთადერთი კითხვა?