kenetcolehttps://travel.state.gov/content/travel/en/...-interview.htmlhttps://travel.state.gov/content/travel/en/...-interview.htmlეს უშუალოდ თბილისის საკონსულოს ინსტრუქციები:
https://travel.state.gov/content/travel/en/...BL-Tbilisi.htmlჩამოვწერ აქაც:
თითოეულმა აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1) ინტერიუს ჩანიშვნის წერილი, Entrant Status Check-დან ამობეჭდილი (სადაც მოგება შეამოწმეთ იქ დააფდეითდება).
2) DS-260-ს დასტურის წერილი ანუ confirmation page.
3) პასპორტები და პასპორტის ასლები. (პასპორტები ვადიანი უნდა იყოს, თუ ძველს ვადა გაუვიდა და ახალი გაქვთ, ძველიც წაიღეთ)
4) თითოეული აპლიკანტის 2 სურათი 5x5-ზე (დაბეჭდილი, ციფრული არ არის საჭირო).
5) სამედიცინო ცნობა, მაგრამ მაგას ციტო თვითონ უგზავნის საელჩოს, თქვენ ხელთ ვერ გექნებათ.
6) იმ დოკუმენტების ორიგინალები, ასლები და თარგმანები რაც დასკანერებული გააგზავნეთ თავის დროზე მეილით.
- ორიგინალი დაბადების მოწმობები და ასლები ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით.
თუ ბავშვები გყავთ, ყველა ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა მიიტანოთ, მიუხედავად იმისა მოდიან თუ არა თქვენთან ერთად ამერიკაში.
- მთავარი აპლიკანტის ატესტატი და ასლი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით (თუ განახლებული ატესტატი გაქვთ, ის ორენოვანია და მგონი უბრალოდ ნოტარიუსით დამოწმება დაჭირდება). (უნივერსიტეტის დიპლომები არ გჭირდებათ, თუ ძალიან გინდათ წაიღეთ).
- 16 წლის ზემოთ აპლიკანტებისთვის ნასამართლეობის ცნობის ორიგინალები და ასლები ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით (რაც KCCთან გააგზავნეთ იგივე შეიძლება გამოიყენოთ, ერთი წელი აქვს ვადა, დამატებით ქავთარაძიდანაც შეიძლება აიღოთ, არ არის მოთხოვნილი, მაგრამ გქონდეთ მაინც, უფასოა აღება). ნასამართლეობის ცნობები საჭიროა ასევე უცხოეთიდან, თუ 6 თვეზე მეტი გიცხოვრიათ.
- თუ ქორწინებაში არ ხართ, ცნობა იუსტიციის სახლიდან, "ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ" ჰქვია დოკუმენტს, ონლაინ შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი:
http://psh.gov.ge/main/page/1/491 (თუ შვილები შეგყავთ 18 წლის და ზემოთ, იმათაც დაჭირდებათ).
- თუ ქორწინებაში ხართ, ქორწინების მოწმობა და ასლი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით.
თუ განქორწინებული ხართ, განქორწინების მოწმობა, თუ ქვრივი - მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ასევე ნოტარიულად დამოწმებული თარგმანებით.
- 16 წლის ზემოთ ბიჭებს/კაცებს, სახედრო ბილეთი, რეზერვისტის ცნობა, მსახურობდით თუ არ მსახურობდით მაგის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამაში ვერ ვერკვევი, თქვენ უკეთ გეცოდინებათ + ასლი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით.
- ცნობა ბანკიდან ინგლისურ ენაზე ან სპონსორის ცნობა (ან ორივე, თუ გინდათ).
ეს არის ძირითადი დოკუმენტები.
დამატებით დოკუმენტები დაგჭირდებათ:
თუ აყვანილი შვილები გყავთ, ან ვინმეს მეურვე ხართ. ან თქვენ თვითონ ხართ აყვანილი შვილი.
თუ ამერიკიდან როდესმე დეპორტირებული ყოფილხართ.
თუ ნასამართლევი ხართ
თუ გვარი ან სახელი გაქვთ შეცვლილი.
ანუ ყველა დოკუმენტის ორიგინალი გინდათ, ასლი და ოფიციალური თარგმანი. ნოტარიულად დამოწმება შეიძლება არც იყოს აუცილებელი, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით დაამოწმეთ, 5 ლარი უნდა სულ.
ადგილზე იხდით 330$-ს, ზუსტი თანხა უნდა გქონდეთ დოლარებში და არა ლარებში ან სხვა ვალუტებში. ხურდას არ გიბრუნებენ.
თუ მარტივი აპლიკანტი არ ხართ და რამე გართულება გაქვთ დოკუმენტების მხრივ, ამ შემთხვევაში ჯობს მიმართოთ იმ ხალხს ვინც ეხმარებიან მოგვარებაში. სხვა შემთხვევაში მარტივია და თავადაც უნდა შეძლოთ მოგვარება.
მემგონი ძირითადი ყველაფერი ჩამოვწერე, disclaimer-ს დავურთავ რომ მე არ ვიღებ პასუხისმგებლობას თუ რამე გამორჩენილია

ზემოთ რაც დავურთე მაგ ლინკებზე შევედი და იქ ვნახე, მე თვითონ ეს პროცესი არ გამივლია.
არსად არ წერია რომ აპოსტილით დამოწმება გჭირდებათ, თუ ძალიან გინდათ დაამოწმეთ. გაითვალისწინეთ რომ ძველ მწვანე დაბადების მოწმობებს და ძველ ატესტატებს აპოსტილით არ ამოწმებენ და განახლება დაგჭირდებათ.
ზოგადად საბუთების განახლებაზე ვერ გავიგე კარგად, ზოგი ურჩევს რომ განაახლონ და პირდაპირ ეგენი მიიტანონ, მაგრამ მოთხოვნაში წერია ორიგინალები მოიტანეთო. დაბადების მოწმობას და ატესტატს ეხება ეს ძირითადად.
თუ რამე დაგაკლდათ საბუთებიდან, პირდაპირ უარს არ გეუბნებიან, ადმინისტრაციულ პროცესზე გადაყავთ თქვენი ქეისი სანამ არ მიიტანთ ყველაფერს და მერე გასცემენ ვიზას. თუ ფიქრობთ რომ გასაუბრებამ შეიძლება აგვისტოს ბოლოს/სეტემბერში მოგიწიოთ, ყველაფერი მაქსიმალურად მოამზადეთ წინასწარ, იმიტომ რომ შეილება დრო აღარ გეყოთ გასაუბრების შემდეგ მისატანად.
This post has been edited by _marishka_ on 10 Oct 2020, 16:29