georiga ჩაწერე
სურათს რაც შეეხება, არ უნდა ფოტოს გადაღებას მაინცდამაინც სტუდია, ფოტოგრაფი არწიომა ან ვიქტორია სიქრეტის სააგენტო. იღებთ სურათს, სადაც სახე იქნება ცენტრში მოქცეული თეთრი ფონის უკან და სადაც თავი ა(ანუ ნიკაპიდან თმებამდე) იქნება სურათის 50%-დან 69%-მდე. ანუ ეს მონიშნული ადგილი იქნება სურათის სიგრძის 50-69 პროცენტი:

გადაღებას რაც შეეხება, სადმე თეთრი ფერის (ან მოთეთრო) კედელთან დადექით, ან სახლში (თეთრი რაიმე ნაჭერი ჩამოაფარეთ) ან სამსახურში, ან სადარბაზოში ან ბოლო ბოლო სადმე შოპინგ ცენტრში, რამე თეთრი კედელი ნახეთ და გადაიღეთ ჩვეუელბრივი სელფი ოდნავ ნორმანული მობილურით, სხვისი დახმარების გარეშეც შეიძლება. ერთი მკლავი ოდნავ აწეული რომ იქნება (სელფის გადაღებისას აწეული ხელის გამო) ეგ პრობლემა არაა...
დაახლოებით ესეთი სურათი უდნა გადაიღოთ, როგორც აქ არის:
https://travel.state.gov/content/travel/en/...o-examples.htmlანუ სურათი ისე უნდა იყოს გადაღებული რომ სახეზე ჩრდილები არ ეცემოდეს, მაგალითად თვალის ქვემოთ და ა.შ. ანუ დღის შუქზე ან ნათელ დროს ჯობია გადაიღოთ, შეგიძლიათ რაიმე ფოტო რედაქტოით ბრაითნესი (სიკაშკაშე) ოდნავ მოუმატოთ სურათს თუ ჩაბნელბულივითაა, არც ეგაა პრობლემა, ოღონდ არაფერი არ უნდა ამოჭრათ სურათიდან. უფრო დეტალურად აქ:
https://travel.state.gov/content/travel/en/...s.html#yourselfტექნიკური დეტალები:
პიქსელების რაოდენობა უნდა იყოს 600X600 მინიმუმ და მაქსიმუმ 1200X1200, ამის გასწორება შეგიძლიათ ფეინთშიც (აირჩევ resize მონიშნავ pixel და ზემოთ და ქვემოთ ჩაწერ 600). სურათის ზომა კი მაქსიმუმ უნდა იყოს 240 კბ, ამიტომ ჯობია 600X600 რეზოლუციით გააკეთოთ, ვიდრე 1200X1200-ზე
This post has been edited by death85 on 8 Oct 2020, 02:04