სურათის ამოჭრაზე მითითება არ მინახია, მაგრამ პირადად მე მგონია, რომ ჯობია არ ამოჭრა, მაგრამ იმის გამო რომ ძირითადი აქცენტი სურათზე კეთდება შეიძლება არც იყოს პრობლემა უკანა ფონის დადება
რაც შეეხება სურათის გადაღებას, არაფერი რთული ამაში არაა, ამისთვი საჭიროა:
1) მობილური, ოღონდ ფანრიანი ნოკია არა, სურათს რომ იღებს ოდნავ ნორმანულს მაინც
2) თეთრი კედელი, სადმე სადარბაზოში, ან შენობასთან დადექით ქუჩაში, ან თბილისი მოლში ან რამე თეთრი ან მოთეთრო ნახეთ, ან თეთრი ნაჭერი იყიდეთ და დროებით დაკიდეთ კედელზე
3) უნდა იცოდეთ სელფის გადაღება, ანუ დააყენო მობილური წინა კამერაზე, დაიჭირო სახის წინ და გადაიღო (თუ არ გყავს დამხმარე)

არაა სავალდებულო გადაღებულ სურათში სახე სურათის 50-70% იყოს, მერე მოჭრით მაგას. გადაიღეთ რამოდენიმე სურათი და შეეცადეთ რომ მკერდს ზემოთ გამოჩნდეთ, რომ მოჭრისას ადვილად დასვათ სახე 50-70%. გადაიღეთ ნათელ ადგილას რომ ჩრდილები არ ეცემოდეს სახის ნაკვთებს, თვალს ცხვირს და ა.შ.
მერე მიდიხართ სახლში, გადაიტანთ ამ გადაღებულ სურათს კომპიუტერზე
გახსნით რაიმე გრაფიკულ რედაქტორში, მაგალითად ფეინთში

და მოჭრით სურათს ისე რომ სახე დარჩეს სურათის 50-70%, ოღონდ მოჭრისას ისე ქენით რომ სიგრძე და სიგანე იყოს ერთი ზომის ანუ სიგანეზე მოჭრათ და სიგრძეზე გრძლად დატოვოთ არ გამოვა
რადგან მოჭრის მერე უნდა მიუთითოთ პიქსელები 600 600-ზე, ხოლო თუ სურათის სიგრძე ან სიგანე დიდია, იმის გამო რომ 600X600 პიქსელების მითითებისას სურათი მიიღებს კვადრატის ფორმას, სახე გაგწელებათ ან ჩამოგეწელებათ, იმის მიხედვით თუ სად იქნება სურათი გრძლად სიგრძეზე თუ სიგანეზე
ვსიო, ესაა მთელი პრაფესორობა