1)ლოკომოტივი ბოლო პერიოდში მოძლიერდა დაიმატეს კრიხოვიაკი, ცოტა შებერებულივით კია მარა ხოდზეა მაინც, ბურთის კონტროლს შეეცდებიან ცენტრში, ატლეტიკოს სტილი ყველამ კარგად იცის, რუსეთში პირველი ნომრით თამაში ყოველთვის რთულია, ასე რომ წავა პატარ-პატარა ჯარიმებით თამაში, მგონია რომ თუ მოინდომებს ატლეტიკო და მოიგებს ამ თამაშს უკვე აღარაფერი დაემუქრება მის მეორე ადგილს ჯგუფში, ვფიქრობ რომ ისეთი სცენარი უნდა იყოს ამ მატჩში რომ ორივე გუნდი ფრთხილობდეს თავიდან, თან ადრინდელი თამაშია და მგონია რომ ბევრი კარში დარტყმა არ უნდა იყოს ამ თამაშში, 10.5 < ნაკლები კარში დარტყმა არის ჩემი აზრით იდეალური დასაწერი. მეორეს მხვრივ 2იანს გავრისკავდი სანდო გუნდი რო იყოს ატლეტიკო, მაგრამ ადრინდელი თამაშის გამო შედეგზე თავს შევიკავებ
პოზიცია: ლოკომოტივი - ატლეტიკო 10.5 < კარში დარტყმა (1.40)
2)შახტარი ძალიან კარგ პოზიციაში იმყოფება და დამეთანხმებით ალბათ თU ვიტყვი რომ არავინ არ ელოდა შახტარის პირველ ადგილს ჯგუფში, ჯერ მართალია ადრეა მაგრამ ბრძოლობს ფაქტია ეს გუნდი ბოლომდე, იდეალურად გამოიყურებიან შეტევაში, ინტერთან მაღალი დონის დაცვითაც გამოირჩნენ, ეხლა დარჩა თავისივე ეშელონის გუნდთან ქულის/ქულების აღება და ვფიქრობ რომ რატომაც არა, უნდა მოინდომონ და ცადონ მოგება, იმიტომ რომ 3 ტურში 7 ქულით რეალის და ინტერის ჯგუფში ყოფნა არც ისე ადვილია, მაგრამ აქეთ მხარეს არის ძალიან კრეატიული და მონდომებული გლადბახი, რომელიც ეცდება აუცილებლად ქულის აღებას შახტარში, არამგონია აქ რომელიმე გუნდი დაცვაში ჩადგეს, იმიტომ რომ არცერთი გუნდის + არ არის უკნიდან თამაში, გლადბახს საკმაოდ გამოცდილი და კარგი შეტევა ყავს (წიურამას შვილი, ექს-ნიცელი პლეა და შეცვლაზე უნიჭIერესი ემბოლო, უკან ჰოფფმენი ძალიან კრეატიული და კარგი ნახევარმცველი, მოკლედ იმის თქმა მინდა რომ შახტარს თუ შეუძლია რომ გაიტანოს, გლადბახიც შეძლებს გატანას, ამ თამაშში შევჯერდები ორივეს გატანაზე
პოზიცია: შახტარი-გლადბახი კი (1.60)
3) ატალანტა ლივერპული, ალბათ ნეიტრალური გულშემატკივრისთვის რომ გეკითხა რომელ თამაშში გავა ბევრი ბურთიო ამ თამაშს დაასახელებდა პირველ რიგში, ორივე გუნდი შეტევაში ძალიან კარგად თამაშობს რასაც ვერ ვიტყვით დაცვაში თამაშზე, მართალია ლივერპული ერთი პერიოდუ გაუვალი იყო მაგრამ გუნდს აკლია უმნიშნველოვანესი ფეხბურთელი (ვან დეიკი) რომელიც კლდეა ლივერპულის დაცვის, ატალანტასაც დიდი დანაკლისი აქვს ამ მხრივ, აკლიათ ძირითადის უცვლელი წევრი რაფაელ ტოლოი, აკლიათ გოსენსი და აკლიათ ჰეტებორი, მაგრამ ამ გუნდს შესწევს ძალა რომ ვან დეიკის ამარა ლივერპულს ერთი გოლი გაუტანოს, მალინოვსკი უნიჭიერესი შემტევი ყავთ სკამზე და ვფიქრობ გოსენსის პირმშო საქმეს მინიმუმ გააკეთებს ეს ფეხბურთელი თუ შემოიყვანა ჰატეგანმა, ზაპატა არის იდეალურ ფორმაში და იმის გარდა რომ ბევრს იტანს, ბევრსაც შრომობს და უკანაც ეხმარება გუნდს, მაგრამ დღეს ბევრი დანაკლისის მიუხედავად ატალანტამ შეიძლება წააგოს ეს მატჩში, თან 4 ქულით არიან, მე ვფიქრობ რომ ატალანტა შეუტევს და ლაღ ფეხბურთს ითამაშებს, გაიტანს 1 გოლს და საკუთარ კარშიც მინიმუმ 1 გოლს მიიღებს.
პოზიცია: ატალანტა - ლივერპული კი (1.36)
4) პორტო მარსელი, პორტოს ძალიან დიდი ბრძოლა მოუწევს ამ ჯგუფიდან გასვლისთვის, არის აქ ოლიმპიაკოსი რომელიც ბოლომდე იბრძოლებს და ესე მარტივად არ გაუშვებს პორტოს ჯგუფიდან, მართალია დღეს სიტის ეთამაშება ოლიმპიაკოსი მაგრამ პორტომ თავის თამაში უნდა აჩვენოს და თუ უნდათ ჯგუფიდან გასვლა მარსელს მინიმუმ 1 ბურთი უნდა გაუტანონ, მეორე საქმეა მარსელი რამდენად დანებდება ესე 0 ქულას, ორივე გუნდი ვფიქრობ არ არის სუფთა ფეხბურთის მოყვარული, იქნება დიდი ბრძოლა მარსელის მხრიდან რომ ეს თამაში არ დათმონ, აქედანაც პორტო რა თქმა უნდა შეეცდება მოგებას იმიტომ რომ 6 ქულა უკვე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუ რა თქმა უნდა ოლიმპიაკოსი წააგებს სიტისთან, რისი იმედიც პორტოს ალბათ უფრო ექნება, ასე რომ პორტო მარსელში დიდი ბრძოლა გველის ჩემი აზრით, ორივე გუნდი ხისტად თამაშობს და ორივე გუნდს უყვარს ჯარიმებს აღება და წესით ბევრი ჯარიმა უდნა წამოვიდეს, ტოტოებში ჯერ ჯარიმების ტოტალი არ არის გამოტანილი, მაგრამ 24.5 ან 25.5> თუ გამოიტანეს დასაწერია ჩემი აზრით
პოზიცია: პორტო მარსელი ჯარიმები 24.5> თუ ესე გამოვა და თუ 25.5> გამოვა ესეც გასარისკია (1.4 ან 1.5 ექნება)
5) სიტი ოლიმპიაკოსი, ამ თამაშზე ბევრს არ გავჩერდები და ვფიქრობ რომ უნდა მოიგონ დამაჯერებლად ეს მატჩი, გუნდს დაუბრუნდა ჟესუსი და ძალიან დიდი ძალა იქნება წინ, რაც ისედაც არ აკლდა სიტის, ვფიქრობ რომ 2.5> მეტი გოლი უნდა წამოვიდეს ამ მატჩში მარტივად ზედმეტი ახსნების გარეშე.
პოზიცია: სიტი - ოლიმპიაკოსი 2.5> გოლი (1.38)
6) მიტდიულენტი აიაქსი, აიაქს აკლია ნახევარი გუნდი თუ არ ვცდები კორონას გამო, გუნდს არ ყავს მთავარი ძალა ტადიჩი, ასევე აკლია ნახევარდაცვაში კლაასენი და გრავენბერხი, მოგება ამ თამაშის წესით უნდა გაჭირდეს, მაგრამ აიაქს რომ გოლები არ უჭირს ეს არახალია, ამას ერედივიზიონშიც ნახავდით ბოლო მატჩებში) მოკლედ მიტდიულენტს აქვს შანსი ეს მატჩი არ წააგოს და პირველი ქულები მოიპოვოს ლიგაზე, სახლში არიან და შეეცდებიან გოლის გატანას შესუსტებულ აიაქსთან (შესუსტებულ იმ მხვრივ რომ ძალიან ბევრი ფეხბურთელი აკლიათ) თავისმხვრივ აიაქსიც გამტანია ტადიჩის გარდა ყავთ წინ ტრაორე რომელიც დაფრინავს ბოლო თამაშებია. მოკლედ ზედმეტი ლაპარაკის გარეშე
პოზიცია: მიტდიულენდი-აიაქსი კი (1.50)
7) რეალი ინტერი, ძალიან დაძაბული შეხვედრა ორივე გუნდისთვის, ფაქტიურად გარდამტეხი იქნება რეალისთვის ეს მატჩი თუ წააგო, რისი შანსიც ნაკლებია გამომდინარე იქიდან რომ ინტერს მთავარი ძალა, ლუკაკუ აკლია დღეს, ორივე ისეთი გუნდია რომ ადვილად არაფერს დათმობს და ხისტ ფეხბურთს უდნა ველოდოთ, იქნება წესით ბარათებიც , ამ მატჩის მთავარი მსაჯი არის ფრანგი კლემენ ტურპინი, წინა თამაში იყო ლაციო დორტმუნდზე და ორივე ისეთი გუნდია რომ ბარათები მოსალოდნელი არც იყო და შესაბამისად 3 ბარათი ამოიღო, იმის წინ ლიგაზე კრასნოდარი პაოკზე იყო და 7 ბარათი აქვს ამოღებული, ევროპის ლიგაზე მანჩესტერი კოპენჰაგენზე 5, მოკლედ იმის თქმა მინდა რომ დაძაბულ მატჩებში იღებს ბარათებს ეს მსაჯი, რეალსაც აკლია თავის მხვრივ კარვახალი, დიდი დანაკლისია და უბრძოლოდ რეალი ისევ ისეთი უსუსური იქნება როგორიც წინა თამაშებში, ასე რომ ორივე გუნდმა წესით ხისტი თამაში უნდა აჩვენოს და ორთაბრძოლებში და ამ ჯარიმებში ბარათებიც გამოტყუონ ტურპინს, ვფიქრობ ინტერი უფრო ხისტად თამაშობს რიგ შემთხვევებში და 2 ბარათი თავისუფლად უნდა აჩვენოს ტურპინმა, თან თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ ინტერს ყავს არტურო ვიდალი რომლისგანაც ყოველთვის უდნა ველოდოთ ბარათს, გასაკვირი არ იქნება თუ ინტერი 2 ბარათს აიღებს
პოზიცია : რეალი ინტერი (ინტერის 1.5> ბარათი : 1.35)
8) ზალცბურგი ბაიერნი, ორივე უმაღლესი შემტევი ფეხბურთის სტილით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა რომ სალცბურგი არ არის იმ დონის როგორც ბაიერნი, ამ გუნდს შეუძლია ნებისმიერ ეშელონის გუნდთან პრობლემების შექმნა, უნდა იბრძოლონ არიან საკუთარ კედლებშI და დასაკარგი არაფერი აქვთ, მოლოდინი ისედაც შეიძლება ქონდეთ რომ წააგებენ, მაგრამ შეტევაში თავისი საქმე უნდა გააკეთოს ამ გუნდმა რაც კარგად გამოსდის, უნდა ავღნიშნო რომ სალზბურგს შეტევაში თამაში თუ უყვარს, ჯარიმებიც უყვარს ისეთ გუნდებთან რომლებიც პირველ ნომრად არიან მათ წინააღმდეგ, პატარ პატარა ჯარიმებს ხშირად იღებენ ცენტრში რაც ატლეტიკოსთანაც დაამტკიცეს, ვფიქრობ ამ თამაშში ბაიერნი პირველ ნომრად ითამაშებს და სალზცბურგი შეეცდება ბევრი არ გაატანინოს, ასე რომ უფრო მეტჯერ ზალცბურგი უდნა დაჯარიმდეს წესით ვიდრე ბაიერნი, მაგრამ თავს დავიზღვევ და 1Xით დავუწერ ჯარიმებს ამ თამაშს
პოზიცია: ზალცბურგი ბაიერნი (რომელი გუნდი დაჯარიმდება მეტჯერ: პირველი 1X-ით, ანუ თუ ფრე მორჩა ჯარიმებში ესეც მაწყობს, 1.43)
საერთო კოეფიციენტი: 11.96
წარმატებები, იმედი არ მაქ რო ყველა წაიკითხავს ამ სიგიჟეს და ნაბოდვარს მარა მაინც
This post has been edited by bach0 on 3 Nov 2020, 12:58
The greatest discovery of any generation is that a human being can alter his life by altering his attitude