#59753859 · 25 Oct 2022, 02:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | თქვენც მოგივიდათ დენის ტარიფი? |
თესლი კითხვაა.
უცებ წარმოვიდგინე, როგორ მოდის ქუჩაში ბულგარულ-იემენური ფესვების მქონე დენის ტარიფი დარდიმანდულად ქუჩაში. მკერდი გადაღეღილი აქვს, ცალ ხელის საჩვენებელი თითით ზურგზე გადაგდებული ქურთუკი უჭირავს, მეორეს უბრალოდ მოაქანავებს. ჯინსის შარვალი აცვია, თმა დიდი აქვს, ჰიპურად, აი ბღუჯა ადევს.
დენის ტარიფი.
იყო დრო, ქალები ქუჩაში მალულად თვალს გადევნებდნენ დენის.
შენს მოსვლაზე, ხალხი ტაშს უკრავდა, წასვლისას კი ოხვრით გაცილებდნენ.
შენი მოსვლის გრაფიკი ჰქონდათ შესწავლილი და სპეციალურად გელოდებოდნენ.
დრო შეიცვალა.
წახვედი და ის რომანტიზმიც დაიფერფლა.
ახლა ვიღაც ღიპიანმა და ბანჯგვლკოტიტათითებიანმა თელმიკომ ჩაგანაცვლა.
ალალი იყოს შენი მოვარდნით დამწვარი ნათურები დენის, გვემახსოვრები.
--------------------
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი.
The fox that makes the ravens fly.
საფრანგეთში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი კრუასანი მიყვარს (c) ინსტრუქტორი
|