თანამშრომელი მყავდა ერთი, IT-შნიკი, 2017-ში მაგრად ერკვეოდა კრიპტოებში.
200-ზე მეტი L3 მაინერი ქონდა, ლაითკოინის გამომმუშავებელი.
გვერდზე ოთახში იჯდა და კაი ხანი ტვინს მი##ავდა ლაითკოინი იყიდეო, 60$ ღირდა.
იასნა არ ვიყიდე, აფიორაა მეთქი.
ხო და რამდენიმე თვეში გახდა 360$ და ვიყიდე ერთი ცალი, ბიტკოინივით 20000-ს რო აარტყამს მაშინ გამოვიტან მეთქი.
კიდე ერთ თანამშრომელს ქონდა იანვარში ნაყიდი ბიტკოინი 500$-ად და დეკემბერში 20-ად გაყიდა და იმის ბედს შევნატროდით

ხო და ვიყიდე ეს ლაითკოინი 350 თუ 360$-ად და მე რო ვიყიდე, იმ წუთიდან დაიწყო ვარდნა

5$-თაც არ გავსულვარ წინ

ჩამოვიდა 200$-ზე, 100$-ზე...
გამოიტანე სულ დაკარგავო კი მეუბნებოდნენ, მაგრამ Y-ე ხო არ ვიყავი 350$-ად მეყიდა და 200-ად ან 100-ად გამეყიდა.
მაგას მერჩივნა სულ გამქრალიყო.
გავრისკე და არ გამიმართლა რა...
ძვირად ყიდვა და იაფად გაყიდვა Y-ეობაა.
თან 350$-ია, დიდი მაყუთი ხო არა...
და გავიდა 1-2 წელი და შევედი და 30$ ღირდა ეს ლაითკოინი და ვიყიდე მეორეც...
ხო და ეხლა რო ავარდა ისევ ბიტკოინი დეკემბერში, მანამდე არც შემიმოწმებია...
მერე რიპლზე მოვკარი ყური, რაღაც სასამართლოო და 20 ცენტი ღირდა და ვიყიდე 200 ცალი...
ხო, ადრე კრიპტოპია იყო რაღაც საიტი, მანდ ვყიდულობდით და ვყიდიდით ცოტ-ცოტას მოსაგებად და მანდ მქონდა რაღაც სხვადასხვა ქოინები.
დაჰაკეს მგონი ეგ საიტი და აღარ არსებობს მგონი

რაღაც დოჯიკოინები და სტელარები მქონდა...
კიდე დაიმქოინები და თრონები...
რამდენიმე დაბალფასიანი ვალუტები, 10-10 დოლარის.
აღარც საიტი არსებობს და აღარც ექაუნთი ან პაროლი მახსოვს