ამაღამ კაი 1.7 კუში მოდის.
რომან დოლიძე მოიგებს UFC-ში.
კაი კაცია ძაან, კაი ტიპი, უშუალო.
იანვარში ერთად ვიფირინეთ შტატებისკენ და მანდ გამოველაპარაკე.
ჯერ არავინ იცოდა წონას რო იკლებდა, მაგაზე მიდიოდა, უნდა დავიკლო და მოვემზადოო.
ერთი ჯონსთან შემიძლია გამიჭირდეს, თორე დედას ვუტირებ ყველასო.
მთავარია მონდომებაო.
ეხლა აწონვებზე მაგარი გამხდარი იყო, იმედია აღიდგინა ამ ორ დღეში.
მე რო ვნახე მაგარ ჯანზე იყო, მეთქი საღოლ...
გაგვყრიდნენ აეროპორტიდან, თორე წასპარინგება მინდოდა.
"ჩერეზ" დოჰა იყო ფრენა თან და დოჰაში გაასწორებდა დოლიძესთან სპარინგი.
როგორც ვთქვი მაგარ ჯანზე იყო, მომერეოდა წესით....

ღამის ოთხის მერე იქნება.
სხვათა შორის დენა ვაითმა ეს ბრძოლა გამოარჩია დღევანდელი ივნეთიდან.
არ იცნობთ ჯერ კარგად მაგრამ კარგად დააკვიორდით და დაიმახსოვრეთ რომან დოლიძე, 8-დან 8 მოგება აქვს და მაქედან 7 ნოკაუტით ან საბმიშენითო...
ისე, მაგის მეტოქეც არ არის "ბულკი", 13 მოგება და 2 წაგება აქვს.
მაგრამ ჩაუწიკწიკებს დოლიძე მანდაც 3-იანს

ერთი მინუსი აქვს დოლიძეს მარტო, "კავკასიან" დაირქვა ზღვისპირას დაბადებულ-გაზრდილმა კოლხმა

როცა გავიცანი არ ერქვა მაშინ, თუ შევხვდები კიდე უნდა ვუთხრა...
* * *