ერთი მაგარი ისტორია გამახსენდა, ესე 15 წლის წინანდელი.
ედიკას დროა ან მიშა ახალი მოსული, დედა აქვს მო###ული ქვეყანას, მაგარი უპონტობაა.
ხო და ვდგავართ უბანში მე და ჩემი ორი ძმაკაცი და კაპიკი ფული არ გვაქვს.
ფულიც რაში გინდოდა მაშინ, პუტანკები აგეყარა და დაგელია სადმე, ის დროა გოგოები რო არ იძლევიან ჯერ კიდე...
ხო და ამ ჩემს ერთ ძმაკაცს სონი 1 კომპიუტერი ქონდა და წამო დავალომბარდოთ და ტოტალიზატორში დავდოთო, იქნებ მოვიგოთო.
გავუშვით ეს სონი ეგრევე ლომბარდში და მაქსიმუმი ახალი გახსნილი იყო მაშინ, ძველი ქორწინების სახლის წინ სანაპიროზე და იქ გავედით დასადებად და საყურებლად.
ის დროა კომპიუტერი და ლაივსქორ-ფლეშსქორი უცხო ხილი როა ჯერ.
ხო და დავალომბარდეთ ეს სონი 100 ლარში, გავედით მაქსიმუმში და შევაგდეთ 10 კუშზე.
1000 ლარი ფულია მაშინ, ბაითი, სამი ნაშა, სუფრა და გრჩება კიდეც.
ხო და ვუყურებთ ტოტალიზატორშივე თამაშებს და მიდის ბილეთი, ერთიღა დაგვრჩა, 1.5 აქვს კუში და ვიგებთ,
ხო და სადღაც მე-60 წუთია და ვისზეც გვიდევს, 0-3-ს აგებს.
იასნა წაგებულია.
ეს ბილეთი მე მიჭირავს და ნერვიულობის ნიადაგზე წვრილწვრილად ვფლეთ ხელში, ვაქუცმაცებ.
ძაან წვრილად რო დავაქუცმაცე, მეტი წვრილად რო აღარ გამოდის და საფერფლეში ჩავყარე ეს ნაფლეთები, სადღაც 70-ე წუთზე თამაში შეწყდა და გადაიდო.
ამ ჩემმა ძმაკაცებმა დაიწყეს ღრიალი სიხარულისგან, მოგებულია ბილეთი, ეგ კუში უქმდება და 600-700 ლარს ვიგებთ მარტო.
ერთი მე ვზივარ ჩუ8მად და ფერი არ მადევს

ხო და ცოტა რო გადაუარათ სიხარულმა, მომიტრიალდნენ და გააძრე ბილეთიო

მე კიდე საფერფლიდან მაქვს ამოკრეფილი ეს ნაკუწები და ვერ ვგებულობ როგორ უნდა ავაწყო

გამოY-ევდნენ ტიპები, მაჯ#ამენ მაგრად მაგრამ იმათი დაჯ## რად მინდა, გახეთქვაზე მაქვს გული.
ეს ბილეთი ვერ ავაწყეთ, ისე ქონდა დედა მო###ული ფურცელს, მაგრამ იმდენი ვიჩალიჩეთ რო ნომერი ავაწყეთ როგორღაც და ამოვიწერეთ.
მთლად ბოლომდეც არ ეწყობოდა, რაღაცეები აკლდა, მაგრამ მივხვდით რა ციფრებიც იყო და ამოვიწერეთ ფურცელზე.
ხო და მივდივარ სალაროში და ესე და ესე მოხდა, ბილეთი წაგებული მეგონა და დავხიე და აგერ ნომრის ამოწერა მოვახერხე, ხელში ეს ნაფლეთებიც მიჭრავს, მაგრამ გინდა ყოფილა გინდა არა, არაფერი იკითხება.
და მომეცით მაყუთი მეთქი.
გადაამოწმა ამან ბაზაში და არის ეგ ბილეთიო, მაგრამ ესე ვერ მოგცემო, ერთ კვირაში თუ არავინ მოვიდა თანხის გასატანად, მოგცემთო.
ხო და ველოდეთ ერთი კვირა და რო გავიდა, მივედი და მომცეს.
იმ ერთი კვირის მანძილზე ხმას ვერ ვიღებდი, დღეში რამდენჯერმე მახსენებდნე ჩემი გულისთვის უპონტოდ რო ვიყავით

მოკლედ, ბილეთის ნომერი კაი რაღაცაა

მეც წავშლი ამის მერე
This post has been edited by Frankens†ein on 21 Mar 2021, 14:45
Mens sana in corpore sano...