#58266309 · 19 Aug 2021, 21:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | და საერთოდ აპირებენ ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის გაკეთებას? ამბობენ სამოთხესავით ლამაზია მაქაურობა, განსაკუთრებით მარელისიო. ბათუმში რკინიგზით გავლისას ხარაგაულის მონაკვეთი ყველაზე მეტად მომწონს - საოცრებაა ხოლმე. მანქანით არასდროს არ ვარ ნამყოფი და იმედია ოდესმე მექნება ამის შანსი. |
აპირებენ კი. ეგ გზა ორ ლოტად იყო დაყოფილი. მეორე ლოტი მოლითი-ხარაგაული ძირითადად დასრულებულია და პირველ ლოტზე კონტრაქტორმა მოჩიჩნქა რაღაც და დატყდა. ახლა სხვას უნდა ჩააბარონ ეგ მონაკვეთი.
QUOTE | უბისადან უფრო ახლოა ხარაგაული. |
ეგ კარგი გზა გააკეთეს, თუმცა ძირულის გზასთან შედარებით მგონი დროში ვერ მოიგებ, რადგან ვიწრო, აღმართ-დაღმართიანი გზაა და სოფლებში გადის.
QUOTE | რა ქნეს ასეთი, ოსმალო შემოესია იმერეთს? |
რამდენადაც ვიცი, კომუნისტებმა რომ გააკეთეს ეგ გზა პირველად მრავალი ათეული წლის წინ, მას მერე საერთოდ არ გაურემონტებიათ და ნელნელა პრაქტიკულად გაუვალი გახდა.
QUOTE | ხარაგაულამდე ძაან ამცირებს მანძილს? |
მანძის კი, დროს პირიქით. თუ სპორტული ინტერესი არ გაქვს არც უნდა გაბედო მაგ გზაზე გავლა.
--------------------
Can't Smile Without You
|