ვინც შეავსო და მოიგო ყველა წავა რო ?
ისეთი მოთხოვნებია ისეთი ხარჯებია
არამგონია რომ ყველამ გაქაჩოს
1 - სამედიცინო შემოწმება 230-400 დოლარამდე
გააჩნია რა აცრები გაქვთ გაკეთებული
2 - საკონსულოში შესვლა გასაუბრება 330 დოლარი
3 - კონსულთან როცა შეხვალთ ბანკის ანგარიშის
დოკუმენტი უნდა წარადგინოთ სადაც იქნება
კაკ მინიმუმ 5-7 ათასი დოლარი,
ეგ იმისათვის რომ კონსული დაარწმუნოთ იმაში
რომ ამერიკაში არ იმათხოვრებთ
4 - ვიზა თუ ჩაარტყეს კიდე - 220 დოლარი
5 - სკანების თარგმნა დოკუმენტების
დაგროვება და ა.შ - ალბათ 100-150 ლარამდე
6 - ბილეთის თანხა - 500 დოლარიდან და ზევით
ერთი სიტყვით მხოლოდ ადგილზე აქ
გექნებათ ხარჯი 1,500 - 2,000 დოლარამდე
ნუ გააჩნია რა ფასიან ბილეთს იყიდით
არის 1000 დოლარიანი ბილეთებიც
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
თან კიდევ არსებობს სხვა ხარჯებიც
ჩემ ვარიანტში მე რეები უნდა ვიყიდო
1 - რამე სენსორიანი ტელეფონი 500 ლარამდე
ლიჟბი არ ჭედავდეს - მე ეხლა კნოპკიანი ნოკია მაქვს
2 - ზურგჩანთა და ბორბლებზე ჩანთა
არვიცი ეგენი რა ღირს - იმედია 200 ლარში ჩავეტევი
3 - გახეული ბოტასებით და ტანსაცმლით ხომ არ წავალ?
ასე რომ ახალი შმოტკები, ბოტასები ,რამე კურტკა
დჯინსის შარვალი 2 ცალი, - ალბათ 300 ლარამდე
4 - კბილების დაპლომბვა - 500 ლარამდე
იმიტომ რომ 4 კბილი ნაღდი ვიცი რომ დასაპლომბია
5 - 100-150 ლარის წამლები,
აქედან უნდა წაიღოთ წამლები
იქ წამლებზე რეცეპტი უნდა
რეცეპტი რომ აიღოთ ექიმთან უნდა მიხვიდეთ
ექიმთან მისვლა კაკ მინიმუმ 500 დოლარიდან იწყება
(სასწრაფო რომ გამოიძახოთ - 2000 დოლარია
ასე რომ არ შეცდეთ და არ დარეკოთ სასწრაფოში)
ასე რომ უნდა წაიღოთ წამლები
თავის კბილის ტკივილის,
ანტიბიოტიკები,ნოშპა. ომეპროზოლი,
ციტრამონი, ნიმესილი
სპაზმალგონი,წნევის და ა.შ
ყველაფერი ცოტ ცოტა იყიდეთ
( მე თვალის წვეთებიც უნდა ვიყიდო
3 თვის - ეს კიდე 300 ლარი ემატება
სხვა წამლებთან ერთად )
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
ამერიკაში ეხლა გაქანებული ინფლაციაა
ასე რომ ყველაფერი გაძვირდა
მთლიანი ბინის ქირა ძვირი ჯდება
ნორმალურ რაიონში სადაც არ იქნება კრიმინალი
მთლიანი სახლის ქირა ჯდება
დაახლოებით 3000 დოლარამდე თვეში
ასე რომ ჯობია იქირაოთ 1 ოთახი
იასნია მაგ ბინაში იცხოვრებენ სხვა ადამიანებიც
ოთახის ქირა ნორმალურ რაიონში თუ გაგიმართლად
კაკ მინიმუმ იწყება 800 დოლარიდან თვეში
თუ არა და 1000-1200 დოლარია თვეში
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
მოკლედ, რისი თქმნა მინდა
თუ მაგდენი თანხა არ გაქვთ
ან თუ ნორმალური ნათესავი ან მეგობარი
არ ყავთ ამერიკაში მაშინ
ჯობია არც ითამაშოთ გრინ კარტა
P.S მე მყავს იქ 2 ნათესავი
მაგრამ როგორც მივხდი ქირით ცხოვრება მომიწევს
This post has been edited by snake2009 on 21 Nov 2021, 14:00