კაზინო/ტოტალიზატორი ჯარიმდება თუ გათამაშებს
[ ი1 ) არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა; (ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან)]
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია; (ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან)]
11 . აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება.
12 . დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების შესახებ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემოსავლების სამსახური. ამ მუხლის 11 პუნქტის მიზნებისთვის შემოსავლების სამსახური თამაშობის ორგანიზატორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, თამაშობაში მონაწილეობის მსურველი ყოველი კონკრეტული პირის შესახებ აწვდის მხოლოდ თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე ინფორმაციას. (ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან)]
უხლი 2. იმ პირის სათამაშო ანგარიშზე განთავსებული თანხები, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების შედეგად ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა, არის აღნიშნული პირის საკუთრება და უბრუნდება მას საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად
ძირითადი რაც ამოვკრიბე. დაზუსტებით აქ
https://matsne.gov.ge/document/view/30988?publication=39როცა გაივლი ვერიფიკაციას ვალდებულია კაზინო/ტოტომ გადაგამოწმოს სიაში შემოსავლების სამსახურში და თუ იქ იქნები არ დაგიშვას სათამაშოდ. ნუ მე ასე გავიგე ეს კანონი. დალშე გამოჩნდება
This post has been edited by USSR on 28 Jan 2022, 23:32