#59191446 · 4 May 2022, 20:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გადავხედე ამ თემას და უმეტესობა როგორც ჩანს საერთოდ ვერ აცნობიერებს რა მოვლენასთან აქვთ საქმე და რა საფრთხეს უქადის ამ ქვეყანას და მის ეკონომიკას. ის რაც ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე სხვა არაფერია თუ არა უძრავი ქონების ბუშტი. ბუშტის განმარტების ყველა პარამეტრი მოწმობს ამას. დაგუგლეთ real-estate bubble ან property bubble და მიხვდებით რატომაა საშიში უძრავი ქონების ბუშტი ეკონომიკისთვის.
ბუშტის წარმოქმნის ყველაზე მთავარი ფაქტორია იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობა და დაბალი საპროცენტო განიკვეთები. ზუსტად იპოთეკურ კრიზისს შტატებში მოყვა 2007-2008 წლების ეკონომიკური კრიზისი.
შტატებში ათწლეულების განმავლობაში იპოთეკური სესხების ხვედრითი წილი არ აჭარბებდა 8%, ანუ უმეტესობა უძრავ ქონებას ყიდულობდა საკუთარი დანაზოგით, მაგრამ 90-იანი წლების ბოლოს ვითარება შეიცვალა და ამ ხვედრითმა წილმა დაიწყო მატება.
იპოთეკური სესხები დაურიგეს ყველას, მათ შორის მაღალი რისკ ფაქტორის მქონე პირებს, პრაქტიკულად ძალით ტენიდნენ სესხს ყველა ბოგანოს. იპოთეკური სესხების ზრდამ გამოიწვია ფასების ზრდა უძრავ ქონებაზე, ფასების ზრდამ მშენებლობების ბუმი, რადგან ეს მომგებიანი ბიზნესი გახდა. მაგრამ უკვე ამ დროისთვის მკვეთრად გაიზარდა მათი რაოდენობა ვინც სესხის პროცენტებს ვერ იხდიდა და მათ 25%-ს გადააჭარბეს. 2008 წლისთვის მილიონამდე უძრავი ქონება გადავიდა ბანკების ხელში იპოთეკარების კრედიტუუნარობისა და გაბანკროტების გამო. რადგანაც ბანკებისთვის უძრავი ქონება არაპროფილური აქტივია მათ დაიწყეს თავიდან მოშორება ანუ გაყიდეს აუქციონზე. ამას დაემატა ბაზარზე მშენებლობის ბუმით გამოწვეული უძრავი ქონების რაოდენობის მატებაც, ანუ მიწოდებამ ბევრად გადააჭარბა მოთხოვნას, ბუშტი გასკდა და უძრავ ქონებაზე ფასები მკვეთრად დაეცა. ეს გადაიზარდა ჯერ 2008 წლის ფინანსურ კრიზისში, შემდეგ კი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში. ასეთი ბუშტები სხვადასხვა დროს გასკდა სხვადასხვა ქვეყნებშიც. თუნდაც ამ მაგალითიდან ჩანს რომ ჩვენთანაც ბუშტის გახეთქვა გარდაუვალია, საკითხავი ისაა როდის მოხდება ეს.
Faulkner
QUOTE | დიდად ვერ გავიგე რა წერია აქ, მაგრამ თუ ეს ბინების ფასების დავარდნას გამოიწვევს, ძაან კაი კანონი იქნება. მომინდომეს აქ ამერიკა და 15-20 წლიანი კრედიტები. ეგეთების გამო რიგით ხალხს ბინა გაუხდა სანატრებელი. 300 ლარიან ქვეყანაში რო შვეიცარიის ფასები ადევს სახლებს.
https://www.bpn.ge/article/94603-xvalidan-i...hEawzfK4Ubl86ow |
ანუ ეროვნულმა ბანკმა ამ ახალი წესის შემოღებით აღიარა რომ პრობლემა არსებობს, მაგრამ არ მგონია ამას სერიოზული ეფექტი ქონდეს, ასეთ წესებს უბრალოდ არ შემოიღებენ, იმიტომ რომ ჩვენთან ყველას აწყობს მაღალი ფასი უძრავ ქონებაზე: ბანკებს, დეველოპერებს, ჩინოვნიკებს, მეორადი ბინის გამყიდველებს რადგან მათ ეზრდებათ მოგება, ბოლოს და ბოლოს თვითონ იპოთეკარ მყიდველებსაც რადგან მათთვის მნიშვნელოვანია შეიძინონ უძრავი ქონება, რა ფასად ეს მეორეხარისხოვანია.
--------------------
She Does It Right
|