_marishka_ დღეს მქონდა გასაუბრება
დილის 11 საათზე უკვე იქ ვიყავი
გასაუბრება მქონდა დანიშნული 2 საათზე
3 საათი ველოდებოდი - 3 საათი თითქოს 3 წელი იყო ისე გაიწელა
იქვე DOMINO -ს მაღაზია იყო ,შევედი ,იქ ისეთი სიგრილე იყო კინაღამ ჩამეძინა
სკამები იყო იქ გასაყიდი - იმ სკამებზე ვიჯექი და ველოდებოდი
გასაუბრებამ ჩაიარა წარმატებით - პასპორტი დაიტოვეს
მითხრეს TNT და ა.შ - რაც შენ დაწერე მარიშკა აქ TNT-ის ფოსტის შესახებ
მოკლედ რისი თქმა მინდა
მე როგორც ადამიანი ფიზიკური ნაკლით მეგონა რომ არ მომცემდნენ ვიზას
მაგრამ არა - ყველაფერი კარგად ჩაიარა, ყველაფერი სიმართლე ვთქვი როგორც იყო
ანუ იმის თქმა მინდა რომ სანერვიულო არაფერია
არავინ არ ინერვიულოს გასაუბრებაზე შესვლის დროს
P.S
ქამარი, ტელეფონი, საღეჭი რეზინა,სიგარეტი,სანთებელა (ზაჟიგალკა ) შეტანა არ შეიძლება - აკრძალულია
თუ რამეა მაგ ნივთებს იტოვებენ იქ შესანახად მერე გიბრუნებენ
This post has been edited by snake2009 on 7 Jun 2022, 17:56
მიმაგრებული სურათი