Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
საერთო ფორუმი
->
General Discussion
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(133)
« პირველი
...
76
77
[78]
79
80
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
GREEN CARD . volume 29
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
OGG
In Linux Veritas
ჯგუფი: Members
OGG
In Linux Veritas
ჯგუფი: Members
წერილები: 1769
წევრი No.: 6085
რეგისტრ.: 23-August 04
#60705575
· 15 Sep 2023, 23:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
suzuki312
QUOTE
5 სულიან ოჯახზე გასაუბრებამდე მიახლოებით რა ხარჯი იქნება ?
გააჩნია არჩევანს და გააჩნია სიტუაციას... მაგალითად დს260 ფორმას შენ შეავსებ თუ სხვას შეავსებინებ. თუ სხვას შეავსებინებ, მაშინ ვის შეავსებინებ და რამდენს ითხოვს. აქაც მაგალითდ თუ სამთოს ირაკლის შეავსებინებ, შარშან ზრდასრულზე 300 ლარი, ბავშვზე 100. 5 სულიანი ოჯახი ალბათ 2 მშობელი და 3 შვილი ხო? ასეთ შემთხვევაში 900 ლარი. თუ რუსთაველის ირაკლის შეავსებინებ, მაშინ მინიმუმ $1000 უნდა
საჭირო საბუთების აღება მაგალითდ იუსიტიცაში რა ვადაში აღებაზე მოითხოვ, ციტოში 1 ადამიანის შემოწმება, აცრების გაკეთების გარეშე 800 ლარის ფარგლებშია, 5 წევრზე უკვე 4000 ლარი გამოდის, იქ თუ აცრებს გაიკეთებთ, მაშინ ოოოო, შეიძლება 10 000-ზეც ახვიდეთ (ეს მარტო ციტო), მერე ამ ყველა საჭირო საბუთის ინგლისურად თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება, პლიუს თუ დაგიბარეს საელჩოში, გასაუბრებაზე 1 ადამიანი $330, 5-ზე უკვე $1650-ია და ასე შემდეგ. მოკლედ ჩემი გათვლებით, 10 000 ლარი მინიმუმ უნდა გქონდეს გადადებული...
sham
QUOTE
და მე რო იმედი მაქვს 52 - იანს უბრალოდ სასაცილოა ხო ?
აბა რა გითხრა, ამ წელს რას იზამენ , წინასწარ არავინ იცის.. საკუთარი გამოცდილებით ვიტყვი, რომ მე პირადად რეალურ იმედებს არ დავამყარებდი და როგორც მე ავიწეწე და ორ სიტუაციას შორის გამოვეკიდე, ასე აღარ გავაკეთებდი და უფრო აქ დარჩენის ვარიანტს დავეყრდნობოდი
Pinkman987
QUOTE
რა საბუთებს ითხოვენ ასეთ სრომ 3000 დოლარი დაჯდეს?
ნაწილობრივ მიწერია ზევით
ასევე გასათვალისწინებელია, რომ აუცილებელ საბუთებს შორის არის ბანკის ანგარიშზე საკმარისი თანხის ცნობა... 1 კაცზე საშუალოდ 7000$ უნდა იყოს. 5 სულიანი ოჯახის შემთხვევაში 35 000$ გამოდის... ოღონდ ამ შემთხვევაში მთავარია ბანკიდან მიიტანო ცნობა, რომ ანგარიშზე თანხა გიდევს და არავინ ამოწმებს ეს თანხა შენია თუ არა... თუ საახლობლოში გყავს ვინმე, შეგიძლია 1 დღით ითხოვო თანხა, ანგარიშზე დადო და ცნობა აიღო... თუ არა, არსებობს ხალხი, რომელიც გარკვეულ პროცენტში გათოვებენ ამ თანხას... ამაში ზოგი 1% იღებს, ზოგი 2% , ზოგი საერთოდ ასტრალშია გასული 3%-ს
რეალურად რომ ვიმსჯელოთ, 5 სულიანი ოჯახი რომ ჩახვიდე, საწყის ეტაპზე ყველა ვარიანტში გჭირდება გარკვეული თანხა, სულ მცირე საცხოვრებელი ადგილი რომ იქირაო და ჭამო... სანამ საბუთები მოგივა და მერე სამსახურს დაიწყებ ელემენტარულად ცხოვრება ხომ გინდა... ბინის ქირაობა ძალიან პრობლემატურია, საწყის ეტაპზე შეიძლება 2-3 კვირა სასტუმროში მოგიწიოს გაჩერება... თუ იქ ვინმე ძალიან ახლობელი გყავს და შეგიფარებს დროებით, სანამ დალაგდები, ხარჯი გაცილებით ნაკლები გექნება... ოღონდ ეს ახლობელი უნდა იყოს, ფაქტობრივად ოჯახის წევრი, რომ რეალურად შეგიფაროს.. რამდენი შემთხვევა ვიცი ბიძაშვილი ბიძაშვილს ეუბნებოდა , შენ ოღონდ ჩამოდი და ჩემთან იცხოვრებ და საჭმლის თანხაც არ დაგჭირდებაო და რეალურად რომ ჩავიდა, მერე საერთოდ დაიმალა და კონტაქტზეც არ გავიდა... 1-2 შემთხვევა კი არა, ათეულობით შემთხვევა ვიცი მე პირადად... ერთ მაგალითს მოვიყვან, ჩემი კლასელის ძმა ჩავიდა ეგრე და მანამდე მამიდაშვილი(რომელთანაც ერთად ფაქტობრივად გაიზარდა) რომ ეუბნებოდა, შენ ოღონდ საზღვარი გადმოკვეთე და დანარჩენი მე ვიციო, ის მამიდაშვილი საერთოდ გაქრა, დაიმალა და ამ კლასელის ძმის საცხოვრებელ თანხას ოჯახის წევრები აქედან უგავნიდნენ... 2 კვირა ქუჩაში ცხოვრობდა და ბომჟებთან ერთად ეძინა....
--------------------
In Linux we trust
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
.DG.
Super Member
ჯგუფი: Registered
.DG.
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 309
წევრი No.: 254753
რეგისტრ.: 16-January 20
#60706097
· 16 Sep 2023, 10:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Pinkman987
თვითონ გასაუბრებაზეა გადასახდელი კარგად, სამედიცინოც ძვირი ჯდება. დანარჩენი თითქოს წვრილმანია მაგრამ 5 კაცზე საბუთების თარგმნები და დამოწმებები საერთო ჯამში კარგ თანხას უკაკუნებს.
მაგას უნდა მიუმატო ამ ხუთი კაცის ბილეთების ფული, პლიუს ჩასვლისასაც საჭიროა მინიმუმ 15-20 მაინც გქონდეს თან, ესეც იმ პირობით რომ ვინმე გულშემატკივარი გხვდება იქ. თავისუფლად ახვალ 30 000-ზე.
* * *
OGG
QUOTE
რეალურად რომ ვიმსჯელოთ, 5 სულიანი ოჯახი რომ ჩახვიდე, საწყის ეტაპზე ყველა ვარიანტში გჭირდება გარკვეული თანხა, სულ მცირე საცხოვრებელი ადგილი რომ იქირაო და ჭამო... სანამ საბუთები მოგივა და მერე სამსახურს დაიწყებ
ჩემი გამოცდილებით- ყველაფერი ჩემით შევავსე ( არ ვიცი, შეიძლება ვინმეს ეწყინოს მაგრამ ჩემი აზრით იმდენად ადვილი შესავსებია რომ შენით შევსება თუ არ შეგიძლია არც უნდა წამოხვიდე) პლიუს ამას თავიდან მარტო წამოვედი, საკმაო დანაზოგიც წამოვიღე და თან 4000$ სამსახურში ლამის აეროპორტიდან წამიყვანეს. ოჯახი(მეუღლე და სამი შვილი) ორ თვეში ჩამოვიყვანე, როცა ბინა უკვე ნაქირავები და მოწყობილი მქონდა. ანუ მაქსიმალურად ეკონომიურად წამოვედი. და მაინც- სანამ ნორმალურ სამსახურს ვიშოვნიდი კინაღამ ნულზე დავჯექი.
აქ სხვანაირი ფასი აქვს მანდედან წამოღებულ ფულს.
This post has been edited by
.DG.
on 16 Sep 2023, 11:12
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
suzuki312
Super Member
ჯგუფი: Registered
suzuki312
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 646
წევრი No.: 238194
რეგისტრ.: 19-November 17
#60706974
· 16 Sep 2023, 19:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
OGG
QUOTE
მაგალითად დს260 ფორმას შენ შეავსებ თუ სხვას შეავსებინებ.
ხო რა თქმა უნდა სხვას უნდა შევასებინო.
QUOTE
აქაც მაგალითდ თუ სამთოს ირაკლის შეავსებინებ, შარშან ზრდასრულზე 300 ლარი, ბავშვზე 100
ჩემმა ძალიან ახლო მეგობრებმა 4 სულიანი ოჯახით შეავსეს სამთოს ირაკლისთან, და წავიდნენ 1 კვირის წინ აშშ-ში.
QUOTE
მოკლედ ჩემი გათვლებით, 10 000 ლარი მინიმუმ უნდა გქონდეს გადადებული...
საკონსულომდე 11K ლარი დახარჯეს.
QUOTE
5 სულიანი ოჯახის შემთხვევაში 35 000$ გამოდის
ბებიაშემის ბინა მაქვს რომელსაც ვაქირავებ, ნუ მოგების შემთხვევაში გავყიდი.
OGG
და კიდევ ერთი კითხვა, PM მოგწერე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tozi777
არა ბრაკონიერობას!!! კი არა დედისტყვნა მაგათ!
ჯგუფი: Members
tozi777
არა ბრაკონიერობას!!! კი არა დედისტყვნა მაგათ!
ჯგუფი: Members
წერილები: 9436
წევრი No.: 57965
რეგისტრ.: 9-April 08
#60707366
· 16 Sep 2023, 22:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(OGG @ 15 Sep 2023, 23:44 )
ერთ მაგალითს მოვიყვან, ჩემი კლასელის ძმა ჩავიდა ეგრე და მანამდე მამიდაშვილი(რომელთანაც ერთად ფაქტობრივად გაიზარდა) რომ ეუბნებოდა, შენ ოღონდ საზღვარი გადმოკვეთე და დანარჩენი მე ვიციო, ის მამიდაშვილი საერთოდ გაქრა, დაიმალა და ამ კლასელის ძმის საცხოვრებელ თანხას ოჯახის წევრები აქედან უგავნიდნენ... 2 კვირა ქუჩაში ცხოვრობდა და ბომჟებთან ერთად ეძინა....
ბოლობოლო ხომ გამოჩნდა და რაო?
--------------------
"ორი რამაა უკიდეგანო: სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე, თუმც პირველის შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ" © ა.აინშტაინი
თუ გინდა გაიგო სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, გაიცანი პოლიტიკოსები © მე
ბაზრის შავბნელი ხელი დაარეგულირებს ყველაფერს © მე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
OGG
In Linux Veritas
ჯგუფი: Members
OGG
In Linux Veritas
ჯგუფი: Members
წერილები: 1769
წევრი No.: 6085
რეგისტრ.: 23-August 04
#60707613
· 16 Sep 2023, 23:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
.DG.
QUOTE
ჩემი გამოცდილებით- ყველაფერი ჩემით შევავსე ( არ ვიცი, შეიძლება ვინმეს ეწყინოს მაგრამ ჩემი აზრით იმდენად ადვილი შესავსებია რომ შენით შევსება თუ არ შეგიძლია არც უნდა წამოხვიდე) პლიუს ამას თავიდან მარტო წამოვედი, საკმაო დანაზოგიც წამოვიღე და თან 4000$ სამსახურში ლამის აეროპორტიდან წამიყვანეს. ოჯახი(მეუღლე და სამი შვილი) ორ თვეში ჩამოვიყვანე, როცა ბინა უკვე ნაქირავები და მოწყობილი მქონდა. ანუ მაქსიმალურად ეკონომიურად წამოვედი. და მაინც- სანამ ნორმალურ სამსახურს ვიშოვნიდი კინაღამ ნულზე დავჯექი.
აქ სხვანაირი ფასი აქვს მანდედან წამოღებულ ფულს.
ზუსტად მაგას ვგულისხმობდი ზევით
საწყისი გარკვეული თანხა ყველა ვარიანტში უნდა გქონდეს.. ფაქტობრივად 0-დან იწყებ ემიგრაციაში ცხოვრებას და საყისი კაპიტალი თუ არ გაქვს, ჩათვალე ძალიან კი არა, უძალიანესად გაგიჭირდება... მითუმეტეს ბოლო პერიოდში, როდესაც ბინების შოვნა და სამსახურებიც ჭირს.... ნუ მე ვგულისხმობ თუ არც ენა იცი და არც კონკრეტული რამის კარგი სპეციალისტი არ ხარ... ჩემს თავზე ვიტყვი, რომ IT სფეროში ვარ და დასაქმების პრობლემა ნამდვილად არ შემექმნებოდა, მაგრამ ყველაფერი ისე მქონდა გათვლილი , რომ 4 წევრიან ოჯახს დაახლოებით 1 წელი ცხოვრება შეგვეძლო.. ვგულისხმობ ბინის ქირაობა, კვება, ელემენტარი ტანსაცმელი და ა.შ. 1 წლის მანძილზე თუ ნორმალურს ვერაფერს ვიშოვიდით, სარეზერვო გეგმაც მქონდა, მერე ერთ-ერთ ბინას გავყიდდი აქ, მინიმუმ $130K გაიყიდება თუნდაც დღესვე და კიდევ ცოტა ხანი იმით ვიქნებოდი.. თუ კიდევ ვერაფერს ვიშოვიდით, მაშინ არ ყოფილა ჩვენი საშველი და ამერიკაში აღარაფერი მესაქმებოდა
უბრალოდ, აქაური საზომით სერიოზულ თანხას და ცხოვრების 2 წელს შევწირავდით და წყალს გავატანდით...
suzuki312
QUOTE
საკონსულომდე 11K ლარი დახარჯეს.
თავუსუფლად დახარჯავდნენ... მე მინიმუმ 10K ვანგარიშობდი... ისიც ნახევარზე მეტს ჩემით ვაკეთებდი....
QUOTE
ბებიაშემის ბინა მაქვს რომელსაც ვაქირავებ, ნუ მოგების შემთხვევაში გავყიდი.
პირველ რიგში ეგ არ უნდა ქნა... მოგება არ გულისხმობს ავტომატურ ვიზას...
This post has been edited by
OGG
on 16 Sep 2023, 23:53
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
.DG.
Super Member
ჯგუფი: Registered
.DG.
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 309
წევრი No.: 254753
რეგისტრ.: 16-January 20
#60707974
· 17 Sep 2023, 01:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ჩემს თავზე ვიტყვი, რომ IT სფეროში ვარ და დასაქმების პრობლემა ნამდვილად არ შემექმნებოდა
ნამდვილად არ შეგექმნებოდა.
QUOTE
1 წლის მანძილზე თუ ნორმალურს ვერაფერს ვიშოვიდით, სარეზერვო გეგმაც მქონდა,
რა 1 წლის მანძილზე ვერ იშოვიდი, არაკვალიფიციური სამსახურები ჭირს თორემ მუშაობის უფლება და კვალიფიკაცია თუ გაქვს ბევრი სამსახურია. შეიძლება მანდედანაც გეშოვა, ჩამოსვლამდე.
suzuki312
QUOTE
ხო რა თქმა უნდა სხვას უნდა შევასებინო.
რატომ? იმ სხვამ რაც უნდა ჩაწეროს ისევ შენ არ უნდა უთხრა? სახელი, გვარი, განათლება, სამსახურებია ჩასაწერი. როდის სად ცხოვრობდი და მუშაობდი წლები და მისამართები უნდა გაიხსენო და ყველაზე ძნელი ეგაა. ელემენტარული ინგლისურია საჭირო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
eldorado31
Crazy Member
ჯგუფი: Members
eldorado31
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2425
წევრი No.: 176589
რეგისტრ.: 14-November 13
#60708118
· 17 Sep 2023, 08:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სამწუხაროდ ბევრი რეალურად ვერ აფასებს თავის შესაძლებლობებს და რეალობას. სჯერა ზღაპრების. 30 წელს გადაცილებული ადამიანი, რომელმაც არც ინგლისური იცის, არც პრაქტიკული პროფესია, სოციალური უნარ-ჩვევები დაბალ დონეზე აქვს, არ უნდა წავიდეს ამერიკაში. "შემივსე, შემივსე" ხალხი. აქ ჩვენთან ნათესავ-მეგობრებით გარშემორტყმული, ვინც კომფორტის ზონიდან არასოდეს გამოსულან, იქ ძალიან უჭირთ და არ არიან მზად წინააღმდეგობებს გაუმკლავდნენ, რაც მილიონი იქნება მულტიკულტურულ უცხო გარემოში. შედეგია დეპრესია, ნარკოტიკები, სუიციდი, კარგ შემთხვევაში უკან დაბრუნება სრულიად უპოვარი-უქონელი
This post has been edited by
eldorado31
on 17 Sep 2023, 09:01
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
suzuki312
Super Member
ჯგუფი: Registered
suzuki312
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 646
წევრი No.: 238194
რეგისტრ.: 19-November 17
#60708310
· 17 Sep 2023, 12:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
OGG
QUOTE
QUOTE
ბებიაშემის ბინა მაქვს რომელსაც ვაქირავებ, ნუ მოგების შემთხვევაში გავყიდი.
პირველ რიგში ეგ არ უნდა ქნა... მოგება არ გულისხმობს ავტომატურ ვიზას...
მე ვიგულისხმე ვიზის მიღების შემთხვევაში. კი ვხედავ რაც ხდება ამ რიგებზე.
* * *
კიდე უნდა დარეგისტრირდე გრინზე? მე არასდროს მითამაშია და youtube-ზე გადავხედე ვიდეოს, და რავი არაფერი რთული არ არის.
მთავარია 2 ჯერ გაგიმართლოს, 1) მოიგო და 2) ახლო რიგის ნომერი მოგცენ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
OGG
In Linux Veritas
ჯგუფი: Members
OGG
In Linux Veritas
ჯგუფი: Members
წერილები: 1769
წევრი No.: 6085
რეგისტრ.: 23-August 04
#60710038
· 17 Sep 2023, 23:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
.DG.
QUOTE
ნამდვილად არ შეგექმნებოდა.
მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ჩემი ფრთხილი ხასიათიდან გამომდინარე, მაინც ვაზღვევდი სიტუაციას... ჩემი უფროსი შვილიც IT სფეროშია და საქებრად არ ვამბობ, მაგრამ საკმაოდ მაღალი დონის პროგრამისტია, მიუხედავად მისი პატარა ასაკისა.
QUOTE
რა 1 წლის მანძილზე ვერ იშოვიდი, არაკვალიფიციური სამსახურები ჭირს თორემ მუშაობის უფლება და კვალიფიკაცია თუ გაქვს ბევრი სამსახურია. შეიძლება მანდედანაც გეშოვა, ჩამოსვლამდე.
სხვათა შორის მოძებნილი მქონდა რამდენიმე ვარიანტი... ზეგი რემოუთიც იყო, მაგრამ მთავარი პირობა ჰქონდათ, რომ ამერიკის ტერიტორიაზე უნდა ვყოფილიყავი და ისე შემეძლო რემოუთად მემუშავა. ეს არ მიკვირს, ჩემი მეგობარი მუშაობს ბლუმბერგში ქსელის არქიტექტორად, ძირითადად რემოუთად მუშაობს, მაგრამ ამერიკის ტერიტორიაზე უნდა იყოს აუცილებლად.
eldorado31
QUOTE
სამწუხაროდ ბევრი რეალურად ვერ აფასებს თავის შესაძლებლობებს და რეალობას. სჯერა ზღაპრების. 30 წელს გადაცილებული ადამიანი, რომელმაც არც ინგლისური იცის, არც პრაქტიკული პროფესია, სოციალური უნარ-ჩვევები დაბალ დონეზე აქვს, არ უნდა წავიდეს ამერიკაში. "შემივსე, შემივსე" ხალხი. აქ ჩვენთან ნათესავ-მეგობრებით გარშემორტყმული, ვინც კომფორტის ზონიდან არასოდეს გამოსულან, იქ ძალიან უჭირთ და არ არიან მზად წინააღმდეგობებს გაუმკლავდნენ, რაც მილიონი იქნება მულტიკულტურულ უცხო გარემოში. შედეგია დეპრესია, ნარკოტიკები, სუიციდი, კარგ შემთხვევაში უკან დაბრუნება სრულიად უპოვარი-უქონელი
სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა. ზოგი ისე თამაშობს, ჰგონია რომ ოღნოდ შენ მოიგე და იქ ყველაფერი გამზადებული დაგხვდება და ხელის განძრევა არ დაგჭირდება.
suzuki312
QUOTE
მე ვიგულისხმე ვიზის მიღების შემთხვევაში. კი ვხედავ რაც ხდება ამ რიგებზე.
გასაგებია
QUOTE
კიდე უნდა დარეგისტრირდე გრინზე? მე არასდროს მითამაშია და youtube-ზე გადავხედე ვიდეოს, და რავი არაფერი რთული არ არის.
მთავარია 2 ჯერ გაგიმართლოს, 1) მოიგო და 2) ახლო რიგის ნომერი მოგცენ.
კი წელსაც ვაპირებ დარეგისტრირებას. ჩემით ვრეგისტრირდები ამდენი წელია. რთული ნამდვილად არაფერია, ელემენტარული - სახელი, გვარი, დაბადების ადგილი, თარიღი, მისამართი , ოჯახის წევრებზე ინფორმაცია და სურათი
მოგებულს შეიძლება ახლო რიგის ნომერი ჰქონდეს, მაგრამ გასაუბრებაზე მაინც არ დაიძახონ. ასეთებიც ხდება. წელს საერთოდ საოცრება გააკეთეს, გასაუბრებები ჩანიშნეს და მერე ვიზიტები გააუქმეს.
ჯერ კიდევ ვერ მომინელებია, დს -ის შევსების დროს, რომელ საელჩოში გასაუბრების მითითებისას კარგა ხანი ვიფიქრე, თუ რომელი მიმეთითებინა. ფაქტობრივად 3 დღე იმის გარკვევას შევწირე, თუ სად სჯობდა და გარკვეული მიზეზების გამო, მაინც თბილისი ავირჩიე და სწორედ ამ არჩევანმა გამჭედა და დამასტოპა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
bavaria87
Crazy Member
ჯგუფი: Registered
bavaria87
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1455
წევრი No.: 135583
რეგისტრ.: 6-September 11
#60710193
· 18 Sep 2023, 01:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობათ, ახლოებლი მოიგო გრინ კარტა და უნდა 1 კვირით თურქეთში დასასვენებლად წასვლა. მაგრამ როგორც მეუბნება, მერე ამერიკის საელჩო ითხოვს ყველა ქვეყნიდან ნასამართლეობის ცნობას, სადაც კი ხარ ნამყოფიო. ანუ გრინ კარტის მოგეობის მერე რაღაც დოკუმენტების შევსება რომ უნდა იქ. და მართალია ეგ? ტურისტულად რომ წავიდეს 1 კვირით მაგაზეც ნასამართლეობის თხოვნა უნდა გამოითხოვოს მერე თურქეთიდან?
--------------------
გინდა ცხონება? – იყავი ეკლესიაში და იგი არ გაგცემს შენ. ეკლესია ზღუდეა: თუ ამ ზღუდის შიგნით იმყოფები, მგელი ვერ შეგეხება; ხოლო თუ გარეთ გახვალ, ნადირი მოგიტაცებს. ნუ განეშორები ეკლესიას, ქვეყნად მასზე ძლიერი არაფერია; ის არის შენი იმედი, მასშია შენი ცხონება.
( წმ. იოვანე ოქროპირი)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Pinkman987
Super Member
ჯგუფი: Registered
Pinkman987
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 313
წევრი No.: 270937
რეგისტრ.: 23-July 23
#60710261
· 18 Sep 2023, 02:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
bavaria87
არ ითხოვს ტურისტულზე, პერმანენტულად სადაც ცხოვრობდი 6 თვეზე მეტი ხანი მაგ შემთხვევაში ითხოვს
რა ხდება გერმანიაში , დამკვიდრდი თუ შენც გრინს თამაშობ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
OGG
In Linux Veritas
ჯგუფი: Members
OGG
In Linux Veritas
ჯგუფი: Members
წერილები: 1769
წევრი No.: 6085
რეგისტრ.: 23-August 04
#60710290
· 18 Sep 2023, 03:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
bavaria87
QUOTE
გამარჯობათ, ახლოებლი მოიგო გრინ კარტა და უნდა 1 კვირით თურქეთში დასასვენებლად წასვლა. მაგრამ როგორც მეუბნება, მერე ამერიკის საელჩო ითხოვს ყველა ქვეყნიდან ნასამართლეობის ცნობას, სადაც კი ხარ ნამყოფიო. ანუ გრინ კარტის მოგეობის მერე რაღაც დოკუმენტების შევსება რომ უნდა იქ. და მართალია ეგ? ტურისტულად რომ წავიდეს 1 კვირით მაგაზეც ნასამართლეობის თხოვნა უნდა გამოითხოვოს მერე თურქეთიდან?
ამერიკის საელჩო ითხოვს ნასამართეობაზე ცნობას მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, სადაც აპლიკანტს 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნა უფიქსირდება. ასე რომ, შეუძლია თავისუფლად წავიდეს 1 კვირით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
.DG.
Super Member
ჯგუფი: Registered
.DG.
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 309
წევრი No.: 254753
რეგისტრ.: 16-January 20
#60710397
· 18 Sep 2023, 08:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
OGG
QUOTE
მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ჩემი ფრთხილი ხასიათიდან გამომდინარე, მაინც ვაზღვევდი სიტუაციას... ჩემი უფროსი შვილიც IT სფეროშია და საქებრად არ ვამბობ, მაგრამ საკმაოდ მაღალი დონის პროგრამისტია, მიუხედავად მისი პატარა ასაკისა.
უფრო სამწუხაროა რომ ვერ წამოხვედით. კარგი პროგრამისტი საქართველოშიც არ დაიკარგება მაგრამ აქ სხვა გასაქანი და პერსპექტივები ექნებოდა. აუცილებლად უნდა შეავსო კიდევ.
* * *
QUOTE
ჯერ კიდევ ვერ მომინელებია, დს -ის შევსების დროს, რომელ საელჩოში გასაუბრების მითითებისას კარგა ხანი ვიფიქრე, თუ რომელი მიმეთითებინა. ფაქტობრივად 3 დღე იმის გარკვევას შევწირე, თუ სად სჯობდა და გარკვეული მიზეზების გამო, მაინც თბილისი ავირჩიე და სწორედ ამ არჩევანმა გამჭედა და დამასტოპა.
არა მგონია ამას ემოქმედა. საბუთების აქეთ-იქეთ გზავნა უფრო მეტ დროს წაიღებდა. თან სხვაგან რომ შედიხარ მიზეზი გჭირდება. ტურისტულზე შეიძლება გაჭრას მაგრამ საემიგრაციოზე თბილისში რიგიაო მაგას ხომ ვერ მოიმიზეზებ?
This post has been edited by
.DG.
on 18 Sep 2023, 08:47
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
bavaria87
Crazy Member
ჯგუფი: Registered
bavaria87
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1455
წევრი No.: 135583
რეგისტრ.: 6-September 11
#60710422
· 18 Sep 2023, 09:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Pinkman987 @ 18 Sep 2023, 02:08 )
bavaria87
არ ითხოვს ტურისტულზე, პერმანენტულად სადაც ცხოვრობდი 6 თვეზე მეტი ხანი მაგ შემთხვევაში ითხოვს
რა ხდება გერმანიაში , დამკვიდრდი თუ შენც გრინს თამაშობ?
მადლობა. კი, გერმანიის მოქალაქეობა მაქვს მე. ახლობლისთვის მაინტერესებდა მაგ გრინ კარტაზე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
OGG
In Linux Veritas
ჯგუფი: Members
OGG
In Linux Veritas
ჯგუფი: Members
წერილები: 1769
წევრი No.: 6085
რეგისტრ.: 23-August 04
#60710429
· 18 Sep 2023, 09:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
.DG.
QUOTE
უფრო სამწუხაროა რომ ვერ წამოხვედით. კარგი პროგრამისტი საქართველოშიც არ დაიკარგება მაგრამ აქ სხვა გასაქანი და პერსპექტივები ექნებოდა. აუცილებლად უნდა შეავსო კიდევ.
გეთანხმები. ცუდად აქაც არ ვარ, მაგრამ შვილების მომავლისთვის ნამდვილად იქ სჯობია. ახლა რომც მოვიგო, უფროს შვილს ვეღარ წავიყვან, გახდა უკვე 21 წლის.
QUOTE
არა მგონია ამას ემოქმედა. საბუთების აქეთ-იქეთ გზავნა უფრო მეტ დროს წაიღებდა. თან სხვაგან რომ შედიხარ მიზეზი გჭირდება. ტურისტულზე შეიძლება გაჭრას მაგრამ საემიგრაციოზე თბილისში რიგიაო მაგას ხომ ვერ მოიმიზეზებ?
ყველა საელჩოში მარტში ჩემი რეინჯის მოგებულები უკვე დაბარებული ჰყავდათ გასაუბრებაზე. აქაურმა საელჩომ სექტემბრის ჩათვლითაც ვერ მოაღწია . ეგ კი არა, სექტემბერში ვისა ჩანიშნული ჰქონდათ, იმათაც გაუუქმდათ ვიზიტი.
შემეძლო მაგალითად პოლონეთის სამუშაო ვიზა გამეკეთებინა და ამის საფუძველზე შევიდოდი იქაურ საელჩოში ან ბალტიის ქვეყნებიდან გამეკეთებინა სამუშაო ვიზა და მერე უკვე არ გაჩნდებოდა დამატებითი კითხვები. პირველი, რამაც ყველაზე მეტად დამაფიქრა და გადამაწყვეტინა, რომ აქაური საელჩო ამერჩია, უკრაინაში ომი 2 თვის დაწყებული იყო და სად რა მოხდებოდა, არავინ იცოდა და შეიძლება ელემენტარულად საზღვრები ჩაეკეტათ იგივე პოლონეთს და იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნებს.
This post has been edited by
OGG
on 18 Sep 2023, 09:38
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
General Discussion
|
იქით
»
Pages:
(133)
« პირველი
...
76
77
[78]
79
80
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0616 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.